BBC

ჯანდაცვა 1765396929

BBC: კიბოს გენის მატარებელი დონორის სპერმა გამოიყენეს ევროპის 14 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში) - ბავშვთა ნაწილი უკვე გარდაცვლილია

14 ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა სპერმის დონორი, რომლის სპერმა გამოიყენეს ევროპის 14 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში), დონორის სპერმამ მუტაცია განიცადა და მასში კიბოს კოდი აღმოჩნდა - ბავშვთა დიდ ნაწილს კიბოს გენი აღმოაჩნდა,  ნაწილი კი უკვე გარდაცვლილიაროგორც გამოძიებაში მონაწილე BBC იუწყება, ამ ბავშვების ნაწილი უკვე გარდაიცვალა და მხოლოდ მცირე რაოდენობა, ვინც მუტაცია მემკვიდრეობით მიიღო, გადაურჩება კიბოს მძიმე დიაგნოზს. დანიის ევროპის სპერმის ბანკმა, რომელმაც სპერმა გაყიდა, დაზარალებულ ოჯახებს “ღრმა თანაგრძნობა“ გამოუცხადა და აღიარა, რომ სპერმა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთში, ძალიან ბევრი ბავშვის მამობისთვის გამოიყენეს, რაც BBC-ის სტატიაშია ასახული.აღნიშნული სპერმა ანონიმური მამაკაცისგან იყო, რომელსაც სტუდენტობისას დონაციისთვის ანაზღაურებას 2005 წლიდან უხდიდნენ და შემდეგ ქალები დაახლოებით 17 წლის განმავლობაში იყენებდნენ. მამაკაცმა დონორის სკრინინგის ტესტები ჩააბარა, მაგრამ მის ზოგიერთ უჯრედში დნმ-მა დაბადებამდე მუტაცია განიცადა.“ამან გამოიწვია TP53 გენის დაზიანება, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ორგანიზმში უჯრედების კიბოს განვითარების თავიდან აცილებაში.დონორის სხეულის უმეტესი ნაწილი არ შეიცავს TP53-ის საშიშ ფორმას, მაგრამ მისი სპერმის 20%-მდე შეიცავს. თუმცა, დაზიანებული სპერმიდან დაბადებულ ბავშვებს ეს მუტაცია სხეულის ყველა უჯრედში ექნებათ. ეს ცნობილია როგორც ლი ფრაუმენის სინდრომი და მას თან ახლავს კიბოს განვითარების 90%-იანი შანსი, განსაკუთრებით ბავშვობაში, და ძუძუს კიბოს განვითარების მოგვიანებით ასაკში“, – იტყობინება BBC.“ეს საშინელი დიაგნოზია. ძალიან რთული დიაგნოზია ოჯახისთვის, არსებობს ამ რისკით ცხოვრების მთელი ცხოვრების ტვირთი“, – თქვა კლერ ტერნბულმა, ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის კიბოს გენეტიკოსმა.ქვეყნები, სადაც აღნიშნული სპერმა გამოიყენეს, რუკის მიხედვით:    

მერაბ დვალიშვილი

სპორტი 1764964500

მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.7 დეკემბერს ლას ვეგასში 34 წლის ქართველი მებრძოლი რუს პიოტრ იანს შეხვდება.აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დვალიშვილმა 61 კგ დააფიქსირა. მაქსიმალური დასაშვები წონა 61.2 კგ-ია.დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 14 შეხვედრა აქვს მოგებული. მან სუპერმსუბუქი (61კგ) დივიზიონის ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, ხოლო მიმდინარე წელს ტიტული სამჯერ დაიცვა.იანთან გამარჯვების შემთხვევაში ქართველი UFC-ს ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც კალენდარული წლის მანძილზე ოთხ საჩემპიონო შეხვედრას მოიგებს.

ნინო წილოსანი

პოლიტიკა 1764584213

როგორც ჩანს, BBC-იმ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც იყო საჭირო დანაშაულის დაბრალებისთვის - ნინო წილოსანი

თითქოს აღარაფერი უნდა გაგვკვირვებოდა მას მერე, რაც ტელეკომპანია BBC-მ დონალდ ტრამპის სიტყვები პირდაპირ ეთერში შეცვალა და გააყალბა , მაგრამ ეს ანტირეკორდიც თავად მოხსნეს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია გასულ წელს, დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.წილოსანის განცხადებით, ქართულ პოლიციას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რადიკალების განცხადებებზე დაყრდნობით ადანაშაულებენ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ BBC-მ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც იყო საჭირო დანაშაულის დაბრალებისთვის."თითქოს აღარაფერი უნდა გაგვკვირვებოდა მას მერე, რაც ტელეკომპანია BBC-მ დონალდ ტრამპის სიტყვები პირდაპირ ეთერში შეცვალა და გააყალბა , მაგრამ ეს ანტირეკორდიც თავად მოხსნეს - სრულიად გაუგებარი და უსტატუსო რადიკალების განცხადებებზე დაყრდნობით, რამდენიმე აცრემლებული დემონსტრანტის ჩვენებით და ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, ახლა ქართულ პოლიციას პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.როგორც ჩანს, BBC -იმ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც იყო საჭირო დანაშაულის დაბრალებისთვის.პრინციპში, თეთრი სახლის ვებგვერდზე, უკვე ღიად, დეზინფორმატორების სიაშია ვხედავთ ამ ერთ დროს მაღალრეპუტაციულ მედია საშუალებას", - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

 ალექსანდრე თოფურიამ წონა ჩააბარა

Crystalsport 1763750475

ალექსანდრე თოფურიამ წონა ჩააბარა

22 ნოემბერს, ალექსანდრე თოფურია UFC-შითავის მეორე ბრძოლას გამართავს. ქართველმა„ელ კონკისტადორმა“, რომელიც სუპერ მსუბუქწონით დივიზიონში გამოდის, წონა წარმატებითჩააბარა.აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს, ალექსანდრემ დივიზიონისთვის დაშვებულიწონა 61 კგ დააფიქსირა.განაგრძე კითხვა

კარდაშიანი

მსოფლიო 1763302104

კიმ კარდაშიანი კალიფორნიის შტატის ადვოკატთა გამოცდაში ჩაიჭრა

კიმ კარდაშიანი კალიფორნიის შტატის ადვოკატთა გამოცდაში ჩაიჭრა. „ჯერ არ ვარ იურისტი.  ამ გზას ექვსი წელია ვადგავარ და მანამდე არ შევწყვეტ ბრძოლას, სანამ გამოცდას არ ჩავაბარებ“, - ამ სიტყვებით ამცნო ახალი ამბავი გამომწერებს რეალითი შოუს ვარსკვლავმა.როგორც კარდაშიანი ამბობს, სირთულეები არ აშინებს, პირიქით, მეტ მოტივაციას აძლევს.  შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანმა იურისტობის სურვილი პირველად 2019 წელს გამოთქვა. საბაზისო გამოცდებში სამჯერ ჩაჭრის შემდეგ, საბოლოოდ 2021 წელს ჩააბარა.

დოროთე ყურაშვილი

საზოგადოება 1761639209

დოროთე ყურაშვილი მეუფე შიოს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ როდესაც, კოვიდის დროს, ხალხს ეკლესიაში მისვლისკენ მოუწოდებდა და ხალხი კვდებოდა, თვითონ, თუ მღვდელს კოვიდის ტესტი არ ჰქონდა, მასთან მსახურებაზე არ უშვებდა

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ მეუფე შიოსთან დაკავშირებით ისაუბრა. ის მეუფე შიოს დაუპირისპირდა და ბრალი დასდო, რომ მას შემდეგ, რაც მეუფე შიო ეკლესიაშია, ძალიან დიდი პრობლემები მოხდა და სწორად ვერაფერი გადაწყვიტა.არქიმანდრიტი ასევე, ამბობს, რომ მეუფე შიომ ის უნდა დაიცვას დეპუტატებისგან თუ სხვა ეპისკოპოსებისგან. მისივე თქმით, ის მხოლოდ საკუთარ თავს იცავს.„მინდა მეუფე შიოს მივმართო. მეუფე შიოს ჩააბარა ეპარქია ხო პატრიარქმა. მას მარტო ჩემი დასჯა კი არა, ჩემი დაცვა ევალება სამხარაძისგან. პირველ რიგში, მე უნდა დავეცავი მეუფე შიოს სხვა ეპისკოპოსისგან, როცა ის მე მწვალებელს მეძახის, მაგრამ ამას არ აკეთებს. მეუფე სტეფანე მყავს ხედველობაში, ამას არ აკეთებს და იცავს მხოლოდ საკუთარ თავს და ეპარქიას არა და მე ვიტყვი, რომ რაც მეუფე შიო არის ეკლესიაში, ძალიან დიდი პრობლემები მოხდა, ვერაფერი ვერ გადაწყვიტა სწორად. გეტყვით ახლა რა მოხდა კოვიდის დროს, ხალხს ეძახდნენ, მოდით ეკლესიაშიო და ხალხი იხოცებოდა. ათასობით მესიჯი მომდიოდა, მამაო შენ გადაგვარჩინეო და მეუფე შიო რას აკეთებდა?- ხალხს ეუბნებოდა, მოდითო, თვითონ საკურთხეველში თუ კოვიდის ტესტი არ ჰქონდა მღვდელს მასთან მსახურებაზე არ უშვებდა. დიაკვნებს არ ჰქონდათ კოვიდის ტესტი გაკეთებული და რომ ვერ აჩვენეს, გვერდით ტაძარში გაუშვა, ჩვენი საძმოს წევრი წირავდა იქ და იქ ეზიარეთო უთხრა. ანუ ის არ იყო დასაცავი? საპატრიარქოში ვერ შეხვიდოდი მეუფე შიოსთან კოვიდის ტესტს თუ არ გაიკეთებდი. ეს იცავს ქვეყანას? მე რომ არ მიცავს, ხალხს იცავს? და მე რაზე მსჯის, იმიტომ, რომ იმ ხალხთან დავდექი, ვისაც არ იცავს? დღეს რეები ხდება- ხალხს ხოცავენ ქუჩაში. მეუფე შიო ერთ-ერთი კანდიდატი ხომ არის პატრიარქობის, მამა ხომ უნდა გახდეს, ახლაც ხო მამაა, მეუფეა ხომ?! ვისია ეს ხალხი, ვისი მამა უნდა გახდეს, დიტო სამხარაძის? ჰყავდეს ბატონო. დიტო სამხარაძე და ხაინდრავა თუ უნდა ეკლესიაში იყოს მარტო და ისინი თუ სატანისტები არიან, ვინც ქუჩაში დგანან კი ბატონო“ - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

ლევან მეხუზლა

საზოგადოება 1760095977

„კახეთში გახსნილია 300 მეტი ყურძნის ჩამბარებელი პუნქტი, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“ - ლევან მეხუზლა

„დღეისათვის, კახეთში 250 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, რთველი 2025-ის ფარგლებში, ყურძნის მოსავალი, საერთო ჯამში, 300 ათას ტონის ფარგლებში იქნება. ლევან მეხუზლამ გადამმუშავებელ საწარმოებთან  ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა.„დღე-ღამური გადამუშავება 10-12 ათას ტონს აღწევს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სექტემბერში დაფიქსირდა უხვი ნალექი, კერძოდ, საგარეჯოსა და გურჯაანში 2-ჯერ, თელავის შემთხვევაში ნალექების რაოდენობამ 4-ჯერ გადააჭარბა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, რამაც განაპირობა კრეფისთვის ხელსაყრელი დღეების რაოდენობის შემცირება და გამოიწვია კრეფის პიკური დღეები და, შემდგომ უკვე რიგები. ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი, განსაკუთრებით რთველის პიკურ პერიოდში, მუშა პროცესია: ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ  ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს. ამასთან ერთად, ყველას საწარმოს აქვს დღეღამური გადამუშავების ლიმიტი საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში და სიმძლავრეებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბს, რიგების კონტროლის მიზნით, შემუშავებული აქვს შემდეგი სქემა - ყოველდღიურად, საკოორდინაციო შტაბის წევრები შესაბამისი სოფლების რწმუნებულებს აწვდიან ინფორმაციას დღეღამური გადამუშავების კვოტების და ჩამბარებელი საწარმოების მისამართების შესახებ. ამ კვოტების საფუძველზე, სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე გასცემენ ცნობებს კონკრეტულ საწარმოსა და იმრაოდენობებზე, რომლის გადამუშავების შესაძლებლობაც იმ კონკრეტულ დღეს არისშესაძლებელი.„შესაბამისად, რიგების შემცირებისა და კონტროლის მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას,აუცილებლად მიიღონ ინფორმაცია სოფლის რწმუნებულებისგან, აიღონ ცნობა და შემდგომ დაიწყონ კრეფა და მივიდნენ სწორედ იმ ქარხანაში, რომლის შესახებაც ექნება ინფორმაცია სოფლის რწმუნებულს. კახეთის მასშტაბით, სავარაუდოდ,რთველი გაგრძელდება კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში, ყველა საწარმო მობილიზებულია - გახსნილია 300-ზე მეტი ჩამბარებელი პუნქტი, აქედან30-მდე სახელმწიფო საწარმოს მიმღები პუნქტია. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.10 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში სულ გადამუშავებულია 250 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

„რთველი 2024“ - ის ფარგლებში საქართველოში 300 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

რეგიონი 1760077822

ღვინის ეროვნული სააგენტო - კახეთში ყოველდღიურად 10 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდება

10 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში სულ გადამუშავებულია 260 ათასამდე ტონა ყურძენი, – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 130 ათასამდე ტონა რქაწითელი, 112 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.„ამ ეტაპზე, კახეთში ყოველდღიურად 10 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდება, რაც რთველის აქტიურ ფაზაზე მიუთითებს.რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 1,4 ათასი ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია. რაჭაში საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია. მოსავალი უკვე დააბინავა 800-მდე მევენახემ.რაჭის რეგიონში, რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც ერთი კგ ალექსანდროულის, ასევე, ერთი კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს – 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს – 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს – 1.00 ლარად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახეთში ყოველდღიურად 10 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდება

საზოგადოება 1760075470

კახეთში ყოველდღიურად 10 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდება

10 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში სულ გადამუშავებულია 260 ათასამდე ტონა ყურძენი.ღვინის საწარმოებს ყურძენი 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 130 ათასამდე ტონა რქაწითელი, 112 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.ამ ეტაპზე, კახეთში ყოველდღიურად 10 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდება, რაც რთველის აქტიურ ფაზაზე მიუთითებს.რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 1,4 ათასი ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია. რაჭაში საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია. მოსავალი უკვე დააბინავა 800-მდე მევენახემ. რაჭის რეგიონში, რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით  დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ  სხვა საღვინე ჯიშებს  - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და  დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.

ალბანეთი

მსოფლიო 1759931401

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც მოსამართლე დაიღუპა (ალბანეთი)

ალბანეთში, სააპელაციო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც მოსამართლე დაიღუპა. მოსამართლე ასტრიტ კალაია საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე, სროლის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი – მამა-შვილი, რომლებიც ქონებრივი დავის მონაწილეები არიან.ეჭვმიტანილი, 30 წლის ელვის შკემბი პოლიციამ დააკავა. დაკავებულია მისი ბიძაც, რომელიც ასევე სასამართლო საქმის ფიგურანტია. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა დააკავეს სასამართლოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც შეიარაღებული პირის შენობაში შეშვებაში სდებენ ბრალს.ალბანეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა მოსამართლეს რამდენჯერმე ესროლა, როგორც კი მან ვერდიქტი გამოაცხადა, შემდეგი კი მოსარჩელეების მიმართულებით გახსნა ცეცხლი. მომხდარის შემდეგ თავდამსხმელმა სხდომათა დარბაზი დატოვა და იარაღი სასამართლოს მდივანს ჩააბარა. სამართალდამცველების განცხადებით, თავდამსხმელის ბიძამ არ მიმართა ზომებს მისი დანაშაულებრივი ქმედებების შესაჩერებლად, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ის გეგმის შესახებ ინფორმირებული იყო და წამქეზებლის ან თანამზრახველის როლს ასრულებდა.მომხდარს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ედი რამა, რომელმაც მოკლული მოსამართლის ოჯახს მიუსამძიმრა.„ეჭვგარეშეა, დანაშაულებრივი აგრესია მოსამართლის წინააღმდეგ საჭიროებს ყველაზე მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას აგრესორის მიმართ“, – თქვა ედი რამამ და ქვეყნის სასამართლოებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და იარაღის უკანონო ფლობისთვის სასჯელის გამკაცრება მოითხოვა.მოსამართლე ასტრიტ კალაია ტირანაში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2019 წელს დაინიშნა, მანამდე ის საოლქო სასამართლოში მუშაობდა.

რთველი

რეგიონი 1759906482

რთველი 2025-ის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 600-მდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 8 ოქტომბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 600-მდე ტონა ყურძენი; აქედან, 570 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთული, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მოსავლის დაბინავების პროცესში 40-მდე ღვინის კომპანია უკვე იყო ჩართული. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი  400-მდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 4,7 მლნ ლარს მიაღწია.„მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი  2 000 ტონის ფარგლებშია.რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.რთველი 2025-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.8 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში გადამუშავებულია 238 ათასამდე ტონა ყურძენი“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ჯეინ ტოპანი

ისტორიები 1759873775

„მომაკვდავ პაციენტებთან ერთად საწოლში წვებოდა და მათ ეხუტებოდა...“ - სერიულ მკვლელად ქცეული ექთნის რეალური ისტორია და 27 წუთში გამოტანილი განაჩენი

ჯეინ ტოპანი კემბრიჯის საავადმყოფოს ერთ-ერთი საუკეთესო მედდა გახლდათ. პაციენტების მიმართ კეთილგანწყობის გამო, მას მხიარულ ჯეინსაც ეძახდნენ. ამ დროს არავინ იცოდა, რომ ის პაციენტების მოკვლით დიდ სიამოვნებას იღებდა.ქალის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მან 31 პაციენიტის მკვლელობა აღიარა, თუმცა, დასაბუთებული ვარაუდით, მისი მსხვერპლების რაოდენობა აღნიშნულ რიცხვს აღემატება.მოკლულებს შორის პაციენტების გარდა რამდენიმე მისი ნაცნობიც გახლდათ. აქედან გამომდინარე გაირკვა, რომ მისი მკვლელობების მიზეზი არამარტო სამედიცინო ინტერესი, არამედ ფსიქიკური პრობლემებიც გახლდათ.ჯეინმა 18 წელი ტოპანების ოჯახში იცხოვრა და საბოლოოდ მათი გვარიც მიიღო. მოგვიანებით, მან კემბრიჯის ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა.სწორედ იქ მოიპოვა მხიარული ჯეინის მეტსახელი, თუმცა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჩუმად წყვეტდა, თუ რომელი პაციენტი უნდა გამხდარიყო მისი მსხვერპლი.ძირითადად ქალი სუსტ და მოხუც ადამიანებს ირჩევდა. მათ დიდი დოზით მორფინსა და ატროპინს აღებინებდა. როგორც გაირკვა, ჯეინს ნერვულ სისტემაზე მათი გავლენა აინტერესებდა. ეჭვის გაჩენის პრევენციისთვის, ის ყალბ სქემებს ამზადებდა და პაციენტებს ისე მკურნალობდა, რომ ძირითადად გათიშულ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ.ჯეინი მომაკვდავ პაციენტებთან ერთად საწოლში წვებოდა და მათ ეხუტებოდა. მოგვიანებით, მან პოლიციას განუცხადა, რომ ის მომაკვდავი ადამიანების მოფერებით სექსუალურად იგზნებოდა.მისი ექსპერიმენტებისა და წვრილმანი ქურდობისკენ მიდრეკილების მიუხედავად, ის მასაჩუსეთის გენერალურ საავადმყოფოში, რომელიც იმ დროს ერთ ერთ პრესტიჟულ სამედიცინო დაწესებულებად ითვლებოდა კემბრიჯის საავადმყოფოს ექიმების რეკომენდაციით მოხვდა. იქ მუშაობისას ჯეინი კვლავ აგრძელებდა ექსპერიმენტის ჩატარებას და მეტიც, პაციენტებს ტკივილგამაყუჩებლებს ურეცეპტოდ ურიგებდა. საბოლოოდ ის საავადმყოფოდან გაათავისუფლეს.ჯეინს მდიდარ ადამიანებთან მედდად მუშაობის დაწყება არ გასჭირვებია, რადგან ყველაფრის მიუხედავად, მას კერძო ექიმები დიდ რეკომენდაციას უწევდნენ.საავადმყოფოს შეზღუდვებისგან თავისუფალ ტოპანს უკვე შეეძლო პაციენტებზე ისეთი ექსპერიმენტების ჩატარება, როგორიც მას რეალურად სურდა. მან პაციენტების გარდა, სხვა ადამიანების მოკვლაც დაიწყო.პირველად მან მოხუცი წყვილი მოკლა. ჯეინმა ორივე მათგანი მოწამლა. მოგვიანებით, მან პოლიციას განუცხადა, რომ ისინი უსუსურები და ჭირვეულები იყვნენ.ტოპანის შემდეგი მსხვერპლი მისი მოხუცი პაციენტი გახდა.ამის შემდეგ, ჯეინმა საკუთარი მეგობარი იმ მიზეზით მოკლა, რომ სასულიერო სასწავლებელში მისი ადგილის დაკავება სურდა.აღნიშნულის შემდეგ, მან კიდევ რამდენიმე პაციენტი მოკლა. მისი უკანასკნელი მსხვერპლი კი საკუთარი და გახდა.ჯეინი ტოპანების ოჯახის ბიოლოგიური შვილი არ ყოფილა. მას დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, მამამ კი მასზე უარი თქვა და "მონობაში" ჩააბარა. ქალი ტოპანებთან ერთად გაიზარდა და საბოლოოდ მათი გვარიც მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მისი აღმზრდელი დედა საუკეთესო ხასიათით არ გამოირჩეოდა, ჯეინს კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის არაბიოლოგიურ დასთან.1899 წლის ერთ საღამოს, ელისაბეტმა ჯეინი რამდენიმე დღით სახლში მიიწვია. ჯეინმა პიკნიკი მოამზადა, წყალი კი სტრიქნინით მოწამლა. ელისაბეტმა მოწამლული წყალი დალია და ჯეინის ხელებში გარდაიცვალა. ტოპანმა პოლიციასთან საუბარში ინციდენტი სიამოვნებით გაიხსენა: "მე ის ხელში მეჭირა და ბოლო ამოსუნთქვამდე აღფრთოვანებით ვუყურებდი" - თქვა მან.ელისაბეტის მოკვლის შემდეგ, ის მის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დანაშაულის მიზეზი საკუთარ სიძეზე დაქორწინების სურვილი იყო. ჯეინმა მამაკაცი მოწამლა და ფიქრობდა, რომ მკურნალობითა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებით მის მოხიბვლას შეძლებდა. სამწუხაროდ, მისი გეგმა ჩაიშალა და კაცმა ჯეინი სახლიდან გააძევა.შეწუხებულმა ქალმა თვითმკვლელობა სცადა, რის გამოც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ტოპანმა აღმოაჩინა, მამაკაცისა და მისი ოჯახის მკვლელობის თაობაზე გამომძიებელი მის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებდა.ტოპანს რამდენიმე წლით ადრე ნამდვილად ჰყავდა მამაკაცი მოკლული, რომლისგანაც კოტეჯს ქირაობდა. მასთან ერთად კი მისი ქალიშვილებიც.1901 წელს ჯეინი დააპატიმრეს.დაკითხვისას ჯეინმა დაზუსტებულად 31 მკვლელობა აღიარა, თუმცა მისივე თქმით, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა 100-საც აღწევდეს. დანაშაულების მიზეზად კი მისი თინეიჯერობის წარუმატებელი ურთიერთობა დაასახელა, რაც 16 წლის ასაკიდან ტანჯავდა.ტოპანის ექსპერიმენტებზე ინფორმაცია გავრცელდა, რის შემდეგაც გამოჩნდა მისი უამრავი პაციენტი. ყველა მათგანს გააჩნდა ბუნდოვანი მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ აძლევდა მათ ჯეინი სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს საავადმყოფოში ყოფნისას და როგორ აწვებოდა მათ ზემოდან.სწორედ აღნიშნულის შემდეგ აღიარა მან, რომ მომაკვდავი ადამიანების ყურებით სექსუალურად კმაყოფილდებოდა.ამ აღიარების გამო ნაფიც მსაჯულთა 27 წუთში მიღებული გადაწყვეტილებით ის სიგიჟის გამო უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. მან მთელი დარჩენილი ცხოვრება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაატარა.მისი მკვლელობის ტენდენციები არასდროს გამქრალა. ტოპანი ხშირად ეძახდა დერეფანში მყოფ მედდებს და მკვლელობით ემუქრებოდა."მიიღე მორფინი ძვირფასო და გავიდეთ პალატიდან. მე და შენ ძალიან გავერთობით მათი სიკვდილის ხილვით" ეუბნებოდა ის მომვლელებს.