1764964019
მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა
UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.
7 დეკემბერს ლას ვეგასში 34 წლის ქართველი მებრძოლი რუს პიოტრ იანს შეხვდება.
აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დვალიშვილმა 61 კგ დააფიქსირა. მაქსიმალური დასაშვები წონა 61.2 კგ-ია.
დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 14 შეხვედრა აქვს მოგებული. მან სუპერმსუბუქი (61კგ) დივიზიონის ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, ხოლო მიმდინარე წელს ტიტული სამჯერ დაიცვა.
იანთან გამარჯვების შემთხვევაში ქართველი UFC-ს ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც კალენდარული წლის მანძილზე ოთხ საჩემპიონო შეხვედრას მოიგებს.












