7 პროდუქტი, რომლებიც კიბოს უჯრედებს აქრობს
1737397144
თითქოს აღარაფერი უნდა გაგვკვირვებოდა მას მერე, რაც ტელეკომპანია BBC-მ დონალდ ტრამპის სიტყვები პირდაპირ ეთერში შეცვალა და გააყალბა , მაგრამ ეს ანტირეკორდიც თავად მოხსნეს, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია გასულ წელს, დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.
წილოსანის განცხადებით, ქართულ პოლიციას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რადიკალების განცხადებებზე დაყრდნობით ადანაშაულებენ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ BBC-მ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც იყო საჭირო დანაშაულის დაბრალებისთვის.
"თითქოს აღარაფერი უნდა გაგვკვირვებოდა მას მერე, რაც ტელეკომპანია BBC-მ დონალდ ტრამპის სიტყვები პირდაპირ ეთერში შეცვალა და გააყალბა , მაგრამ ეს ანტირეკორდიც თავად მოხსნეს - სრულიად გაუგებარი და უსტატუსო რადიკალების განცხადებებზე დაყრდნობით, რამდენიმე აცრემლებული დემონსტრანტის ჩვენებით და ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, ახლა ქართულ პოლიციას პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
როგორც ჩანს, BBC -იმ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც იყო საჭირო დანაშაულის დაბრალებისთვის.
პრინციპში, თეთრი სახლის ვებგვერდზე, უკვე ღიად, დეზინფორმატორების სიაშია ვხედავთ ამ ერთ დროს მაღალრეპუტაციულ მედია საშუალებას", - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.