„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 8 ოქტომბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 600-მდე ტონა ყურძენი; აქედან, 570 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთული, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მოსავლის დაბინავების პროცესში 40-მდე ღვინის კომპანია უკვე იყო ჩართული. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 400-მდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 4,7 მლნ ლარს მიაღწია.
„მიმდინარე წელს, რაჭა-ლეჩხუმში, საპროგნოზო მოსავალი 2 000 ტონის ფარგლებშია.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.
რთველი 2025-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.
8 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში გადამუშავებულია 238 ათასამდე ტონა ყურძენი“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროში.