საზოგადოება • 1745406458
შოთო სიხარულიძე 11 წლის არჩილ ჯამბერიძის გადასარჩენად საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.„არჩილი 3 წლის იყო, როდესაც ავარიაში მოყვა და მარცხენა ფეხის ამპუტირება დასჭირდა. გარკვეულო დროის განმავლობაში, არჩილი გადაადგილდებოდა დამხმარე ჯოხებით, რის გამოც, 11 წლის ასაკში, მარჯვენა ბარძაყზე დისპლაზია დაემართა. დროდადრო, აქვს ჩივილები მარჯვენა ბარძაყის სახსრის მიდამოებში ძლიერი ტკივილის სახით, რის გამოც, ის ვერ გადაადგილდება. სჭირდება ოპერაცია 12 წლამდე, რადგან შემდეგ ამ ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია“.მოზარდის დედის თქმით, 3 სექტემბერს არჩილი წაიყვანეს ავსტრიაში, ლინცში, სადაც შემოწმების შემდეგ 2025 წლის 17 ივლისს დაჯავშნეს ოპერაცია.არჩილი 9 წლის იყო, როდესაც მამა დაეღუპა... ოჯახს კი არ აქვს საშუალება, ოპერაციის ხარჯებს გაწვდეს. თუკი გაქვთ დახმარების სურვილი და შესაძლებლობა, თანხა ქვემოთ მითითებულ ნომრებზე გადარიცხეთ:საქართველო:GE45BG0000000601142659თიბისი:GE66TB7373345064300072ლიბერთი:GE37LB0211155419009000მიმღები: მაცია ბარამიძე (დედა)„ძალიან გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს მისი ნახვა და დაგვიდგეს გვერდით. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ჩემს ამბავს გულთან ახლოს მიიტანს. დაგლოცოთ უფალმა,“ - წერს მოზარდის დედა.