„გლოვობს ჩემი ქუთაისი...“ - ახალგაზრდა ტრაგიკულად დაიღუპა

გლოვა

ზესტაფონის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დათო ალავიძე დაიღუპა. ის ქუთაისიდან იყო. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე აქვეყნებს.

„გლოვობს ჩემი ქუთაისი - გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, დედისერთა დათო ალავიძე. სხვისი ტკივილი გტკიოდა ნატალია და შენი ერთადერთი შვილის სიკვდილს მოესწარი... როგორი დედა-შვილი იყავით,  რა ბედნიერი ჰყვებოდი რომ კარგი შვილია და კარგი ოჯახი, მეუღლე ჰყავსო... უფალმა მოგცეს გამძლეობა, დათოს პატარა ვაჟკაცს სჭირდები. დაგტირის შენი ოჯახი გლოვობს „ავტოქარხანა“...  ენით აუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება ვინც გიცნობდა, ნათელში იყავი, ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო...“ - წერს შოთო სიხარულიძე.