წარდგენა

პოლიტიკა • 1792670339

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  წევრმა ლევან აბაშიძემ  საზოგადოებას 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.„ადგილობრივ თვითმმართველობას განსაკუთრებული  როლი აქვს ქვეყნის განვითარებაში და ზოგადად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. ის არის მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მყოფი რგოლი, რომლის უპირველესი ვალდებულებაა  ყოველდღიური და პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან, მათი მოსმენა და მათ საჭიროებებზე ზრუნვა. განსაკუთრებული პატივია იყო  თბილისის საკრებულოს წევრი, ქალაქის, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს და რომლის სამსახურშიც ყოველთვის განსაკუთრებული ადამიანები იდგნენ. მე 2021 წლიდან მაქვს პატივი თბილისის საკრებულოს წევრის რანგში ვემსახურო ჩვენს დედაქალაქს და მივიღო მონაწილეობა ყველა  იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში, რომლებსაც თბილისის საკრებულო იღებს“, - განაცხადა ლევან აბაშიძემ.ლევან აბაშიძემ ანგარიშის წარდგენისას მიმოიხილა როგორც თბილისის საკრებულოს, ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის და ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საქმიანობა.„საანგარიშო წლის განმავლობაში  ჩატარდა  საკრებულოს 18 სხდომა. საკრებულოს მიერ მიღებული იქნა 99 დადგენილება და 713 განკარგულება, აქედან 74 განკარგულება სახელდებასთან დაკავშირებით. ჩემ მიერ საკრებულოს სხდომებზე მხარდაჭერილია ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომლებიც წლის განმავლობაში დაინიცირდა და რომელთა განხორციელების პროცესი და პოზიტიური შედეგები ხელშესახებია დედაქალაქის თითოეული მცხოვრებლისთვის“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.ლევან აბაშიძემ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მუშაობის შესახებ. როგორც მან განაცხადა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის 13 სხდომა ჩატარდა. კომისიამ სულ 162 საკითხი შეისწავლა. 2025 წლის ნოემბრიდან 2026  წლის ოქტომბრამდე პერიოდში თბილისის საკრებულოს მიერ სახელდების თაობაზე, როგორც აღინიშნა, 74  ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი-განკარგულება იქნა გამოცემული, რაც საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულებების დაახლოებით 9 პროცენტია და მცირედით ჩამორჩება გასული წლის საანგარიშო პერიოდის სტატისტიკას.საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიამ საქმისწარმოების პროცესი დაიწყო ოთხასამდე განცხადებაზე. დაინტერესებულ პირთა მომართვიანობა ძირითადად უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას, ობიექტებისთვის სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭებას შეეხებოდა.საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიამ იმუშავა თბილისში არსებული გეოგრაფიული ობიექტებისთვის ისეთი ისტორიული ფიგურების, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეების სახელების მინიჭებაზე, როგორებიც არიან: მეფე ერეკლე II, ნოე რამიშვილი, გურამ გაბესკირია, ვიქტორ სანეევი, სერგო კოტრიკაძე, რობერ შუმანი.ლევან აბაშიძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი  ობიექტის სახელდებაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის: თბილისის 49-ე საჯარო სკოლას აკაკი ჩხენკელის სახელი მიენიჭა; განხორციელდა თბილისის ახალი ზოოლოგიური პარკის დამისამართება; დიდუბის რაიონში, დინამოს საწვრთნელ ბაზასთან, მდებარე სკვერს 13 მაისის სახელი მიენიჭა; თბილისში  ქართველი მსახიობის, ზურაბ ქაფიანიძის, სახელობის სკვერი გაიხსნა.როგორც ლევან აბაშიძემ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მეომართა კავშირთან.სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) აღმასრულებელი ბიუროს შეხვედრაში და გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზაციის (UCLG) მსოფლიო კონგრესსა და ადგილობრივი და რეგიონული ლიდერების მსოფლიო სამიტში; ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის (CORLEAP) მე-15 ყოველწლიურ  შეხვედრაში.სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, წლიური მუშაობის ანგარიში საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ ჭუჭულაშვილმა წარადგინა. მან სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიასა და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიაში თავისი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. ნიკოლოზ ჭუჭულაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა სახელების უკვდავყოფის საკითხები გამოყო.2025-2026 წლების საქმიანობის  ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნ

გიორგი სიორიძე

პოლიტიკა • 1792610340

გიორგი სიორიძე: ამაშიც გამოიხატება ჩვენი ერთგულება კონსტიტუციის მიმართ, რომ მიუხედავად შემადგენლობების მიმართ ნდობისა, დავდივართ სასამართლოებში და ვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას

"ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე "ღამის კურიერის" ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვას ეხმაურება.სიორიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ბრალდებები, თითქოს ოპოზიცია ძირს უთხრის კონსტიტუციურ წყობილებას, აბსურდულია. მისი თქმით, მათი პარტიის მიერ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმის გამოყენება სწორედ კონსტიტუციისადმი ერთგულებასა და ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნების მცდელობას ადასტურებს."ჩვენ გვედავებიან, რომ არ ვაღიარებთ და ძირს ვუთხრით კონსტიტუციურ წყობილებას. სწორედ ამაშიც გამოიხატება ჩვენი ერთგულება კონსტიტუციის მიმართ, რომ მიუხედავად პერსონალური შემადგენლობების მიმართ ნდობისა, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს საქართველოს პარლამენტს, არსებობს კანონები, წესები, რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით, დავდივართ სასამართლოებში, ვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას, სწორედ იმიტომ, რომ ვართ კონსტიტუციის ერთგულები და "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, რომელიც თავად გავიდა კონსტიტუციური სივრცის მიღმა, რომელმაც თავად დააყენა საკუთარი თავი კონსტიტუციაზე მაღლა და გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო არის თვითონ, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ვცდილობთ ამ ქვეყნის სწორადაც რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნებას.2024 წლის არჩევნების მერეც, მიუხედავად იმისა, როგორი იყო მანიპულაციის მასშტაბი და როგორადაც მივიჩნიეთ და გამოვაცხადეთ ის ჩვენ, ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ეტაპი საარჩევნო კომისიებში შედეგების გასაჩივრების, საერთო სასამართლოებში დავის, საკონსტიტუციო სასამართლოში დავის. მას შემდეგაც ვიყენებთ და ჩვენი გაცხადებული პოზიცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ არის დრაკონული კანონმდებლობა, მიუხედავად იმისა, რომ არის მიკერძოებული ადმინისტრაცია და ამ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ექვემდებარება ერთ მკაცრ პოლიტიკურ ვერტიკალს, რომლის სათავეშიც დგას ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი და მისი შემსრულებელი ნაზირ-ვეზირები "ქართული ოცნების" სახით, მთავრობაში თუ პარლამენტში, შესაბამისად, სწორედ ამიტომაც, ვართ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში და ამიტომაც გვინდა, რომ დავანახოთ არა მხოლოდ ამ სასამართლოს შემადგენლობას, არამედ, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ "ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელიც ცდილობს ამ ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალების აღსრულებას პარტიების და ოპოზიციის აკრძალვით," - განაცხადა გიორგი სიორიძემ.ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა დაიწყო. ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და 3 დღეს გაგრძელდება.8-საათიანი სხდომის განმავლობაში მხარეებმა ჯერ პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს, შემდეგ კი მოსამართლეებს საკუთარი არგუმენტები წარუდგინეს. საკონსტიტუციო სარჩელით მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა," "ძლიერი საქართველო - ლელოს, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!," "ფედერალისტური პარტიის" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვას ითხოვს.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1792592165

ლევან მაჭავარიანი: შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი

შუა კორიდორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მათ მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრეს საქართველოს ევროკავშირი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.მისი თქმით, ბრიუსელს მოუწევს იმასთან შეგუება, რომ საქართველოში მისი აგენტურა ვერ გაატარებს გარე ძალის ინტერესებს.„როდესაც ვსაუბრობთ მათ პატრონებზე [ოპოზიციის], მით უმეტეს ბრიუსელზე და ბრიუსელის მმართველ ელიტაზე, ჩვენ იმდენი უსამართლობა ვიხილეთ და ისეთი არათანმიმდევრული ნაბიჯები მათი მხრიდან ბოლო 4-5 წლის განმავლობაში და ისეთი დეზინფორმაციის ნიაღვარი და მიკერძოებულობის ხარისხი, რომ იმის იქით ძალიან რთულია რაიმე წარმოიდგინო. თავადვე მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია. ის, რომ ისინი მფარველობენ აგენტურას საქართველოში და ყველაფერი მარტივი გასაშიფრია. დღეს, საზოგადოების აბსოლუტურმა უმეტესობამ იცის რაში იყო საქმე. ჩვენ უარი განვაცხადეთ პროქსი ომისთვის საქართველოს გამოყენებაზე და მაგისთვის სურდათ მათ პატრონებს, რომ ჩაენაცვლებინათ „ქართული ოცნება“. ერთის მხრივ არჩევნების გზით, როდესაც ამის საშუალება თითქოს და ჰქონდათ და მაგიტომ ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია, მაგიტომ აგზავნეს ევროპარლამენტარები საქართველოში.და მეორეს მხრივ, როდესაც არჩევნებით ეს ვერ ხერხდებოდა 5 თუ 6 რევოლუციის მცდელობა იყო ბოლო წლების განმავლობაში. ზუსტად იმ პერიოდში, როცა დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში და ვერც რევოლუციის გზით ვერ ჩაგვანაცვლეს. ამის გარანტია არის ქართველი ხალხი.შუა კორიდორის მნიშვნელობა არის მართლაც გაასმაგებული. ჩრდილოეთ კორიდორი დაკეტილია რუსეთ-უკრაინის ომისგამო, სამხრეთ კორიდორში მუდმივი პრობლემებია. რა თქმა უნდა აქაც სჭირდება აგენტურა. ვინაიდან აქაც ურჩევნიათ, რომ საკვანძო ქვეყანა შუა კორიდორში იმართებოდეს მათი ინტერესების შესაბამისად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. იციან, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში გადადგამს შუა კორიდორისთვისაც ყველა ნაბიჯს, რომელიც პირველ რიგში ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამ კუთხითაც მათ სურთ აგენტურა ქვეყანაში.ნებისმიერ შემთხვევაში მათ სჭირდებათ აქ აგენტურა, თუმცა შუა კორიდორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მათ მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრეს საქართველოს ევროკავშირი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დავით ჭელიძე

პოლიტიკა • 1792565446

დავით ჭელიძემ მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ჭელიძემ, მოსახლეობას 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დავით ჭელიძემ ნაძალადევის რაიონში მიმდინარე და შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები სამაჟორიტარო ოლქში 34 მისამართზე შესრულდა. დავით ჭელიძემ რაიონში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ლაითურის, წიკლაურის, ინტერნატის, ელო ანდრონიკაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები გამოყო. აღნიშნულ მისამართებზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები. ამას გარდა, დავით ჭელიძის განცხადებით, 4 მისამართზე განხორციელდა გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.როგორც ნაძალადევის რაიონის დეპუტატმა განაცხადა, მის სამაჟორიტარო ოლქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხუდადოვის სკვერის მოწყობა, სადაც განთავსდება საფეხბურთო მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, მოეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი, რათა არსებული ფერდი გამაგრდეს და იყოს უსაფრთხო; ასევე დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. სკვერების მოწყობა მიმდინარეობს მეტრო ნაძალადევთან და კლდეკარის ქუჩაზეც. ანგარიშის წარდგენისას ითქვა, რომ გარდა ზემოთ ნახსენები სამუშაოებისა, ნაძალადევის გამგეობამ რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. მათ შორის 15 520 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა; ხერთვისის ქუჩაზე შემოიღობა გამწვანებული გზაგამყოფი ზოლი; დაიგო დეკორატიული ფილები; დაიდგა მოსასვენებელი სკამები და ურნები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუდადოვის და მესხის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერსაც.დავით ჭელიძემ ყურადღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამაზეც გაამახვილა.მისი თქმით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ჯამში 19 პროექტი განხორციელდა, მათ შორის, 6 საცხოვრებელ კორპუსში შეკეთდა სახურავები, შეიცვალა წყალსაწრეტი მილები და  მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო ლიფტები. ამას გარდა, დეპუტატის თქმით, ურიდიას ქუჩაN32-ში განხორციელდა ე.წ. თბილისური სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები. როგორც დავით ჭელიძემ მოსახლეობას განუცხადა, ნაძალადევის რაიონში მიმდინარეობს N43 საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღნიშნული საბავშვო ბაღი 14-ჯგუფიანი იქნება და 400-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება. რაც შეეხება სკოლებს, სრულად რეაბილიტირდა 112-ე საჯარო სკოლა, მე-8, 129-ე და 190-ე სკოლებში კი გარე პერიმეტრის დამცავი კედლების დემონტაჟი განხორციელდა და ამჟამად  მათი მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.მაჟორიტარის აქტიური ჩართულობით, ინტერნატის ქუჩას და ინტერნატის შესახვევს შეეცვალა სახელწოდება და მას აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ბადრი ბერუაშვილის, სახელი ეწოდა. საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარის წარმომადგენლობაში სულ 122 განცხადება შევიდა, რომლებიც ფინანსურ დახმარებას, ოპერაციის, მკურნალობის, რეაბილიტაციის და მედიკამენტის დაფინანსებას, აგრეთვე საშენი მასალის გამოყოფას ეხებოდა. დავით ჭელიძემ განაცხადა, რომ უმეტესი მათგანი დაკმაყოფილდა. მაჟორიტარის წარმომადგენლობა მჭიდროდ თანამშრომლობს ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, რასაც დადებითი შედეგი მოაქვს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში. დავით ჭელიძემ მოსახლეობას საკრებულოს, კომისიების და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მუშაობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დავით ჭელიძის ანგარიშის წარდგენა ნაძალადევის რაიონის გამგეობაში გაიმართა.

მამუკა ხაბარელი

პოლიტიკა • 1792476167

მამუკა ხაბარელმა საკრებულოში 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ლილო-ორხევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა ხაბარელმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ესწრებოდნენ. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრმა მამუკა ხაბარელმა ანგარიშის წარდგენისას თბილისის საკრებულოში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და საკრებულოს ორ კომისიასა და ფრაქციაში საკუთარი აქტივობა დაწვრილებით მიმოიხილა.საკრებულოს წევრის ანგარიშში საკმაოდ ვრცელი ადგილი ლილო-ორხევის მაჟორიტარულ ოლქში წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას დაეთმო. აქ მამუკა ხაბარელმა მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენაზე, საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებზე, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასა და სპორტული და რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე ამომწურავად ისაუბრა. განსაკუთრებით აღინიშნა, რომ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობის ინდივიდუალური მიმართვების განხილვა, შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობა და საკითხებზე რეაგირება სათანადო დონეზე არის აყვანილი.ანგარიშის ცალკე თავი საკრებულოს წევრის ოფიციალურ და საზოგადოებრივ შეხვედრებს ეძღვნება, მასში დეტალურად არის მიმოხილული დედაქალაქის საკრებულოში გამართული სპორტული ღონისძიებები და დაჯილდოებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ურთიერთობა უცხოელ სტუმრებსა და დელეგაციებთან. მამუკა ხაბარელმა ანგარიშის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას საცხოვრებელი, საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და სამაჟორიტარო რაიონში კონკრეტულ მისამართებზე განხორციელებული გზის საფარის მოწყობა-რეაბილიტაციის, ლიფტების განახლების, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის, ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის მიმართულებით კონკრეტულ შესრულებულ პროექტებზეც ისაუბრა.   ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი სპორტული და რეკრეაციული სივრცეების განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს დაეთმო. მამუკა ხაბარელის ანგარიშის წარდგენას მოწვეული სტუმრები და ლილო-ორხევის რაიონის მოსახლეობა ესწრებოდა.

იაგო ხვიჩია

პოლიტიკა • 1792439344

ვინ თქვა, რომ ევროპელებმა დაგვავალეს, ჩვენი ყველა ცუდი წაიღეთ და აუცილებლად მოხვალთ ჩვენთანო? - იაგო ხვიჩია

"თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიამ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ევროპულ ღირებულებებსა და "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.მისი თქმით, ევროპა არ არის ერთგვაროვანი და იქაც ხდება ცუდი მოვლენები, რის გამოც ევროპული კანონმდებლობისა თუ პოლიტიკის კრიტიკა სრულიად შესაძლებელია, თუმცა, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ რას სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება ევროპას ალტერნატივად."ვინ თქვა, რომ ჩვენ ევროპელებმა ჩვენ დაგვავალეს, ჩვენი ყველა ცუდი წაიღეთ და თქვენ მოხვალთ აუცილებლად ჩვენთანო? მთელი პრობლემა იმან გამოიწვია, იმის განმარტებამ, რა არის ევროპელობა. აქამდე ამას განმარტავდნენ ევროპელები, ამიტომ ჩაერივნენ ისინი ამ ბრძოლაში "ქართულ ოცნებასთან" და "ქართული ოცნება" აღმოჩნდა ხალხის ერთობლიობა, რომელიც იძახის, თქვენ რა იცით, რა არის ევროპელობაო, მე ვიცი, რა არის ევროპელობაო! ჩვენ გასწავლით იქით, რა არის ევროპელობაო! თან, რით ვასწავლით? ვასწავლით პარტიების აკრძალვით, ენჯეოების ფინანსების დევნით, ვასწავლით გამოხატვის თავისუფლების აკრძალვით და ტროტუარზე ხალხის დაჭერით, ვასწავლით პაატა მანჯგალაძის და გია ბარამიძის ციხეში ჩაჯდომით, ისე, რომ მტკიცებულებები არ გვაქვს. ვაჩვენებთ ღიად და საჯაროდ, რომ ფეხებზე გვკიდია მტკიცებულებები და თან ვეუბნებით, რომ ეს არის ევროპაო და ისინი რამეს რომ იტყვიან: იცით, რა ხდება ევროპაში? ვიცით, რომ ევროპაში ბევრი ცუდიც ხდება, განა ევროპა ერთგვაროვანია? განა ევროპაში ყველაფერი კარგად არის. თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველდღიურ საქმეა და თუ ამ თემას ოდნავ მოადუნებ, რა თქმა უნდა, თავისუფლების მტრები ამით ისარგებლებენ. ამ გაგებით, ევროპის კრიტიკაც არის შესაძლებელი. მაგრამ ჩვენ რას ვთავაზობთ? ის რა არის, რასაც ჩვენ ვეუბნებით ევროპელებს, რომ ჩვენ ქართველები ამით ვამაყობთ, - ადამიანის უფლებების გაგება, პოლიტიკური პლურალიზმი, ადამიანის თავისუფლების და სიცოცხლის პატივისცემა - რა ღირებულებაზე ვდგავართ? ამას ხომ ვერაფერს ვერ ვთავაზობთ. რა არის ის, რასაც სთავაზობ ევროპელებს? კარგი შთაბეჭდილება რომ უნდა შეუქმნა საქართველოზე. მე არ მშურს ქართველი დიპლომატების ბედი ჩვენს ეპოქაში, რადგან ეს პროფესია ფაქტობრივად არ არსებობს. მე რომ დიპლომატი ვიყო, ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება და ამის გაგრძელება რომ უნდა გვქონდეს საგარეო პოლიტიკაში, ის, როგორ უნდა გავიტანო, ისე, რომ ვინმეს მოვაწონო? ამიტომაც არ გამოდის არაფერი," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1792417860

კახა კალაძე: საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიური ტენდენციაა, ქვეყანა წინ მიდის, ამის შესაძლებლობა კი შექმნა იმ პოლიტიკამ, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს.ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 60.3 პროცენტით გაიზარდა.„ზოგადად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ძალიან პოზიტიური ტენდენცია გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, ადგილობრივი ბიზნესი წინ მიდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევითია. იმას, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რა ხდება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად, მსოფლიოში, თუ როგორი რთული, დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ყველა კარგად ხედავთ. ის, რომ დღეს საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. მიუხედავად უამრავი შეურაცხყოფისა, არასამართლიანი დამოკიდებულებისა, მუქარებისა, ცილისწამებისა, ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია – ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება თანმდევი პროცესები. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე. ეკომონიკურ განვითარებას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1792406609

შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა წუხილი და იმედგაცრუება, რომ გუნდის ყოფილი ლიდერები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ზოგადად იყო საუბარი იმის შესახებ, რომ იმედგაცრუებაა, როცა გუნდის ყოფილი ლიდერების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.პაპუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა წუხილი ამასთან დაკავშირებით.„უმრავლესობის სხდომაზე, პოლიტსაბჭოს სხდომაზეც იყო განხილული ეს თემა, რაც ჩვენი გუნდის წევრების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხება. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამაზე ისაუბრა, გამოხატა თავისი წუხილი და იმედგაცრუება იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი ლიდერები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემული. ადამიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა როცა დგება და ამ ადამიანს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, არამედ მთლიანად გუნდში იმედგაცრუებაა. ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა, ზოგადად, როცა საუბარი იყო იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც ბოლო პერიოდში გავიარეთ, ერთ-ერთი საკითხი პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იყო და ამას ბიძინა ივანიშვილი შეეხო.სხდომაზე შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა. წუხილი ნიშნავს, რომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, ჩვენი რამდენიმე ლიდერი, პოლიტიკური თანამდებობის პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არის მიცემული. პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების შანსი ყველა პატიმარს აქვს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რაიმე საუბარი არ ყოფილა, მით უმეტეს, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.17 ოქტომბერს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1792403434

შალვა პაპუაშვილი: რა შეატყვეთ ჩვენს გუნდს, რომ რაიმე არეულობა შეიძლება იყოს? ვნახეთ აჟიოტაჟი, ბიძინა ივანიშვილს სურდა პოლიტსაბჭოსთან შეხვედრა, რადგან ასეთი შეხვედრიდან დიდი დრო იყო გასული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდში რაიმე არეულობა არ არის და ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოსთან შეხვედრა გამართა, ვინაიდან მსგავსი ფორმატის შეხვედრიდან დიდი ხანი იყო გასული.პაპუაშვილის თქმით, რამდენიმედღიანი აჟიოტაჟი და ცრუ მოლოდინები იყო შექმნილი ამ თემასთან დაკავშირებით.„ჩვენს გუნდს რა შეატყვეთ, რომ რაიმე არეულობა ან სისუსტე შეიძლება იყოს შიგნით? საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მიზეზი და საფუძველი იყო, რომ თავად ბატონ ბიძინას სურდა უმრავლესობასთან და პოლიტსაბჭოსთან შეხვედრა, რადგან ბოლო ასეთი შესაძლებლობიდან დიდი დრო იყო გასული. ფაქტობრივად, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის პერიოდში, სხვადასხვა ფართო ჯგუფით კომუნიკაციის შემდეგ, გუნდს ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონია. რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერებს ამის შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ თავად გუნდს ფართო შემადგენლობით – არა. ამიტომ, ბატონი ბიძინას სურვილიც იყო, რომ ერთი წელია გასული, რაც ასეთი ხასიათის შეხვედრა არ ყოფილა და კარგი იქნებოდა, გაგვეარა, რა მოხდა ამ ერთ წელიწადში. პერიოდულად, ხან უმრავლესობის, ხან პოლიტსაბჭოს ფორმატებია გამოყენებული, რომ ინტენსიური განხილვების შესაძლებლობა გვქონდეს. ვნახეთ რამდენიმედღიანი აჟიოტაჟი, რომელიც მედიამ მოაწყო. ჩემი რჩევა იქნება, რომ არ ჩამოაყალიბოთ ცრუ მოლოდინები, რაც თავიდანვე იცით, რომ ცრუა, რადგან საბოლოო ჯამში, თქვენ მიმართ არარსებული ნდობა კიდევ უფრო იწევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.17 ოქტომბერს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

საკრებულო

პოლიტიკა • 1792313225

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინეს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, სამგორის რაიონის (ვარკეთილის ოლქი) მაჟორიტარმა დეპუტატმა ვაჟა კოკაიამ და საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე მუკათარიძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს.პრეზენტაცია ვარკეთილის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა.საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვაჟა კოკაიამ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2025-2026 წლების საანგარიშო პერიოდში დაესწრო საკრებულოს 14 სხდომას, რომლებზეც 95 დადგენილება და 663 განკარგულება განიხილეს.როგორც ვაჟა კოკაიამ აღნიშნა, წარმომადგენლობით ორგანოში გაწეული საქმიანობის გარდა, საანგარიშო პერიოდში ვარკეთილში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მან დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურული პროექტების, სკვერებისა და სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაციის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ.პრეზენტაციაზე საკრებულოს წევრმა წარმოადგინა მისი ინიციატივითა და მუნიციპალურ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით ადგილობრივი მოსახლეობისთვის განხორციელებული პროექტები.დღესვე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოსახლეობას საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე მუკათარიძემ წარუდგინა.ალექსანდრე მუკათარიძე არის თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი, ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე.საკრებულოს წევრმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში დაესწრო საკრებულოს 14 სხდომას, რომლებზეც 95 დადგენილება და 663 განკარგულება განიხილეს.თითოეული მიღებული გადაწყვეტილება კი დედაქალაქისა და თბილისელების ინტერესებს ემსახურებოდა.ის აქტიურად იყო ჩართული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხოლო როგორც სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი, უამრავ პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომელთა მიზანიც ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავება, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარება და არგუმენტირებული დისკუსიის კულტურის დამკვიდრებაა.ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა • 1792310277

გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ - ირაკლი კირცხალია ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე

კონსტიტუციური სარჩელის განხილვამდე სამი დღე რჩება. 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე 21 ოქტომბრიდან - 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს.მტკიცებულებათა ნუსხით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკუთარ პოზიციას მოპასუხე, ისევ გაურკვეველია.ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება შემადგენლობაზეც. გზები გაყოფილია - "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და გვარამიას "ახალი" დარბაზში იქნებიან, ჩერგოლეიშვილის "ფედერალისტები" დარბაზთან ახლოს, თუმცა ქუჩაში, გიორგი გახარიას პარტია კი ისევ ფიქრობს.კონკრეტულ მტკიცებულებებს, ფაქტებსა და საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიან დასკვნას წარუდგენს მოსამართლეთა კოლეგიას უმრავლესობა და მოითხოვს, შეფასდეს, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს 5 პოლიტიკური ძალის ქმედებები ბოლო წლების განმავლობაში.რევოლუციის არაერთი მცდელობა, დესტრუქცია, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება და სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული თავდასხმა - ამ მთავარი საკითხების გათვალისწინებით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დაუმტკიცებს, რომ აღნიშნული ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საინტერესოა რა არგუმენტით შეძლებენ მათი ოპონენტები სასამართლო სხდომაზე თავის დაცვას."პასუხისმგებლიანმა გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ - გავწმინდოთ პოლიტიკური სივრცე იმ აგენტურისგან, რომელთაც ძალიან კარგად დაარქვა საზოგადოებამ თავისი სახელი და ვერცერთ ნომერს და ფერს ისინი ვერ ამოეფარებიან.დაიწყება განხილვები. ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია რას ამბობს ეს აგენტურა და მათი სექტის მიმდევრები. ჩვენთვის მთავარია რა განწყობაა ჩვენ ქვეყანაში, რა სჭირდება ქვეყანას კიდევ უფრო მკაფიო და წარმატებული წინსვლისთვის.ძალიან საინტერესოა როგორ დაიცავს თავს ეს აგენტურა დარბაზში. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეს სხდომა პირდაპირ ეთერში. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს რა არგუმენტებს მოიყვანენ თავის დასაცავად. ძალიან რთულია აგენტმა რომ თავი დაიცვას იმ სარჩელის წინააღმდეგ, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ოცნება

პოლიტიკა • 1792242720

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული

ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ ინფორმაციაში, რომელიც პარტიამ პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომების შესახებ გაავრცელა.„როგორც პოლიტსაბჭოზე, ასევე უმრავლესობის სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები განიხილეს.პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გუნდის წევრებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

✕