მოკლული

მსოფლიო 1722278731

მიშელ კრავეიშვილი - იდუმალებით მოცული ფლორენციელი ურჩხულის უკანასკნელი მსხვერპლი - მკვლელობის საქმე წლების შემდეგ ხელახალ წარმოებაში ჩაეშვა

1968-დან 1985 წლამდე სერიულმა მკვლელმა, რომელსაც "ფლორენციელი ურჩხული" უწოდეს, რვა წყვილი მოკლა ტოსკანის სხვადასხვა ადგილზე. ის ქორწინებამდელი სექსის სასიკი წინააღმდეგი იყო და წყვილებს სწორედ ამ ნიშნით არჩევდა.სახელი, „ფლორენციელი ურჩხული“ მას იტალიურმა მედიამ ფლორენციის შორეულ რაიონებში შეყვარებული წყვილების მზაკვრული ორმაგი მკვლელობების შემდეგ დაარქვა. მკვლელი იარაღად ბერეტას პისტოლეტს იყენებდა.მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რამდენიმე ეჭვმიტანილი გაჩნდა და ზოგი გაასამართლეს კიდეც, მსგავსი შემთხვევა 2014 წელს მაინც მოხდა, რამაც კიდევ ერთხელ გააოგნა პოლიცია. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ნამდვილი დამნაშავე გარეთ რჩება.„ფლორენციელმა ურჩხულმა" მკვლელობების სერია დაიწყო 1968 წლის 21 აგვისტოს, როდესაც მან მოკლა 29 წლის ანტონიო ლო ბიანკო და მისი 32 წლის შეყვარებული, ბარბარა ლოჩი ქალაქ სიგნაში. ისინი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო უკანა სავარძელზე ცოცხალი მოწმე დარჩა - ლოჩის ექვსი წლის ვაჟი, რომელსაც უკანა სავარძელზე ეძინა და მკვლელობის მომენტი არც კი შეუმჩნევია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დამნაშავემ გამოიყენა მაყუჩი.მთავარი ეჭვმიტანილი იყო ბარბარას ქმარი, სტეფანო მელე. პროკურატურამ იოლად დაამტკიცა, რომ მას მკვლელობის მოტივი ჰქონდა, ვინაიდან იცოდა ცოლის რომანის შესახებ. თუმცა, სანამ ის პატიმრობაში იმყოფებოდა, მეორე წყვილი იმავე იარაღით მოკლეს.სექსის პროცესში ჯენტილკორი და პეტინიც მოკლეს და ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე პასკუალმა შეამჩნია, რომ ვიღაც უცნაური მამაკაცი მისდევდა, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილები არსებობდნენ, არავინ დააკავეს.1981 წლის 6 ივნისს კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. ამჯერად, 30 წლის საწყობის თანამშრომელი ჯოვანი ფოგი და მისი 21 წლის საცოლე კარმელა დე ნუჩიო მსგავს ვითარებაში საკუთარ სახლთან ახლოს მანქანაში გარდაცვლილები იპოვეს.მალე მათ მკვლელობაში ბრალდებული ენცო სპალეტი დაადანაშაულეს. მან ციხეში სამი თვე გაატარა, სანამ ახალი დანაშაული არ მოხდა და ავტომატურად გაამართლა სპალეტი.1981 წლის 23 ოქტომბერს, 26 წლის სტეფანო ბალდი და მისი 24 წლის საცოლე სიუზან კამბი მოკლეს ანალოგიურად (სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან დედას უთხრა მდევნელის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ აღწერა მისი გარეგნობა).დაახლოებით 1 წლის შემდეგ, 1982 წლის 19 ივნისს, 22 წლის პაოლო მაინარდი და მისი 20 წლის საცოლე ანტონელა მილიორინი გარდაცვლილი იპოვეს თავიანთ მანქანაში სოფლის გზაზე. ამჯერად წყვილმა თითქოს შეამჩნია მკვლელი და გაქცევა სცადა, მაგრამ მანქანა გზიდან გადავიდა და ისინი ჩახოცეს.1983 წლის 19 სექტემბერს იგივე ბედი ეწია იტალიაში დასასვენებელ ჩასულ ორ გერმანელს: 24 წლის ვილჰელმ ჰორსტ მაიერს და იენს უვე რუშს. ისინი ასევე მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში.შემდეგი მსხვერპლი იყვნენ 21 წლის კლაუდიო სტეფანაჩი და 18 წლის პია ჰილდა რონტინი, რომლებიც 1984 წლის 29 ივლისს აღმოაჩინეს.25 წლის ჟან მიშელ კრავეიშვილი და 36 წლის ნადინ მორიო ბოლო ცნობილი მსხვერპლი გახდნენ. შეყვარებულები სოფელში დაბანაკდნენ. ტრაგედია მოხდა 1985 წლის 8 სექტემბერს, ღამით. ჯერ ნადინი მოკლეს, შემდეგ კი გაქცევის მცდელობისას ჟან-მიშელი.ამ დანაშაულის შემდეგ მკვლელმა ჯერ სახელმწიფო პროკურორს, სილვია დელა მონიკას დამცინავი წერილი გაუგზავნა, სადაც მკვლელობაზე ისაუბრა და პოლიციას სთხოვა, ეპოვა მსხვერპლი. ფაქტია, რომ ჟან-მიშელს და ნადინს დიდი ხანია არავინ ეძებდა, რადგან ისინი უცხოელები იყვნენ და უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ ცნობა არ ყოფილა. ერთი კვირის შემდეგ ცხედრები სოკოს მკრეფმა იპოვა.„ფლორენციის მონსტრის“ საქმეში ეჭვმიტანილებიესტელ ლანჩიოტი, გარდაცვლილი ნადინ მორიოტის ქალიშვილი, 2022 წლის დასაწყისში დაუკავშირდა ადვოკატს ვალტერ ბისკოტის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში და ცდილობდა დამნაშავის პოვნას. მან სთხოვა მას დახმარება მკვლელის პოვნაში.ბისკოტის მოწოდებები ხელახალი გამოძიების თაობაზე ფოკუსირებული იყო პოლიციის არაკომპეტენტურობაზე და, გასაკვირია, რომ მათ გავლენა მოახდინეს. 2022 წლის 25 მარტს პოლიციამ გამოაცხადა, რომ აპირებდა ახალი გამოძიების დაწყებას. მათ მიაჩნიათ, რომ პროკურორისთვის გაგზავნილი წერილს, სხვა მტკიცებულებების მსგავსად, დნმ-ის უფრო საფუძვლიანი ტესტირება უნდა ჩაუტარდეს.კარმელა დე ნუნციოს ნათესავებმა, თავის მხრივ, სთხოვეს ბისკოტის, შეესწავლა ერთი კონკრეტული ეჭვმიტანილი - ფერმერი პიეტრო პაჩიანი, რომელიც საქმეში ჩაერთო 1994 წელს, როდესაც ანონიმურმა ინფორმატორმა (შესაძლოა მისმა ყოფილმა შეყვარებულმა) შეატყობინა, რომ ის სახლიდან გაუჩინარდა მკვლელობების დღეებში.საბოლოოდ, პაჩიანი დამნაშავედ ცნეს რვა მკვლელობიდან ექვსში და იმავე წელს წავიდა ციხეში. უფრო მეტიც, მის წინააღმდეგ ერთადერთი რეალური მტკიცებულება იყო ნაპოვნი ვაზნა, იგივე ბრენდი, რომლითაც ყველა მსხვერპლი მოკლეს.მიუხედავად იმისა, რომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 1996 წელს გაათავისუფლეს, რადგან სხვა სასამართლომ მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია. დაღუპულთა ოჯახებმა სარჩელი შეიტანეს იტალიის უზენაეს სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გაუქმების იმედით, მაგრამ საქმე გაჭიანურდა და პაჩიანი 73 წლის ასაკში 1998 წელს, საბოლოო განაჩენის მიღების გარეშე, გულის შეტევით გარდაიცვალა.პროკურატურას არაერთხელ გამოუთქვამს მოსაზრება, რომ მკვლელს, ვინც არ უნდა ყოფილიყო, შეეძლო თანამზრახველი ჰყოლოდა. პიეტრო პაჩიანის შემთხვევაში, ეს შეიძლება იყვნენ მისი მეგობრები, რომლებთანაც ის რეგულარულად სვამდა: მარიო ვანი და ჯანკარლო ლოტი. მოგვიანებით ორივე დამნაშავედ ცნეს რვა მკვლელობიდან ოთხში. როგორც პაჩიანის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ სერიოზული მტკიცებულებები არ არსებობდა და ისინიც გაათავისუფლეს: პირველი 2000 წელს, მეორე 2002 წელს. ორივე ცოცხალი აღარ არის.ამის შესახებ ბისკოტიმ თქვა:არცერთ სასამართლო პროცესს ჯერ არ დაუდგენია სრული სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ ამ დანაშაულში ბრალდებული ხუთი ადამიანი გარკვეული პერიოდი ციხეში იმყოფებოდა, საბოლოოდ ყველა გაათავისუფლეს.ბისკოტი დარწმუნებულია, რომ საქმის მასალების ხელახალი გამოკვლევა საიდუმლოს ამოხსნასთან დააახლოებს. მისი თქმით, ყველა, ვინც პიეტრო პაჩიანის იცნობდა, საუბრობდა მასზე, როგორც ძალიან უცნაურ ადამიანზე, რომელიც ცხოვრების გარკვეულ მომენტებში იყო გატაცებული ოკულტიზმით და ახასიათებდა დაუნდობელ და სასტიკ ადამიანად.ამავდროულად, ის ხშირად სტუმრობდა ადგილობრივ ბორდელებს ვანთან და ლოტისთან ერთად, რომელთაგან თითოეულს ასევე არ ჰქონდა საუკეთესო რეპუტაცია და სასამართლო პროცესის დროს ისინი მკვლელობებსაც კი აღიარებდნენ..ბისკოტიმ, საკუთარი გამოძიების მეშვეობით, არა მხოლოდ აღმოაჩინა ლოტის აღიარებაში სხვადასხვა „არათანმიმდევრულობა“, არამედ დაინტერესდა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ჯამპიერო ვიგილანტით - პაჩიანის კიდევ ერთი ახლო მეგობარი, რომელიც ოდესღაც ეჭვმიტანილი იყო ამ მკვლელობებში. პოლიციამ გაჩხრიკა მისი სახლი 1980-იან წლებში და აღმოაჩინა რამდენიმე უცნაური დეტალი, რომელიც ვარაუდობდა მის შესაძლო მონაწილეობას.მათ შორის იყო გაზეთის ამონარიდები მსხვერპლთა შესახებ და იმავე ტიპის პისტოლეტის ვაზნები, რომლებიც გამოიყენებოდა მკვლელობებში და მისი საცხოვრებელი ადგილი ემთხვეოდა ინციდენტის რუკას. მიუხედავად იმისა, რომ ვიგილანტი ახლა 90 წლისაა, ბისკოტის მაინც უნდა, რომ გამომძიებლებმა ის გაითვალისწინონ.ამ საქმეში ბოლო სიახლე ისაა, რომ ექსპერტებმა შეძლეს დელა მონიკისთვის გაგზავნილი ანონიმური წერილიდან დნმ-ის კვალის აღდგენა და ის არ ემთხვეოდა ექსჰუმირებული პაჩიანის დნმ-ს. მაგრამ ის ჯერ არ შეუდარებიათ ვიგილანტის დნმ-სთან.მიუხედავად იმისა, რომ ფლორენციის მონსტრის ნამდვილი ვინაობა საიდუმლოდ რჩება, პოლიცია შეიძლება საქმის გახსნასთან  უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ოდესმე. - წერს იტალიური მედია

ვილი

სპორტი 1712668620

რამდენი აქვს ხელფასი ვილი სანიოლს

Finance Football research-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების ხელფასები გამოაქვეყნა.ისე გამოდის, რომ ევრო 2024-ზე ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს ჰყავს. ვილი სანიოლის ხელფასი წელიწადში 200 000 ევროს შეადგენს, რაც ტურნირის მონაწილეებს შორის ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა.ევრო 2024: მწვრთნელების წლიური ხელფასები2. იულიან ნაგელსმანი (გერმანია) - €4.800.0003. რობერტო მარტინესი (პორტუგალია) - €4.000.0004. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) - €3.800.0005. რონალდ კუმანი (ნიდერლანდები) - €3.000.0006. ლუჩანო სპალეტი (იტალია) - €3.000.0007. ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) - €1.800.0008. მურატ იაკინი (შვეიცარია) - €1.600.0009. რალფ რანგნიკი (ავსტრია) - €1.500.00010. დომენიკო ტედესკო (ბელგია) - €1.500.00011. ზლატკო დალიჩი (ხორვატია) - €1.500.00012. დრაგან სტოიკოვიჩი (სერბეთი) - €1.400.00013. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი) - €1.250.00014. სერგეი რებროვი (უკრაინა) - €1.250.00015. კასპერ ჰიულმანი (დანია) - €1.150.00016. სილვინიო (ალბანეთი) - €750.00017. მიხალ პრობიერჟი (პოლონეთი) - €560.00018. სტივ კლარკი (შოტლანდია) - €550.00019. ფრანჩესკო კალცონა (სლოვაკეთი) - €540.00020. მარკო როსი (უნგრეთი) - €300.00021. მატიაშ კეკი (სლოვენია) - €300.00022. ივან ჰაშეკი (ჩეხეთი) - €250.00023. ედვარდ იორდანესკუ (რუმინეთი) - €240.00024. ვილი სანიოლი (საქართველო) - €200.000წყარო:europop.ge

სპალეტი

სპორტი 1710840720

„გვიან იძინებენ...“ - სპალეტიმ სანაკრებო შეკრებებზე Playstation-ის თამაში აკრძალა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციის ბოლოს, „სკუადრა აძურას“ თავკაცმა ჟურნალისტებს შეკითხვით თავად მიმართა და სათამაშო კონსოლთან, Playstation 5-თან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა.„სულ ესაა? Playstation-ზე არაფერს მკითხავთ? თვლით, რომ სწორია, როცა იტალიის ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელს მატჩის წინა ღამეს არ სძინავს და ვიდეოთამაშებს თამაშობს, რის გამოც გუნდისთვის მოედანზე მაქსიმუმს ვეღარ აკეთებს? ფეხბურთელი მხოლოდ იმ ორი საათით არ უნდა შეფასდეს, რომელსაც ის მინდორზე ატარებს, საზომად მოედნის მიღმა გატარებული 22 საათი უნდა გამოვიყენოთ. არ მაინტერესებს, რას გააკეთებენ თუ დასაძინებლად სათანადო დროს წავლენ. უკრაინასთან მატჩამდე, რამდენიმე ფეხბურთელი ვიდეოთამაშებს გვიანობამდე თამაშობდა, რაც ჩემი აზრით, კარგი არაა. ევროპის ჩემპიონატზე, სპეციალური სათამაშო ოთახი გვექნება, რადგან ერთიანობა და ერთად გატარებული დრო მნიშვნელოვანია, თუმცა ღამის პირველის ნახევრამდე, ყველა თავის ოთახში უნდა წავიდეს და დაიძინოს. არ მომწონს, როცა ვიდეოთამაშების სიყვარული დამოკიდებულება გახდება. ამან შენს პროფესიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს“, - განაცხადა მწვრთნელმა.ცნობისთვის, სპალეტიმ სანაკრებო შეკრებებზე Playstation-ის თამაში აკრძალა და თვლის, რომ ვიდეოთამაშები ფეხბურთელებზე ცუდ გავლენას ახდენს.

ფრანჩესკო კალცონა

სპორტი 1708410820

ვინ არის „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი

„ნაპოლიმ“ მთავარ მწვრთნელად ფრანჩესკო კალცონას დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.„პარტენოპეიმ“ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. 55 წლის სპეციალისტმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი ჩაანაცვლა, რომელიც აურელიო დე ლაურენტისმა ცოტა ხნის წინ წარუმატებელი შედეგის გამო გაათავისუფლა.გავრცელებული ინფორმაციით, კალცონამ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.იტალიელი სპეციალისტი ბოლოს სლოვაკეთის ნაკრებში, ტექნიკური კომისარის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე კი რამდენიმე იტალიურ გუნდს წვრთნიდა.რაც შეეხება ვალტერ მაცარის, ის „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად გასული წლის ნოემბერში დაინიშნა და ამ პოსტზე რუდი გარსია ჩაანაცვლა. იტალიელ მწვრთნელს აურელიო დე ლაურენტისი სოციალური ქსელით დაემშვიდობა:„მადლობას ვუხდი ვალტერ მაცარის, დე ლაურენტისების ოჯახის მეგობარს „ნაპოლისთვის“ რთულ მომენტში მხარდაჭერისთვის. ის სამუდამოდ დარჩება ნეაპოლიტანელთა და ჩვენი ოჯახის გულებში. კეთილი იყოს შენი მობრძანება ფრანჩესკო კალცონა. ის უკვე მუშაობდა ჩვენთან ჯერ სარისთან, შემდეგ კი სპალეტისთან“, - წერს დე ლაურენტისი. Ringrazio Walter Mazzarri, amico della famiglia De Laurentiis e del Napoli, per aver sostenuto la squadra in un momento complesso. Resterà nel cuore dei napoletani e della nostra famiglia. Bentornato a Francesco Calzona, che ha già lavorato con noi sia con Sarri che con Spalletti — AurelioDeLaurentiis (@ADeLaurentiis) February 19, 2024 ფრანჩესკო კალცონა მიმდინარე სეზონში „ნაპოლისთვის“ მესამე მწვრთნელი იქნება. საგულისხმოა, რომ 55 წლის სპეციალისტს დებიუტი 22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ექნება.ასევე ნახეთ:„ნაპოლიში“ მნიშვნელოვანი ცვლილებაა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაშიVIDEO: ხვიჩა კვარაცხელია Adidas-ის სახე გახდა - ნახეთ ქართველი ვარსკვლავის ვიდეო

კუშანაშვილი ხვიჩაზე

სპორტი 1707137317

„უღიმღამო გუნდში თამაშობს...ძალიან ადრე მოიყვანა ცოლი...“ - კუშანაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახსა და კარიერაზე

ქართული წარმოშობის რუსეთში მცხოვრები და მომუშავე ჟურნალისტმა, ოთარ კუშანაშვილმა Sport24-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა.მას მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების თაობა სრულიად განსხვავებულია, "ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა კი ოჯახი ნაადრევად შექმნა."არიან თუ არა დღეს ქართველი ფეხბურთელები რუსებზე უკეთები? - დიახ. დღეს საქართველო 100-ჯერ ძლიერია რუსულ ფეხბურთზე.გასულმა ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ეს კარგად აჩვენა. მწვრთნელები, სკაუტები და ყველა ამ ჩემპიონატს ყურადღებით აკვირდებოდა .ეს ახალგაზრდა თაობაა, რომელიც არანაირ დათმობაზე არ მიდის. მაგალითად, მარადიშვილმა გამოთვალა რამდენ დროს კარგავს ელექტრონულ მოწყობილობებზე და შერცხვა. ქართველი ახალგაზრდები აღარ ეწევიან თამბაქოს თამაშებს შორის, და აღარ სვამენ ჭაჭას, ეს სხვა თაობაა.კვარაცხელია? ხვიჩა უღიმღამო გუნდში თამაშობს, ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა კლუბიდან სპალეტი წავიდა. მან "ნაპოლის" ოქროს მედლები მოუტანა და სურდა გუნდიდან მაჟორულ ნოტაზე წასულიყო, ტირანმა პრეზიდენტმა კი მადლობაც არ გადაუხადა. ამის შემდეგ მთავარმა თავდამსხმელმა (ოსიმენმა) ხვიჩას აგენტს მოუწოდა მოეკეტა, მაშინ როცა ხვიჩა მის გვერდით თამაშობს.და აი კიდევ რა შევამჩნიე... მე ადამიანის ფიზიონომიას ვაკვირდები. ვნახე "კვარას" ცოლთან ერთად გადაღებული ფოტო. მან ძალიან ადრე მოიყვანა ცოლი... პირველივე წარმატების შემდეგ.ქართველი ქალი ყველაფერს წაგართმევს და ქუჩაში დაგტოვებს...ეს იგივე იქნებოდა მე, რომ "ბუკმეკერებთან" გაფორმებული პირველივე კონტრაქტის შემდეგ, ანფისა ჩეხოვა შემეთრია საძინებელში, ყველაფერს დავკარგავდი.თუ ხვიჩა "ნაპოლიში" დარჩება, ის ქართველ ივან იგნატევად გადაიქცევა. თუ კვარაცხელია "ჩელსიში" გადავა, მუდრიკს სამუდამოდ ამოაგდებს გუნდიდან. საინტერესო იქნება მისი ხილვა პრემიერ ლიგაში", - თქვა კუშანაშვილმა.ასევე ნახეთ:ფიქრობთ, რომ ვიღაცამ „გაგთვალათ“ ან ჯადო გაგიკეთათ? - მაშინ, ეს უნდა წაიკითხოთბონუსი, დაწინაურება, მემკვიდრეობის მიღება... - ნახეთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს იღბალს „მილიონერის ასპექტი“ეს ახალი მთვარე „გაქცევს ფულის მაგნიტად!“ - ვის რა წარმატებას უმზადებს ახალი მთვარე

kvara

სპორტი 1703535589

კვარაცხელიასთან ​​კონტრაქტი უნდა განახლდეს, „ნაპოლის“ ვარსკვლავი სათადარიგოებზე ნაკლებ ხელფასს იღებს - ანტონელო პერილო

ტელეკომპანია TgrRai-ის დირექტორის მოადგილემ, ანტონელო პერილომ „ტვიტერზე“ კომენტარი გააკეთა ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ ახალი ხელშეკრულება ხვიჩა კვარაცხელიასთან და პიოტრ ზელინსკისთანაც უნდა გააფორმოს.„განახლებული კონტრაქტი გაფორმდა და „ნაპოლიმ“ ვიქტორ ოსიმენი 2026 წლის ივნისამდე შეინარჩუნა. მისი ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა (120-დან 130 მილიონ ევრომდე) მაღალია. ასეთი ფინანსების გადახდა შეუძლებელი არ არის წამყვანი ევროპული და არაბეთის მდიდარი კლუბებისთვის, მაგრამ მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ მანამდე გუნდი დატოვოს.„ნაპოლისთვის“ დამატებითი იმპულსის მისაცემად კიდევ ორ მოთამაშესთან კონტრაქტის ​​განახლებაა საჭირო – პიოტრ ზელინსკისთან, რომელიც რამდენიმე დღეში თავისუფლად შეძლებს სხვა კლუბთან შეათანხმოს კონტრაქტი, შემდეგ კი იქ უსასყიდლოდ გადავიდეს და ხვიჩა კვარაცხელიასთან – მარგალიტთან, რომელიც ბევრ ისეთ თანაგუნდელზე ნაკლებ ხელფასს იღებს, რომლებიც თითქმის ყოველთვის „ნაპოლის“ სათადარიგოთა სკამზე სხედან.გაიხსენეთ ელიფ ელმასი, რომელიც გუნდმა „ლაიპციგში“ გაყიდა. გასულ წელს ბალკანელი ნახევარმცველი მეთორმეტე მოთამაშე იყო და რამდენიმე მატჩში, შეცვლაზე შესულმა, გადამწყვეტი როლიც ითამაშა, ეს ლუჩანო სპალეტის დამსახურება გახლდათ.ელმასის „ლაიპციგში“ გადასვლა მოითხოვს, „ნაპოლიმ“ სულ მცირე მისი დონის მოთამაშე დაიმატოს, რომელიც მზად იქნება რეალური წვლილი შეიტანოს გადამწყვეტ მომენტში. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიის სუპერთასი თებერვალში გაიმართება და ამას გარდა, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ორმატჩიან დუელში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, ტრანსფერები სასწრაფოდაა განსახორციელებელი“, – აცხადებს გამოცდილი ჟურნალისტი.ასევე დაგაინტერესებთ:„როგორ გავძლოთ უშენოდ, სული მეწვის...“ - რას წერენ იმერეთში ტრაგიკულად დაღუპულ წლინახევრის ბავშვზე„ჯარიმა 65 000 ლარის ნაცვლად, 100 000 იქნება ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმაუქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის გადაწყვეტილება

დატყვევებული

მსოფლიო 1701972256

18 წლის იყო, როცა მამამ სარდაფში გამოკეტა, სადაც 29 წელი გაატარა... - ჯაჭვით დაბმული ქალის მძიმე ისტორია

ელენა 18 წლის იყო, როდესაც მამამ სარდაფში გამოკეტა, ჯაჭვით დააბა და გარეთ გასვლის უფლებას აღარ აძლევდა. ელენას არსებობის შესახებ იცოდნენ მეზობლებმაც და ირგვლივ მყოფებმაც, თუმცა არავინ არაფერს ამბობდა. 29 წელი ისე გავიდა, რომ გოგონას მზის სინათლე საერთოდ არ უნახავს.ამბავი საბერძნეთში მოხდა. 1978 წლის 7 ნოემბერს უცნობმა პირმა პოლიცია გამოიძახა და უთხრა, რომ  ერთ-ერთ სახლში, მეპატრონეებმა სარდაფში ადამიანი გამოკეტეს და მრავალი წლის განმავლობაში გარეთ არ უშვებდნენ.სოფელში კარიოტისების დიდ ოჯახს ყველა იცნობდა. იმ პერიოდისათვის, როდესაც პოლიციაში მსგავსი შეტყობინება შევიდა, მშობლები გარდაცვლილები იყვნენ, უფროსი და-ძმის ასაკი კი 50 ან მეტი იყო.მათ გახსნეს სარდაფი და თანამშრომლები შეუშვეს. ბნელ სარდაფში, სადაც სინათლის სხივი არსაიდან აღწევდა, საშინელ ანტისანიტარიაში იყო ქალი, სხეულზე ნაწიბურებით, არასასიამოვნო სუნითა და ქცევებით. როდესაც პოლიციელი დაინახა, შეეშინდა, ყვირილი დაიწყო, ერთ-ერთს უკბინა კიდეც და ფრჩხილებით დაკაწრა.როგორც მოგვიანებით გაირკვა, ელენა კარიოტისი მრავალშვილიანი ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო. ოჯახს ფერმა ჰქონდა, უფროსი და-ძმა შრომობდა, თუმცა ელენა მათგან განსხვავდებოდა.1949 წელს 18 წლის ასაკში მშობლებთან მივიდა და სთხოვა, რომ სოფლის მასწავლებელზე დაქორწინების უფლება მიეცათ. მშობლები კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ, რადგანაც მათი ქალიშვილის რჩეული კომუნისტი და ათეისტი გახლდათ. გოგონა ოჯახს დაემუქრა, რომ თუ ნებას არ დართავდნენ, სახლიდან გაიქცეოდა. ამიტომაც, მამამ ელენას დიდი ჯაჭვი მოაბა და სარდაფში გამოკეტა. გოგონას დაავიწყდა მეტყველება, თუმცა სხვების ლაპარაკი ნაწილობრივ ესმოდა. მრავალწლიანი მარტო ცხოვრების და საშინელი პირობების ფონზე, ის ნამდვილ მხეცად იქცა.სოფელში უმეტესობამ იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ მამა ყველას უმტკიცებდა, რომ ღირსეულად მოიქცა და ამით სირცხვილი აირიდა თავიდან. დროთა განმავლობაში, მათი ოჯახი სოფელში გარიყეს. უფროსმა შვილებმა ვერასოდეს მოახერხეს დაქორწინება. მათ ოჯახთან კავშირი არავის უნდოდა. პოლიციაში ანონიმური ზარი ოჯახის უფროსის გარდაცვალებიდან ზუსტად ორი კვირის შემდეგ შევიდა. ელენა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 18 წელი გაატარა. კვლავ ისწავლა ლაპარაკი და 1986 წელს ჟურნალისტებს ინტერვიუც კი მისცა. უცნაური ის იყო, რომ მისი მეხსიერებიდან ბავშვობისა და ტყვეობის წლები საერთოდ წაიშალა და ფიქრობდა, რომ ისევ 18 წლის იყო.ასევე ნახეთ:„დაიმახსოვრეთ, თუ თქვენთან სხვებზე ჭორაობს დაქალი, ის, თქვენზეც ჭორაობს სხვებთან...“ - ალექსანდრა პაიჭაძე გოგოებს მიმართავსVIDEO: ხუმრობით შეთავაზებული წინადადება - რაზე ისაუბრეს კვარამ და სპალეტიმ30 წლის წინათ დარგული კაკლის გამო, მეზობლები ერთმანეთს უჩივიან - საქმე უზენაეს სასამართლოშია

სალომე უშხვანი

ტაბლოიდი 1701968957

„ბედნიერი დღის მოლოდინი, ხშირად, უფრო უკეთესია...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს სალომე უშხვანი

რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე, სალომე უშხვანი, „პრაიმ ჰაუსამდე“, საზოგადოებამ გასართობი პლატფორმა ტიკტოკიდან გაიცნო. სოცქსელის მომხმარებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის დიზაინერ მაკა ასათიანს ძალიან ჰგავს.  ამჯერად, სალომემ საახალწლო ფოტოსესიიდან ლამაზი კადრები გაგვიზიარა შემდეგი აღწერით: „ბედნიერი დღის მოლოდინი, ხშირად, უფრო უკეთესია, ვიდრე თავად ეს დღე“. ასევე ნახეთ:გოგო, რომლის გამოჩენასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ვინ არის სალომე უშხვანი„ბოღმა და შური მკლავს...“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალმა ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანაVIDEO: ხუმრობით შეთავაზებული წინადადება - რაზე ისაუბრეს კვარამ და სპალეტიმVIDEO „აბა, 40 წლის ასაკში, რა გეგონა სიყვარული...“ - გია სურამელაშვილი

პაიჭაძე

საზოგადოება 1701943621

„ბოღმა და შური მკლავს...“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალმა ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე, „ინსტაგრამზე“ ახალ ვიდეოს აქვეყნებს და გამომწერების აღფრთოვანებას იწვევს. „სასწაული ადამიანი“ „ვერ გიტან ალექსანდრა პაიჭაძე. ბოღმა და შური მკლავს.მაცივარზე შენს ფოტის გავაკრავ!!!“ „შოკი ხარ შენგან კაცი არ წავა“,- წერენ გამომწერები. ნახეთ, ვიდეო:            View this post on Instagram                       A post shared by ALE (@aleksandrapaich) ასევე ნახეთ:„დაიმახსოვრეთ, თუ თქვენთან სხვებზე ჭორაობს დაქალი, ის, თქვენზეც ჭორაობს სხვებთან...“ - ალექსანდრა პაიჭაძე გოგოებს მიმართავსVIDEO: ხუმრობით შეთავაზებული წინადადება - რაზე ისაუბრეს კვარამ და სპალეტიმ30 წლის წინათ დარგული კაკლის გამო, მეზობლები ერთმანეთს უჩივიან - საქმე უზენაეს სასამართლოშია

სპალეტი

სპორტი 1701939466

VIDEO: ხუმრობით შეთავაზებული წინადადება - რაზე ისაუბრეს კვარამ და სპალეტიმ

მილანში, იტალიის საფეხბურთო ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ყოფილ თავკაცს, ლუჩიანო სპალეტის შეხვდა. GEO TEAM-თან კვარა მათი საუბრის შინაარსს ამხელს.„იტალიის ნაკრებთან დაკავშირებით მეხუმრა, მკითხა, იტალიის ნაკრებში თამაში ხომ არ მინდოდა. ვუთხარი, რომ მასთან ერთად თამაში ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ჩემი ქვეყნისთვის ვთამაშობ. ძალიან მაგარი ადამიანია... საოცარი მწვრთნელია. დიდი ხანია, არ მინახავს და მასთან არ მისაუბრია. ძალიან გამიხარდა რომ დავინახე,“ - თქვა კვარაცხელიამ.ვრცლად ↓ცნობისთვის, კვარას სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი გადაეცა.  ხოლო, მისი ყოფილი მწვრთნელი, სპალეტი,  2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი გახდა.ასევე ნახეთ:PHOTO - როგორ გამოიყურება ნიცას და ხვიჩას ნაძვის ხე - ნახეთ, წყვილის საახალწლო განწყობაVIDEO: „მიესალმე ხალხს...“ - ვრცელდება ნიცა თავაძის კადრები„ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესოა, მისი შესაძლებლობები უსასრულოა“ - ლუჩიანო სპალეტი

ნიცა და ხვიჩა

ტაბლოიდი 1701896898

PHOTO - როგორ გამოიყურება ნიცას და ხვიჩას ნაძვის ხე - ნახეთ, წყვილის საახალწლო განწყობა

ნიცა თავაძე და ხვიჩა კვარაცხელია გამომწერებს მათ საახალწლო განწყობას უზიარებენ.ნიცა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, რომელშიც ჩანს, რომ ხვიჩა საახალწლო ნაძვის ხეს რთავს.ასევე ნახეთ:სპალეტის რეაქცია, როცა საქართველოდან ჩასულ სპორტულ ჟურნალისტს შეხვდა - რა მოხდა მილანშიVIDEO: ვრცელდება ნიცას და ხვიჩას სახალისო კადრები მილანიდან

ფული

ფინანსები 1701893735

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 7 დეკემბერს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6860 ლარი ეღირება, ევრო – 2.8987 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3846 ლარი.გუშინ კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6937 ლარი ღირდა, ევრო – 2.9178 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4032 ლარი.ასევე ნახეთ:როგორი ამინდი იქნება 10 დეკემბრამდე - უახლოესი დღეების პროგნოზიVIDEO: „მიესალმე ხალხს...“ - ვრცელდება ნიცა თავაძის კადრებისპალეტის რეაქცია, როცა საქართველოდან ჩასულ სპორტულ ჟურნალისტს შეხვდა - რა მოხდა მილანში