კვარაცხელიასთან ​​კონტრაქტი უნდა განახლდეს, „ნაპოლის“ ვარსკვლავი სათადარიგოებზე ნაკლებ ხელფასს იღებს - ანტონელო პერილო

kvara

ტელეკომპანია TgrRai-ის დირექტორის მოადგილემ, ანტონელო პერილომ „ტვიტერზე“ კომენტარი გააკეთა ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ ახალი ხელშეკრულება ხვიჩა კვარაცხელიასთან და პიოტრ ზელინსკისთანაც უნდა გააფორმოს.

„განახლებული კონტრაქტი გაფორმდა და „ნაპოლიმ“ ვიქტორ ოსიმენი 2026 წლის ივნისამდე შეინარჩუნა. მისი ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა (120-დან 130 მილიონ ევრომდე) მაღალია. ასეთი ფინანსების გადახდა შეუძლებელი არ არის წამყვანი ევროპული და არაბეთის მდიდარი კლუბებისთვის, მაგრამ მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ მანამდე გუნდი დატოვოს.

„ნაპოლისთვის“ დამატებითი იმპულსის მისაცემად კიდევ ორ მოთამაშესთან კონტრაქტის ​​განახლებაა საჭირო – პიოტრ ზელინსკისთან, რომელიც რამდენიმე დღეში თავისუფლად შეძლებს სხვა კლუბთან შეათანხმოს კონტრაქტი, შემდეგ კი იქ უსასყიდლოდ გადავიდეს და ხვიჩა კვარაცხელიასთან – მარგალიტთან, რომელიც ბევრ ისეთ თანაგუნდელზე ნაკლებ ხელფასს იღებს, რომლებიც თითქმის ყოველთვის „ნაპოლის“ სათადარიგოთა სკამზე სხედან.

გაიხსენეთ ელიფ ელმასი, რომელიც გუნდმა „ლაიპციგში“ გაყიდა. გასულ წელს ბალკანელი ნახევარმცველი მეთორმეტე მოთამაშე იყო და რამდენიმე მატჩში, შეცვლაზე შესულმა, გადამწყვეტი როლიც ითამაშა, ეს ლუჩანო სპალეტის დამსახურება გახლდათ.

ელმასის „ლაიპციგში“ გადასვლა მოითხოვს, „ნაპოლიმ“ სულ მცირე მისი დონის მოთამაშე დაიმატოს, რომელიც მზად იქნება რეალური წვლილი შეიტანოს გადამწყვეტ მომენტში. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიის სუპერთასი თებერვალში გაიმართება და ამას გარდა, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ორმატჩიან დუელში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, ტრანსფერები სასწრაფოდაა განსახორციელებელი“, – აცხადებს გამოცდილი ჟურნალისტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„როგორ გავძლოთ უშენოდ, სული მეწვის...“ - რას წერენ იმერეთში ტრაგიკულად დაღუპულ წლინახევრის ბავშვზე

„ჯარიმა 65 000 ლარის ნაცვლად, 100 000 იქნება ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმა

უქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის გადაწყვეტილება