„გვიან იძინებენ...“ - სპალეტიმ სანაკრებო შეკრებებზე Playstation-ის თამაში აკრძალა

სპალეტი

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციის ბოლოს, „სკუადრა აძურას“ თავკაცმა ჟურნალისტებს შეკითხვით თავად მიმართა და სათამაშო კონსოლთან, Playstation 5-თან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა.

სულ ესაა? Playstation-ზე არაფერს მკითხავთ? თვლით, რომ სწორია, როცა იტალიის ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელს მატჩის წინა ღამეს არ სძინავს და ვიდეოთამაშებს თამაშობს, რის გამოც გუნდისთვის მოედანზე მაქსიმუმს ვეღარ აკეთებს? ფეხბურთელი მხოლოდ იმ ორი საათით არ უნდა შეფასდეს, რომელსაც ის მინდორზე ატარებს, საზომად მოედნის მიღმა გატარებული 22 საათი უნდა გამოვიყენოთ.

არ მაინტერესებს, რას გააკეთებენ თუ დასაძინებლად სათანადო დროს წავლენ. უკრაინასთან მატჩამდე, რამდენიმე ფეხბურთელი ვიდეოთამაშებს გვიანობამდე თამაშობდა, რაც ჩემი აზრით, კარგი არაა. ევროპის ჩემპიონატზე, სპეციალური სათამაშო ოთახი გვექნება, რადგან ერთიანობა და ერთად გატარებული დრო მნიშვნელოვანია, თუმცა ღამის პირველის ნახევრამდე, ყველა თავის ოთახში უნდა წავიდეს და დაიძინოს. არ მომწონს, როცა ვიდეოთამაშების სიყვარული დამოკიდებულება გახდება. ამან შენს პროფესიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს“, - განაცხადა მწვრთნელმა.

ცნობისთვის, სპალეტიმ სანაკრებო შეკრებებზე Playstation-ის თამაში აკრძალა და თვლის, რომ ვიდეოთამაშები ფეხბურთელებზე ცუდ გავლენას ახდენს.