პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
1968-დან 1985 წლამდე სერიულმა მკვლელმა, რომელსაც "ფლორენციელი ურჩხული" უწოდეს, რვა წყვილი მოკლა ტოსკანის სხვადასხვა ადგილზე. ის ქორწინებამდელი სექსის სასიკი წინააღმდეგი იყო და წყვილებს სწორედ ამ ნიშნით არჩევდა.
სახელი, „ფლორენციელი ურჩხული“ მას იტალიურმა მედიამ ფლორენციის შორეულ რაიონებში შეყვარებული წყვილების მზაკვრული ორმაგი მკვლელობების შემდეგ დაარქვა. მკვლელი იარაღად ბერეტას პისტოლეტს იყენებდა.
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რამდენიმე ეჭვმიტანილი გაჩნდა და ზოგი გაასამართლეს კიდეც, მსგავსი შემთხვევა 2014 წელს მაინც მოხდა, რამაც კიდევ ერთხელ გააოგნა პოლიცია. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ნამდვილი დამნაშავე გარეთ რჩება.
„ფლორენციელმა ურჩხულმა" მკვლელობების სერია დაიწყო 1968 წლის 21 აგვისტოს, როდესაც მან მოკლა 29 წლის ანტონიო ლო ბიანკო და მისი 32 წლის შეყვარებული, ბარბარა ლოჩი ქალაქ სიგნაში. ისინი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო უკანა სავარძელზე ცოცხალი მოწმე დარჩა - ლოჩის ექვსი წლის ვაჟი, რომელსაც უკანა სავარძელზე ეძინა და მკვლელობის მომენტი არც კი შეუმჩნევია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დამნაშავემ გამოიყენა მაყუჩი.
მთავარი ეჭვმიტანილი იყო ბარბარას ქმარი, სტეფანო მელე. პროკურატურამ იოლად დაამტკიცა, რომ მას მკვლელობის მოტივი ჰქონდა, ვინაიდან იცოდა ცოლის რომანის შესახებ. თუმცა, სანამ ის პატიმრობაში იმყოფებოდა, მეორე წყვილი იმავე იარაღით მოკლეს.
სექსის პროცესში ჯენტილკორი და პეტინიც მოკლეს და ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე პასკუალმა შეამჩნია, რომ ვიღაც უცნაური მამაკაცი მისდევდა, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილები არსებობდნენ, არავინ დააკავეს.
1981 წლის 6 ივნისს კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. ამჯერად, 30 წლის საწყობის თანამშრომელი ჯოვანი ფოგი და მისი 21 წლის საცოლე კარმელა დე ნუჩიო მსგავს ვითარებაში საკუთარ სახლთან ახლოს მანქანაში გარდაცვლილები იპოვეს.
მალე მათ მკვლელობაში ბრალდებული ენცო სპალეტი დაადანაშაულეს. მან ციხეში სამი თვე გაატარა, სანამ ახალი დანაშაული არ მოხდა და ავტომატურად გაამართლა სპალეტი.
1981 წლის 23 ოქტომბერს, 26 წლის სტეფანო ბალდი და მისი 24 წლის საცოლე სიუზან კამბი მოკლეს ანალოგიურად (სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან დედას უთხრა მდევნელის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ აღწერა მისი გარეგნობა).
დაახლოებით 1 წლის შემდეგ, 1982 წლის 19 ივნისს, 22 წლის პაოლო მაინარდი და მისი 20 წლის საცოლე ანტონელა მილიორინი გარდაცვლილი იპოვეს თავიანთ მანქანაში სოფლის გზაზე. ამჯერად წყვილმა თითქოს შეამჩნია მკვლელი და გაქცევა სცადა, მაგრამ მანქანა გზიდან გადავიდა და ისინი ჩახოცეს.
1983 წლის 19 სექტემბერს იგივე ბედი ეწია იტალიაში დასასვენებელ ჩასულ ორ გერმანელს: 24 წლის ვილჰელმ ჰორსტ მაიერს და იენს უვე რუშს. ისინი ასევე მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში.
შემდეგი მსხვერპლი იყვნენ 21 წლის კლაუდიო სტეფანაჩი და 18 წლის პია ჰილდა რონტინი, რომლებიც 1984 წლის 29 ივლისს აღმოაჩინეს.
25 წლის ჟან მიშელ კრავეიშვილი და 36 წლის ნადინ მორიო ბოლო ცნობილი მსხვერპლი გახდნენ. შეყვარებულები სოფელში დაბანაკდნენ. ტრაგედია მოხდა 1985 წლის 8 სექტემბერს, ღამით. ჯერ ნადინი მოკლეს, შემდეგ კი გაქცევის მცდელობისას ჟან-მიშელი.
ამ დანაშაულის შემდეგ მკვლელმა ჯერ სახელმწიფო პროკურორს, სილვია დელა მონიკას დამცინავი წერილი გაუგზავნა, სადაც მკვლელობაზე ისაუბრა და პოლიციას სთხოვა, ეპოვა მსხვერპლი. ფაქტია, რომ ჟან-მიშელს და ნადინს დიდი ხანია არავინ ეძებდა, რადგან ისინი უცხოელები იყვნენ და უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ ცნობა არ ყოფილა. ერთი კვირის შემდეგ ცხედრები სოკოს მკრეფმა იპოვა.
„ფლორენციის მონსტრის“ საქმეში ეჭვმიტანილები
ესტელ ლანჩიოტი, გარდაცვლილი ნადინ მორიოტის ქალიშვილი, 2022 წლის დასაწყისში დაუკავშირდა ადვოკატს ვალტერ ბისკოტის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში და ცდილობდა დამნაშავის პოვნას. მან სთხოვა მას დახმარება მკვლელის პოვნაში.
ბისკოტის მოწოდებები ხელახალი გამოძიების თაობაზე ფოკუსირებული იყო პოლიციის არაკომპეტენტურობაზე და, გასაკვირია, რომ მათ გავლენა მოახდინეს. 2022 წლის 25 მარტს პოლიციამ გამოაცხადა, რომ აპირებდა ახალი გამოძიების დაწყებას. მათ მიაჩნიათ, რომ პროკურორისთვის გაგზავნილი წერილს, სხვა მტკიცებულებების მსგავსად, დნმ-ის უფრო საფუძვლიანი ტესტირება უნდა ჩაუტარდეს.
კარმელა დე ნუნციოს ნათესავებმა, თავის მხრივ, სთხოვეს ბისკოტის, შეესწავლა ერთი კონკრეტული ეჭვმიტანილი - ფერმერი პიეტრო პაჩიანი, რომელიც საქმეში ჩაერთო 1994 წელს, როდესაც ანონიმურმა ინფორმატორმა (შესაძლოა მისმა ყოფილმა შეყვარებულმა) შეატყობინა, რომ ის სახლიდან გაუჩინარდა მკვლელობების დღეებში.
საბოლოოდ, პაჩიანი დამნაშავედ ცნეს რვა მკვლელობიდან ექვსში და იმავე წელს წავიდა ციხეში. უფრო მეტიც, მის წინააღმდეგ ერთადერთი რეალური მტკიცებულება იყო ნაპოვნი ვაზნა, იგივე ბრენდი, რომლითაც ყველა მსხვერპლი მოკლეს.
მიუხედავად იმისა, რომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 1996 წელს გაათავისუფლეს, რადგან სხვა სასამართლომ მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია. დაღუპულთა ოჯახებმა სარჩელი შეიტანეს იტალიის უზენაეს სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გაუქმების იმედით, მაგრამ საქმე გაჭიანურდა და პაჩიანი 73 წლის ასაკში 1998 წელს, საბოლოო განაჩენის მიღების გარეშე, გულის შეტევით გარდაიცვალა.
პროკურატურას არაერთხელ გამოუთქვამს მოსაზრება, რომ მკვლელს, ვინც არ უნდა ყოფილიყო, შეეძლო თანამზრახველი ჰყოლოდა. პიეტრო პაჩიანის შემთხვევაში, ეს შეიძლება იყვნენ მისი მეგობრები, რომლებთანაც ის რეგულარულად სვამდა: მარიო ვანი და ჯანკარლო ლოტი. მოგვიანებით ორივე დამნაშავედ ცნეს რვა მკვლელობიდან ოთხში. როგორც პაჩიანის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ სერიოზული მტკიცებულებები არ არსებობდა და ისინიც გაათავისუფლეს: პირველი 2000 წელს, მეორე 2002 წელს. ორივე ცოცხალი აღარ არის.
ამის შესახებ ბისკოტიმ თქვა:
არცერთ სასამართლო პროცესს ჯერ არ დაუდგენია სრული სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ ამ დანაშაულში ბრალდებული ხუთი ადამიანი გარკვეული პერიოდი ციხეში იმყოფებოდა, საბოლოოდ ყველა გაათავისუფლეს.
ბისკოტი დარწმუნებულია, რომ საქმის მასალების ხელახალი გამოკვლევა საიდუმლოს ამოხსნასთან დააახლოებს. მისი თქმით, ყველა, ვინც პიეტრო პაჩიანის იცნობდა, საუბრობდა მასზე, როგორც ძალიან უცნაურ ადამიანზე, რომელიც ცხოვრების გარკვეულ მომენტებში იყო გატაცებული ოკულტიზმით და ახასიათებდა დაუნდობელ და სასტიკ ადამიანად.
ამავდროულად, ის ხშირად სტუმრობდა ადგილობრივ ბორდელებს ვანთან და ლოტისთან ერთად, რომელთაგან თითოეულს ასევე არ ჰქონდა საუკეთესო რეპუტაცია და სასამართლო პროცესის დროს ისინი მკვლელობებსაც კი აღიარებდნენ..
ბისკოტიმ, საკუთარი გამოძიების მეშვეობით, არა მხოლოდ აღმოაჩინა ლოტის აღიარებაში სხვადასხვა „არათანმიმდევრულობა“, არამედ დაინტერესდა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ჯამპიერო ვიგილანტით - პაჩიანის კიდევ ერთი ახლო მეგობარი, რომელიც ოდესღაც ეჭვმიტანილი იყო ამ მკვლელობებში. პოლიციამ გაჩხრიკა მისი სახლი 1980-იან წლებში და აღმოაჩინა რამდენიმე უცნაური დეტალი, რომელიც ვარაუდობდა მის შესაძლო მონაწილეობას.
მათ შორის იყო გაზეთის ამონარიდები მსხვერპლთა შესახებ და იმავე ტიპის პისტოლეტის ვაზნები, რომლებიც გამოიყენებოდა მკვლელობებში და მისი საცხოვრებელი ადგილი ემთხვეოდა ინციდენტის რუკას. მიუხედავად იმისა, რომ ვიგილანტი ახლა 90 წლისაა, ბისკოტის მაინც უნდა, რომ გამომძიებლებმა ის გაითვალისწინონ.
ამ საქმეში ბოლო სიახლე ისაა, რომ ექსპერტებმა შეძლეს დელა მონიკისთვის გაგზავნილი ანონიმური წერილიდან დნმ-ის კვალის აღდგენა და ის არ ემთხვეოდა ექსჰუმირებული პაჩიანის დნმ-ს. მაგრამ ის ჯერ არ შეუდარებიათ ვიგილანტის დნმ-სთან.
მიუხედავად იმისა, რომ ფლორენციის მონსტრის ნამდვილი ვინაობა საიდუმლოდ რჩება, პოლიცია შეიძლება საქმის გახსნასთან უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ოდესმე. - წერს იტალიური მედია