ბანკი

ფინანსები • 1790756248

საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს

 საქართველოს ეროვნული ბანკი 2026 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობის, არსებული მოწყვლადობებისა და პოტენციური რისკების კომპლექსურ შეფასებას მოიცავს. ანალიზი ძირითადად საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული და ყურადღებას ამახვილებს როგორც ფინანსური სექტორის მდგომარეობაზე, ასევე ეკონომიკის იმ ძირითად ტენდენციებსა და ფაქტორებზე, რომლებიც ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია. ანგარიშში შეფასებულია საგარეო სექტორიდან მომდინარე მოწყვლადობები და დეტალურად არის გაანალიზებული შინამეურნეობების, არაფინანსური კომპანიებისა და უძრავი ქონების სექტორებში არსებული ტენდენციები და რისკები. მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა უშუალოდ ფინანსური სექტორის ანალიზსა და მისი შოკების მიმართ მდგრადობის შეფასებას. დოკუმენტი ასევე მიმოიხილავს ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკის ღონისძიებებს და აფასებს მათ გავლენას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც მთლიანად ფინანსური სისტემის მასშტაბით რისკების შემცირებაზე ორიენტირებულ მაკროპრუდენციულ პოლიტიკას, ისე ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის გაძლიერებისკენ მიმართულ მიკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს.ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორი კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. ამავე პერიოდში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ 14.8% შეადგინა, რაშიც ძირითადი წვლილი ბიზნეს სესხების ზრდამ შეიტანა. 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სესხების მშპ-თან ფარდობა კვლავ მისი გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთაა, შესაბამისად, საკრედიტო გაპი უარყოფით ნიშნულზე ნარჩუნდება. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი კიდევ უფრო გაიზარდა. კომიტეტის შეფასებით, მდგრადი საკრედიტო აქტივობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის ეტაპობრივი ნორმალიზების პირობებში, სესხების მშპ-თან ფარდობა დროთა განმავლობაში მის გრძელვადიან დონეს დაუახლოვდება. აღნიშნული დინამიკის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას დადგენილი გრაფიკის შესაბამისად განაგრძობენ.   წყარო: სებ; საქსტატი*ნომინალური მშპ-ის ზრდა ბოლო 4 კვარტლის მშპ-ის წლიურ ზრდას ასახავს.  **სესხები მოიცავს ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გაცემულ სესხებსა და, ასევე, არაფინანსური კომპანიების მიერ ადგილობრივად გამოშვებულ ობლიგაციებს. *** სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი წარმოადგენს სხვაობას სესხების მშპ-თან ფარდობასა და მის გრძელვადიან ტრენდს შორის. ტრენდის შესაფასებლად, ბაზელის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოყენებულია HP ფილტრი.ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების მორიგი რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით. შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას. ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია. ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას.საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2026 წლის 25 ნოემბერს გაიმართება.

ექსპორტი

ფინანსები • 1789976227

2026 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 63.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 422.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 60.6 პროცენტს შეადგენს.უწყების მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 63.5 პროცენტით გაიზარდა და 3 286.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 65.0 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 529.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 468.3 მლნ. აშშ დოლარით და თურქეთი – 297.3 მლნ. აშშ დოლარით.2026 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 649.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 403.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 219.0 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატი

ფინანსები • 1789974750

იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 926.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4 პროცენტით მეტია.აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 5 422.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 22.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 12 504.4 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 3.4 პროცენტი შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-აგვისტოში 7 081.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტია.ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 247.5 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი- 2 042.8 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 2 032.5 მლნ. აშშ დოლარით.

ირაკლი კუპრაძე

პოლიტიკა • 1789726509

ირაკლი კუპრაძე – ვაფრთხილებთ ყველას, რომ საქართველოს მომავალი არის საფრთხეში

 ვაფრთხილებთ ყველას, რომ საქართველოს მომავალი არის საფრთხეში. თითქმის 1 000-ზე მეტ სკოლაში, საერთოდ არ შესულა პირველკლასელი და 730-მდე სკოლაში ხუთზე ნაკლები მოსწავლეა. ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხისთვის გამოცხადებული გენოციდი „ქართული ოცნების“ მიერ, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.კუპრაძის თქმით, „ლელო“ დაიცავს ქართველი ხალხის ინტერესს, მაგრამ ხალხის თანადგომა ამ პროცესში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.„თბილისის 20 საბავშვო ბაღის 55 აღსაზრდელი მწვავე ინტოქსიკაციით ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი – ეს არის „ქართული ოცნების“ და პერსონალურად კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა კორუფციულ საქმიანობასაც ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა ეწირება. ივანიშვილის რეჟიმს მომავალი თაობის ბედი სრულიად არ ანაღვლებს – საქართველოში ახალი სასწავლო წელი განათლების სისტემაში უმძიმესი კრიზისის ფონზე დაიწყო. ათი ათასობით მოსწავლე, ივანიშვილის კორუფციული მმართველობის შედეგად, საკუთარ საკლასო ოთახში წელსაც ვერ შევიდა.ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის სარეაბილიტაციოა 131 სკოლა, მათგან 60 სკოლაზე ტენდერიც კი არ გამოცხადებულა. მაგალითად, თბილისში არსებული 284 სკოლიდან 38-ში წელს პირველი ზარი არ დაირეკა. 20 000 მოსწავლე ისევ სხვა სკოლებშია გახიზნული, ხოლო მათ ტრანსპორტირებაში უკვე 50 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. ეს აღარ არის უბრალოდ ინფრასტრუქტურული პრობლემა – ეს არის განათლების სისტემის რღვევა და სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის შედეგი.ბავშვები სკოლაში მშიერი მიდიან!​ UNICEF-ისა და საქსტატის ერთობლივი კვლევის თანახმად, მოსწავლეების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა არაერთხელ გაცემული დაპირება და არ დაიწყო უფასო სასკოლო კვების პროგრამა, რაზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ. ბავშვთა შიმშილი პირდაპირ უკავშირდება როგორც ჯანმრთელობის პრობლემებს, ასევე უარყოფითად აისახება სწავლის ხარისხზე. უფასო სასკოლო კვება „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ პროგრამას აუცილებლად განვახორციელებთ ისე, როგორც ეს წალენჯიხაში შევძელით! ეს ნამდვილად არ არის შეუსრულებელი ამოცანა, ამისთვის მთავარი პოლიტიკური ნებაა, რომელიც ივანიშვილის კორუმპირებულ რეჟიმს არ გააჩნია.უფასო სასკოლო კვების პროგრამა 1-დან მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს ბიუჯეტს მხოლოდ 147 მილიონი ლარი დაუჯდება. ეს მაშინ, როდესაც ასობით მილიონი ლარი იფლანგება სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის ენერგოკომპანიებში, ბიუროკრატიასა და უკონკურენტო შესყიდვებზე. ირაკლი კობახიძემ თავადაც აღიარა, რომ სახელმწიფო საწარმოებში 700 მილიონი იფლანგებოდა, ანუ ფული არსებობს – არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს ფული ბავშვების კვებას, განათლებასა და კეთილდღეობას მოხმარდეს. ამის შედეგია, რომ სკოლებში სულ უფრო ნაკლები ბავშვი მიდის.საქართველოში 188 საჯარო სკოლამ წელს ვერცერთი პირველკლასელი ვერ მიიღო, ხოლო 727 საჯარო სკოლაში 5 ან 5-ზე ნაკლები პირველკლასელი მივიდა. ეს ციფრები ძალიან კარგად ასახავს საქართველოს მძიმე დემოგრაფიულ სურათს. ქართულ ოჯახებში სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება, რადგან ოჯახებს მძიმე სოციალური პირობები, სიღარიბე და გაურკვეველი მომავალი აწუხებთ. ეს არის ის რეალობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა და რომელშიც დღეს ჩვენ და ჩვენს შვილებს უწევთ ცხოვრება. აღარაფერს ვამბობ სკოლებში სპეცმასწავლებლების დეფიციტზე. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების უფლებები მხოლოდ ფურცელზეა. ექვს მოსწავლეზე მხოლოდ ერთი სპეცმასწავლებელი მოდის, რაც საკმარისი არ არის. პრობლემის რეალური გადაჭრისთვის კი სახელმწიფო არაფერს აკეთებს! ინკლუზიური განათლება მხოლოდ კანონსა და დოკუმენტში ჩაწერილი სიტყვა არ უნდა იყოს – სახელმწიფომ თითოეულ ბავშვს რეალურად უნდა მისცეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება, ასეთი კი 14 000 მოსწავლეა საჯარო სკოლებში.და ბოლოს, ყველაზე მთავარი – რეჟიმის ყველაზე დიდი მავნებლობა და საკუთარი ხალხის მიმართ მტრობა იმაში გამოიხატა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ისტორია მოიპარა, პროპაგანდისტულად გადაწერა და გააყალბა ისტორიული ფაქტები, მათ შორის რუსეთის ორსაუკუნოვანი მტრობის ისტორია. ეს უკვე მხოლოდ განათლების საკითხი აღარ არის. როდესაც ხელისუფლება ცდილობს ბავშვებს დამახინჯებული ისტორია ასწავლოს, ის ცდილობს ერს წაართვას მეხსიერება – საკუთარი ქვეყნის წარსული და, შესაბამისად, მომავალიც.  ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ეს არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, რომელსაც არ უნდა შევეგუოთ. ამას თუ დავუშვებთ, ეს იქნება ჩვენი უდიდესი შეცდომა და დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. ჩვენი შვილების განათლება, მათი ჯანმრთელობა, მათი უფლებები და მათი ქვეყნის ისტორიის ცოდნა პოლიტიკური კონიუნქტურის საკითხი არ უნდა იყოს.ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას, რომ საქართველოს მომავალი არის საფრთხეში, როგორც შინაარსი, ისტორია, როგორც ინფრასტრუქტურა – განადგურებული სკოლები და როგორც დემოგრაფია, თითქმის 1 000-ზე მეტ სკოლაში, დაახლოებით 30%-ში საერთოდ პირველკლასელი არ შესულა და 730-მდე სკოლაში 5-ზე ნაკლები მოსწავლეა. ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხისთვის გამოცხადებული გენოციდი „ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით და ბოლომდე დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესს, მაგრამ თქვენი თანადგომა ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

საქსტატი

ფინანსები • 1789459750

2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.0 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.0 პროცენტით, ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა.საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2 პროცენტით); მშენებლობა – 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3 პროცენტით).საქსტატის ცნობით, 2026 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927.0 ლარი, ხოლო კაცების – 2 856.4 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი, ანუ 8.9%-ი შეადგინა, ხოლო კაცებში – 200.5 ლარი, ანუ 7.6%-ი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.ამასთან, უწყების ანგარიშით 2026 წლის მეორე კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში – 4 463.9 ლარი და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში – 3 693.0 ლარი.საანგარიშო პერიოდში, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215.0 ლარით, ანუ 10.6%-ით გაიზარდა და 2 239.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთამთიანეთი.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა

ფინანსები • 1789375320

იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.3 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 915.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია.აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 5 422.6 მილიონი აშშ დოლარი იყო, შესაბამისად, გაიზარდა 22.1 პროცენტით, იმპორტი 12 493.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, და ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა.უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2026 წლის იანვარ-აგვისტოში 7 070.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტია.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა

პოლიტიკა • 1788871120

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალი სულ პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 468.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, უმსხვილეს სექტორებს შორის თანხები ასე ნაწილდება:საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 207.6 მლნ აშშ დოლარიუძრავი ქონება 119.9 მლნ აშშ დოლარიდამამუშავებელი მრეწველობა 59.0 მლნ აშშ დოლარიმშენებლობა 34.4 მლნ აშშ დოლარივაჭრობა 16.4 მლნ აშშ დოლარი.

საქსტატი

საზოგადოება • 1788854270

წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.2 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურია წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის მეორე კვარტალში 468.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2 პროცენტით ნაკლებია.საქსტატის ცნობით, კლება ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით. ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 210.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.9 პროცენტია.რეინვესტიციამ 300.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 64.1 პროცენტით განისაზღვრა. წინასწარი მონაცემებით 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჩინეთი 219.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.8 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 123.5 მლნ. აშშ დოლარით (26.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე არაბთა გაერთიანებული საამიროები – 47.7 მლნ. აშშ დოლარით (10.2 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 83.3 პროცენტს შეადგენს.საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2026 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 207.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (44.3 პროცენტი). მეორე ადგილზე უძრავი ქონების სექტორია 119.9 მლნ. აშშ დოლარით (25.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 59.0 მლნ. აშშ დოლარით (12.6 პროცენტი). განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 82.4 პროცენტი შეადგინა.

პროდუქტები

საზოგადოება • 1788420851

აგვისტოში ყველაზე მეტად, 9.8 პროცენტით თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.81 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 20.8 პროცენტით მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე და 12.8 პროცენტით სატრანსპორტო მომსახურებაზე;სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.72 პროცენტული პუნქტით აისახა. თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8 პროცენტით გაძვირდა, ზეთი და ცხიმი – 7.8 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 7.1 პროცენტით. ფასებმა 5.5 პროცენტით მოიმატა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. ყავა, ჩაი და კაკაო 5.4 პროცენტითაა გაძვირებული, რძე, ყველი და კვერცხი – 2.9 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 1.9 პროცენტით. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 0.6 პროცენტით გაძვირდა. ამასთან, ფასები -6.1 პროცენტით შემცირდა ხილსა და ყურძენზე.„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები მომატებულია 8.5 პროცენტით, რაც 0.82 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (8.4 პროცენტი);ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.4 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საქსტატი

საზოგადოება • 1788420173

საქსტატი: აგვისტოში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.6 პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6 პროცენტი შეადგინა.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.6 პროცენტით განისაზღვრა.„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.5 პროცენტი);ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-2.5 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-2.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საქსტატი

საზოგადოება • 1788336065

საქსტატი: საქართველოსი ინტერნეტით სარგებლობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 15-29 წლის მოსახლეობაშია და 99.6 პროცენტს შეადგენს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2026 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 93.5 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.5 პროცენტული პუნქტით აღემატება.ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი საქალაქო დასახლებებში 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 1.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 96.8 და 89.0 პროცენტი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად, 98.2 და 96.3 პროცენტი შეადგინა.გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 89.6 პროცენტმა, რაც 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 92.9 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 83.9 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 89.7 პროცენტი, ხოლო კაცების შემთხვევაში 89.5 პროცენტია. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 99.6 პროცენტს შეადგენს.საქსტატის ცნობით, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 96.4 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე იყენებდა, 3.4 პროცენტი – კვირაში ერთხელ მაინც, 0.2 პროცენტი კი – უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა: სოციალური ქსელების გამოყენება (97.5%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (97.0%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (61.0%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (54.5%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (50.2%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (49.0%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (41.7%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის ჩამოტვირთვა (15.8%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.5%).უწყების ანგარიშით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 38.6 პროცენტმა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში – 42.7 პროცენტს, ხოლო სასოფლო დასახლებებში 31.0 პროცენტს შეადგენს. სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 42.5 პროცენტი, კაცებისათვის კი 34.2 პროცენტია. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობებია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში – 63.0 პროცენტი, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში – 39.9 პროცენტი, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში – 17.5 პროცენტი.15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 99.8 პროცენტმა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 99.7 პროცენტს, ხოლო კაცებისათვის – 99.8 პროცენტს შეადგენს.გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 57.9 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 69.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 42.8 პროცენტი. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად – 74.1 და 62.1 პროცენტი შეადგინა.6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 49.9 პროცენტმა ისარგებლა კომპიუტერით ბოლო 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში 57.9 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 36.2 პროცენტი. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 49.0 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცების შემთხვევაში – 50.8 პროცენტს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, კომპიუტერის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 6-14 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 89.3 პროცენტი შეადგინა.15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში კომპიუტერის მომხმარებელთა 70.0 პროცენტი კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 19.0 პროცენტი – კვირაში ერთხელ მაინც, 11.0 პროცენტი კი – უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 93.3 პროცენტი ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 95.2 და 90.1 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკა

ფინანსები • 1788164386

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.მათივე ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.

✕