ბოლო ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 18 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა - მონაცემებს საქსტატი ავრცელებს

საქსტატი

ბოლო ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 18 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2025 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,1 პროცენტით არის გაზრდილი. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

ძვირფასი ლითონები და მადნეული, საქართველოში წარმოებული ღვინო - მონაცემების მიხედვით, გაზრდილია ადგილობრივი ექსპორტიც, რომელმაც 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა ეკონომიკის ზრდის მთავარი ინდიკატორია.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის დაფიქსირებაზე საუბრობენ ექსპერტებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ტენდენცია შენარჩუნდება და საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლის მეტ ზრდას პროგნოზირებენ.

ექსპორტისა და იმპორტის ზრდაზე საუბრობენ ფინანსთა სამინისტროში. ქვეყნის მთავარ საფინანსო უწყებაში ამბობენ, რომ საგარეო ვაჭრობის ზრდა პირდაპირ აისახება მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა.