ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1794505200

ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა, რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა. რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით კაია კალასის განცხადებას შეეხებოდა.მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში მაინც გაითვალისწინებენ უკრაინელი ხალხის ინტერესებს.„ჩვენ ამაში, პრინციპში, ვერ ჩავერევით, ერთმანეთში უნდა მოგვარდნენ ევროკავშირი და აშშ. რა თქმა უნდა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინება და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გათვალისწინება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა. რეალურად, საქმე მიიყვანეს ძალიან მძიმე ვითარებამდე უკრაინელი ხალხისთვის. ყველას ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, თუ რა გაგრძელება მოჰყვებოდა კონკრეტულ პროცესებს, მაგალითად 2013 წელს და მოგვიანებით. შესაძლებელი იყო უკრაინაში როგორც პირველი, ისე მეორე ომის თავიდან აცილება, თუმცა კონკრეტული ძალები პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ომი შემდგარიყო და რუსეთი შეჭრილიყო უკრაინაში. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. არავინ გაითვალისწინა უკრაინელი ხალხის ინტერესები. იმედია ახლა, ამ მოლაპარაკების პროცესში მაინც გაითვალისწინებენ უკრაინელი ხალხის ინტერესებს,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1794504600

პრემიერი: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, მომდევნო წლების განმავლობაში ჯამში 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადება გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის

ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო წლების განმავლობაში ჯამში 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადებაა დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის.„ამ კუთხით საქართველოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო დღევანდელ ვითარებაში რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ, რომელიც აკავშირებს ევროპას აღმოსავლეთის სივრცესთან. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპა და რუსეთი ერთმანეთისგან არის იზოლირებული, არის მიმდინარე კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასია და, რა თქმა უნდა, საქართველოს გავლით წარმოებს ეს პროცესი, რჩება ევროპისთვის უმნიშვნელოვანეს სივრცედ, რომლის გავლითაც მას შეუძლია განავითაროს საკუთარი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აღმოსავლეთის სივრცესთან.საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ასევე, ჩვენი გავლით მიეწოდება ევროპას, როგორც ბუნებრივი აირი, ასევე ნავთობი და ამ კუთხითაც საქართველოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები დაკავშირებადობის კუთხით, ამისათვის ძალიან მსხვილი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში. მომდევნო წლების განმავლობაში ჯამში 7 მილიარდის ინვესტიციების ჩადება გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურაში, რაც საქართველოს როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის. ანაკლიის პორტი, საგზაო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპისთვის დაკავშირებადობის კუთხით. რა თქმა უნდა, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მგონი ყველასთვის ცხადი უნდა იყოს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის და მომავალში რამდენად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს საქართველოს როლი ევროპისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

TASS

მსოფლიო • 1794495827

კრემლში პუტინის შეხვედრა უიტკოფთან და კუშნერთან დასრულდა

კრემლში პუტინის შეხვედრა უიტკოფთან და კუშნერთან დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.შეხვედრის მიმდინარეობისას პუტინმა ამერიკელ ოფიციალურ პირებს კონსტანტინოვკაში ჰუმანიტარული მისიის ორგანიზება შესთავაზა.სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი აკონტროლებს კონსტანტინოვკას და მზადაა, უზრუნველყოს ჰუმანიტარული მისიის უსაფრთხოება.უიტკოფის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი ტყვეთა გაცვლა დარეგულირების პროცესში მიღწეულ პროგრესზე მიუთითებს. მისი აზრით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა აბუ-დაბიში ეფექტურად იმუშავეს.

ზელენსკი

მსოფლიო • 1794494460

ზელენსკი: პუტინი განრისხებულია და უკრაინაზე დარტყმების გაძლიერებისკენ მიისწრაფვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის IX სამიტის მონაწილეებთან მიმართვისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინის უდიდესი ქალაქების განადგურებას გეგმავს და ამ მიზნით სარაკეტო და სადრონო დარტყმებს გააძლიერებს.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსები ყოველ ზამთარს ცდილობენ, უკრაინას მაქსიმალური ზიანი მიაყენონ.„გუშინ რუსებმა განაცხადეს, რომ არ ჰქონდათ ნებართვა, განეხილათ ზომები, რომლებსაც შეეძლოთ ამ ომის საშინელებების შემცირება. ეს მოხდა მიუხედავად ჩვენი მხარის მორიგი მცდელობისა, დაგვესვა საკითხი შავ ზღვაში ვითარების დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ. თუმცა, საპასუხოდ ჩვენმა დელეგაციამ მოისმინა, რომ რუსი ბოსი განრისხებულია და დარტყმების გაგრძელება სურს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.ზელენსკის თქმით, უკრაინის პრიორიტეტები უცვლელი რჩება და საერთაშორისო პარტნიორებისგან სასწრაფო დახმარებას მოითხოვს. პირველი პრიორიტეტია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.მეორე პრიორიტეტია საბრძოლო მასალა F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის, რადგან უკრაინა ამ თვითმფრინავებს „შაჰედის“ ტიპის რეაქტიული დრონების ჩამოსაგდებად იყენებს, რომელთა წარმოებასა და თავდასხმებსაც რუსეთი ზრდის.მესამე პრიორიტეტს წარმოადგენს სასწრაფო ენერგეტიკული მხარდაჭერა ნოემბერსა და ზამთრის პერიოდში, რაც გულისხმობს განადგურებული აღჭურვილობის ჩანაცვლებას და ქვეყნის უდიდესი ეკონომიკური და სოციალური ცენტრების მხარდაჭერას.უკრაინის ლიდერის თქმით, სარწმუნო ინფორმაციით, პუტინმა უახლოეს გარემოცვას განუცხადა, რომ მას უკრაინის უდიდეს ქალაქებში ცხოვრების განადგურება სურს.„სწორედ ამიტომ ვხედავთ ამ მუდმივ ტერორს დედაქალაქ კიევის, დნიპროს, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ხერსონის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინას ამ ქალაქების მდგრადობის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება.

ანტონიუ კოშტა

მსოფლიო • 1794491125

ევროპას გააჩნდა უსაფრთხოების გამართული არქიტექტურა მანამ, სანამ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მას ჯერ საფუძველი არ შეურყია, საბოლოოდ კი სრულად არ მოშალა - ანტონიო კოშტა

დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტი გაიხსნა, რომელშიც, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე პლენარულ სესიას დაესწრო. მთავრობის მეთაური მრგვალი მაგიდის ფორმატში ასევე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. სამიტს 50-მდე სახელმწიფოს ლიდერი ესწრება.ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას განცხადებით, ევროპამ უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების დაცვასა და გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს."ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც აუცილებელია ფუნდამენტური პრინციპების დაცვა, გამყარება და განმტკიცება; დროში, როცა ჩვენ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, როგორი უსაფრთხოება გვსურს ჩვენს კონტინენტზე. სწორედ ამიტომ, დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ იგი უსაფრთხოების საკითხებზე საერთო ევროპული მსჯელობის უმთავრესი ფორუმია. ევროპას გააჩნდა უსაფრთხოების გამართული არქიტექტურა მანამ, სანამ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მას ჯერ საფუძველი არ შეურყია, საბოლოოდ კი სრულად არ მოშალა", - აცხადებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.

პუტინი

მსოფლიო • 1794490006

პუტინი: უკრაინასთან მხოლოდ ერთი გამყოფი ხაზი არსებობს და ეს რუსეთის სახელმწიფო საზღვარია

რუსეთისთვის უკრაინასთან მხოლოდ ერთი გამყოფი ხაზი არსებობს და ეს სახელმწიფო საზღვარია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მედიის ინფორმაციით, პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის ცნობილია უკრაინული მხარის მიერ ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხის წამოჭრის შესახებ.ტერიტორიული საკითხი განიხილებოდა აბუ დაბიში რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების სამმხრივ მოლაპარაკებებზეც, რომელიც გუშინ დასრულდა. აბუ დაბის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კუშნერმა ტერიტორიულ საკითხს მოლაპარაკებების „ყველაზე რთული“ ნაწილი უწოდა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ კი განაცხადა, რომ მოსკოვი ამ საკითხში დათმობას არ აპირებს და „მიწის ერთ გოჯსაც“ არ დათმობს.მანამდე „გარდიანი“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებული შტატები განიხილავდა დონბასის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წინადადებას ფრონტის ამჟამინდელი ხაზის შესაბამისად. გავრცელებული ინფორმაციით, ეს რუსეთს საშუალებას მისცემდა, დონბასის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი ფორმალურად დაეფიქსირებინა, ხოლო უკრაინას არ მოუწევდა ჯარების გაყვანა იმ რაიონებიდან, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს. წყაროების თანახმად, უკრაინა ამ წინადადებას არ დათანხმდა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1794489766

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს.EPC-ის რიგით მე-9 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიჰოლ მარტინი მასპინძლობს.მთავრობის მეთაური სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო. კონფერენცია ირლანდიის პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას გამოსვლებით გაიხსნა.სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.EPC-ის რიგით მე-9 სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე – დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.„ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში. გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში. ამ ფორმატს ასევე ვიყენებთ ხოლმე ორმხრივი შეხვედრებისთვის, ლიდერებთან გასაუბრებისთვის. ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც. მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით,  დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები. საქართველოს აქვს საკვანძო როლი დაკავშირებადობის კუთხით, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, გადაიკეტა გზები აღმოსავლეთის მიმართულებით მას შემდეგ, რაც რუსეთი ეკონომიკური თვალსაზრისით იზოლირებულია ევროპის დანარჩენი სივრციდან და მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს პრემიერ-მინისტრი EPC-ის სამიტში დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

პოლიტიკა • 1794487453

ზელენსკი: ამერიკელებისა და რუსების საუბარი ეხება არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, არამედ ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მეცხრე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ევროპის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მიმდინარე დისკუსიებზე, რუსეთის მხრიდან დეესკალაციაზე უარის თქმაზე, ფრონტზე არსებულ ტექნიკურ გამოწვევებსა და უკრაინის პრიორიტეტულ საჭიროებებზე.უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ჩართულობა ამ პროცესში კარგია, თუმცა აუცილებელია, ევროპა მოლაპარაკებების მუდმივ სრულფასოვან მონაწილედ იქცეს. ზელენსკის თქმით, უკრაინული დელეგაციისგან მიღებული ინფორმაციით, აბუ დაბიში საუბრები სერიოზული იყო და ორ მთავარ საკითხს შეეხო: ტყვეთა გაცვლასა და უსაფრთხოების გარანტიებს.  თუმცა, პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ამერიკულ-რუსული დისკუსიები უკრაინის ფარგლებს სცდება.„როდესაც ამერიკელები და რუსები ამაზე საუბრობენ, საქმე ეხება არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ეს უფრო ეხება ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების რაღაც ახალ ჩარჩოს. ჩვენთვის ეს მიდგომა ცოტა უცნაურია, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 30 წლის განმავლობაში ევროპა რუსეთს კარგად ეპყრობოდა, ცდილობდა ჰქონოდა მაქსიმალური ვაჭრობა, თანამშრომლობა და კარგი ურთიერთობა. პუტინის ომები, სინამდვილეში, მხოლოდ მის დამოკიდებულებას უკავშირდება სხვების მიმართ და არა ევროპასთან რაიმე ისეთ მუდმივ დაპირისპირებას, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ველოდებით მეტ დეტალს და ევროპამ ამას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად კიევის მორიგი მცდელობისა, მიეღწიათ შეთანხმებისთვის შავ ზღვაში დეესკალაციისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათ ამ საკითხების განხილვის უფლებამოსილება არ ჰქონდათ.„ის, რაც ჩვენმა დელეგაციამ პასუხად მოისმინა, იყო, რომ რუსეთის ბოსი გაბრაზებულია და დარტყმების გაგრძელება სურს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი ენერგეტიკას ყოველთვის ბრძოლის ველად აღიქვამდა და ახლაც ცდილობს, ყოველ ზამთარს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს უკრაინას. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ არსებობს რეალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პუტინმა თავის უახლოეს გარემოცვას პირდაპირ უთხრა, რომ უკრაინის დიდ ქალაქებში – კიევში, დნიპროში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ოდესასა და ხერსონში სიცოცხლის განადგურება სურს.ფრონტზე არსებული ვითარების შეფასებისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიციები ძლიერია, თუმცა ყურადღება გაამახვილა სერიოზულ ტექნიკურ პრობლემაზე, რომელიც ამერიკულ სისტემა Starshield-ს უკავშირდება. მისი თქმით, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ზე კვლავ ამოქმედდა სიჩქარის შეზღუდვა, რაც უკრაინულ გამანადგურებელ დრონებს რუსული რეაქტიული „შაჰედების“ დაწევისა და ჩამოგდების საშუალებას არ აძლევს.„ამის გამო უფრო მეტი რუსული დარტყმა აღწევს მიზანს და უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე იღუპება. ვცდილობთ, ამერიკული მხარისგან დეტალები გავარკვიოთ, ჯერჯერობით ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ზოგიერთი რამ უკვე ნათელია. ამერიკაში ვიღაც თუ იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის ტერიტორიას ისე ეპყრობა, თითქოს ის უკრაინული არ იყოს, ეს გვიჩვენებს, საით მიდის საქმე. ჩვენ მკაფიოები უნდა ვიყოთ და არასდროს, არანაირი ფორმით არ უნდა ვაღიაროთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია“,- აღნიშნა ზელენსკიმ.გამოსვლის დასასრულს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს კონკრეტული მიმართულებებით მხარდაჭერისკენ მოუწოდა: საჰაერო თავდაცვა, კერძოდ,  სთხოვა რაკეტები Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის, ასევე საბრძოლო მასალა F-16 გამანადგურებლებისთვის, რომლებსაც უკრაინა რუსული რეაქტიული დრონების ჩამოსაგდებად იყენებს.ზელენსკიმ ასევე მოუწოდა დაზიანებული ენერგოობიექტების აღსადგენი აღჭურვილობის გადაცემისკენ უკვე ნოემბერში და სპეციალური დახმარების მიღებისკენ დიდი ქალაქების მედეგობის გეგმების განსახორციელებლად. უკვე გახსნილი 4 მოლაპარაკებების კლასტერის შემდეგ, წლის ბოლომდე ყველა, 6-ვე კლასტერის გახსნისკენ, რაც უკრაინელ ხალხს იმედსა და მოტივაციას მისცემს. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა ზეწოლის გაძლიერებისკენ რუსეთის ბალისტიკური რაკეტების, დრონებისა და კომუნიკაციის სისტემების წარმოების ჯაჭვზე, ასევე რუსულ ნავთობმზიდ ფლოტსა და საფინანსო ინსტიტუტებზე.

კობახიძე

პოლიტიკა • 1794484562

ირაკლი კობახიძე: სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით ევროპასთან თანამშრომლობისთვის

სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ირლანდიაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მონაწილეობს.კობახიძის თქმით, საქართველოს აქვს საკვანძო როლი ამ მიმართულებით.„საქართველოს როლი არის ამ კუთხით საკვანძო, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, გადაიკეტა აღმოსავლეთის მიმართულებით გზები მას შემდეგ, რაც რუსეთი არის იზოლირებული ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპის დანარჩენი სივრციდან და მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი. სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და, ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, – აღნიშნა პრემიერმა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1794477807

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი კარგავს გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშის როლს – ეს არის, ის ცივილიზაციური უფსკრული, რომლის შესახებაც მას დიდი ხანია აფრთხილებენ

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სულ უფრო მეტად ავლენს უმწიფრობის და არათანმიმდევრულობის ნიშნებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.შალვა პაპუაშვილი ეხმიანება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას: „აშშ-ს არ შეუძლია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე ევროპის სახელით მოლაპარაკებები აწარმოოს, ამ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ევროპას შეუძლია“.„აშშ-ზე აქცენტის გაკეთებით კაია კალასი გვერდს უვლის მთავარ ფაქტს: მოლაპარაკების მხარე უკრაინაა, ხოლო ევროპული უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაცაა. რა გამოდის? უკრაინას, რომელსაც ქალბატონი კალასი ევროკავშირის თავდაცვის პირველ ხაზს უწოდებს, ევროკავშირის ტერიტორიის სისხლით დაცვას ანდობენ და მოლაპარაკებებში ევროკავშირის ინტერესების სიტყვით დაცვას – არა? და, თუ უკრაინა ამ მოლაპარაკებებში, მისთვის მისაღები პირობებით მიაღწევს მშვიდობას, რომლის ერთ-ერთი წინაპირობაც შესაძლოა, ევროკავშირის სანქციებს ეხებოდეს, ევროკავშირი ამ შეთანხმებას ჩაშლის? ევროკავშირის ამ რიტორიკის ფონზე, ხომ ცხადია, რომ ყველაფერი ერთ კითხვამდე დადის: აქვს თუ არა უკრაინას უფლება, ომი საკუთარი პირობებით დაასრულოს? ცხადია, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სულ უფრო მეტად ავლენს უმწიფრობის და არათანმიმდევრულობის ნიშნებს. შედეგად, ევროკავშირი კარგავს გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშის როლს, და სწორედ ეს არის, ის ცივილიზაციური უფსკრული, რომლის შესახებაც მას დიდი ხანია აფრთხილებენ,“ – წერს პაპუაშვილი.

 აშშ-მა რუსეთს მოუწოდა, ევროპასთან უსაფრთხოების შესახებ ახალ შეთანხმებაში საკუთარი მოთხოვნები

მსოფლიო • 1794475460

Axios: აშშ-მა რუსეთს მოუწოდა, ევროპასთან უსაფრთხოების შესახებ ახალ შეთანხმებაში საკუთარი მოთხოვნები და დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები ჩამოაყალიბოს

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სთხოვა, წარადგინოს ახალი წინადადება ევროპასთან მომავალი უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ, რომელიც მოსკოვის მხრიდან კონტინენტთან ურთიერთობებში დაძაბულობის შესამსუბუქებლად გადასადგმელ ნაბიჯებს გაითვალისწინებს. ამის შესახებ სააგენტო Axios-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა, გაეფორმებინა ევროპული უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება, რომელიც შეზღუდავდა ნატოს გაფართოებას და შეამცირებდა ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ევროპაში. წარსულში აშშ უარყოფდა ამ მოთხოვნებს, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, მზად არის, გარკვეული ფორმით განიხილოს ისინი, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში.თუმცა, ბევრი ევროპული ქვეყნის მთავრობა ადმინისტრაციის ასეთ მიდგომას დიდი ეჭვით უყურებს.აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი დღეს, 12 ნოემბერს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან, რათა ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ წამოაყენონ. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მათ ასევე სურთ, რომ პუტინმა ევროპელ წარმომადგენლებს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მონაწილეობის უფლება მისცეს.აშშ-ის წინადადება ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ შეთანხმების დადების თაობაზე, როგორც უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმების ნაწილი, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო.რუსმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ პუტინი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა, რომ აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არ უპასუხა 2021 წელს გაგზავნილ წერილს, რომელშიც კრემლის ლიდერი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდა, - განაცხადა მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულმა ორმა წყარომ.ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კუშნერმა და უიტკოფმა რუსებს უთხრეს, რომ მსოფლიო 2021 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.მათ რუსულ მხარეს შესთავაზეს, მოამზადონ ახალი პროექტი, რომელიც გაითვალისწინებს მის შეშფოთებასა და მოთხოვნებს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე განსაზღვრავს, თუ რა „სიმეტრიული ნაბიჯების“ გადასადგმელად არის მზად მოსკოვი კონფლიქტის დეესკალაციისთვის და ევროპის დასარწმუნებლად, რომ მომავალში თავდასხმას არ განახორციელებს.კუშნერმა და უიტკოფმა რუსებს ასევე უთხრეს, რომ ევროპაში უსაფრთხოების საკითხების სერიოზული განხილვისთვის ისინი უნდა დაეთანხმონ ევროპელი წარმომადგენლების მონაწილეობას მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.აქამდე რუსეთს არ სურდა, ევროპას უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიეღო.აშშ იმედოვნებს, რომ ევროპელი წარმომადგენლებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის გამოყოფა მათ მთავრობებს უფრო მეტად განაწყობს უსაფრთხოების შესახებ უფრო ფართო შეთანხმების განხილვისა და გაფორმებისკენ ჯერ კიდევ ომის დასრულებამდე.„ზელენსკი შეთანხმებას იქამდე არ დათანხმდება, ვიდრე არ ეცოდინება, რა მოხდება შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით და პუტინსაც სურს ამის ცოდნა. სწორედ ამიტომ არის უსაფრთხოების საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა წყარომ.წყარომ დასძინა, რომ აშშ-მა ევროპულ ქვეყნებს მკაფიოდ განუცხადა, რომ ისინი არ დათანხმდებიან რუსეთთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, თუ მას ევროპა და უკრაინა არ შეუერთდებიან. წყაროს თქმით, აშშ ასევე არ მისცემს რუსეთს ვეტოს უფლებას ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე.

რუმინეთის პრეზიდენტმა, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების დარჩენის სანაცვლოდ, აშშ-ს თანხის გადახდა შესთავაზა

მსოფლიო • 1794475362

რუმინეთის პრეზიდენტმა, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების დარჩენის სანაცვლოდ, აშშ-ს თანხის გადახდა შესთავაზა - Financial Times

რუმინეთის პრეზიდენტმა, ქვეყანაში ამერიკელი ჯარისკაცების დარჩენის სანაცვლოდ, აშშ-ს თანხის გადახდა შესთავაზა. ეს წინადადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც შავი ზღვის რეგიონში რუსული დრონების შეჭრის შემთხვევები უსაფრთხოების შეშფოთებას იწვევს, ხოლო დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს.როგორც პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა Financial Times-ს განუცხადა, ვაშინგტონს უკვე შესთავაზა "კონკრეტული თანხები - როგორც სამხედროების განთავსების, ისე ხარჯების განაწილების საკითხზე".მსგავსი ინიციატივა პოლონეთმა უკვე გამოთქვა. სექტემბერში ვარშავამ ვაშინგტონს შესთავაზა, ყოველწლიურად 15 000 დოლარი გადაეხადა თითოეული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურისთვის, რომელიც სამხედრო ბაზაზე განთავსდებოდა - პირობითი სახელწოდებით "ფორტ ტრამპი"."ჩვენ გვსურს, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ამერიკელი სამხედრო და უფრო მეტი ლეტალური შესაძლებლობის მქონე შეიარაღება იყოს", - განაცხადა დანმა.ნიკუშორ დანის ადმინისტრაციის განცხადებით, ამჟამად რუმინეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი - 1 172 სამხედროს შეადგენს, მაშინ, როდესაც ადრე მათი რაოდენობა 1 700 იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიანიშნეს, რომ რუმინეთი პოლონეთის შეთავაზების მსგავსი თანხის გადახდას განიხილავს.დანმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ელბრიჯ კოლბის შეთავაზება რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. კოლბი პოლონეთსა და რუმინეთში იმყოფებოდა, რათა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები შეეფასებინა.კოლბი ევროპაში აშშ-ის სამხედროების ყოფნის "უფრო შეზღუდული და მიზანმიმართული" ფორმის მომხრე იყო. პიტ ჰეგსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი თავდაცვის დეპარტამენტი კი არაერთხელ დაიმუქრა, რომ ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი მნიშვნელოვნად შემცირდება.პრეზიდენტ დანის განცხადებით, მის ქვეყანას პოლონეთის "ძალიან, ძალიან მსგავსი საგარეო პოლიტიკა“ აქვს. პოლონეთი კი რუსეთის მიმართ მკაცრი პოზიციით გამოირჩევა."ჩვენ გვესმის, რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი და ვაცნობიერებთ, როგორ უქმნის უკრაინაში მიმდინარე ომი საფრთხეს ჩვენს უსაფრთხოებას", - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.როგორც გამოცემა წერს, მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომმა შავი ზღვისპირა რუმინეთზეც მოახდინა გავლენა. რუსული დრონები ქვეყნის ტერიტორიაზე არაერთხელ ჩამოვარდა, ხოლო რუმინეთის სანაპიროსთან იერიშები კომერციულ გემებზეც განხორციელდა."რუსეთი ცდილობს შეცვალოს იმ ევროპული ქვეყნების განწყობა და დამოკიდებულება, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ. როდესაც რუსული დრონები ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდნენ, დახმარება მივიღეთ და ახლა ბევრად უკეთ ვართ დაცულები. შავი ზღვის მიმართულებითაც იმავეს გაკეთებას ვგეგმავთ - გავაძლიერებთ აღჭურვილობას და უფრო მომზადებულები ვიქნებით, თუმცა ესკალაციას არ ვაპირებთ", - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.დანმა ასევე განაცხადა, რომ რუმინეთი თავდაცვის ბიუჯეტს ეტაპობრივად ზრდის. თუმცა, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი დეფიციტი ბუქარესტს არ აძლევს საშუალებას, სამხედრო ხარჯებით პოლონეთს გაუტოლდეს. პოლონეთის თავდაცვის ხარჯები უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის 5%-ს შეადგენს. ეს ის მაჩვენებელია, რომლის მიღწევაზეც ნატოს წევრი ქვეყნები დონალდ ტრამპის მოთხოვნის შესაბამისად 2035 წლისთვის შეთანხმდნენ.

✕