1776887506
პესკოვმა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის პირობები დაასახელა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, თუმცა ეს მოლაპარაკებები შედეგიანი უნდა იყოს და შეთანხმებების ფინალიზაციის ეტაპზე უნდა გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მთავარია შეხვედრის მიზანდასახულობა. რისთვის უნდა შედგეს შეხვედრა? პუტინმა თქვა, რომ ის მზად არის მოსკოვში ნებისმიერ დროს შეხვდეს. მთავარია, იყოს მიზეზი, რისთვისაც უნდა შედგეს შეხვედრა, და მთავარია, რომ შეხვედრა იყოს შედეგიანი; ის შეიძლება შედგეს მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმებების ფინალიზაცია“, - აღნიშნა მან.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი კიევის მხრიდან კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს.











