ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს

სანქცია

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სანქციების დამტკიცებას ევროკავშირის 27-მა ელჩმა დაუჭირა მხარი. სანქციების დაწესებას უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავდნენ, თუმცა დღეს კვიპროსში გამართულ შეხვედრაზე ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირეს.

ცნობისთვის, ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტი მიმდინარე წლის თებერვალში შეიმუშავა. თავდაპირველად პაკეტში ყულევის ნავთობის ტერმინალიც შედიოდა, თუმცა მოგვიანებით ევროკავშირმა ის პაკეტიდან ამოიღო.