„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან
1776964969
მას შემდეგ, რაც ესტონელი პოლიტიკოსების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინენემ დაშინების რიტორიკისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მსგავსი რიტორიკისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ჩვენ რომ გვენახა, რომ ასეთი წინაპირობები არსებობს, ცხადია, ჩვენი რიტორიკაც შეიცვლებოდა. დღეს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ თავდაცვაში მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს ვაბანდებთ, ვართ ნატოს ალიანსის წევრები... და დღეს, რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი სიგნალი იმისა, რომ აქ და ამჟამად თავდასხმის გარკვეული მომენტები შეიძლება დადგეს“, - განუცხადა ლიეტუვის მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა მზად არის უპასუხოს შესაძლო პროვოკაციებს.
„ჩვენ კონფლიქტის ზონის უშუალო სიახლოვეს ვცხოვრობთ, ვესაზღვრებით ბელარუსს და ხდება სხვადასხვა პროვოკაციები თუ ჰიბრიდული შეტევები... მაგრამ სწორედ ამისთვისაა საჭირო სერიოზული მომზადება აუცილებელი საპასუხო ზომებისთვის და ჩვენი სტრატეგიული გეგმების ადაპტაცია დღევანდელ რეალობასთან შესაბამისობაში“, - აღნიშნა რუგინენემ.
ესტონეთის ოფიციალური პირები უარყოფენ კიევის იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმას ეხება. მათი თქმით, მსგავსმა რიტორიკამ შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს ვარაუდი გამოთქვა, რომ რუსეთის მხრიდან ინტერნეტის შეზღუდვა შესაძლოა იყოს წვევამდელთა მობილიზაციისა და ახალი შეტევის შესავალი, რომელიც მიმართული იქნება ან უკრაინის, ან ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ „ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს“.