ანა წითლიძე

პოლიტიკა 1758617460

ანა წითლიძე: სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ივანიშვილმა, ვერ შეძლებს, დაუპირისპირდეს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება

სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, ვერ შეძლებს, დაუპირისპირდეს საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.წითლიძის თქმით, „საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ“.„გვინახავს ე.წ. ხელისუფლების უკანონო ქმედებები საქართველოს მოქალაქეებზე, როგორ სცემენ, აწამებენ და სასიკვდილოდ იმეტებენ ადამიანებს. გვინახავს სპეცრაზმი, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა ლევან ხაბეიშვილო, გუკა როგავას დაზიანების ამბავი, ღმერთმა რომ გადაარჩინა. ალბათ ისიც კარგად გვახსოვს, წაქცეულ ახალგაზრდას თავში რომ ურტყამდნენ და ღმერთმა გადაარჩინა. ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რეალურად, ივანიშვილის კრიმინალური ბანდაა, რომელიც გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და ლეგიტიმაცია არ აქვს არც საერთაშორისო ასპარეზზე, არც საქართველოს მოქალაქეებში, გამორჩეულია საქართველოს მოქალაქეების მიმართ სისასტიკით, საქართველოს 500-მდე მოქალაქე სასტიკად დაარბია და სასიკვდილოდ გაიმეტა. არცერთი სპეცრაზმელი დღეს არ არის დასჯილი. საქართველოს მოქალაქეები 4 ოქტომბერს აპირებენ, მშვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი, აქციაზე მოდიან საკუთარი შვილებით, ოჯახის წევრებით. ხელი თუ გადაუცდებათ, მაშინ ე.წ. ხელისუფლებამ და სპეცრაზმმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ. არ მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმმა. 4 000 გდდ-ს თანამშრომელი ვერ მოერევა, თუ ის გაბედავს, ხელი აწიოს ათასობით საქართველოს მოქალაქეზე. არანაირი მოტივაცია არ აქვს, განსაკუთრებით ახლა, იმ რღვევის შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება, საქართველოს მოქალაქეები დაარბიოს.მშვიდობიანი იყო ყველა აქცია, მათ შორის დეკემბრის აქციები, რუსული კანონის დროს აქციები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ცემეს. ლევან ხაბეიშვილი რომ გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, მშვიდობიანად იდგა, უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდის გადარჩენას ცდილობდა. დავით ქაცარავა მშვიდობიანად იდგა და აპროტესტებდა. გუკა როგავაც პირდაპირ ეთერში ერთვებოდა ტელევიზიას და მშვიდობიანად იდგა, როცა გდდ-ს სპეცრაზმელი მივიდა და სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს პრაქტიკა არის ხელისუფლების მხრიდან, მას სხვა არაფერი დარჩენია. ყველა აქციით გვანახა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს არბევს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გადაწყვეტენ, საქართველოს მოქალაქეებს გაუსწორდნენ და ისე სასტიკად მოექცნენ, როგორც იქცეოდა რეჟიმი ყველა აქციის დროს, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, დაიცვან თავი. ამ ქვეყანაში 13 წლის განმავლობაში თუ ვინმე ძალადობს, ერთადერთი არის რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს საქართველოს მოქალაქეებში. ამიტომ ჰგონია, რომ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა შეუძლია ასეთი ძალადობით.დღეს ინფორმაციები გამოდის ძალოვანი სტრუქტურებიდან, ინფორმაციები გვაქვს ოპოზიციის ლიდერებს, რასაც ვაჟღერებთ. ეს დღეს მოქმედი მათ შორის მაღალჩინოსნებიდან არის, მათ შორის იმ ძალოვნებიდან, რომლებიც დღესაც მოქმედებენ და მანდ მუშაობენ. ყველა სტრუქტურაში მათ აქვთ რღვევა, მით უმეტეს ახლა გეკას თუ ჯეკას იმედად შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე იყო. ეს არ არის ის სპეცრაზმი, რომელიც იყო თუნდაც ხარებას დროს. ჩვენი ინფორმაციით, არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ამ ყველაფერში მონაწილეობა, რადგან იციან, რომ იქ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს მიადგნენ და ამზადებენ დასაჭერად, რიჟვაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, თითოეული მათგანი შეიძლება იყოს შემდეგი. კუპატაძეს მოსთხოვეს, კონკრეტული რაოდენობა თუ არ იქნება გამოყვანილი, მის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებულ შანტაჟის ენას აამოქმედებდნენ. სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, ვერ შეძლებს, დაუპირისპირდეს საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება. მართალი ხალხის ძალა არის ის, რასთანაც ყოველთვის წააგებს ოლიგარქი“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

 მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1756893598

მამუკა მდინარაძე: თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებული სპეკულაციების ერთადერთი საფუძველი არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც პერსონალური საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ

თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის, არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერსონალური და სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ თორნიკე რიჟვაძეზე დასმული კითხვის პასუხად.„არ ამბობენ შეგნებულად, რომ ამ პერსონალურ საკითხებს არ შეეხონ, რაც ასევე ამორალური იქნება. ამ კონკრეტული თემით ხდება სარგებლობა. როდესაც თქვენ იცით, რომ რაღაც პერსონალურ საკითხებზე შეიძლება აუცილებელი იყოს საუბარი და ამის გამო თქვენ სპეკულირებდეთ იმიტომ, რომ იცით, რომ ამ პერსონალურ საკითხებს მორალურად გამართული მმართველი გუნდი არ და ვერ გაახმოვანებს.თორნიკე არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურება აქვს საკუთარი რეგიონის წინაშე, მმართველი გუნდის წინაშე, ის არის ჩვენი მეგობარი. ეს არის მისი სურვილი, რომ გარშემო მყოფებთან, თითქმის არავისთან არ აქვს ურთიერთობა, აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც ჩვენ ყველა გაგებით ვეკიდებით და უფრო სიღრმეში ვერ შევდივარ ისევ პერსონალური საკითხებიდან გამომდინარე და ამით ნუ ისარგებლებთ მომავალში, ეს იქნება ძალიან ამორალური“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ნუგზარ ჭიტაძე

სამართალი 1756299280

გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით, თორნიკე რიჟვაძე მის წინააღმდეგ აგორებულმა „შავმა პიარმა“ დეპრესიულ მდგომარეობამდე მიიყვანა - პროკურორი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმისპროკურორის, ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით, რიჟვაძე მის წინააღმდეგ აგორებულმა „შავმა პიარმა“ დეპრესიულ მდგომარეობამდე მიიყვანა.პროკურორის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული და მოპოვებულია ექსპერტიზის დასკვნები.„გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა, ამოღებული იქნა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენი ყველა ნივთი, ასევე გამოკითხული და იდენტიფიცირებულია ყველა პირი, მათ შორის, საქმეზე ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა.სისხლის სამართლის საქმეზე კალიგრაფიული ექსპერტიზა მოპოვებულია, რომლითაც დადგენილია, რომ წერილი თორნიკე რიჟვაძის მიერ არის შესრულებული. ასევე, დანიშნულია არაერთი სხვადასხვა ექსპერტიზა, როგორიც გახლავთ, სამედიცინო, ბიოლოგიური ექსპერტიზა, მოპოვებულია ბალისტიკური ექსპერტიზა, ასევე დანიშნულია ტექნოლოგიური ექსპერტიზები იქ მყოფ პირთა მობილურ ტელეფონებზე, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძის ტელეფონზე.გამოძიება გრძელდება თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე, ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ალექსი ახვლედიანის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. გამოძიების ფარგლებში, რაც თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტს უკავშირდება, გამოკითხულია მისი არაერთი მეგობარი და მათ შორის, ოჯახის წევრები. ისინი უთითებენ, რომ მის მიმართ „შავი პიარი“ იყო აგორებული, რამაც მისი დეპრესიული მდგომარეობა განაპირობა. იგულისხმება, როგორც მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის, კონკრეტული პირებისაგან აგორებული „შავი პიარი“.გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე ისინი იდენტიფიცირებულები არ არიან. მას [რიჟვაძეს] წერილში აქვს ასახული გარემოებები, რამაც მისი თვითმკვლელობის მცდელობა გამოიწვია. იგივე ფაქტობრივ გარემოებებს აჟღერებენ მისი მეგობრები, ოჯახის წევრები. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის გამოკითხვას, ის თურქეთში იმყოფება, მკურნალობას გადის და ამ ეტაპზე ის გამოკითხული არ არის. საგამოძიებო ორგანოს მის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია აქვს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობენ“, - განაცხადა ჭიტაძემ.ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

რიჟვაძის საქმე

საზოგადოება 1756298559

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებული ალექსი ახვლედიანი დუმილს არღვევს და დეტალურად იხსენებს, რა მოხდა საგარეჯოში მდებარე მის სახლში

ალექსი ახვლედიანი დუმილს არღვევს და დეტალურად იხსენებს რა მოხდა საგარეჯოში, მის სახლში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.ამ საქმეზე ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა ბრალდება. მას 30 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. საქმეზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება."საღამოს 17:00 საათზე დამიკავშირდა თორნიკე. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ ერთ-ერთი უახლოესი მეგობრები ვართ. მეგობრობის გარდა, ჩემი ოჯახის წევრები მას მეოთხე შვილად მოიხსენიებდნენ და ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ყოველთვის და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში. ჩვენ, ფაქტობრივად, ძალიან ხშირად დავდიოდით საგარეჯოში, ჩემს სახლში. ეს მისთვის იყო აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე საყვარელი ადგილი. იმ პერიოდშიც კი, როდესაც მე არ ვიყავი თბილისში და მას უწევდა მივლინება, ჩემს გარეშეც მიდიოდა და რჩებოდა. დამიკავშირდა, მთხოვა, მეორე დღეს ორშაბათი იყო, აქ თათბირი მქონდა და მოდი ჩავირბინოთ საგარეჯოში, ბიჭები ვნახოთ და გვიან წამოვიდეთო. შესაბამისად, 18:00 საათზე, როგორც შევთანხმდით გაუარა ჩემმა მძღოლმა და ჩვენ წავედით საგარეჯოში. გზიდან დავურეკე ჩემს ორ ადგილობრივ მეგობარს. ერთს ვუთხარი, რომ ღვინო მოეტანა, მეორეს ვუთხარი, რომ საკვები შეეკვეთა. სახლში დავურეკე ჩემს დამხმარე ქალბატონს და როგორც ხდება. ჩავედით, ვიმყოფებოდით მე, ჩემი უმცროსი შვილი, ჩემი ორი ადგილობრივი ბავშვობის მეგობარი, დამხმარე ქალბატონი და მძღოლი. დაახლოებით ერთ საათში-საათნახევარში შემოგვიერთდა თორნიკეს მამა, ბატონი დავითი და მისი სიძე, დის ქმარი დავითი. იყო ჩვეულებრივი, მეგობრული ვახშამი. დაახლოებით ბოლო წელიწად ნახევარი, თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან, რადგან ის თვლიდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი ყო მისი იქ ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც.ბევრჯერ აქვს ნათქვამი, ჩემს თავსაც ვამჩნევ, რომ იმ შემართებით ვერ ვარო. მისი ეს სურვილი ბოლოს განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში. როდესაც საშუალება გვქონდა, შეხვედრებზე დავდიოდით ერთად და ამბობდა, რომ ამ არჩევნებს როგორც კი ჩაამთავრებდა უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანა და მეც სიხარულით ვეუბნებოდი, რომ თბილისში გადავიდეთ, მეც დავუბრუნდები ჩემს ქალაქს. მაგრამ, მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით. მე დღეს ნამდვილად ვერ გეტყვით, მან უთხრა თუ არა პრემიერს ამის შესახებ. ზუსტად ვიცი, რომ შესაბამის დროს ეძებდა, მაგრამ ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, ნამდვილად არ მიკითხავს. მაგრამ, როდესაც მისი გათავისუფლება მოხდა, რამდენიმე დღეში ის ჩამოვიდა თბილისში. როგორც შემდეგ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა დიპლომატიურ სამსახურში. როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რაზეც მან მიიღო თანხმობა", - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა.

ლალი აფციაური

საზოგადოება 1756298202

ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ წერილი დაწერილია ბატონი რიჟვაძის მიერ, რაც მნიშვნელოვანია - ლალი აფციაური

„ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ წერილი დაწერილია ბატონი რიჟვაძის მიერ, რაც მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა.„მასალების გასაჯაროებაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას ერთობლივად, რა თქმა უნდა, ბატონ ალექსისთან შეთანხმებით. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ წერილი დაწერილია ბატონი რიჟვაძის მიერ, რაც მნიშვნელოვანია. დანარჩენი, იმაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რაც უკვე გითხარით. სულ რამდენიმე წამით დატოვა ადამიანმა თავის ხელჩანთა, ხელჩანთაში იყო მოთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი. აბაზანაში შევიდა ხელის დასაბანად და აბაზანაში იმ ჩანთას არ წაიღებდა, ელემენტარულია. ეს თუ ჩაითვლება დაუდევრად შენახვად, ვნახოთ ამ საკითხზე არსებით განხილვაზე ვიმსჯელებთ. ბატონი რიჟვაძე გამოკითხული არ არის, საქმეში დევს ის დოკუმენტები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ჩვენებას ვერ მისცემს“ - განაცხადა ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა.

ახვლედიანი

საზოგადოება 1756297039

ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, უპირებენ ელჩობას?! კაცს ავიწროებდნენ და თავისუფლად გადიოდა [საზღვრებს გარეთ]- ლოგიკაში ჯდება?! - ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე

უმცროსი შვილის, მომსახურე ქალბატონის, ჩემი უახლოესი ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით ვის უნდა ჰქონოდა ზეწოლა? მე, მამამისს, თუ მის სიძეს? - ასე უპასუხა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა, სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტის შეკითხვას თორნიკე რიჟვაძის მიმართ ზეწოლის განხორციელებაზე.ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე ზეწოლის განხორციელების ფაქტს გამორიცხავს, რამდენადაც მას შეეძლო დაუბრკოლებლად დაეტოვებინა საქართველოს საზღვრები და დაეკავებინა ელჩის თანამდებობა მომავალში.„ადამიანთან, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელთანაც აქვთ ზეწოლა, ანუ მას უპირებენ ელჩობას?!ჩვენ ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ვიმყოფებოდით გერმანიაში. მე და მაგდა თვალის პრობლემასთან დაკავშირებით წავყევით მიუნხენში გამოკვლევაზე. მე როცა მთხოვა წაყოლა შესაბამისად ვუთხარი, რომ მინისტრს უნდა შევუთანხმო შვებულება ავიღო, დამცინოდა აი ხედავ, რა კარგია თავისუფლებაო, მე ბილეთი ავიღე და მივდივარო და შენ ვინმეს უნდა შეუთანხმოო. ანუ კაცს ავიწროებდნენ ზეწოლის ქვეშ იყო და გასვლა-გამოსვლა ჰქონდა ოჯახთან ერთად თავისუფალი?! ლოგიკაში ჯდება ეს?!“,- აცხადებს ალექსი ახვლედიანი. 

დავით ჩიხელიძე

პოლიტიკა 1754668980

დავით ჩიხელიძე: ის, რაც ხალხს აინტერესებს, პროპაგანდისტულ მედიას არ აინტერესებს. ისინი მუშაობენ შერჩეული ნარატივით, ცდილობენ მმართველი გუნდის ლიდერების დისკრედიტაციას, მაგრამ ხალხმა იცის, ვინ ლაპარაკობს სიმართლეს და ვინ - სიცრუეს

ორი ლიდერი – ირაკლი და მამუკა – დგანან ფაქტებით, არგუმენტებით, მყარად, სუფთად, პირდაპირ და მეორე მხარეს – პროპაგანდისტული მედია, რომელიც ვერცერთ შეკითხვაზე ვერ აგებს პასუხს, ვერცერთ კონკრეტულ საკითხზე ვერ საუბრობს საგნობრივად. ნაცვლად ამისა, იმართება შოუ, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.მისი განცხადებით, პროპაგანდისტული მედია ცდილობს მმართველი გუნდის ლიდერების დისკრედიტაციას, მაგრამ ხალხს ვერ მოატყუებ.“ორი ლიდერი – ირაკლი და მამუკა – დგანან ფაქტებით, არგუმენტებით, მყარად, სუფთად, პირდაპირ და მეორე მხარეს – პროპაგანდისტული მედია, რომელიც ვერცერთ შეკითხვაზე ვერ აგებს პასუხს, ვერცერთ კონკრეტულ საკითხზე ვერ საუბრობს საგნობრივად. ნაცვლად ამისა, იმართება შოუ. აიღეს ერთი ფრაზა – „რიჟვაძე ჩემი უახლოესი მეგობარი არ არის“ – და ააგეს მთელი სპექტაკლი, თითქოს რაღაც სკანდალი თქვეს. მაგრამ რას ამბობდა სინამდვილეში მამუკა? რომ მეგობრობდა, რომ ყურადღებით ადევნებდა თვალს მის ჯანმრთელობას, რომ წლების მეგობრობა აკავშირებთ და აქვს მუდმივი კომუნიკაცია.ეს არაა მნიშვნელოვანი „ფორმულასთვის“ და „პირველისთვის“. მათთვის მთავარი ამოჭრილი კონტექსტია – ე.წ. სელექციური სიმართლე. აი, ასე მუშაობს ნაცური პროპაგანდის ძველი, გაყვითლებული მანქანა. ირაკლის შემთხვევაშიც იგივე. გაასწრო არგუმენტებით, ფაქტებით, პოზიციით. ვერაფერი დაუპირისპირეს. და რა ქნეს? ამოარჩიეს ზახაროვას ერთი ფრაზა და თქვეს – „აი, იგივე თქვა“. ანუ, თუ ზახაროვამ თქვას რომ დედამიწა მრგვალია, ესე იგი, ვინც ამას იმეორებს, რუსია? ეს არის მათი დონე. აბსურდის თეატრი. ის, რაც ხალხს აინტერესებს – ომის საფრთხე, სასამართლოს რეფორმა, გამოძიების დეტალები, კონკრეტული კანდიდატები – მედიას არ აინტერესებს. ისინი მუშაობენ შერჩეული ნარატივით, სადაც სიმართლე მხოლოდ მაშინაა „მნიშვნელოვანი“, როცა მათ ხელს აძლევს. დანარჩენ დროს – ან იგნორირება, ან გადაფარვა. აი, ასე ცდილობენ მმართველი გუნდის ლიდერების დისკრედიტაციას, მაგრამ ხალხს არ მოატყუებ. ხალხმა იცის, ვინ ლაპარაკობს სიმართლეს და ვინ სიცრუეს.” - წერს ჩიხელიძე.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1754668560

გია აბაშიძე: გავერანებული სექტის "მესიჯბოქსი" - პრემიერ კობახიძისა და ზახაროვას "მსგავსი" გზავნილები აქვთ ომის დაწყებაზე, ხოლო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თორნიკე რიჟვაძეს "მეგობრობაში" "უღალატა" ნაცამორფულების დაკვეთა პრიმიტივი მარგინალებისთვის

გავერანებული სექტის "მესიჯბოქსი" - პრემიერ კობახიძისა და ზახაროვას "მსგავსი" გზავნილები აქვთ ომის დაწყებაზე, ხოლო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თორნიკე რიჟვაძეს "მეგობრობაში" "უღალატა"; ნაცამორფულების დაკვეთა პრიმიტივი მარგინალებისთვის -წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისი თქმით, საქართველოს თანაოკუპაციაზე პასუხისმგებლობას სააკაშვილი და მისი გაიძვერები ვერსად გაექცევიან, ფუჭია მათი უნიჭო მედია მანიპულაციები ისიც უტვინო "ჟურნალისტების" მეშვეობით, რომ როგორმე გადაფარონ ანტიქართველობა. “გავერანებული სექტის "მესიჯბოქსი" - პრემიერ კობახიძისა და ზახაროვას "მსგავსი" გზავნილები აქვთ ომის დაწყებაზე, ხოლო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თორნიკე რიჟვაძეს "მეგობრობაში" "უღალატა"; ნაცამორფულების დაკვეთა პრიმიტივი მარგინალებისთვის. საქართველოს თანაოკუპაციაზე პასუხისმგებლობას სააკაშვილი და მისი გაიძვერები ვერსად გაექცევიან, ფუჭია მათი უნიჭო მედია მანიპულაციები ისიც უტვინო "ჟურნალისტების" მეშვეობით, რომ როგორმე გადაფარონ ანტიქართველობა. ირაკლი კობახიძეს და ხელისუფლების ვერცერთ წარმომადგენელს უზნეო ნაცმედია არგუმენტების ჭიდილში ვერასდროს აჯობებს, რადგან მმართველი გუნდის არსენალშია მტკიცე სიმართლე, ხოლო მჩხავანა ნაცგოშიებში - ტოქსიკური სიცრუე და სიყალბე. უსამშობლოებმა მათი მედია მონები დაამსგავსეს ინფუზორიებს ოდენ ადამიანური გარეგნობით.” - წერს აბაშიძე.

თამთა მეგრელიშვილი

პოლიტიკა 1754667780

თამთა მეგრელიშვილი: პროპაგანდისტულ მედიებს მოღალატეობრივ კითხვებზე მდინარაძემ და კობახიძემ ჩვეული მაღალი პოლიტიკური ეთიკით, არგუმენტირებული პასუხები გასცეს - ეს პასუხები ტელერუპორებისათვის არასასურველი აღმოჩნდა და მორიგი წაგებული რაუნდის გადაფარვა სცადეს

პროპაგანდისტულ მედიებს საგანგებოდ მომზადებულ შინაარსობრივად მოღალატეობრივ კითხვებზე მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ ჩვეული მოთმინებითა და მაღალი პოლიტიკური ეთიკით, არგუმენტირებული პასუხები გასცეს, - წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.მისი თქმით, მმართველი გუნდის ლიდერების პასუხები, ოპოზიციური მედიისთვის არასასურველი აღმოჩნდა და მათ საუბრის შინაარსის ცვლილებით მათთან წაგებული მორიგი რაუნდის გადაფარვა სცადეს.“პროპაგანდისტულ მედიებს საგანგებოდ მომზადებულ შინაარსობრივად მოღალატეობრივ კითხვებზე მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ ჩვეული მოთმინებითა და მაღალი პოლიტიკური ეთიკით, არგუმენტირებული პასუხები გასცეს. რა თქმა უნდა მათი ეს პასუხები ტელერუპორებისათვის არასასურველი აღმოჩნდა და მათ მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის საუბრის შინაარსის ცვლილებით მათთან წაგებული მორიგი რაუნდის გადაფარვა სცადეს. ისინი არ დაინტერესებულან ამ ორი პოლიტიკოსის საუბრის შინაარსით ომზე, გამოძიებაზე, კანდიდატებზე. მათთვის ჩვეული ჟურნალისტური მანერით შეგნებულად მოხდა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული კომენტარის შინაარსის დაჭრა. მაგალითად მამუკა მდინარაძის კომენტარიდან ამოიღეს ფრაზა -“რიჟვაძე ჩემი უახლოესი მეგობარი არ არის”.ამაზე ააგეს ნარატივი, რომ მამუკა მდინარაძემ მეგობრობა არ იცის და ასე შემდეგ. იგივე ჟურნალისტური ხელწერით იმოქმედეს ირაკლი კობახიძის კომენტარის შემთხვევაშიც. ირაკლი კობახიძემ მოღალატეობრივი შინაარსით მათ მიერ დასმული ყველა კითხვა არგუმენტირებული პასუხებით ჩაანაცვა, მაგრამ მათ ამის გადასაფარად ზახაროვას სიტყვები აიღეს და თქვეს, რომ ისიც და ირაკლი კობახიძეც ერთი და იგივეს ამბობს. მათი ამ ლოგიკით გამოდის რომ თუ პუტინი იტყვის, რომ მზიანი დღეა და გაიხედავ და მართლაც მზიანი დღეა და ამას აღიარებ იქნები რუსი ან რუსი პროპაგანდისტი. მძიმე პროფესიული მდგომარეობა აქვთ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტებს. ისინი პროფესიულ ეთიკას არ სცნობენ და მხოლოდ მათი პატრონების დაკვეთილ პოლიტიკურ ნარატივებს აჟღერებენ და საკუთარ ბაბლს მხოლოდ პოლიტიკურად მომწამლავ ინფორმაციას სთავაზობენ.” - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ირაკლი ლატარია

პოლიტიკა 1754667000

ირაკლი ლატარია: ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლით, ჟურნალისტებს წინ გედგათ ორი ლიდერი, კობახიძე - მდინარაძე და უარგუმენტოდ და სასაცილოდ დაგტოვათ

სულ რომ ამოხტეთ “ნასკებიდან” ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლით, - ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ოპოზიციურ მედიას ორი ლიდერი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდონარაძე ედგა წინ, რომლებმაც უარგუმენტოდ და სასაცილო მდგომარეობაში დატოვეს.“სულ რომ ამოხტეთ ნასკებიდან ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლით!!! ამ დებილ ჟურნალისტებს წინ გედგათ ორი ლიდერი, კობახიძე - მდინარაძე და იმდენად უარგუმენტოდ და სასაცილოდ დაგტოვათ, მხოლოდ ორი რამის ტრიალი დაიწყეთ, ზახაროვა - რიჟვაძე, ზახაროვა - რიჟვაძე!! რომ გეუბნებით უ-სამშობლო დებილები ხართ-თქო, გწყინთ! აბა რა ხართ? მგონი პირველად დაგემართათ, აქეთ დაგისვათ კითხვა პრემიერმა და ყურში რომ ეკარნახათ, ეგეც ვერ გაქაჩეთ. მაგიტომაც ხართ იქ - სადაც ხართ და მაგიტომაც შეხვალთ ისტორიაში, როგორც სამშობლოს მოღალატენი!!! დიდი წერტილი.” - წერს ლატარია.

ზურაბ ქადაგიძე

პოლიტიკა 1754666340

ზურაბ ქადაგიძე- რამდენი განცხადება გააკეთა პრემიერმა ოკუპაციაზე და "მედია-ტერორისტებმა" საკუთარი "ბაბლის" გამოსაკვებად პროპაგანდით ჟონგლიორობა დაიწყეს, რომ ირაკლი კობახიძის და მარია ზახაროვას ნათქვამი ერთი კონტექსტი ყოფილა- ვერაფრით გადაფარეს სააკაშვილისა დეკლარირებული ღალატის მე17 წლისთავი და ასეთი პრიმიტიული ჟონგლიორობით ცდილობენ ფონს გასვლას

„ამ მძიმე დღეს, რამდენი განცხადება გააკეთა პრემიერმა, ქართული ოცნების ლიდერებმა, ოკუპაციაზე, საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებზე და ამ "მედია-ტერორისტებმა" საკუთარი "ბაბლის" გამოსაკვებად პროპაგანდით ჟონგლიორობა დაიწყეს, რომ ირაკლი კობახიძის და მარია ზახაროვას ნათქვამი ერთი კონტექსტი ყოფილა, პრემიერის უამრავი განცხადება გააქრეს და ანალოგიების დონეზე დაუტოვეს საკუთარ "ბაბლს", რითაც აკმაყოფილებენ სექტას...”- წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, “ვერაფრით გადაფარეს სააკაშვილისა და მისი სატელიტების დეკლარირებული ღალატის მე17 წლისთავი და ასეთი პრიმიტიული ჟონგლიორობით ცდილობენ, ფონს გასვლას”. "არა შეჯდა მწყერი ხესაო..." - ისეა რადიკალური მედიის საქმე. არ ითლება მათგან "სალამური", არა ! ამ მძიმე დღეს, რამდენი განცხადება გააკეთა პრემიერმა, ქართული ოცნების ლიდერებმა, ოკუპაციაზე, საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებზე და ამ "მედია-ტერორისტებმა" საკუთარი "ბაბლის" გამოსაკვებად პროპაგანდით ჟონგლიორობა დაიწყეს, რომ ირაკლი კობახიძის და მარია ზახაროვას ნათქვამი ერთი კონტექსტი ყოფილა, პრემიერის უამრავი განცხადება გააქრეს და ანალოგიების დონეზე დაუტოვეს საკუთარ "ბაბლს", რითაც აკმაყოფილებენ სექტას... ცალკე, იდიოტიზმის კლასიკური გამოვლინებაა - მამუკა მდინარაძეს სერიოზული, რომ ვერაფერი მოუფიქრეს, ბოლოს გამოაცხვეს - რატომ თქვა რიჟვაძე ჩემი ახლო მეგობარი არ არის თუმცა, მის ჯანმრთელობაზე ყველანაირ ინფორმაციას ვფლობო? მოკლედ, ვერაფრით გადაფარეს სააკაშვილისა და მისი სატელიტების დეკლარირებული ღალატის მე17 წლისთავი და ასეთი პრიმიტიული ჟონგლიორობით ცდილობენ, ფონს გასვლას.”- წერს ქადაგიძე.       

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1754593378

მამუკა მდინარაძე თორნიკე რიჟვაძეზე: როგორც კი ამ საქმეზე პასუხი იქნება, დარწმუნებული ვარ პროკურატურა გააკეთებს ბრიფინგს

როგორც კი ამ საქმეზე პასუხი იქნება, დარწმუნებული ვარ პროკურატურა გააკეთებს ბრიფინგს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თორნიკე რიჟვაძეზე საუბრისას.„შინაგან საქმეთა მინისტრისგან გავიგეთ თქვენც და ჩვენც, რომ კამერები იყო, კამერები ამოღებულია და მიდის ყველა სავარაუდო ვერსიაზე საუბარი. მერე ათასი მანიპულაცია იყო, სისულელეები, ტყუილები ითქვა, მაგრამ რაც ჩვენ გავიგეთ იქ იყო 4 თუ 5 ადამიანი, მათ შორის თორნიკე რიჟვაძის 2 ოჯახის წევრი, მასპინძელი და მასპინძლის მეზობლები. ისინი დაიკითხებიან დეტალურად.მე მასთან ახლა არ მაქვს კომუნიკაცია, რადგან ტელეფონი არ აქვს და კომუნიკაცია საზოგადოებასთან არ აქვს. მისი ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში მის ამბავს, რომ არის უკეთ და უკეთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.