Love Actually

ტაბლოიდი 1754309984

როგორ იწინასწარმეტყველა Love Actually-მ მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის სიყვარული

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 2018 წელს დაქორწინდნენ. როგორც უცხოური მედია წერს, წლების წინ წყვილის ქორწილი ყველასთვის საყვარელმა ფილმმა, სახელწოდებით „Love Actually" იწინასწარმეტყველა.  This is the greatest thing. pic.twitter.com/kYOPQSY7Ov — Travon Free (@Travon) November 30, 2017 კინოსურათის ერთ-ერთი პერსონაჟ, სახელად სემი 13 წლის ასაკში დედის დაკარგვას გლოვობს. ზუსტად ამხელა იყო ჰარიც, როდესაც პრინცესა დაიანა ტრაგიკულად დაიღუპა.ორივე მათგანი წითურია და  ამერიკელი,  მასზე უფროსი, მსახიობი გოგო უყვარდება.  სემის როლის შემსრულებელი და ჰარი ორივე ლონდონში დაიბადნენ, მეგანი და ჯოანას როლის შემსრულებელი კი - ლოს-ანჯელესში.  

ათოს სალომე

მსოფლიო 1753562370

ბრაზილიელმა ექსტრასენსმა, რომელსაც „ცოცხალ ნოსტრადამუსს“ უწოდებენ ახალი წინასწარმეტყველება გამოაქვეყნა

ბრაზილიელმა ექსტრასენსმა ათოს სალომემ, რომელსაც ხშირად „ცოცხალ ნოსტრადამუსს" უწოდებენ, ახალი წინასწარმეტყველება გამოაქვეყნა. წინასწარმეტყველების შესახებ Sky News Australia-მ დაწერა. ეს წინასწარმეტყველება ეხება პრინც ჰარისა და მეფე ჩარლზ III-ს. ათოს სალომეს თქმით,  პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთში დაბრუნდება 2026 წლის ზაფხულამდე, თუმცა ეს არ იქნება გულწრფელი ოჯახური შერიგება, არამედ "იმიჯის გადარჩენის სტრატეგიის" ნაწილი.„ჰარი აცნობიერებს, რომ ბრიტანელების მხარდაჭერის დაბრუნება აუცილებელია, თუ სურს ინსტიტუციური მნიშვნელობის შენარჩუნება,“ – განაცხადა ათოს სალომემ და დაამატა, რომ ჰარის ცოლი მეგან მარკლი, სავარაუდოდ, აშშ-ში დარჩება ან ბრიტანეთში იშვიათად ჩავა.სამწუხაროდ, სალომეს თქმით, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ 40 წლის პრინცსა და 76 წლის მეფეს შორის შერიგება მხოლოდ გარეგნული იქნება. 

მეგანი და პრინცი ჰარი

მსოფლიო 1750333920

რატომ დაიწყეს პრინც ჰარიმ და მეგან მარკლმა აქამდე უცნობი ფოტოების გავრცელება - უჩვეულო მიზეზი, რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას

პრინც ჰარი და მეგან მარკლი  პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოტანას დიდი ხნის განმავლობაში ერიდებოდნენ. წყვილისა და მათი შვილების ფოტოები სოციალურ ქსელებში იშვიათად ჩნდებოდა. თუმცა, ბოლო დროს ეს ტენდენცია შეიცვალა.სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგმა საზოგადოებას აქამდე უცნობი არაერთი ფოტო-ვიდეო მასალა გაუზიარეს. მათ შორისაა სამშობიაროში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ცეკვავენ ორსული მეგანი და პრინც ჰარი ლილიბეტის დაბადების მოლოდინში. შვილებთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა პრინც ჰარიმაც. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, პრინცი ჰარი მეფე ჩარლზთან კომუნიკაციის აღდგენას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა. ის მამას წერილებს უგზავნიდა, ხშირად ურეკავდა, თუმცა უშედეგოდ. წყარო ირწმუნება, რომ შვილების ფოტოების გამოქვეყნებით, პრინც ჰარის სურს მეფე ჩარლზს დაანახვოს, თუ რამხელა რამეს კარგავს. „პრინც ჰარი გულგატეხილია. მეფე ჩარლზი მისი და მისი ოჯახის ნახვაზე უარს ამბობს. ამიტომ პრინცი მამის დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს",- ამბობს ანონიმური წყარო.

ჰარი და მეგანი

ტაბლოიდი 1749141653

მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის აქამდე უცნობი ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

მეგან მარკლმა გამომწერებს აქამდე უცნობი ვიდეო გაუზიარა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ცეკვავენ ორსული მეგანი და პრინც ჰარი ლილიბეტის დაბადების მოლოდინში. სასექსის ჰერცოგინიამ და ჰერცოგმა გუშინ ლილიბეტის 4 წლის იუბილე იზეიმეს.   @enews Meghan Markle brought the baby and Prince Harry brought the moves. (🎥: IG) ♬ original sound - mzbiancarenee

მარკლი

მსოფლიო 1749049997

მეგან მარკლი ლილიბეტის აქამდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს - პრინცი ჰარისა და მეგანის ქალიშვილი 4 წლისაა

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის  ქალიშვილი 4 წლისაა. მეგან მარკლმა საზოგადოებას ლილიბეტის აქამდე უცნობი ფოტოები გაუზიარა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს მშვენიერ გოგონას! 4 წლის წინ შენ ჩვენს ცხოვრებაში მოხვედი და თითოეული დღე უფრო უკეთესი გახადე",- წერს მეგან მარკლი სოციალურ ქსელში.             View this post on Instagram                       A post shared by Meghan, Duchess of Sussex (@meghan)

პრინც ჰარი

მსოფლიო 1747040780

პრინც ჰარის ლონდონში გზა აებნა

პრინც ჰარის ლონდონში ბოლო ჩასვლის დროს გზა აებნა. გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი თავის მეგობრის სახლს ეძებდა და ამ დროს სულ მცირე 3 სხვადასხვა სახლში სცადა შესვლა.ჰარი ფულემში ვიდეოთვალთვალის კამერებმა დააფიქსირეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოზე პრინცს ტელეფონი ყურთან აქვს მიტანილი და ზარს რეკავს. ერთ-ერთ სახლში მას კარი მოახლემ გაუღო, თუმცა სამეფო ოჯახის წევრი ვერ იცნო.„გაოგნებულები ვიყავით, როცა მივხვდით, რომ პრინცი იყო. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ გავიაზრეთ, როცა მომხდარზე მეზობლები ალაპარაკდნენ. როგორც ჩანს, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომელი სახლი სჭირდებოდა“, - ამბობენ ადგილობრივები.მაისის დასაწყისში პრინცი ჰარი ლონდონში სააპელაციო სასამართლოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა. პრინცს სარჩელი დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ჰქონდა შეტანილი იმის გამო, რომ მას და მის ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს. ჰარიმ დავა წააგო.

პრინცი ჰარი

მსოფლიო 1746339628

პრინცი ჰარის განცხადებით, სამეფო ოჯახთან შერიგება სურს

 პრინცმა ჰარიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებით განადგურებულია.პრინცი ჰარის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უსაფრთხოების დონე დაქვეითდა 2020 წელს, მას შემდეგ რაც სამეფო მოვალეობებზე უარი თქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სამმა მოსამართლემ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.როგორც ჰარიმ აღნიშნა, მასა და ოჯახის ზოგიერთ წევრს შორის ბევრი უთანხმოება იყო, მაგრამ ახლა ყველას აპატია „სიამოვნებით შევურიგდები ჩემს ოჯახს. აზრი აღარ აქვს ბრძოლის გაგრძელებას, სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია", - განაცხადა სასექსის ჰერცოგმა.

პრინცი ჰარი

ტაბლოიდი 1746260526

მე მათ ვაპატიე. აზრი არ აქვს ბრძოლის გაგრძელებას... - პრინცი ჰარი ოჯახზე

სასექსის ჰერცოგმა, ჰარიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან სურს სამეფო ოჯახთან შერიგება.ჰარის თქმით, ის განადგურებულია ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც მას უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უარი უთხრა.პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ მეფე „უსაფრთხოების საკითხების გამო მას არ ელაპარაკება“. მისივე თქმით, აღარ სურს ბრძოლა.„იმდენი უთანხმოება იყო ჩემსა და ჩემს ოჯახს შორის, მაგრამ მე მათ ვაპატიე. ვისურვებდი ჩემს ოჯახთან შერიგებას. აზრი არ აქვს ბრძოლის გაგრძელებას, რადგან ცხოვრება ძვირფასია“, – განაცხადა პრინცმა.პრინც ჰარის სასამართლო დავა, რომელიც მისი უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა, პრინცისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პრინც ჰარის აღარ მიენიჭება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პოლიციის დაცვა მას შემდეგ, რაც მან 2020 წელს უარი თქვა სამეფო მოვალეობებზე და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.ჰარიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებას და შესაძლოა, მომავალში ბრიტანეთში დაბრუნების შესაძლებლობაც კი გაართულოს.

პრინცი ჰარი

მსოფლიო 1744529620

პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა და ომში დაზარალებული მოქალაქეები მოინახულა

 სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ, უკრაინაში ომის მსხვერპლები ხუთშაბათს მოინახულა — ის იმ კლინიკას ეწვია, რომელშიც დაჭრილი სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა რეაბილიტაციას გადიან. ინფორმაცია პრინცის პრესსპიკერმა გაავრცელა.პრინცი ჰარი უკრაინის დასავლეთში მდებარე ქალაქში, ლვოვში, სუპერადამიანების ცენტრს ეწვია, სადაც პაციენტებსა და პერსონალს ესაუბრა. მას თან ახლდა Invictus Games Foundation-ის წარმომადგენლების ჯგუფი, რომელთა შორის იყო ოთხი ომის ვეტერანი, რომლებმაც უკრაინელი სამხედროების მსგავსი რეაბილიტაცია უკვე გაიარეს.ქალაქი ლვოვი რუსეთის სარაკეტო თავდასხმების სამიზნე ხშირად ხდება, ამიტომ პრინცის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდა, რაც მან უკრაინა დატოვა.პრინცმა ჰარიმ, რომელმაც ბრიტანეთის არმიაში 10 წელი იმსახურა, Invictus Games 2014 წელს დააარსა, რათა დაშავებულ ვეტერანებს შესძლებოდათ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. "სუპერადამიანების ცენტრში პრინცის ვიზიტი მიზნად ისახავდა იმ დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისების გაცნობას, რომლებიც მოქმედი ომის პირობებში ქვეყანას მიეწოდება" — ვკითხულობთ პრესსპიკერის განცხადებაში.პრინცი ჰარი ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლგა რუდნევამ, 2025 წლის Invictus Games Vancouver Whistler-ის პერიოდში მიიწვია.ვიზიტის დროს პრინცი შეხვდა პაციენტებს, ექიმებსა და უკრაინის ვეტერანთა საქმეთა მინისტრს, ნატალია კალმიკოვას.კლინიკა ომის მსხვერპლებს უფასოდ სთავაზობს ფსიქოლოგიურ დახმარებას, რეკონსტრუქციულ ქირურგიასა და პროთეზირებას.

პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა

მსოფლიო 1744344117

პრინცი ჰარი უკრაინაში ჩავიდა

პრინცი ჰარი უკრაინას ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.სასექსის ჰერცოგი ლვივში „სუპერადამიანების ცენტრს“ ეწვია, სადაც დაჭრილ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს მკურნალობენ და რეაბილიტაციას უტარებენ.პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის მეორე წევრია, რომელიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ ეწვია.

პრინცმა ჰარიმ პრინცესა დიანას პატივსაცემად გახსნილი საქველმოქმედო ფონდი დატოვა

მსოფლიო 1742981206

პრინცმა ჰარიმ პრინცესა დიანას პატივსაცემად გახსნილი საქველმოქმედო ფონდი დატოვა, რომელიც შიდსით დაავადებულ აფრიკელებს ეხმარება

სასექსის ჰერცოგმა პრინცესა დიანას პატივსაცემად გახსნილი საქველმოქმედო ფონდი Sentebale დატოვა, რომელიც შიდსით დაავადებულ აფრიკელებს ეხმარება. ფონდი, რომლის მიზანი ასევე სიღარიბესთან ბრძოლაა, პრინცმა ჰარიმ 2006 წელს დააარსა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.პრინც ჰარისთან ერთად საქველმოქმედო ფონდი მისმა თანადამფუძნებელმა ლესოთოს პრინცმა ლეროტოლი დავით სიისომ დატოვა. მიზეზი საქველმოქმედო ფონდის დირექტორთან სოფი ჩანდაუკთან უთანხმოება გახდა.პრინცი ჰარის ფონდიდან წასვლამდე, Sentebale-ი სამეურვეო საბჭოს წევრებმა დატოვეს, რომლებიც სოფი ჩანდაუკის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდნენ. ჩანდაუკს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს, თუმცა მან მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოიგო. პრინცმა ჰარიმ და პრინცმა სიისომ სამეურვეო საბჭოს წევრების მხარე დაიჭირეს და მათთან ერთად ფონდი დატოვეს.

მეგან მარკლი და ჰარი

მსოფლიო 1741456681

„არ დამიძახოთ მარკლი“ - რატომ ამბობს უარს პრინცი ჰარის მეუღლე საკუთარ გვარზე

მეგან მარკლმა თავის სატელევიზიო შოუში „სიყვარულით, მეგანი“ განაცხადა, რომ მისი გვარი მარკლი არ არის და ის მეგან სასექსია, - წერს DailyMail-ი.მარკლს სურდა, რომ მას და მის შვილებს ერთნაირი გვარი ჰქონოდათ. დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალებამდე ჰარისა და მეგანის შვილები მაუნთბეტენ-უინძორის გვარს ატარებდნენ. მას შემდეგ, რაც ტახტზე ჩარლზ III ავიდა, ისინი სასექსის პრინცი და პრინცესა გახდნენ.„ეს ჩვენი საერთო ოჯახური სახელია და ვფიქრობ, რომ მე ვერც კი ვათვიცნობიერებდი რამდენად მნიშვნელოვანი გახდებოდა ის ჩემთვის იქამდე, სანამ ჩვენ შვილები არ შეგვეძინა", - განაცხადა მარკლმა.ხუთი წლის წინ მეგანი და ჰარი სამეფო უფლება მოვალეობების შესრულებას ჩამოშორდნენ და საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდნენ. მეგანმა თავის გვარზე უარი პრინც ჰარიზე დაქორწინების შემდეგ თქვა, თუმცა როგორც სამეფო ოჯახის წევრს მას ოფიციალურად გვარი აღარ აქვს. როგორც წესი, სამეფო ოჯახის წევრები გვარის მაგივრად ტიტულს იყენებენ. ამრიგად, ოფიციალურად მეგანი სასექსის ჰერცოგინიაა.