ნიკო სალომე

ტაბლოიდი 1720211334

ნიკოს და სალოს პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსში“ დარჩენის შემდეგ

„პრაიმ ჰაუსის“ გადაწყვეტილებით, გამარჯვებისთვის ბრძოლას ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხვანი განაგრძობენ. გთავაზობთ ნიკოს პირველ კომენტარს:„ძალიან დიდი მადლობა პროექტს, მაგრამ სალსი მაგრად იმსახურებდა დარჩენას... მადლობა ყველა ადამიანს... ვულოცავ დიასას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სალსი დარჩენას იმსახურებდა,“ - ამბობს ნიკო ქართველი.

გიორგი დიასამიძე

ტაბლოიდი 1720211186

დიასას პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსში“ დარჩენის შემდეგ

„პრაიმ ჰაუსის“ მაყურებლის რჩეული გიორგი დიასამიზე გახდა. გთავაზობთ მის პირველ კომენტარს:„ეს არის საოცრება, ყველა ჩემს გულშემატკივარს უდიდესი მადლობა ამ ემოციებისთვის. ყველაზე მაგრები არიან, უბედნიერესი ვარ, დიასელებო, ძალიან მიყვარხართ“, - ამბობს დიასა.

  სალომე ბარათაშვილი

ტაბლოიდი 1720211089

სალომე ბარათაშვილის პირველი კომენტარი „პრიამ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ

„პრაიმ ჰაუსის“ სალომე ბარათაშვილმა დატოვა. გთავაზობთ მის პირველ კომენტარს:„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აბსოლუტურად ყველას, ვინც ჩემთან ერთად იდგა და იბრძოდა. მადლობა პროექტს, რომ შანსი მომცა, თამაში გამეგრძელებინა.ძალიან დიდი წარმატება მინდა ვუსურვო ნიკოს და სალოს, დარჩნენ ისეთებად, როგორებიც არიან“, - ამბობს სალსი.

kvara

სპორტი 1719923170

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა და ცოტა ხანში, გულშემატკივრებთან შესახვედრად გაემართებიან. გთავაზობთ ხვიჩა კვარაცხელიას პირველ კომენტარს:„გაუმარჯოს საქართველოს! ძალიან მაგრად გვიგულშემატკივრა საქართველომ. აქაც ველოდებოდით, რომ დაგვხვდებოდნენ. ეს ზეიმი კიდევ წინ არის. ოცნება იყო რონალდუსთან თამაში და ბევრჯერ ვთქვი, რომ ამიხდა. ძალიან ბედნიერი ვარ. შემდეგი ოცნება არის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში“, - თქვა კვარაცხელიამ. 

მამარდა

ტაბლოიდი 1719920180

გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

ეროვნული ნაკრები სამშობლოშია.  გთავაზობთ გიორგი მამარდაშვილის პირველ კომენტარს:„მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც აეროპორტში დაგვხვდა.  არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პირველი ადამიანი ვარ - მე ჩემს საქმეს ვაკეთებ უბრალოდ, თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა.ახლა უნდა დავისვენო, ჩემს მომავალს რაც შეეხება, „ვალენსიასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი მაქვს და არაფერს ვგეგმავ.მინდა ბავშვებს ვუთხრა, დაიჯერონ თავიანთი თავების, იშრომონ, ივარჯიშონ და საქმეს მიჰყვნენ, აუცილებლად გამოუვათ“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა „ტვ პირველთან“.

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1719782898

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი მატჩის დასრულების შემდეგ

დადებითად შევაფასებდი ყველას თამაშს, ალბათ გამოცდილებაც დაგვაკლდა, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით კიდევ წინ და წინ წავიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთ-საქართველოს მატჩის შემდეგ განაცხადა.„მართლა ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ. ჩემი აზრით ცოტა არ გაგვიმართლა, პირველ ტაიმში ბოლო წუთებში ბურთი რომ არ გაგვეშვა ალბათ უკეთესი იქნებოდა. გოლიც ისეთი იყო, 50/50-ზე იყო და ჩემი აზრით არ უნდა ჩათვლილიყო იმიტომ, რომ მამარდაშვილზე მორატა აშკარად მოქმედებდა, მაგრამ არა უშავს, ფეხბურთია. დადებითად შევაფასებდი ყველას თამაშს და ბედნიერები ვართ. ალბათ გამოცდილებაც დაგვაკლდა, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით კიდევ წინ და წინ წავიდეთ. ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ და ამაზე დიდ ტურნირებზე, ჩემი აზრით ვიმსახურებთ ამ ყველაფერს, სადაც ვართ დღეს“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.   საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1719436323

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ისტორიული გამარჯვების შემდეგ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით, საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა. ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი გააკეთა. „უბედნიერესი ვარ, ასეთი გახარებული არ ვყოფილვარ ალბათ არასდროს, ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ, ახალი ფურცელი დავწერეთ. დარწმუნებული ვარ, ბევრია საქართველოში ბედნიერი, ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით. გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან პორტუგალია დავამარცხეთ ე.ი იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ყველა გუნდთან ვითამაშოთ...“, - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ. 

ზურიკო დავითაშვილი

სპორტი 1719077265

ზურიკო დავითაშვილის პირველი კომენტარი ჩეხეთთან მატჩის შემდეგ

ზურიკო დავითაშვილის პირველი კომენტარი ჩეხეთთან მატჩის შემდეგ:„რა თქმა უნდა, ჩვენთვის დღეს რთული თამაში იყო. მინდა, მაყურებელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ვისურვებდი, რომ შემდეგ თამაშზე სტადიონი უფრო გახარებულებმა დავტოვოთ. ორივე გუნდს შეეძლო მოგება, ჩეხებსაც ჰქონდათ მომენტები. ეს ერთი ქულა ევროპის ჩემპიონატზე დიდი მიღწევაა. შემდეგ თამაშს რაც შეეხება, რთულია თქმა, რომ პორტუგალიასთან გახვალ და მოიგებ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ეს ამ თამაშებზე გამოჩნდა“, - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა. 

კვარა

სპორტი 1719073080

„ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ...“ - ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ჩეხეთთან მატჩის შემდეგ

 ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია პირველ კომენტარს აკეთებს:„ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს, საკუთარ მოედანზე, საქართველოში ვთამაშობდი... ძალიან დიდი მადლობა მათ.რაც შეეხება თამაშს, ძალიან ახლოს ვიყავით მოგებასთან, ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომ არის ის საუკეთესო მეკარე. რაც შეეხება დანარჩენს, ბოლოსაც გამოჩნდა, რომ მოგება შეგვეძლო... ჩვენ ეს ყველაფერი არა მხოლოდ ამ ევროპის ჩემპიონატზე ვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ყველა გუნდთან თამაში შეგვიძლია. სანამ არის შანსის 1%-იც კი, გუნდს მნიშვნელობა არ აქვს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია,“- თქვა კვარაცხელიამ.კითხვაზე, არის თუ არა ის ოპტიმალურ ფორმაში, პასუხი ასეთია:„ვარ თუ არა ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი, მაგრამ ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ. ვცდილობ გავაკეთო... იმის მიუხედავად, რომ ჩემს პოზიციაზე არ მიწევს თამაში, მაგრამ ბედნიერი ვარ...კმაყოფილი არასდროს ვარ, უფრო მეტი შემიძლია... მაგრამ რასაც მავალებენ, ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო...“ - დასძინა კვარამ.ევრო 2024-ზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა. ვილი სანიოლის გუნდი ჰამბურგში, ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

სანიოლი

სპორტი 1719072525

„დასაკარგი არაფერი გვაქვს...“ - სანიოლის პირველი კომენტარი ჩეხებთან მატჩის შემდეგ

ევრო 2024-ზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა. ვილი სანიოლის გუნდი ჰამბურგში, ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.შეხვედრის დასრულების შემდეგ ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ვილი სანიოლი: რამდენიმე წელია მიცნობთ და არ მიყვარს ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად საუბარი. დღეს ხვიჩაზე არ ვისაუბრებ. რაღაც დროის შემდეგ, როდესაც მატჩს გავაანალიზებთ შესაძლოა. იმედი გვაქვს, რომ კიტეიშვილი შემდეგ თამაშში იქნება. რაც შეეხება კვერკველიას, მან აქ ჩამოსვლამდე რამდენიმე დღე თბილისში, საავადმყოფოში გაატარა, რადგან ჰქონდა ვირუსი. ამის გამო მოსამზადებელ ეტაპზე პრობლემები შეექმნა, მისი შეცვლა ამით იყო გამოწვეული. სამ-ნახევარი წელია აქ ვარ და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიე. ეს ტურნირი ჩემთვის მწარე გამოცდილება იყო. საბასთან მივედი, რადგან ვიცი, რასაც გრძნობდა. მე ის გავამხნევე, რადგან ასეთი რაღაცები ხდება. შერეული გრძნობები გვაქვს. თამაშის ბოლოს ყველა დამწუხრებული იყო, შემდეგ კი გაიაზრეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა ავიღეთ. ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვშრომობდით.ყველაზე ძლიერი გრძნობა - ეს არის სიამაყე. არ შეიძლება იმედგაცრუებული იყო, როცა იცი საიდან მოდიხარ და რა გააკეთე. მჯერა, რომ ამ თამაშის შემდეგ მთელი ქვეყანა განსაკუთრებულად იზეიმებს, ისე, როგორც მათ იციან. ჩეხეთმა არ გამაოცა. ვიცოდი, რომ რთული მატჩი იქნებოდა და ასეც იქნებოდა. ჩეხეთმა პირველიდან ბოლო წუთამდე დიდი ზეწოლა შეგვიქმნა. ვფიქრობ, რომ ისინიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან მოგება უნდოდათ და ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ ჩვენ საოცარი მეკარე გვყავს გიორგი მამარდაშვილის სახით, რომელმაც ბევრი ბურთი აიღო. პორტუგალიასთან მატჩი? ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. აქ ვართ და ვიცით, რომ მთავარი მიზანი გამოცდილების მიღებაა. საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ევროპის ჩემპიონატს მაშინვე მოვიგებთ. ფეხბურთელებისთვის სწორედ ასეთი თამაშებია მნიშვნელოვანი, რადგან შეუძლიათ დაინახოთ, თუ სად უნდა იყონ და როგორ უნდა ითამაშოს. ეს ტურნირი მთელ ქვეყანას ძალიან დაეხმარება. პორტუგალია ტოპ-გუნდია, ჩვენ კი ჩვენი ამბიცია იქნება. რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. დღეს ბევრი ფეხბურთელი დაიღალა და მნიშვნელოვანია, რომ კარგად დავისვენოთ. ემოციების მხრივ, საკმაოდ დატვირთული მატჩი იყო. მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენ რა გავაკეთეთ. ეს კარგად გავაანალიზოთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ. რა თქმა უნდა, საბას ვესაუბრეთ და ყველა ვცდილობთ, რომ მან თავი უკეთესად იგრძნოს. ის ნამდვილად განიცდის, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მას ეს მომენტი გადავატანინოთ.“შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს F ჯგუფში 2 ტურის შემდეგ 1 ფრე და 1 მარცხი აქვს. 18 ივნისს ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებთან 1:3 დამარცხდა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი 26 ივნისს, გელზენკირხენში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი მამარდაშვილი

სპორტი 1719069862

გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი ჩეხეთთან მატჩის შემდეგ

„რთული თამაში გამოვიდა, სასიამოვნო ერთი 1 ქულა ავიღეთ ბრძოლაში და თავგანწირვაში, - ამის შესახებ მატჩის საუკეთესო მოთამაშე, გიორგი მამარდაშვილი აცხადებს.„ბოლოს შეგვეძლო მოგებაც, ამ მომენტზე გული მწყდება, მაგრამ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. შემდეგი თამაში პორტუგალიასთან გვაქვს, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება - ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ. ჩემი აზრით, ამ ორ თამაშში ის ქართული სულისკვეთება გამოჩნდა, რაც თითოეულ ჩვენგანს, ქართველს გვაქვს,“ - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

სალომე კაპანაძე

ტაბლოიდი 1719002485

სალომე კაპანაძის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსში“ მაყურებლის რჩეული გახდა

„პრაიმ ჰაუსის“ მაყურებლის რჩეული სალომე კაპანაძე გახდა. გთავაზობთ მის პირველ კომენტარს:„გული კარგს მიგრძნობდა, მოლოდინები მქონდა თუ არა, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ცხოვრებაში ყველაფრისთვის მზად ვარ... მაგრამ იმხელა სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას ვგრძნობ ჩემი გულშემატკივრებისგან, რომ სიტყვები არ მყოფნის... არ ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო... ჩვენ ეს შევძელით და ერთად დავბრუნდით პროექტში,“ - თქვა კაპანაძემ.