გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

მამარდა

ეროვნული ნაკრები სამშობლოშია.  გთავაზობთ გიორგი მამარდაშვილის პირველ კომენტარს:

„მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც აეროპორტში დაგვხვდა.  არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პირველი ადამიანი ვარ - მე ჩემს საქმეს ვაკეთებ უბრალოდ, თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა.

ახლა უნდა დავისვენო, ჩემს მომავალს რაც შეეხება, „ვალენსიასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი მაქვს და არაფერს ვგეგმავ.

მინდა ბავშვებს ვუთხრა, დაიჯერონ თავიანთი თავების, იშრომონ, ივარჯიშონ და საქმეს მიჰყვნენ, აუცილებლად გამოუვათ“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა „ტვ პირველთან“.