არჩილ ბერიძე

პოლიტიკა 1772618861

ჩვენი რეგიონისა და საქართველოს როლის ზრდასთან ერთად, იზრდება გარე ძალების ინტერესიც - საქართველოში ჰყავდეთ მარიონეტული, სრულად დაქვემდებარებული ხელისუფლება - არჩილ ბერიძე

„ჩვენი რეგიონისა და საქართველოს როლის ზრდასთან ერთად, იზრდება გარე ძალების ინტერესიც — საქართველოში ჰყავდეთ მარიონეტული, სრულად დაქვემდებარებული ხელისუფლება, რომელიც არა ეროვნული ინტერესებით, არამედ გარე დავალებებით იმოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ  არჩილ ბერიძემ.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა სუვერენიტეტის დაცვა, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობა, საკუთარი სტრატეგიული ხედვით მოქმედება და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნისთვის სანდო, სტაბილური და მიმზიდველი გარემოს შექმნა.„მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა. მოვისმინეთ პირდაპირი მოწოდებებიც უკრაინის მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.რომ არა ჩვენი გუნდის მტკიცე და პრინციპული პოლიტიკა, საქართველო დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამანადგურებელი ომის ადგილი. ომის, რომელიც თითოეული ჩვენგანის ოჯახში სისხლსა და სიკვდილს მოიტანდა — გაცილებით დიდი მასშტაბით, ვიდრე ბოლო ათწლეულებში გადატანილმა ომებმა მოგვიტანა.თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გარე ძალების მხრიდან განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯა ქვეყანაში ხელოვნური პოლარიზაციის, ზიზღის, სიძულვილისა და დესტაბილიზაციის გასაზრდელად.გამორჩეულ ინსტრუმენტად იქცა „რუსულთან“ დაკავშირებული იარლიყების მიკერება. და რას ვხედავთ დღეს?ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვიროდნენ - „რუსეთი ოკუპანტია“ და „რუსეთთან საუბარი ღალატია“, დღეს თავად ალაგებენ ურთიერთობებს კრემლთან, გვიხსნიან, რომ რუსეთი ევროპის ნაწილია და მასთან თანაცხოვრება გარდაუვალია. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ცინიზმი?ამასობაში ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო, გონივრულ პოლიტიკას. ვემსახურებით მხოლოდ ჩვენს სამშობლოს. ჩვენ არ ვყვირით —  ვმოქმედებთ.ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვზრდით ეკონომიკას, ვებრძვით კორუფციას, ნარკოტიკებსა და უკანონო მიგრაციას, ვზრუნავთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.და თუ ვინმესთვის ეს ყველაფერი „რუსულ საქმეს“ ემსახურება, სინამდვილეში ის საქართველოს დამოუკიდებელ არჩევანს ებრძვის“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

აჩიკო ბერიძე

პოლიტიკა 1772616883

ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სუვერენიტეტი. ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. ვიმოქმედოთ საკუთარი სტრატეგიული ხედვით და ამავე დროს შევქმნათ სანდო, სტაბილური და მიმზიდველი გარემო ჩვენი ქვეყნისთვის - არჩილ ბერიძე

ჩვენი ამოცანაა - დავიცვათ სუვერენიტეტი. ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. ვიმოქმედოთ საკუთარი სტრატეგიული ხედვით და ამავე დროს შევქმნათ სანდო, სტაბილური და მიმზიდველი გარემო ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.არჩილ ბერიძის განცხადებით, რომ არა „ქართული ოცნების“ მტკიცე და პრინციპული პოლიტიკა საქართველო იქნებოდა გამანადგურებელი ომის ადგილი.„მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა. მოვისმინეთ პირდაპირი მოწოდებებიც უკრაინის მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. რომ არა ჩვენი გუნდის მტკიცე და პრინციპული პოლიტიკა - საქართველო დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამანადგურებელი ომის ადგილი. ომის, რომელიც თითოეული ჩვენგანის ოჯახში სისხლსა და სიკვდილს მოიტანდა - გაცილებით დიდი მასშტაბით, ვიდრე ბოლო ათწლეულებში გადატანილმა ომებმა მოგვიტანა“,- განაცხადა არჩილ ბერიძემ.ბერიძის განცხადებით, ის ხალხი და სახელმწიფოები, რომლებიც აცხადებდნენ რომ „რუსეთთან საუბარი ღალატია“ ახლა თავად ურთიერთობენ კრემლთან რაც თავისთავად ორმაგი სტანდარტია.„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გარე ძალების მხრიდან, განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯა ქვეყანაში ხელოვნური პოლარიზაციის, ზიზღის, სიძულვილისა და დესტაბილიზაციის გასაზრდელად.გამორჩეულ ინსტრუმენტად იქცა „რუსულთან“ დაკავშირებული იარლიყების მიკერება. და რას ვხედავთ დღეს? ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვიროდნენ „რუსეთი ოკუპანტია“ და „რუსეთთან საუბარი ღალატია“, დღეს თავად ალაგებენ ურთიერთობებს კრემლთან და გვიხსნიან, რომ რუსეთი ევროპის ნაწილია და მასთან თანაცხოვრება გარდაუვალია. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ცინიზმი? ამასობაში ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო, გონივრულ პოლიტიკას. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ჩვენს სამშობლოს. ჩვენ არ ვყვირით - ჩვენ ვმოქმედებთ. ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვზრდით ეკონომიკას, ვებრძვით კორუფციას, ნარკოტიკებს და უკანონო მიგრაციას, ვზრუნავთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე და თუ ვინმესთვის ეს ყველაფერი „რუსულ საქმეს ემსახურება“, სინამდვილეში ის საქართველოს დამოუკიდებელ არჩევანს ებრძვის. ჩვენ გუნდს არ ჰქონია მზა ინსტრუქცია, როგორ უნდა ემოქმედა ამ რთულ ვითარებაში. არ არსებობდა ისტორიული გამოცდილება, არავინ იდგა გვერდით და არ გვკარნახობდა გზას. ამიტომ ეს არის პრეცედენტი - პრეცედენტი, რომელსაც ქართველ ხალხთან ერთად თავად ვქმნით, რათა დავიცვათ ქართული სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი,“- განაცხადა არჩილ ბერიძემ.

ჯაბა ხუბუა

პოლიტიკა 1772456580

ჯაბა ხუბუა: ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, ჭეშმარიტმა წარმომადგენელმა ბედკრული აკაცუკეთისა, ტანზე შემოიხია, მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმიანნენ - რისი თავი გაქვსო, მოიქცა ისე, როგორც რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საოკუპაციო ხაზთან - ეგრევე "დაზადნა"

ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტი წარმომადგენელი ბედკრული აკაცუკეთისა, ჯერ ტანზე შემოიხია,- თუ ჩემსავით კაი მამის შვილები ხართ, გამოდით და მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმიანნენ,- აბა, გამო, რისი თავი გაქვსო, მოიქცა ისე, როგორც რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ატოცის საოკუპაციო ხაზთან, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, ვარდენ მაჭავარიანმა, დებატებში მონაწილეობის შეთავაზებისთანავე უკან დაიხია. ხუბუას თქმით, მიხეილ მაჭავარიანი, ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში არჩევნების გამყალბებლის დიდოსტატის სახელით არის შესული, მისმა შვილმა კი მართალია ეს წოდება ვერ მიიღო, თუმცა, დებატებს მაინც ისწავლის და შემდეგ მივა "იმედში"."ვარდების რევოლუცია ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ იცით, რა არის ვარდენის ევოლუცია? ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტი წარმომადგენელი ბედკრული აკაცუკეთისა, ჯერ ტანზე შემოიხია,- თუ ჩემსავით კაი მამის შვილები ხართ, გამოდით და მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმიანნენ,- აბა, გამო, რისი თავი გაქვსო, მოიქცა ისე, როგორც რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ატოცის საოკუპაციო ხაზთან - ეგრევე დააუკანალა, ანუ, ოკუპანტის ენის გამოყენებას თუ გავრისკავთ, დაზადნა. მამამისი, მიშა მაჭავარიანი, ქართულ პოლიტისტორიაში არჩევნების გაყალბების დიდოსტატის სახელით არის შესული (ხათუნა გოგორიშვილთან ტანდემში), ვარდენი კი არჩევნების გამყალბებელი თუ ვერ გამოვიდა, დებატებს მაინც ისწავლის (იდებატე, ჩემი ვარდენ, მტერს დაასე ისარი...) და მერე მივა ,,იმედში"... და ეს როდის მოხდება? როცა რომან გოცირიძე ხეზე ავა." - წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.

თორნიკე ჭეიშვილი

პოლიტიკა 1772028540

თორნიკე ჭეიშვილი: გასულ დღეებში ვიხილეთ ფაქტობრივად დასტური იმისა, რაზეც საზოგადოებას ველაპარაკებოდით - კონკრეტული საერთაშორისო აქტორები გვეპატიჟებოდნენ ომის ქარცეცხლში და რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციის სქემებს გვთავაზობენ

გასულ დღეებში ვიხილეთ ფაქტობრივად დასტური იმისა, რაზეც საზოგადოებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველაპარაკებოდით - 4 წლის წინ კონკრეტული ელჩები, ევრობიუროკრატები, სხვადასხვა საერთაშორისო აქტორები პირდაპირ გვეპატიჟებოდნენ ომის ქარცეცხლში და გვთავაზობდნენ რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციის სხვადასხვა სქემას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თორნიკე ჭეიშვილმა.იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ასეთი შემოთავაზება სანქციების დაწესებას უკავშირდებოდა, რაც საქართველოში ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევდა, მეორე მხრივ კი - ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ საქართველოს მიმართ, მათ შორის სამხედრო აგრესიას.„ელჩების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ მოაწერა ხელი იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებას მიეწოდებოდა ინფორმაცია. ეს უკავშირდება იმას, რომ ელჩებს და იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ეს ელჩები წარმოადგენენ, სამწუხაროდ საქართველოსთან მიმართებით არ აქვთ კეთილსინდისიერი ზრახვები და მიზნები და აქაც არის ნარატივი, რომ ჩვენი ქვეყანა გარკვეულ საზარბაზნე ხორცად იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1772016101

ნინო ფოჩხუა ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებაზე: ზუსტად ეს არის კლასიკური მაგალითი ჰიბრიდული ომისა, მაგრამ ყველამ კარგად დავინახეთ ვინ არის ამ ქვეყნის პატრიოტი და ვინ „მეხუთე კოლონა“

ორი დღეა ფსევდო ოპოზიციური ტელევიზიების ყველა საინფორმაციო და ტოქ-შოუ ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და „პოსტვ“-ის უარგუმენტო დასანქცირებას ისეთი აღმაფრენით გადმოსცემენ, თითქოს ეს ოკუპანტი რუსეთის ტელევიზიებს ეხებოდეს - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში.როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, უკვე იქამდე მივიდნენ, რომ თავად ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ქართული თავისუფალი მედიისა და თავისუფალი სიტყვის მიზანმიმართულ ჩახშობას არ აპროტესტებენ, არ აპროტესტებენ იმ ტელევიზიების დასანქცირებას, რომელსაც მოსახლეობის 40%-ის ნდობა აქვს.„ორი დღეა ფსევდო ოპოზიციური ტელევიზიების ყველა საინფორმაციო და ტოქ-შოუ ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და „პოსტვ“-ის უარგუმენტო დასანქცირებას ისეთი აღმაფრენით გადმოსცემენ, თითქოს ეს ოკუპანტი რუსეთის ტელევიზიებს ეხებოდეს. ნახეთ რას დაემსგავსნენ, უკვე იქამდე მივიდნენ, რომ თავად ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ქართული თავისუფალი მედიისა და თავისუფალი სიტყვის მიზანმიმართულ ჩახშობას არ აპროტესტებენ, არ აპროტესტებენ იმ ტელევიზიების დასანქცირებას, რომელსაც მოსახლეობის 40%-ის ნდობა აქვს. ისინი გაერთიანებული ძალებით იცავენ საკუთარი დამფინანსებლების ინტერესებს, მერე რა რომ ამ უცხოელ დამფინანსებლებს საკუთარი ინტერესი აქვთ თუნდაც ამ უსამშობლო ადამიანების სამშობლოში. აი ზუსტად ეს არის კლასიკური მაგალითი ჰიბრიდული ომისა, მაგრამ ყველამ კარგად დავინახეთ ვინ არის ამ ქვეყნის პატრიოტი და ვინ „მეხუთე კოლონა“, - წერს ფოჩხუა.

გიორგი გამსახურდია

პოლიტიკა 1771865936

გიორგი გამსახურდია: ანწუხელიძე და სხვა გმირები, გმირები არიან, ხოლო სააკაშვილი და მისი ამფსონები გარეწრები და დამნაშავეები - მტერ სახელმწიფოსთან უთანასწორო ომს გიგი უგულავას და შენს ხარჭებს რომ ამართინებ, თუნდაც მაგიტომ ხარ დასატოვებელი იქ, სადაც ზიხარ

დათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ ფბ-ზე ირაკლი კობახიძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და არიან ბედნიერები ამით, - წერს გიორგი გამსახურდია ოპოზიციის შესახებ.მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი სწორია, როცა ამბობს, რომ 2008 წლის ომი, რუსეთის მიერ წინასწარ იყო განზრახული, რასაც, მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით, მიხეილ სააკაშვილმა შეუწყო ხელი.“დათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ ფბ-ზე ირაკლი კობახიძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და არიან ბედნიერები ამით. დიახ, სწორს იძახის ირაკლი როდესაც ამბობს, რომ 2008 წელი რუსების წინასწარ განზრახული საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო და ამას თავისი მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით, შეუწყო ხელი სააკაშვილმა. დიახ, აფრთხილებდნენ აშშ-ის მხრიდანაც და ევროპის მხრიდანაც ამ მანიაკს მოსალოდნელ შედეგებზე, მაგრამ მისმა მანიაკალურმა ჟინმა მაინც თავისი ქნა. დიახაც ანწუხელიძე და სხვა გმირები, გმირები არიან, ხოლო სააკაშვილი და მისი ამფსონები გარეწრები და დამნაშავეები. ომს და თან უთანასწოროს, მტერ სახელმწიფოსთან, გიგი უგულავას და შენ ხარჭებს რომ ამართინებ, თუნდაც მაგიტომ ხარ დასატოვებელი იქ, სადაც ზიხარ. რუსეთი კიდევ,თავისთავად მტერია და ოკუპანტია, ისევე როგორც ბალახი მწვანეა და ა.შ.. ატრიალეთ ეხლა რამდენიც გინდათ ეგ ქარდები, მიშა რომ ავადმყოფი ავანტიურისტია, მაგას მაინც ვერ გაექცევით.” - წერს გამსახურდია. 

ზელენსკი

მსოფლიო 1771605240

ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებებზე ტერიტორიულ საკითხებში პოზიტივის არარსებობა დაადასტურა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჟენევაში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე ტერიტორიულ საკითხზე პოზიტიური შედეგი არ მიღწეულა.„ის, რომ ტერიტორიულ საკითხებში პოზიტივს ჯერჯერობით ვერავინ ხედავს, ასევე ფაქტია. და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.მანამდე, იაპონურ Kyodo News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის მხრიდან კომპრომისს უკვე წარმოადგენს ის ფაქტი, რომ „ჩვენ აგრესორს კომპრომისებზე ვესაუბრებით“, ხოლო ოკუპანტისთვის ახალი ტერიტორიების დათმობას კიევი არ აპირებს.

მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა 1771518120

მიხეილ სააკაშვილი: სამთავრობო მედია საუბრობს ისტორიულ მოვლენაზე ქართული ზამთრის სპორტის ისტორიაში. სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ფურცელი

სამთავრობო მედია საუბრობს ისტორიულ მოვლენაზე ქართული ზამთრის სპორტის ისტორიაში. სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ფურცელი, - წერს სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.„სამთავრობო მედია საუბრობს ისტორიულ მოვლენაზე ქართული ზამთრის სპორტის ისტორიაში. სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ფურცელი. მათ ვინც ზეიმობთ „ქართველი“ მოციგურავეების წარმატებას ოლიმპიადაზე, ერთი დაუსვით ამ 1ქართველებს! სამი კითხვა, ვინაა საქართველოს მიწების ოკუპანტი? ვისი ბრალია ომი საქართველოში? ვისი ბრალია ომი უკრაინაში? ამ კითხვების დასმის გარეშე ვინც ამ სპორტსმენების შედეგს საქართველოს გამარჯვებად თვლიან, ისინი უკვე „გრუზინები“ არიან და არა ქართველები. სინამდვილეში ივანიშვილის რეჟიმმა კონტრაბანდით შეაპარა რუსები ოლიმპიადაზე“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

გიდეონ საარი

მსოფლიო 1771496635

გიდეონ საარი: სახალისო იყო გაეროში რუსეთის წარმომადგენლის მოსმენა კანონსა და საერთაშორისო სამართალზე, ოკუპაციაზე, მშვიდობიან მოგვარებაზე, თავი შევიკავე, რომ ხმამაღლა არ გამეცინა

სახალისო იყო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მოსმენა კანონსა და საერთაშორისო სამართალზე, ოკუპაციაზე, მიწის გაფართოებასა და მშვიდობიან მოგვარებაზე, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ახლო აღმოსავლეთისადმი მიძღვნილ მაღალი დონის მინისტრთა სესიაზე განაცხადა.მისი თქმით, შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ, თავი შეიკავა, რომ ხმამაღლა არ გაეცინა.„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ სახალისო იყო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მოსმენა კანონსა და საერთაშორისო სამართალზე, ოკუპაციაზე, მიწის გაფართოებასა და მშვიდობიან მოგვარებაზე. უნდა ვაღიარო, თავი შევიკავე, რომ ხმამაღლა არ გამეცინა“, – განაცხადა მან.ცნობისთვის, გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ სიტყვით გამოსვლისას ისრაელს „ოკუპანტი ძალა“ უწოდა, რომელიც უშიშროების საბჭოსა და გაერო-ს რეზოლუციებს არღვევს.

დიმიტრი ხუნდაძე

პოლიტიკა 1771334400

დიმიტრი ხუნდაძე: ოთხი წლის წინ, როცა მშვიდობის შენარჩუნებაზე საუბარი სირთულეს წარმოადგენდა, სწორედ მიხეილ ყაველაშვილი აღუდგა წინ ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა.ხუნდაძემ სიტყვის დასაწყისში მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მედლის მოპოვება.დეპუტატმა ასევე ისაუბრა ზეწოლაზე, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მოდიოდა, რათა საქართველოც, უკრაინის მსგავსად, ომში ჩართულიყო.„გახსოვთ ალბათ, არაერთი რეზოლუცია და მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მებრძოლები უკრაინაში. რა თქმა უნდა, ესეც იყო პირდაპირი მოწოდება და უფრო მეტიც, საქართველოს შეიარაღების გაგზავნას უკვეთავდნენ“, – განაცხადა დეპუტატმა.დიმიტრი ხუნდაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა, NGO სექტორსა და ოპოზიციასთან ერთად ცდილობდა, ესარგებლა ქართული საზოგადოების ემოციებით, რათა ხალხს ტაში დაეკრა საქართველოს ომში ჩაბმისათვის.„ამ ტრიბუნიდან, მინდა მივესალმო და მადლობა ვუთხრა საქართველოს სახელით გამარჯვებისთვის ჩვენს ქართველ სპორტსმენებს, ოლიმპიელებს, რომლებმაც უდიდესი სიხარული გვაჩუქეს მთელ ერს და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიური მედალი მოუპოვეს ჩვენს ქვეყანას. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „ხალხის ძალას“ განსაკუთრებული განცდა აქვს, როცა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოდის. მინდა გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის ბოლოს აღნიშნა: „ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ გლობალურ მშვიდობას, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკები, შევინარჩუნოთ თავისუფლება, სტაბილური გარემო, უზრუნველვყოთ კეთილდღეობის ზრდა. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რათა ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ“. ნათელია, რომ ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია მშვიდობის გარეშე და დღეს შედარებით ადვილია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. ოთხი წლის წინ, ამაზე საუბარი სირთულეს წარმოადგენდა. სწორედ პრეზიდენტი ყაველაშვილი იდგა წინა ხაზზე და წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას, საზოგადოება მოამარაგა სიმართლით და ყველამ ერთად გამოვიყვანეთ ჩვენი ქვეყანა ამ სარისკო ვითარებიდან. ალბათ გახსოვთ, რომ პოლიტიკა მთლიანად კულისებში ჩაიკეტა და საჯარო პოლიტიკა რეალობას ასცდა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე იყო. ზეწოლა მოდიოდა სხვადასხვა მხრიდან, რომ საქართველოს დაკვეთილი პოლიტიკა გაეტარებინა. ეს კი მიგვიყვანდა იქამდე, რომ გავიზიარებდით ბედს, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინას ერგო. სანქციები, რა თქმა უნდა, გახლდათ გზა ომისკენ, დესტრუქციისა და საქართველოს სასიცოცხლო რისკების გაზრდისკენ. გახსოვთ ალბათ, არაერთი რეზოლუცია და მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მებრძოლები უკრაინაში. რა თქმა უნდა, ესეც იყო პირდაპირი მოწოდება და უფრო მეტიც, საქართველოს შეიარაღების გაგზავნას უკვეთავდნენ. წარმოიდგინეთ სამეზობლო, ოკუპანტი რუსეთი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ჩვენ რომ იარაღი გაგვეგზავნა, რა თქმა უნდა, ეს შედეგად მოიტანდა რუსეთის მხრიდან მყისიერ სამხედრო დარტყმას საქართველოზე. ამაში ჩართული იყო NGO სექტორი, მსხვილად დაფინანსებული, ყველაზე მეტად აქტიური წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოს ომისკენ ექაჩებოდა და სურდა ბომბების ცვენის დანახვა საკუთარ სამშობლოში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები სამშობლოს საკუთარ ქვეყნად არ აღიქვამენ, მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ დაკვეთის შესრულებაა. ოპოზიციისგან ჩვენ გვესმოდა, „დიახ ომი გვინდა“ – ეს ნარატივი იყო მათი ძირითადი ხაზი. ამ საყოველთაო სიგიჟეში გვიწევდა ცხოვრება. ყოველდღიურად ვისმენდით ამას. მიტინგზეც, განსაკუთრებით ახალგაზრდების ემოციებზე დაიწყეს სპეკულირება და სცადეს, რომ თავად ახალგაზრდებს, ქართულ საზოგადოებას მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ისევ ჩვენს ხალხს ავნებდა. ალბათ, გახსოვთ, რიგრიგობით რომ ჩამოდიოდნენ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი საგარეო პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლები და სარგებლობდნენ ქართველების ემოციებით. ახალგაზრდებს ტაშს აკვრევინებდნენ იმაზე, რომ საქართველო ომის გზას გაყოლოდა. ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, მიზნად ჰქონდათ, ემოქმედათ ქართველი ხალხის ემოციებსა და ბედზე. ჩვენ შევძელით ამ სიგიჟიდან გამოსვლა“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

პოლიტიკა 1771326941

ხუნდაძე: დღეს შედარებით ადვილია მშვიდობის შენარჩუნებაზე ლაპარაკი. 4 წლის წინ კი, როცა ამაზე საუბარი სირთულეს წარმოადგენდა, სწორედ პრეზიდენტი ყაველაშვილი იდგა წინა ხაზზე და წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში წარმოადგინა. ხუნდაძემ სიტყვის დასაწყისში მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მედლის მოპოვება.დეპუტატმა ასევე ისაუბრა ზეწოლაზე, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მოდიოდა, იმისთვის, რომ საქართველოც, უკრაინის მსგავსად, ომში ჩართულიყო:„გახსოვთ ალბათ, არაერთი რეზოლუცია და მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მებრძოლები უკრაინაში. რა თქმა უნდა, ესეც იყო პირდაპირი მოწოდება და უფრო მეტიც, საქართველოს შეიარაღების გაგზავნას უკვეთავდნენ“ - განაცხადა დეპუტატმა.დიმიტრი ხუნდაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა, NGO სექტორსა და ოპოზიციასთან ერთად ცდილობდა, ესარგებლა ქართული საზოგადოების ემოციებით, რათა ხალხს ტაში დაეკრა საქართველოს ომში ჩაბმისათვის.„ამ ტრიბუნიდან, მინდა მივესალმო და მადლობა ვუთხრა საქართველოს სახელით გამარჯვებისთვის ჩვენს ქართველ სპორტსმენებს, ოლიმპიელებს, რომლებმაც უდიდესი სიხარული გვაჩუქეს მთელ ერს და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიური მედალი მოუპოვეს ჩვენს ქვეყანას.გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ „ხალხის ძალას“ განსაკუთრებული განცდა აქვს, როცა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოდის. მინდა გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის ბოლოს აღნიშნა: „ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ გლობალურ მშვიდობას, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკები, შევინარჩუნოთ თავისუფლება, სტაბილური გარემო, უზრუნველვყოთ კეთილდღეობის ზრდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ“.ნათელია, რომ ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია მშვიდობის გარეშე და დღეს შედარებით ადვილია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. 4 წლის წინ, ამაზე საუბარი სირთულეს წარმოადგენდა. სწორედ პრეზიდენტი ყაველაშვილი იდგა წინა ხაზზე და წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას, საზოგადოება მოამარაგა სიმართლით და ყველამ ერთად გამოვიყვანეთ ჩვენი ქვეყანა ამ სარისკო ვითარებიდან.ალბათ გახსოვთ, რომ პოლიტიკა მთლიანად კულისებში ჩაიკეტა და საჯარო პოლიტიკა რეალობას ასცდა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე იყო. ზეწოლა მოდიოდა სხვადსხვა მხრიდან, იმისთვის, რომ საქართველოს დაკვეთილი პოლიტიკა გაეტარებინა. ეს კი მიგვიყვანდა იქამდე, რომ გავიზიარებდით ბედს, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინას ერგო. სანქციები, რა თქმა უნდა, გახლდათ გზა ომისკენ, დესტრუქციისა და საქართველოს სასიცოცხლო რისკების გაზრდისკენ. გახსოვთ ალბათ, არაერთი რეზოლუცია და მოთხოვნა, საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მებრძოლები უკრაინაში. რა თქმა უნდა, ესეც იყო პირდაპირი მოწოდება და უფრო მეტიც, საქართველოს შეიარაღების გაგზავნას უკვეთავდნენ.წარმოიდგინეთ სამეზობლო, ოკუპანტი რუსეთი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ჩვენ რომ იარაღი გაგვეგზავნა, რა თქმა უნდა, ეს შედეგად მოიტანდა რუსეთის მხრიდან მყისიერ სამხედრო დარტყმას საქართველოზე. ამაში ჩართული იყო NGO სექტორი, მსხვილად დაფინანსებული, ყველაზე მეტად აქტიური წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოს ომისკენ ექაჩებოდა და სურდა ბომბების ცვენის დანახვა საკუთარ სამშობლოში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები სამშობლოს საკუთარ ქვეყნად არ აღიქვამენ, მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ დაკვეთის შესრულებაა. ოპოზიციისგან ჩვენ გვესმოდა, „დიახ ომი გვინდა“ - ეს ნარატივი იყო მათი ძირითადი ხაზი. ამ საყოველთაო სიგიჟეში გვიწევდა ცხოვრება. ყოველდღიურად ვისმენდით ამას. მიტინგზეც, განსაკუთრებით ახალგაზრდების ემოციებზე დაიწყეს სპეკულირება და სცადეს, რომ თავად ახალგაზრდებს, ქართულ საზოგადოებას მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ისევ ჩვენს ხალხს ავნებდა. ალბათ გახსოვთ, რიგრიგობით რომ ჩამოდიოდნენ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი საგარეო პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლები და სარგებლობდნენ ქართველების ემოციებით. ახალგაზრდებს ტაშს აკვრევინებდნენ იმაზე, რომ საქართველო ომის გზას გაყოლოდა. ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, მიზნად ჰქონდათ, ემოქმედათ ქართველი ხალხის ემოციებსა და ბედზე. ჩვენ შევძელით ამ სიგიჟიდან გამოსვლა“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1770125940

თეა წულუკიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გახარიასთან დებატები მოვიგეთ თუ წავაგეთ, მე არ უნდა გადავწყვიტო, ამას ხალხი წყვეტს

ბატონმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ქალბატონ წულუკიანთან დებატებში გახარია გამარჯვებული გამოვიდა და ჩვენ თქვენ უკვე დაგამარცხეთო. მე დიდი ეჭვი მაქვს და ამბიციაც, რომ თქვენზე კარგად ვიცნობ გახარიას და მოვიგეთ თუ წავაგეთ მასთან დებატები ამას ხალხი წყვეტს, ვინც თვალს გვადევნებდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი შარაშიძის განცხადებას.როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე მოსვლას არ აპირებდა, ბრიფინგი ჰქონდათ პარტიაში ჩანიშნული, თუმცა როცა გადაწყვეტილება შეცვალა დაცვის თანხლებით მოსვლა მოითხოვა.„როგორც კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მივიღე, რომ თუ ადამიანს შიში თუ შფოთვა ჰქონდა, დაცვასთან ერთად მოსულიყო, არ იყო პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, მე ბატონ გიორგის ადგილზე ცოტა ნაკლებად ომახიანად ვილაპარაკებდი რაღაც ტიპის „უხორცობასა“ და „უშიშრობაზე“. როდესაც დაცვა მოვიდა, შედგა საუბარი იმის თაობაზე, რომ ეს დაცვა იარაღით აპირებდა პარლამენტში შემოსვლას. აქაც კითხვის ნიშანი მიჩნდება - ვისგან ვიცავდით ამ ადამიანს იარაღით? იმიტომ რომ, ცნობილია და მით უმეტეს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრებისთვის უნდა იყოს ცნობილი, რომ მე არ მაქვს გაფორმებული იარაღი, მითუმეტეს, ტარების უფლებით და ასე ვთქვათ „არ ვისვრი“. ასევე იყვნენ კომისიის წევრებიც“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.მისივე თქმით, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რაც კომისიის დასკვნაშიც წერია, რომ გიორგი გახარიამ თავისი ერთპიროვნული და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით საქართველოს ძალიან დიდი ტერიტორია დაუკარგა, რომელსაც დღეს ოკუპანტი სახელმწიფო - რუსეთი აკონტროლებს და რომ არა ეს გადაწყვეტილება, დღეს იქ სხვა ვითარება იქნებოდა.„ბოლოს იმდენი გავაკეთეთ, რომ დებატის შედეგი დადგა - გავაქციე ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი. ამიტომ, ბატონო გიორგი, მე გელოდებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან დებატებზე მიბრძანდებით დაცვისა და იარაღის გარეშე და დაუჯდებით ჩვენი პარტიის წარმომადგენელს, თუნდაც გუშინ პოლიტიკაში მოსულს, რომელიც თქვენზე ძლიერი იქნება“, - მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი შარაშიძეს.