ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
ჩვენი გუნდისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ამას ყოველთვის ველოდით, რადგან დღესდღეობით ჩვენ საქმე ავტორიტარულ რეჟიმთან გვაქვს, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. თუმცა ჩვენთვის პირველი მიზეზი გახლავთ ოკუპირებილ ტერიტორიებთან დაკავშირებული ბოლო დროის მოვლენები. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მთლიანად აწყობილია ბოდიშის მოხდაზე და დუმილზე, რომელიც ყველაზე მეტად ხმაურობს მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, სამხრეთ ოსეთის ღია და დაუფარავი ანექსიური პროცესები მიმდინარეობს, ჩვენ ვცდილობთ ამაზე პროაქტიულად ვიმუშაოთ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების ყურადღება ამ საკითხს მივაპყროთ და მათი ყურადღების კონსოლოდაცია მოვახდინოთ.
18 სექტემბერს, როდესაც სამხრეთ ოსეთში ე.წ. არჩევნები ტარდება და მათი კანდიდატის უმთავრესი დაპირებაა ჩვენი ტერიტორიის, ჩორჩანის დაბრუნება და სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, ოკუპანტი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ამ პერიოდში ეს გახლდათ იმის მიზეზი, რომ სწორედ ახლა ჩვენი შეყვანა მოხდა კონკრეტულ სარჩელში და ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა“,- განაცხადა ხვედელიანმა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს მათი განსხვავებული აზრი არ მოსწონთ.
„მათ ჩვენი განსხვავებული აზრი არ მოსწონთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუდმივად ქმნიან ძალადობრივ და რეპრესიულ გარემოს, ჩვენ ვახერხებთ, რომ ოპონირება გავწიოთ და მწვავეები ვიყოთ. ამ შენობაში, პარლამენტში ჩვენ ხალხის ხმა და განსხვავებული აზრი დავაბრუნეთ, რაც მათ არ მოსწონთ, დისკომფორტს უქმნით და ხშირ შემთხვევაში ისინი მდგომარეობიდანაც კი გამოდიან, როგორც 26 ივნისს პარლამენტის სხდომაზე ვნახეთ, სადაც მათმა არკომპეტენტურმა პრემიერ-მინისტრმა შეკითხვებს პასუხები ვერ გასცა და ამის გადასაფარად მათმა გადამდგარმა გენერალმა ის ძალადობრივი შემთხვევა დააორგანიზა, რაც ჩვენი დეპუტატების წინააღმდეგ განხორციელდა“,- განაცხადა ხვედელიანმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელით უკვე მოთხოვნილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.