ტაბლოიდი •
1765539218
„ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“- როგორ აღნიშნავს ნინი შერმადინი დაბადების დღეს
იუბილარი, ნინი შერმადინი
მიმართვას
ავრცელებს: „დღეს 38 წლის
გავხდი… და რაც უფრო მეტს
ვფიქრობ, მით უფრო ვხვდები -
ცხოვრების თითოეული წელი
ჩემს გულზე ასახული ნოტია,
თითოეული ნაბიჯი - სცენა,
სადაც ვხედავ, როგორ
ვიზრდები, როგორ
ვძლიერდები და როგორ
ვუახლოვდები ჩემს ნამდვილ
გზას.38 წელი ნიშნავს
მადლიერებას - ოჯახისთვის,
მეგობრებისთვის,
სტუდენტებისთვის,
მსმენელებისთვის, იმ
ხალხისთვის, ვინც ძალას,
სითბოს და მოტივაციას
მაძლევს. 38 წელი ნიშნავს
ბრძოლას, შრომას, სწრაფვას,
ოცნებების ახდენას და
პასუხისმგებლობას ჩემი
თავისა და თქვენ წინაშე.
დღეს ჩემთვის ახალი თავი
იწყება - სავსე სინათლით,
ახალი მიზნებით, იმედებით,
სიმღერებით, სიყვარულით და
იმ საოცარი ენერგიით,
რომელსაც თქვენ
მაძლევთ.მადლობა, რომ ჩემს
გვერდით ხართ - თქვენს
გარეშე ეს გზა ყოველთვის
ბევრად ნაკლებად
საინტერესო იქნებოდა.
მადლობა თქვენი ტაშისთვის,
თქვენი სიტყვებისთვის,
თქვენი გულებისთვის,
სიყვარულისთვის,
ნდობისთვის, კრიტიკისთვის!
ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ
კიდევ წინ არის“, - წერს
მომღერალი ნინი შერმადინი.