სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1774254189
მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ეხმაურება პატრიარქის დაკრძალვის დღეს გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ გამოხატავენ მოქალაქეები პატივისცემას უწმინდესის მიმართ.
„მითი მეგონა და თურმე ერთადერთია რწმენა და სიყვარული უფლისა, რაც ამდენი საუკუნე აერთიანებდა ქართველ ხალხს და რამაც აქამდე მოგვიყვანა… უწმინდესმა თავისი მიძინებით ნათლად დაგვანახა, რომ გადაშენება არ გვიწერია…
მე ამაყი ვარ ქართველი ერით, მადლობა უფალს რომ ქართველად დავიბადე! მიყვარხართ! ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო. მალე დავბრუნდები!“, – წერს ნინი შერმადინი.
ცნობისთვის, ილია მეორე 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.