ამინდი მკვეთრად უარესდება - სინოპტიკოსების გაფრთხილება
1765532871
იუბილარი, ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს:
„დღეს 38 წლის გავხდი… და რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვხვდები - ცხოვრების თითოეული წელი ჩემს გულზე ასახული ნოტია, თითოეული ნაბიჯი - სცენა, სადაც ვხედავ, როგორ ვიზრდები, როგორ ვძლიერდები და როგორ ვუახლოვდები ჩემს ნამდვილ გზას.
38 წელი ნიშნავს მადლიერებას - ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, სტუდენტებისთვის, მსმენელებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ძალას, სითბოს და მოტივაციას მაძლევს. 38 წელი ნიშნავს ბრძოლას, შრომას, სწრაფვას, ოცნებების ახდენას და პასუხისმგებლობას ჩემი თავისა და თქვენ წინაშე. დღეს ჩემთვის ახალი თავი იწყება - სავსე სინათლით, ახალი მიზნებით, იმედებით, სიმღერებით, სიყვარულით და იმ საოცარი ენერგიით, რომელსაც თქვენ მაძლევთ.
მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ - თქვენს გარეშე ეს გზა ყოველთვის ბევრად ნაკლებად საინტერესო იქნებოდა. მადლობა თქვენი ტაშისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენი გულებისთვის, სიყვარულისთვის, ნდობისთვის, კრიტიკისთვის! ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, - წერს მომღერალი ნინი შერმადინი.
