VIDEO: „სუხიშვილების კონცერტით აღფრთოვანებული რობერტ დე ნირო!“ – კადრები კონცერტიდან, რომელიც აშშ-ში გაიმართა

სდგსდ

აშშ-ში „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, მოცეკვავეებმა ბრწყინვალე შესრულებით დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანეს.

კონცერტს ესწრებოდა აშშ-ში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი. ნინი სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ჩანს, რომ „სუხიშვილების“ კონცერტზე დასასწრებად ლეგენდარული რობერტ დე ნირო იმყოფებოდა. „ლეგენდების კონცერტით აღფრთოვანებული ლეგენდა, რობერტ დე ნირო!“ – წერს ნინი და ვიდეოს აქვეყნებს.