რატი

საზოგადოება • 1792522737

„რატო ბიჭოო... გასკდა გული“ - მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა.რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა , მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა.მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელბურთისა და სპორტული საზოგადოებისთვის.საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს რატი მსხვილიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. „რატო ღმერთო, რატო დაუშვი ამხელა განსაცდელი, უფალს ებარებოდე კეთილო რატი“„ძალიან დიდი ტკივილია, მით უმეტეს როცა ბავშვობიდან იცნობ და მისი ყველა ნაბიჯებმა დიდ ხელბურთში შენს თვალწინ გაიარა... ძალიან დაგვწყვიტე გული ჩვენო რატი,მეც, მიშიკოს, თქვენ ფაქტიურად ერთად გაიზარდეთ ბიჭებთან ერთად და დღეს ყველას გვტკივა გული შენს გამო... ღმერთმა გაანათლოს შენი სული...“„რატო ბიჭოო... გასკდა გული“„ენით აღუწერელი ტკივილი ხარ რატი…“გებრძოლა სიცოცხლისთვის, რატი. მენანები მიწისთვის ,- ემშვიდობებიან გარდაცვლილ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში.

ნაკრები

სპორტი • 1792487442

NBA-ის ლეგიონი: როგორ ფორმაში ხვდებიან ქართველი კალათბურთელები ახალ სეზონს | საქართველოს ბანკი - კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავად დაიწყო. აგვისტოს ბოლოს ორი მატჩი გავმართეთ: შინ მონტენეგრო დავამარცხეთ (101:74), გასვლაზე კი პორტუგალიასაც ვძლიეთ (90:98).ამ ორი გამარჯვების შემდეგ, საქართველომ 13 ქულას მოუყარა თავი და მე-3 ადგილს იკავებს. სატურნირო ცხრილში ვითარება დაძაბულია. ჯგუფს უკრაინა ლიდერობს (14 ქ.), ხოლო მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს ჩვენსავით 13 ქულა აქვს და მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით გვასწრებს. 4-6 ადგილებს პორტუგალია, საბერძნეთი და მონტენეგრო იყოფენ (12-12 ქულით).შესანიშნავი სტარტის მიუხედავად, მეორე რაუნდში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ვინაიდან მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 3 საუკეთესო ნაკრები გადის, შანსს ექვსივე გუნდი ინარჩუნებს. წინ კიდევ 4 მატჩია და მთავარი ბრძოლები ახლა იწყება.მომდევნო ორ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები ნოემბერში გამართავენ: 26 ნოემბერს გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 ნოემბერს სახლში, პორტუგალიას უმასპინძლებენ.სამწუხაროდ, NBA-ის გადატვირთული კალენდრის გამო, ამ ციკლში ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ვერ დაეხმარებიან. სანამ რეგულარული ჩემპიონატის დაწყებამდე, ორივე ქართველმა NBA-ის წინასასეზონო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.მსოფლიოში ყველაზე ძლიერ და კონკურენტულ ლიგაში ახალი, 2026-2027 წლების სეზონი სტარტს 20 ოქტომბერს იღებს. 82-მატჩიანი რეგულარული მარათონი უზომოდ გადატვირთული კალენდრით ხასიათდება. სწორედ ეს არის იმის მთავარი მიზეზი, რომ უმაღლეს დონეზე ასპარეზობის მიუხედავად, ბითაძე და მამუკელაშვილი ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის მატჩებს გამოტოვებენ.სანდრო მამუკელაშვილს ლეგენდარული “ლეიკერსის” შემადგენლობაში სულ ახლახან ჰქონდა დებიუტი. ეს იყო წინასასეზონო შეხვედრა „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ. 19 წუთში ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა დააგროვა.მატჩის შემდეგ სანდრომ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა- “ჩემთვის მთავარია მოედანზე გავიდე, მონდომებით ვითამაშო, მაქსიმუმი გავაკეთო და დანარჩენი თავისით მოხდებაო”.მამუკელაშვილის ადაპტაციასა და სათამაშო ასპექტებზე ისაუბრა “ლეიკერსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯეი ჯეი რედიკმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ სანდრო გუნდის სათამაშო სისტემასა და ტაქტიკას უკვე კარგად შეეწყო.წინასასეზონო სამზადისში “ლეიკერსმა” 5 მატჩი გამართა. მამუკელაშვილი პარკეტზე ხუთივე შემთხვევაში ვიხილეთ (საშუალოდ 20 წუთს ატარებდა). ჩინებულად ითამაშა “გოლდენ სტეიტთან” შეხვედრაში (15 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი), თუმცა სტეფ კარისთან და კომპანიასთან “ლეიკერსმა” ვერაფერი გააწყო და დიდი ანგარიშით (128:98) დამარცხდა.“საკრამენტოსთან” მატჩში მამუ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და მეტოქის კალათში 19 ქულა ჩააგდო, რისთვისაც ლუკა დონჩიჩისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა: “თამაშს კარგად კითხულობს და შესანიშნავ გადაცემებს აკეთებსო”, - აღნიშნა სლოვენიელმა.მამუკელაშვილმა “გოლდენ სტეიტთან“ მორიგ მატჩშიც მიიქცია ყურადღება, სადაც საოცარი, ეფექტური ჩატენვა შემოგვთავაზა. ცხადია, ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით გავრცელდა.“ლეიკერსი” NBA-ის რეგულარულ ჩემპიონატში პირველ მატჩს 22 ოქტომბერს ჩაატარებს და პირველსავე შეხვედრაში სწორედ “გოლდენ სტეიტს” დაუპირისპირდება.NBA-ის მორიგი სეზონისთვის აქტიურად ემზადება “ორლანდო მეჯიქის” ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეც. “ორლანდომ” წინასასეზონო ეტაპზე პირველი შეხვედრა “მემფის გრიზლის” წინააღმდეგ ჩაატარა. ბითაძემ პარკეტზე თითქმის 13 წუთი გაატარა და 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.იქნება თუ არა იგი ძირითადი შემადგენლობის წევრი, ამას ცოტა ხანში ვიხილავთ. თუმცა, გოგა აღნიშნავს, რომ “ვეცდები გუნდისთვის საუკეთესო გავაკეთო, დავიწყებ სასტარტოში თუ სკამზე ვიქნები, ნებისმიერ როლს გამოწვევად მივიღებო”.ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს სპორტსმენებსსაქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია

რატი მსხვილიძე

საზოგადოება • 1792479093

„როგორ ვერ გიშველეთ...“ - „გლდანი მოლში“ გარდაცვლილი ახალგაზრდა სპორტსმენი იყო

„გლდანი მოლში“ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი ვეტერანი ხელბურთელი, საქართველოს ნაკრების გამორჩეული მოთამაშე რატი მსხვილიძეა.არსებული ინფორმაციით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მოლში მდებარე აფთიაქში დასახმარებლად შევიდა, თუმცა, მოულოდნელად გარდაიცვალა.გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.თვითმხილველების ცნობით, აფთიაქის თანამშრომლებიც ეცადნენ მის გადარჩენას, თუმცა უშედეგოდ...სასწრაფო დახმარების ბრიგადას რატი მსხვილიძე გარდაცვლილი დახვდა.რატი მსხვილიძემ, ნაკრების მაისურით 30-მდე შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი 112-ჯერ აიღო.მისი კარიერა საქართველოს ნაკრების გარდა, უკავშირდება ისლანდიურ, სერბულ და ჩრდილო მაკედონიურ გუნდებს.   „როგორ ვერ გიშველეთ...“„მე პირადად არ ვიცნობდი ამ ბიჭს, არც ხელბურთის ხშირი მაყურებელი ვარ, თუმცა ის ერთი საჯარიმო დარტყმა სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში: უკვე ამოწურული სათამაშო დროის და უზარმაზარი მანძილის მიუხედავად პირდაპირ კარში რომ გაუშვა და გამარჯვება მოგვიტანა... ვუსამძიმრებ რატის ოჯახს და ახლობლებს“,- წერენ სოციალურ ქსელში.

foto

საზოგადოება • 1792439170

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.„საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვეტერანი ხელბურთელისა და მწვრთნელის, რატი მსხვილიძის გარდაცვალებას.რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა , მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა.მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელბურთისა და სპორტული საზოგადოებისთვის.საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს რატი მსხვილიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კონსტანტინე პეტრიაშვილი

სპორტი • 1792394859

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლას ვეგასში დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ქართველი ფალავანი 2026 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეოთხე მედალს დაეუფლა. პეტრიაშვილი 20-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია, ხოლო 23-წლამდელებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი.ცნობისათვის, ლას ვეგასის მსოფლიო პირველობაზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) ვიცე-ჩემპიონი გახდა, კონსტანტინე პეტრიაშვილიმა (97 კგ) და სანდრო ყურაშვილმა (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. სამი მედლით დაასრულა მსოფლიო პირველობაზე გამოსვლა საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრებმაც – კობა ქარუმიძე (55 კგ) მსოფლიო ჩემპიონია, თორნიკე მიქელაძე (82კგ) და ანრი ფუტკარაძე (77კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

შალვა მაისურაძე

პოლიტიკა • 1792157323

შალვა მაისურაძემ საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებს თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.დეპუტატმა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს სპორტსმენების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ ადამიანების წარმატების დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია.შალვა მაისურაძემ საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებს თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და განაცხადა, რომ ეს გამარჯვება დიდი შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია.მისივე თქმით, ეს არის უდიდესი მიღწევა, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს.„თბილისის საკრებულო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ორგანიზაციებს შორის, რომელმაც ამ ადამიანებს მხარი დაუჭირა და მათი წარმატება დააფასა. მსგავსი ნაბიჯები ემსახურება ამ დიდი მოძრაობის წინსვლას, განვითარებას და კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმას, რომ ჩვენ თანასწორები ვართ,“ - განაცხადა შალვა მაისურაძემ. 

მანუჩარ მარკოიშვილი

სპორტი • 1792067640

მანუჩარ მარკოიშვილი „გალათასარაის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

თურქულ სპორტულ მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, სტამბოლის „გალათასარაის“ საკალათბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანუჩარ მარკოიშვილი დაინიშნა. ​იგი სტამბოლში მარტო არ მიდის. მასთან ერთად სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს უკრაინელი სპეციალისტი სერგეი გლადირიც, რომელთან ერთადაც ქართველი მწვრთნელი ფრანგულ „მონაკოში“ წარმატებით საქმიანობდა.აღსანიშნავია, რომ მანუჩარ მარკოიშვილი ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის ასისტენტიც გახლავთ.რაც შეეხება თავად „გალათასარაის“, სტამბოლური კლუბი ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი გამორჩეული და მდიდარი ტრადიციების მქონე ორგანიზაციაა — გუნდი შიდა ასპარეზზე ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს, თურქეთის სუპერლიგაში (BSL) თამაშობს, სადაც 18-ჯერ აქვს ჩემპიონის ტიტული მოპოვებული, საერთაშორისო სარბიელზე კი, სადაც ამჟამად ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში გამოდის, უდიდეს მიღწევად 2015-2016 წლების სეზონში ევროპის თასის (EuroCup) მოგება ითვლება.

სპორტ

სპორტი • 1791917034

პირადი მცველი, მურა დათვი და სხვა ამბები | იოჰან ბოსკამპმა საქართველო გაიხსენა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იოჰან ბოსკამპმა, ბელგიურ HBVL-ს ინტერვიუ მისცა.„იბერია 1999“ კონფერენს ლიგაზე პირველ შეხვედრას ადგილობრივ „სენტ-ტრიუდენთან“ გამართავს და ბოსკამპმა ქართული ფეხბურთის შესახებ ისაუბრა.განაგრძე კითხვა

ლაშა ბექაური

სპორტი • 1791793103

რას წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურის გმირობაზე

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველომ ჩინეთის გუნდი 4:1 დაამარცხა.ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო გულბანმა (70 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს.აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები ხუთი ძიუდოისტით ასპარეზობდა, რადგან სოფიო სომხიშვილმა (78+კგ) ფრანგებთან მიღებული ტრამვის გამო ჭიდაობა ვეღარ შეძლო და ერთი ქულა ჩინეთმა ავტომატურად მიიღო.ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტრავმირებული ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძემ შეცვალა.ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურს აქებს:„ბექაურმა გუნდურ შეჯიბრებაში თავისი ნამდვილი შესაძლებლობები გამოავლინა. ეჭვგარეშეა, ის კიდევ ერთხელ გახდა საქართველოს გმირი.მან პირველ ორთაბრძოლაში მიტროვიჩის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო, თუმცა, მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ დაპირისპირებაში ტატამზე კოჭლობით გავიდა და გუნდისთვის ყველაფერი გაიღო.აშკარად ეტყობოდა, რომ ძლიერი ტკივილი ტანჯავდა, თუმცა ქულა მაინც მოიპოვა და თავისი ნაკრები ფინალურ ბლოკში გაიყვანა.”

ძიუდო

სპორტი • 1791729368

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველომ ჩინეთის გუნდი 4:1 დაამარცხა.ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ნინო გულბანმა (70 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები ხუთი ძიუდოისტით ასპარეზობდა, რადგან სოფიო სომხიშვილმა (78+კგ) ფრანგებთან მიღებული ტრამვის გამო ჭიდაობა ვეღარ შეძლო და ერთი ქულა ჩინეთმა ავტომატურად მიიღო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტრავმირებული ლაშა ბექაური ლუკა მაისურაძემ შეცვალა.რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

lkjl

მსოფლიო • 1791713029

VIDEO: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ქართული სიმღერის ფონზე ვარჯიშობს – რა კადრებს გვიზიარებს ფეხბურთელი

შვედი ყოფილი ფეხბურთელი, სერია A-ს კლუბ „მილანის“ თავდამსხმელი, შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ქართული, აჭარული სიმღერის ფონზე ვარჯიშობს.ფეხბურთელმა ვარჯიშის კადრები სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა ვიდეო განსაკუთრებით ქართველების გულებს ახარებს, რადგან სასიამოვნოა, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ადამიანი ქართული მუსიკით ასე ინტერესდება.            View this post on Instagram                       A post shared by Zlatan Ibrahimović (@zlatan)

გიორგი გველესიანი

საზოგადოება • 1791663135

მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში - თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან - გიორგი გველესიანი

მე მაინც ვერ ვხდები, თქვენ რაზე აღშფოთდით და რა იყო ტყუილი ჩემს ნათქვამში. მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ ხალხს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც განზრახ, მიზამიმართულად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არაერთგზის შემჩნეული არიან ძირგამომთხრელ საქმიანობაში, - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა.როგორც გველესიანმა აღნიშნა, უსამართლო ბრალდებებს და ცილისწამებას, რომელიც მის ბოლო ინტერვიუს მოჰყვა, პასუხს სცემს და განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიები მოღალატედ მიაჩნია ვინაიდან, ისინი საკუთარ ამომრჩეველს და თანაპარტიელებსაც ღალატობენ, ხოლო, იმ ადამიანების ჯანსაღ პროტესტს, რომლებიც არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან და ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილოები არიან, ბლოკავენ.„იქნებ ენა უნდა მომეჩლიქა და თქვენთვის კუთვნილი სახელი არ დამერქმია, იქნებ დეფინიციურად უნდა განმემარტა, რა არის ქვეყნის ღალატი? თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, თქვენ ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ ღალატობთ თქვენს თანაპარტიელებსაც, თქვენ ღალატობთ ყველაფერ წმინდას და თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებიც არც ერთ და არც მეორე პარტიასთან არ ასოცირებენ თავს, უბრალოდ, რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა იმ სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან, რომელიც მართლაც არის ჩვენ ქვეყანაში და ამ ხალხზე შესაძლოა საერთოდაც არ აისახებოდეს ის ეკონომიკური ზრდის ტემპები და ის "საქსტატის" მონაცემები, რომლებითაც ხელისუფლება თავის იწონებს. მაგრამ თქვენ ბლოკავთ ამ ყველაფერს, თქვენ ასრულებთ შემაკავებელ მტრის ხატის ფუნქციას, რომელსაც 14 წელია წარმატებით ასრულებთ. ეს უსასრულო პროცესი თქვენი გაუქმებისაც დიდი ეჭვი მაქვს, კიდევ გაგრძელდება. თქვენ რომ მართლა გყვარებოდათ თქვენი ქვეყანა და თქვენ რომ მართლა იბრძოდეთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, თქვენ პირველები მოცელდებოდით ამ პოლიტიკურ ველს და მმართველ პარტიას დატოვებდით ხალხის პირისპირ, სადაც რეალური პრობლემებია, სადაც მათ მოუწევთ შეჯახება აი ამ უთანასწორობასთან, რომელიც არის ხალხში," - აცხადებს გიორგი გველესიანი.

✕