რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
დანიის ნაკრებთან თორნიკე შენგელიას შესანიშნავ თამაშს მსოფლიო კალათბურთის ფედერაციის (ფიბა) ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა.
„საქართველოს ნაკრებს ყოველთვის შეუძლია, თავის ლიდერს, თორნიკე შენგელიას დაეყრდნოს. დანიასთან შეხვედრაში გამოცდილმა ფორვარდმა შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა – 27 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 5 დაფარება.
შენგელიასთვის ეს გამორჩეული მატჩი იყო, რომლის პიკად ეფექტიანობის 36-ქულიანი მაჩვენებელი იქცა. მისი სტატისტიკა ვიქტორ ვემბანიამას შედეგებს მოგვაგონებდა – ფრანგი კალათბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპულ ზონაში დაფარებების რეკორდის ავტორია (2023 წელს მან 6 დაფარება შეასრულა).
ამასთან, შენგელია გახდა მერვე მოთამაშე, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპულ ზონაში ეფექტიანობის 36 ან მეტი რეიტინგი დააფიქსირა“, – წერს ფიბა-ს ოფიციალური გვერდი.საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს 2 ივლისს უკრაინასთან გამართავს, ხოლო 5 ივლისს ბოლო ტურში ესპანეთს დაუპირისპირდება.