ნათია

საზოგადოება 1719230340

ყველაზე დიდი სასჯელია, როცა დრო განსაზღვრული გაქვს და საყვარელ ადამიანებს უნდა გამოეთხოვო - ნათია თოდუა

ნათია თოდუა ქმარსა და შვილთან ერთად საქართველოშია. თვეზე მეტია რაც ნათია თოდუას მამა გარდაიცვალა და როგორც მომღერალი „თბილისელებს“ უმხელს, ამ ამბავს ვერ ეგუება:გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:„როცა მამას დიაგნოზი დაუსვეს, პირველ რიგში, ის ვიფიქრე, რომ გერმანიაში წავიყვანდი. ჩემი გერმანელი მამობილი, ორი წლის წინ გარდაიცვალა. მასაც სიმსივნე ჰქონდა, პროფესიით ექიმი იყო. მის კოლეგებს ჩემი არცერთი შოუ არ გამოუტოვებიათ. დღემდე ჩემს ძალიან ერთგულ გულშემატკივრებად რჩებიან და მათ მივმართე დახმარებისთვის. მამას ანალიზების პასუხები რომ ნახეს, მითხრეს, რომ ფრენაში დრო არ დაგვეკარგა, რომ უბრალოდ, მაქსიმალურად მის გვერდით ვყოფილიყავი. მომიწია ამ რეალობასთან შეგუება. მოვკიდებდი შვილს ხელს და ჩემს მეუღლეს ყოველდღე მამასთან მივყავდით. მამა ჰუგოს პირად ექიმს ეძახდა. შვილიშვილს რომ დაინახავდა, ავიწყდებოდა საკუთარი დიაგნოზი. იმ დღეების გახსენება მეც ძალიან მეხმარება ამ ტკივილის გადატანაში. რომ გაიგო, რა სჭირდა, ჰუგოსთან თამაშისას ამბობდა ხოლმე, ეს როგორ დამემართა, როგორ შევეგუო შვილებთან და შვილიშვილებთან განშორებასო.ალბათ, ყველაზე დიდი სასჯელია, როცა ხვდები, რომ გარკვეული დრო გაქვს და საყვარელ ადამიანებს უნდა გამოეთხოვო. ადამიანებმა თავიდანვე ვიცით, რომ როგორც მოვედით, ოდესმე ისე წავალთ, ამას ვერ შეცვლი, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელებაა, როცა თითქოს, ქვიშის საათს შეჰყურებ და ის შენი სიცოცხლის დღეებს გითვლის.სანამ აპარატზე შეაერთებდნენ, მივუსწარი და ვნახე. უკვე გონს აღარ იყო, მაგრამ მისი ხელი მეჭირა და თითქოს, დამშვიდობება მოვახერხე.ოცნებობდა მისთვის ჩამეწერა სიმღერა, რომელიც სტუდენტობის დროს დაწერა, რაც ვერ მოვახერხე. ორმოცამდე აქ ვაპირებ ყოფნას და როგორც კი ძალას მოვიკრებ, პირველი, რასაც გავაკეთებ, ამ სიმღერის ჩაწერა იქნება, მას, რა თქმა უნდა, მამას მივუძღვნი.მამას ძალიან უყვარდა მუსიკა, მაგრამ მას მუსიკალური განათლება არ ჰქონია, რომ უფრო მეტი შეექმნა. ამის გამო დანაკლისის განცდა ტანჯავდა. ჩემი ყოველი გამოსვლა მისთვის დიდი ზეიმი იყო. მეუბნებოდა, ჩემს თავს ვხედავ შენში, შენ ამიხდინე ის ოცნებები, რომელიც მთელი ცხოვრება მქონდაო. ჩემსა და მას შორის განსაკუთრებული კავშირი იყო. სამი დედმამიშვილი ვართ, მამას ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მუსიკა კიდევ სხვანაირად გვაკავშირებდა.რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად ვაანალიზებ დანაკარგის სიმძიმეს. თავიდან, თითქოს, შოკის მომენტი გაქვს ადამიანს, მერე აუცილებელი ვალდებულებებისთვის გიწევს თავის გართმევა. პირველი პერიოდი იმდენი საფიქრალი გაქვს, თითქოს სრულად ვერ იაზრებ, რომ შენ მას ვეღარასოდეს ნახავ... როდესაც რეანიმაციაში იწვა, ყოველ წუთს ველოდით, რომ დარეკავდნენ და გვეტყოდნენ, რომ გარდაიცვალა, მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ სადღაც ცოცხალი იყო და მისი ნახვა შემეძლო.ცხოვრება გრძელდება და როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს რეალობა, მას ფეხს უწყობ. ყველაზე ცოდო ის ადამიანია, ვინც ამ ქვეყნიდან მიდის. ჩვენ ძალიან დიდ ტკივილს განვიცდით, მაგრამ ასე თუ ისე, ცხოვრებას ვაგრძელებთ. ასეთია კანონზომიერება. უფლება არ გაქვს სხვანაირად მოიქცე. ძალიან მაბრაზებს ამაზე ფიქრი – თითქოს, ადამიანი ძალიან ეგოისტია, თითქოს, გარემოებებიდან გამომდინარე, იმის უფლებაც არ გაქვს, იგლოვო, თორემ, ცხოვრება გვერდით ჩაგივლის. თავი ხელში უნდა აიყვანო და სიცოცხლის გაგრძელებისთვის იბრძოლო,- ამბობს ნათია ჟურნალ „თბილისელებთან“.

ნათია თოდუა

საზოგადოება 1718019129

„ვერ ვიღებ ამ რეალობას... გვეუბნებოდნენ, რომ 6-8 თვე იცოცხლებდა, მაგრამ...“ - ნათია თოდუა

მომღერალ ნათია თოდუას მამა გარდაეცვალა. მდგომარეობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ, დიაგნოზის დასმიდან სამ თვეში, ოჯახი სამწუხარო რეალობის წინაშე დადგა. ნათია მთელი ეს დრო მამის გვერდით იყო და გარკვეული პერიოდი, სანამ მამის გარდაცვალებიდან 40 დღე არ გავა, კვლავ საქართველოში აპირებს დარჩენას. „სამი თვეა, რაც მე, ჩემი მეუღლე და შვილი საქართველოში ვართ. ზუსტად სამი თვის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ მამამ გამოკვლევები გაიკეთა და ეჭვი სიმსივნეზე ჰქონდათ. რომ ჩამოვედი, მითხრეს, რომ ფილტვზე მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა. სამი თვის განმავლობაში, თუკი რამის გაკეთება შეიძლებოდა, ყველაფერი ვცადეთ. თვითონაც ყველაფერში მოგვყვებოდა, სჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა.დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ გარდაიცვალა. უკვე სამი კვირა გავიდა, მაგრამ ვერ ვიღებ ამ რეალობას“, - ამბობს ნათია თოდუა ჟურნალ „თბილისელებთან“.– ესე იგი, დაავადება ძალიან გვიან აღმოაჩინეთ?– როდესაც ჩივილები დაეწყო, ექიმთან მივიდა და იმ დღის შემდეგ, ექიმიდან ექიმთან დავდიოდით. იანვარში დაიწყო გამოკვლევების გაკეთება. წელი სტკიოდა და თიაქარზე იყო ეჭვი, მაგრამ თებერვალში გაიგეს, რომ ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. მეტასტაზები უკვე მთელს ხერხემალსა და თავის ტვინზე იყო მოდებული. ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ 6-8 თვე იცოცხლებდა. ჩვენ უკეთესობაზე ვფიქრობდით, მაგრამ სამწუხაროდ, სამი თვეც ვერ იცოცხლა. ეს დაავადება ყველასთან სხვადასხვანაირად პროგრესირებს, მამას შემთხვევაში იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე გვეგონა. როგორც ექიმებმა ივარაუდეს, დაახლოებით, ორი წლის დაწყებული იყო პროცესი.– რა აწუხებდა?– ამბობდა ხოლმე, ფეხი მიჩერდება, წელიდან გადამდის ტკივილიო. ისიც, როგორც ყველა ამ ტიპის ტკივილის დროს, ფიქრობდა, რომ თიაქარი აწუხებდა, რადგან ეს პრობლემა დღეს ძალიან გავრცელებულია. საჭესთან დიდ დროს ატარებდა და ესეც ეგონა ამ მდგომარეობის მაპროვოცირებელი. საუბედუროდ, ასე არ აღმოჩნდა. 19 თებერვალს გავიგეთ საშინელი დიაგნოზი და 4 მაისს გარდაიცვალა. 61 წლის იყო. ბოლო დაბადების დღე მასთან ერთად გავატარეთ, უკვე ეტლში იჯდა. წელს ქვემოთ მგრძნობელობა აღარ ჰქონდა. ბოლოს თავის ისეთი ძლიერი ტკივილები დაეწყო, სამ საათში ერთხელ მორფს ვუკეთებდით, მაგრამ ესეც კი ვერ უყუჩებდა ხანგრძლივად. თავში ყველაზე მეტი მეტასტაზა აღმოაჩნდა და ამიტომ.

afxazuri

კულტურა 1717740060

"შევეცადოთ, ყველამ ერთად ვიმღეროთ ერთი სიმღერა" - უნიკალური აფხაზური ალბომის დაბადება

არც თუ მცირეხნიანი სამუშაო პროცესის შემდეგ, "ბრავო რექორდსი" უნიკალურ მუსიკალურ პროექტს წარმოგვიდგენს. გამოვიდა ქართულ-აფხაზური ალბომი, თერთმეტი აფხაზური ჰიტით. სიმღერებს შორის არის როგორც ფოლკლორული, ისე თანამედროვე სიმღერები. როგორც ხმის ჩამწერი სტუდიის დამფუძნებელი, ზაზა შენგელია "პრაიმტაიმთან" ამბობს, აფხაზურ სიმღერებს, რომელთაც რუსული პაპსის გავლენა აქვს, ამ ალბომში მაქსიმალურად დახვეწილი ფორმითაა ორიგინალთან მიახლოებული.სიმღერებს ქართველი შემსრულებლები ასრულებენ. CD ალბომის გამოშვება, რომლის სახელწოდებაა "ერთ სიმღერას ვმღერით", ცხადია ემსახურება ჩვენსა და აფხაზებს შორის კულტურული ხიდების აღდგენასა და ჩვენს ქვეყანაში აფხაზური ენის პოპულარიზაციას. მუსიკალური პროექტი არაკომერციული ხასიათისაა. ალბომი სხვადასხვა მედიაპლათფორმაზე აიტვირთება, რათა მასზე წვდომა აფხაზეთის მოსახლეობაზე გაუჩნდეს.ზაზა შენგელია: რახან არსებული ჰიტები (რუსული პაპსის გავლენის გამო) მდარე ხარისხის იყო, ჩვენი არანჟირების ავტორებს სერიოზული მუშაობა მოუწიათ, რომ ორიგინალი უფრო გაემდიდრებინათ და მრავალფეროვანი გაეხადათ; სიმღერებისთვის თანამედროვე ჟღერადობა რომ მიეცათ. პროექტზე სამუშაოდ ავიყვანეთ აფხაზური ენის საუკეთესო მცოდნე, მთარგმნელი და ჟურნალისტი, ქალბატონი ირმა ოსია და მომღერლებს ის ამეცადინებდა. მათაც თავი დააკლეს სიმღერის ტექსტებსაც, ისე იშრომეს. პროცესი საინტერესო და მომღერლებისთვის სახალისოც იყო. ალბომში ორი ფოლკლორული სიმღერა შედის, ავთენტიკურია აფხაზური ხალხური სიმღერა "რირარა", რომელსაც ამ პროექტში ანსამბლი "შავნაბადა" ასრულებს. "შატილის ასულოს" ახლებური ვერსია, რომ  ჩაიწერა, ხომ გახსოვთ? ასევე ახლებურად გაიჟღერს ეს სიმღერაც. რამდენიმე სიმღერა ავიღეთ 80-იანი წლებიდან და დანარჩენი თანამედროვე ჰიტებია. ალბომს დართული აქვს ცნობილი ადამიანების მოგონებები აფხაზეთზე, რომელიც სპეციალურად ამ ალბომისთვის გაკეთდა. მათ - მომღერლებს, რეჟისორებს, მსახიობებს თუ სხვა, ყველას ემოციური ბმა აქვს აფხაზეთთან. საპასუხისმგებლო პროექტია, მას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს, რომ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის დიალოგი დაიწყოს. კულტურას დიდი როლის თამაში შეუძლია. ამდენად, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია. გიორგი ოვაშვილი (კინორეჟისორი): ორი ფილმი მივუძღვენი აფხაზეთს - "გაღმა ნაპირი" და "სიმინდის კუნძული". მჯეროდა, რომ ეს იყო ყველაზე მოკლე გზა მიმეტანა ჩემი სათქმელი მათ გულებამდე, ვისაც სიტყვით ვერ ვესაუბრებოდი. სიმღერას კიდევ უფრო მეტი შეუძლია, მით უმეტეს მაშინ, როცა მე ჩვენს ენაზე ვმღერი. "ერთ სიმღერას ვმღერით" - ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. დარწმუნებული ვარ მის ეფექტს მალე ვნახავთ. შევეცადოთ, რომ ყველამ ვიმღეროთ ერთი სიმღერა.ნათია თოდუა (მომღერალი): აფხაზეთიდან 2013 წელს წამოვედი. მაგნოლიის ხე, რომელიც ჩემთვის სცენაც იყო, მაყურებელიც და ოვაციებიც, დღემდე იმის მოლოდინშია, რომ მე დავბრუნდები და მას ნამდვილად ვუმღერებ.მიხარია ეს პროექტი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა...სალომე დემურია (მსახიობი): აფხაზეთში ქორწილმა, რომელშიც მიწვეულები ვიყავით, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ბევრი სხვადასხვა სიმღერა მოვისმინეთ, მაგრამ აფხაზურმა ფოლკლორმა საბოლოოდ მომნუსხა. გაცოცხლდა და გაერთიანდა წარსული, აწმყო და მომავალი. ეს უცნაური შეგრძნება არ მავიწყდება. "ერთ სიმღერას ვმღერით" მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ამცირებს მანძილს ჩვენს შორის. ლანა ღოღობერიძე (კინორეჟისორი): სიმღერა აახლოებს ადამიანებს, ხალხებს. მოვუსმინოთ ერთმანეთის სიმღერას. ეს პროექტი გვაძლევს ამის შესაძლებლობას. მოვუსმინოთ იმისათვის, რომ უკეთ გავუგოთ ერთმანეთს.ზაზა შენგელია: აღნიშნული უნიკალური მუსიკალური პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა - აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და მისი თავმჯდომარის, ბატონ რუსლან აბაშიძის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, მინისტრის - ქალბატონ ნანა გაბელიას, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელის, ქალბატონ ლიკა კვარაცხელიას, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი სახელმწიფო მინისტრის, ბატონ გიორგი გაბედავას, აფხაზეთის საინფორმაციო - ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის, ქალბატონ ეკა წივწივაძის უშუალო მხარდაჭერითა და თანადგომით, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მათ.ალბომის პრეზენტაცია 11 ივნისს შედგება. ასევე დაგაინტერესებთ: "დავიწყე შემწვარი კარტოფილის ჭამა, სასწაულად გემრიელის, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ კარტოფილი არ იყო!.." - მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული"კაცები იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? ვისაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ასეთი იყო კახი" - საინტერესო ფაქტები კახი კავსაძეზე"ქართული გენია, როკვით განფენილი" - "ძველი სუხიშვილები" ახალი თაობის სამსახურში

ნათია თოდუა

ჯანდაცვა 1717409561

რა უნდა ვიცოდეთ ნაირფერ პიტირიაზზე? – ინტერვიუ დერმატოლოგთან

ნაირფერი პიტირიაზი მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებსა და ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში – ბავშვებში, მოზარდებში და მოზრდილებში. უფრო დეტალურად დაავადებაზე თოდუას კლინიკის დერმატოლოგი, ნათია თოდუა გვესაუბრა.რა არის ნაირფერი პიტირიაზი და რა იწვევს მას?ნაირფერი პიტირიაზი კანის სოკოვანი ინფექციაა, რომლის დროსაც ირღვევა კანის ნორმალური პიგმენტაცია და თავს იჩენს მუქი, თეთრი ან მოვარდისფრო ლაქები.ნაირფერ პიტირიაზს იწვევს სოკო Malassezia, რომელიც ნებისმიერი კანის ნორმალური მიკრობიომის შემადგენლობაში გვხვდება, უმეტესწილად ცხიმოვან ანატომიურ მიდამოებში. მათ ჭარბად გამრავლებას გავლენა აქვს კანის პიგმენტაციაზე, სწორად ამიტომ ვითარდება ზემოხსენებული ლაქები.რა ფაქტორები უწყობს ხელს ნაირფერი პიტირიაზის განვითარებას და წელიწადის რა დროს იმატებს მისი შემთხვევები?ნაირფერი პიტირიაზის გაჩენას ხელს უწყობს ცხელი და ნესტიანი ამინდი, შესაბამისად, შემთხვევათა რაოდენობა იმატებს ზაფხულის პერიოდში. იგი შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს ჭარბოფლიანობასთან და ტანის ზეთის გამოყენებასთან. ხშირად გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური წინასწარგანწყობა და იმუნიტეტის დაქვეითება.რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?ნაირფერი პიტირიაზის დროს კანზე წარმოიქმნება ჰიპერპიგმენტური (უმეტესწილად ღია ან მუქი ყავისფერი), ჰიპოპიგმენტური (თეთრი) ან მოვარდისფრო მსუბუქად აქერცვლადი ოვალური ფორმის ლაქები, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება მსუბუქი ქავილითაც ხასიათდებოდეს. თვითონ დაავადების სახელწოდებაც „ნაირფერი“ მიანიშნებს იმაზე, რომ ლაქებს შეუძლია დროთა განმავლობაში ფერი შეიცვალოს, მაგალითად, ყავისფერი შეფერილობიდან გადავიდეს მოთეთრო ფერში. ლაქები ძირითადად ვლინდება ზედა კიდურების და ტანის მიდამოში. ბავშვებში მათ შესაძლოა თავი იჩინონ სახეზეც.როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა?პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, როდესაც ტანისა და ზემო კიდურების მიდამოში შეამჩნევს კანის აჭრელებას მასზე ლაქების გაჩენის შედეგად. პაციენტის ფიზიკური დათვალიერება, როგორც წესი, საკმარისია დიაგნოზის დასასმელად.ნაირფერი პიტირიაზის მკურნალობა ხდება ადგილობრივად, სოკოს საწინააღმდეგო შამპუნებითა და კრემებით. სისტემური მკურნალობა, რაც გულისხმობს დასალევი ,მედიკამენტის მიღებას, ხშირ შემთხვევაში საჭირო არ არის. მკურნალობა სრულიად უსაფრთხოა, თუმცა თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე რაიმე საშუალების გამოყენება, სასურველი არ არის.რა გართულებები შეიძლება წარმოიქმნას დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში?ნაირფერ პიტირიაზს არ ახასიათებს რაიმე ტიპის სერიოზული გართულებები. უმეტესწილად უყურადღებოდ დატოვებულმა ამ კონკრეტულმა მდგომარეობამ კანზეშეიძლება დატოვოს პერმანენტული თეთრი ლაქები და კანის ბუნებრივი ფერი აღარაღდგეს.შესაძლებელია თუ არა ნაირფერი პიტირიაზის პრევენცია? რა რეკომენდაციებს მისცემდით პაციენტებს?ნაირფერი პიტირიაზი მიეკუთვნება მორეციდივე დაავადებების რიცხვს, ამიტომ წარმატებულად ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ხელსაყრელ პირობებში (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცხელ და ტენიან ამინდში, ჭარბოფლიანობისას) მან მარტივად შეიძლება იჩინოს ახლიდან თავი და ხელახლა გახდეს მკურნალობისკურსის ჩატარება საჭირო.მაქსიმალური პრევენციისთვის პაციენტებს შეუძლიათ გამოიყენონ კეტოკონაზოლის შემცველი შამპუნი კვირაში 2-3 ჯერ შხაპის დროს.

ნათია თოდუა

საზოგადოება 1716957897

ნათია თოდუას ოჯახური ტრაგედია: „ბოლო ერთი წელი მამა ძალიან ხშირად მეუბნებოდა, შენს კონცერტზე ერთი ადგილი აუცილებლად ცარიელი დატოვე ჩემთვის და მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებიო…“

ნათია თოდუა უკვე სამი თვეა, ქმარსა და შვილთან ერთად საქართველოშია. ზუსტად სამი თვის წინ მას მძიმე ამბავი შეატყობინეს, რომ მამას, მერაბ თოდუას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. უკვე სამი კვირაა, რაც ნათია თოდუას მამა გარდაიცვალა და როგორც მომღერალი „თბილისელებს“ უმხელს, ამ ამბავს ვერ ეგუება:„თებერვალში გაიგეს, რომ ფილტვის სიმსივნე ჰქონდა. ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ 6-8 თვეს იცოცხლებდა, მაგრამ სამწუხაროდ, სამი თვეც ვერ იცოცხლა. ეს დაავადება ყველასთან სხვადასხვანაირად პროგრესირებს, მამას შემთხვევაში იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე გვეგონა. როგორც ექიმებმა ივარაუდეს, დაახლოებით ორი წლის დაწყებული იყო პროცესი…ბოლო ერთი წელი მამა ძალიან ხშირად მეუბნებოდა, შენს კონცერტზე ერთი ადგილი აუცილებლად ცარიელი დატოვე ჩემთვის და მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებიო…რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად ვაანალიზებ დანაკარგის სიმძიმეს…მამას ძალიან ბევრჯერ არ გაუმართლა ცხოვრებაში. აფხაზეთის ომის შემდეგ, ჯერ დევნილი გახდა და შემდეგ კი ორივე მშობელი დაკარგა. უზარმაზარი სახლი და მოგონებები ფერფლად ექცა. ბებიამ ვერ გაუძლო იმას, რაც გამოიარა და გულის ინფარქტით გარდაიცვალა. მასზე დარდს რამდენიმე თვეში ბაბუაც გადაჰყვა.ამდენი მარცხისა და წარუმატებლობის შემდეგ, მამისთვის ჩემი წარმატება ძალიან ბევრს ნიშნავდა…“

ნათია თოდუა

საზოგადოება 1714978920

„დავკარგე ჩემი ძვირფასი მამიკო…“ - ნათია თოდუა მამას ემშვიდობება

მომღერალ ნათია თოდუას მამა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.„მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, დავკარგე ჩემი ძვირფასი მამიკომადლობა ყველას თანაგრძნობისთვისმერაბ თოდუა14.04.1962 – 04.05.2024პანაშვიდი: 6, 7, 8 მაისიდაკრძალვა: ხუთშაბათი, 9 მაისი.მისამართი:ქ.თბილისი, გ. ტერევენკოს ქუჩა16“ 

ნათია

საზოგადოება 1714940646

ტრაგედია ნათია თოდუას ოჯახში - მომღერალი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მომღერალ ნათია თოდუას მამა გარდაეცვალა.მან ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.,,მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, დავკარგე ჩემი ძვირფასი მამიკო.მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის“, - დაწერა მომღერალმა.

ნათია

ტაბლოიდი 1700995961

VIDEO: გაიღვიძა და დედიკოს ახალი სიმღერის ვიდეოსაც უყურა - ნათია თოდუა ვიდეოს გვიზიარებს

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნათია თოდუა ხშირად ანებივრებს გამომწერებს უსაყვარლესი ჰუგოს ფოტოებით და ვიდეოებით.ამჯერად ნათიამ შვილთან ერთად გადაღებული კადრები და ის ემოციები გაგვიზიარა, რომელიც დედის მიერ შესრულებული ახალი სიმღერის ვიდეოს ყურებისას ჰუგოს ჰქონდა.„გაიღვიძა და დედიკოს ახალი სიმღერის ვიდეოსაც უყურა“, – წერს ნათია თოდუა.ასევე ნახეთ:„ნახვა დამასწრო...“ - რა კადრებს აქვეყნებს კოსტა სანიკიძეროგორ ეხმაურება ნიცა თავაძე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ იტალიის ჩემპიონატზე გატანილ მეოთხე გოლსVIDEO: „შენ ხარ ყველაზე ძლიერი ადამიანი“ - ჯარჯი თორაძე თათია შარანგიას კადრებს აქვეყნებს 

ნათია თოდუა

ტაბლოიდი 1697319064

VIDEO: ნათია თოდუა სამომავლო გეგმებზე საუბრობს - მომღერალი სოლო კონცერტს ბერლინში გამართავს

ბერლინში 27 ოქტომბერს, ნათია თოდუას პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ მომღერალმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში თქვა და მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.ცნობისთვის, ნათია თოდუა კარიერას გერმანიაში განაგრძობს, მას შემდეგ, რაც იგი გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული გახდა.ნახეთ, ვიდეო:

ნათ

ტაბლოიდი 1689058740

ნათია თოდუა შვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს

მომღერალი ნათია თოდუა გასული წლის შემოდგომაზე დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია. წყვილმა ჯვარი ბოდბეში დაიწერა, წვეულება კი "შატო ბუერაში" გამართა. ცოტა ხნის წინ კი მომღერალს პირველი შვილი, ჰუგო შეეძინა.ამჯერად მომღერალი ახალ ფოტოებს აქვეყნებს.

თოდუა

ტაბლოიდი 1687879228

ნათია თოდუა პატარა ჰუგოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

მომღერალი ნათია თოდუა გასული წლის შემოდგომაზე დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია. წყვილმა ჯვარი ბოდბეში დაიწერა.ცოტა ხნის წინ კი მომღერალს პირველი შვილი, ჰუგო შეეძინა. ამჯერად მომღერალი ახალ ფოტოს აქვეყნებს.ასევე ნახეთ:"ნუცა იმდენად მეცოდება... ვგრძნობდი, მის მოსკოვში გამგზავრებას ნეგატივი მოჰყვებოდა" - ინტერვიუ მსახიობთან, ვისი შვილის დაბადების დღემაც სკანდალი გამოიწვიაგაფრთხილება! წყალი 8 საათით შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალიVIDEO: ,,მიწაშიც რომ იყოს მოვძებნი... არ მოიქცევა სწორად და..." - ვრცელდება ფარული ჩანაწერინახეთ, ფოტოები:

ირუ ხეჩანოვი

საზოგადოება 1687299528

VIDEO: პირველობისთვის ბრძოლა და მენტალური პრობლემები - ირუ ხეჩანოვის გულახდილი აღიარება

პირველობისთვის ბრძოლამ მენტალური პრობლემების წინაშე დაგაყენათ? - ეს კითხვა, მომღერალ ირუ ხეჩანოვს გადაცემა,  „სიცრუის დეტექტორში“ დაუსვეს.„აბიტურიენტობის პერიოდში დამემართა, მანდაც სულ მინდოდა, რომ ჩემი ოჯახისთვის ყველაფერი საუკეთესოდ გამეკეთებინა, რომ ეამაყათ მთელი ცხოვრება ჩემით. აქედან გამომდინარე ჩემს თავს ზედმეტად ვთრგუნავ და ბევრს ვთხოვ, სულ უკმაყოფილო ვიყავი. ახლა ბევრი რამე შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. დამემართა პანიკური შეტევები, სუნთქვის უკმარისობა მქონდა, უფუნქციო ვიყავი. ამდენი მოთხოვნებიდან გამომდინარე დამემართა შფოთვითი აშლილობა. ფსიქიატრი დამჭირდა, ძალიან ცოტახანია რაც წამლებს თავი დავანებე“,- ამბობს ირუ ხეჩანოვი. ნახეთ ვიდეო: ასევე დაგაინტერესებთ:👉 PHOTO: როგორია გიორგი მახარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც დათო ევგენიძეს ღვიძლი გადაუნერგა👉 ნათია თოდუას ოჯახური იდილია ბათუმში - ნახეთ, პატარა ჰუგოს ფოტოები