როგორ ამოვიცნოთ ფრჩხილის ან ტერფის სოკოვანი ინფექცია – დერმატოლოგი განმარტავს

ნათია თოდუა

დერმატოლოგი, ნათია თოდუა გვიხსნის, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა ამოვიცნოთ ფრჩხილის, ტერფის ან კანის სოკოვანი ინფექცია.

დერმატოლოგის საინტერესო და საჭირო რჩევას „ჩემი სამედიცინო სივრცე“ ავრცელებს.

„ფრჩხილზე პირველ რიგში აღვნიშნავდი ფრჩხილის გასქელებას, ფრჩხილის ფირფიტას და ბალიშს შორის სივრცის გაჩენას, ასევე სიყვითლე, სითეთრე ან ყავისფერი შეფერილობა. ამ დროს ფრჩხილის ფირფიტა მტვრევადი ხდება. რაც შეეხება კანის სოკოს, ჩნდება სხეულის სხვადასხვა უბანზე მკვეთრად წითელი, ქავანა უბნები. აქვს ძალიან მკვეთრი ჩარჩოები, ხოლო ტერფის სოკოს შემთხვევაში ხშირად ვხვდებით ნახეთქებს თითებს შორის, ქავილს და უსიამოვნო სუნს. ასევე, ოფლიანობასთან დაკავშირებული არის ყველაზე გავრცელებული, ნაირფერი პიტირიაზი, რომელიც არის კანის ზედაპირული, სოკოვანი ინფექცია, რომლისთვისაც ოფლიანობა და ტენიანობა ყველაზე ხელსაყრელი გარემოა, მალასეზეას გაღვივებისთვის და კანზე სხვადასხვა ფერის, მოყავისფრო და მოთეთრო ლაქებს ვიღებთ ხოლმე შედეგად...“ – ამბობს დერმატოლოგი.