1765830524
„არსებობს ალბათობა, რომ სიმსივნური წარმონაქმნი გაჩნდეს“ - დერმატოლოგი შილაქის ხშირი გამოყენების საფრთხეებზე საუბრობს
დერმატოლოგი ნათია თოდუა "გვანცას პოდკასტში" საუბრობს იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც შეიძლება, შილაქის ხშირმა გამოყენებამ ადამიანებს შეუქმნას:
„შილაქის შემთხვევაში ფრჩხილებზე ხომ ულტრაიისფერი ნათება ხდება. როგორც კანის კიბოს პრევენციაზე ვამბობთ, რომ მზისგან დამცავის გამოყენება აუცილებელი, ისევეა ფრჩხილების შემთხვევაში. თუ ხშირად ხდება ულტრაიისფერი ნათების ქვეშ ფრჩხილების მოთავსება, მაინც არსებობს ალბათობა იმის, რომ შეიძლება, ფრჩხილზე ვერტიკალური ფორმის მუქი შეფერილობის ზოლი წარმოიქმნას და შეიძლება, ეს სიმსივნური წარმონაქმნი იყოს.
გელს, გელ-ლაქს, შილაქს ზოგჯერ შეუძლია, კანზე ძალიან მწვავე ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, რომელსაც შემდეგ ქრონიკული ბუნება აქვს და შესაძლოა, დისჰიდროზულ ეგზემაში ჩამოყალიბდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტს თითებზე, ფრჩხილების გარშემო მქავანა პატარა ბუშტუკები უჩნდება. ძალიან ექავებათ ხოლმე, შემდეგ ეს ბუშტუკები სკდება, კანი იქერცლება, კანის მთლიანობა რომ ირღვევა, შეიძლება, მეორადად დაინფიცირდეს და ძალიან დიდი დისკომფორტის მომტანია“,- ამბობს ნათია თოდუა.











