რუსუდანი

საზოგადოება 1774818689

VIDEO: „ამბიონზე ქალი მხოლოდ ჯვრისწერის დროს ადის, მე კი კურთხევა მომცა და წირვის შემდეგ ამბიონიდან ვგალობდი“ – რუსუდან მუმლაძე ილია მეორეზე

მუსიკოსი და მომღერალი რუსუდან მუმლაძე გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე ისაუბრა.„რუსიკო ბეთლემიდან მოფრენილი ანგელოზია, საგალობლები ასწავლეთ, ტაძარში იგალობოს კვირაობით“ – თქვა პატრიარქმა. 6 წლის ვიყავი, ისეთი ჟესტიკულაციით ვუმღერე, მახსოვს პატრიარქის ხარხარი… ამბიონზე ქალი მხოლოდ ჯვრისწერის დროს ადის, მე კი კურთხევა მომცა და წირვის შემდეგ ამბიონოდან ვგალობდი“, – იხსენებს რუსუდან მუმლაძე. 

ნინო მუმლაძე

საზოგადოება 1774460352

„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს

მსახიობმა ნინო მუმლაძემ სულ ცოტა ხნის წინ, ვიდეო ჩაწერა, სადაც  განაცხადა, რომ მშობიარობის შემდეგ ძალიან უჭირს ფორმაში ჩადგომა. ნინომ ვიდეოში განაცხადა, რომ წონაში კლების მიზნით ქირურგიული ჩარევითაც დაინტერესდა, მაგრამ ერთ-ერთმა კლინიკამ ფინანსურ შეღავათზე უარი უთხრა.ვიდეოს ჩაწერის შემდეგ, გამოსავალი გამოჩნდა და ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებს“ უამბო. - ბარიატრიის გაკეთება არ მინდა, რადგან სარეაბილიტაციოდ დიდი დრო სჭირდება და ამის არც დრო მაქვს და არც საშუალება, რადგან რომ დავჯდე არ ვიმუშაო ჩემს შვილს ვინ აჭმევს. ჩემი ჭარბი წონა არ არის ზედმეტი კვებით გამოწვეული, ეს გამოიწვია არასწორმა კვებამ. თან მაქვს მაღალი კორტიზოლი და მაღალი გლუკოზა.კორტიზოლი სტრესის ჰორმონია, გაიძულებს ცუდი რაღაცების ჭამას, ცხიმის სახით მარაგს იკეთებს ორგანიზმში, გლუკოზა ამას აკავებს და ხდება კატასტროფული მატება. სამწუხაროდ აღმომაჩნდა იმ პრეპარატის მიუღებლობა, რომელიც სისხლში შაქრის შემცველობას აკონტროლებს. გავიგე, რომ არსებობს ოპერაცია, რომელიც კეთდება კონკრეტულ კლინიკაში, მაგრამ ბარიატრიულ ოპერაციაზე ბევრად მარტივია და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ ხდება წონის სწრაფი კლება, რაც შემდგომ კანის მოშვებას იწვევს.ვესაუბრე კლინიკის წარმომადგენელს, რომ მათთან ენდოსკოპიური ბარიატრია ბარტერით გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ ფინანსურ შეღავათზეც უარი მივიღე. ეს ოპერაცია 17 000 ლარი ჯდებოდა, თან არცერთი დაზღვევა არ ანაზღაურებდა.ამ თემაზე რომ ჩავწერე ვიდეო, ცოტა ხანში გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე, დამირეკა კლინიკა „ვივა მედის“ წარმომადგენელმა, მითხრა: მე ვარ კლინიკის პიარი. ქალბატონმა ნინო ნადირაძემ ნახა თქვენი ვიდეო და გვითხრა, დაურეკეთ ამ გოგოს და გაუკეთეთ რაც სჭირდებაო. ქირურგსაც ვესაუბრე და უკვე დამიბარა კლინიკაში. ვერ წარმოიდგენთ ამ ზარმა როგორ გამახარა, აუცილებლად გადავუხდი პირადად დიდ მადლობას ნინო ნადირაძეს. 

ბორჯომი

რეგიონი 1774253033

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული და ბორჯომის მერი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა გელაშვილთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა.ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები, რომელთა მიზანია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა.შეხვედრების ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ბაკურიანის, ასევე სოფელ ციხისჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობამ იმსჯელეს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე.სოფლებში — ციხისჯვარში, ანდეზიტში, თორში და დაბა ბაკურიანში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ:• ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე• საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გენადი მუმლაძე• მაჟორიტარი დეპუტატი• მერის წარმომადგენლები• ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

ნინო მუმლაძე

ტაბლოიდი 1773491220

„არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ...“ - ნინო მუმლაძის გულახდილი საუბარი

მსახიობი ნინო მუმლაძე, რომელიც მარტოხელა დედაა, სოციალურ ქსელში გულახდილ ვიდეოს აქვეყნებს და საუბრობს თავისი ყოველდღიური ცხოვრების დატვირთულ გრაფიკზე.„სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო მრჩება საკუთარი შვილისთვის და ამას ძალიან განვიცდი. დედაჩემი ფაქტობრივად ზრდის ჩემს შვილს და უზარმაზარ ენერგიას ანაწილებს მის აღზრდაზე. ჩემთვის ეს ფსიქოლოგიური ბარიერია, მაგრამ სხვა გზა არ არის, მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია...არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ მარტოხელა დედობა მართლა ორმაგი პასუხისმგებლობაა. გინდა, არ გინდა, უნდა შეითავსო როგორც დედის, ისე მამის როლი. სახლში როცა მოვდივარ, მიწევს უამრავი რუტინული საქმიანობის ერთდროულად შესრულება – საკვები, წყალი, საფენები, მძიმე პარკები… ხშირად დედა იღებს მეტს საკუთარ თავზე...“,- ამბობს ნინო მუმლაძე.  

ნინო მუმლაძე

ტაბლოიდი 1773437502

„გული მწყდება ამ ყველაფერზე...“ - ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

მსახიობი ნინო მუმლაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ერთ მნიშვნელოვან ამბავს იხსენებს.როგორც ნინო ვიდეოში ჰყვება, მშობიარობის შემდეგ წონის კორექციისთვის ჩარევა სჭირდებოდა. ობიექტური მიზეზების გამო ბარიატრიას ვერ გაიკეთებდა და მიმართა უფრო უსაფრთხო მეთოდს.მისივე თქმით, მივიდა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც დეტალურად დასჭირდა აეხსნა თუ ვინ იყო. იმ ადამიანისგან მიიღო შეთავაზება, რომ მცირე ფასდაკლებას გაუკეთებდა, მაგრამ ნინომ უთხრა რომ 200 და სამი ლარი არაფერს ცვლიდა... საბოლოოდ კლინიკამ ბარტერზე უარი იმიტომ უთხრა, რომ მას ბევრი გამომწერები არ ჰყავდა...„ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც არანაირი ფასი არ აქვს შენს მიღწევებს, მოღვაწეობას, რამდენად დასამახსოვრებელი სახეები შექმენი, რამდენს გაუხალისე ცხოვრება შენი შემოქმედებით,.არამედ, ის განსაზღვრავს ღირებულებას - რამდენი გამომწერი გყავს...“,- ამბობს ნინო.ვრცლად ნახეთ ვიდეოში ⇓ 

ბორჯომი

რეგიონი 1772782859

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტები შეირჩა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. დასახლების საერთო კრებები ამჯერად სოფლებში: ტბაზე, სადგერში, ცემსა და ლიბანში გაიმართა.შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად სოფლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა სოფლისთვის მნიშვნელოვანი ძირითადი პრიორიტეტები და საჭიროებები ხმათა უმრავლესობით თავად შეარჩიეს.აღსანიშნავია, რომ პროგრამის განსახორციელებლად, ბორჯომის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 პროცენტი დაემატება.მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები — გენადი მუმლაძე და რევაზ ლაშხი ესწრებოდნენ.

ბორჯომი

რეგიონი 1772439206

საფეხბურთო კლუბ „ბორჯომი 2013“-ის ფეხბურთელებს ახალი სპორტული ინვენტარი და ფორმები გადაეცათ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა გელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ „ბორჯომი 2013“-ის მოთამაშეებთან შეხვედრა გამართა და მათ ახალი სპორტული ინვენტარი და საფეხბურთო ფორმები გადასცა.„ჩვენი ახალგაზრდების სპორტული განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ყოველთვის გვიხარია ისეთი ინიციატივების განხორციელება, რომელიც მომავალ თაობას ეხმარება საკუთარი ნიჭის რეალიზებაში. მჯერა, რომ ახალი ფორმები და სპორტული აღჭურვილობა ჩვენს ბიჭებს დამატებით მოტივაციას მისცემს. მინდა, წარმატებები და ბევრი გამარჯვება ვუსურვო „ბორჯომი 2013“-ს," — განაცხადა მამუკა გელაშვილმა.ბორჯომის მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სპორტის მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს მოზარდების ჩართულობას და მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების განვითარებას.ღონისძიებაში მერთან ერთად მონაწილეობდნენ:მერის პირველი მოადგილე -ბიბო პაპიძე, მერის მოადგილე - გელა მაღეაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - გენადი მუმლაძე და რევაზ ლაშხი.

თავდაცვა

საზოგადოება 1772352911

კრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.კურსის ფარგლებში უმცროსმა ოფიცრებმა შეისწავლეს: ავიაციის საფუძვლები, საჰაერო და თავდაცვის სისტემების საფუძვლები, საავიაციო ოპერაციები, საჰაერო თავდაცვის ოპერაციები და საბრძოლო მომზადების ორგანიზება. სწავლის პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. კურსანტებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკული მეცადინეობა განეხორციელებინათ უშუალოდ საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ტექნიკის გამოყენებით. კურსის ხანგრძლივობა 20 კვირა იყო.კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ, საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა გიორგი მუმლაძემ. მათ კურსის მონაწილეებს სწავლის დასრულება მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ.

ქართველი ტყვიისმსროლელები

სპორტი 1770986749

ქართველმა ტყვიის მსროლელმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.შერეულ წყვილთა ტურნირში ახალგაზრდებს შორის პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის წყვილმა.ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა წყვილმა ესპანელი დუეტი ანგარიშით 17:9 დაამარცხა.14 თებერვალს ტურნირის ინდივიდუალურ პირველობაზე მარიამ მარშავა და გიორგი მუმლაძე უკვე ცალ-ცალკე იასპარეზებენ.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ნინო

ტაბლოიდი 1769063601

„საჯაროდ არ მილაპარაკია, მარტოხელა დედობა არის ორმაგი პასუხისმგებლობა... “ - ნინო მუმლაძე

მსახიობი ნინო მუმლაძე შვილის მარტო აღზრდისა და დედობის გამოცდილების შესახებ პოდკასტში „დედა, მძიმე სამუშაო გრაფიკით“ საუბრობს. „სიმართლე გითხრათ, არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ მარტოხელა დედობა არის ორმაგი პასუხისმგებლობა. გინდა, თუ არ გინდა, არის მომენტები, როდესაც გიწევს შეითავსო, როგორც დედის, ისევე მამის როლი. ფიზიკურად ისეთი რაღაცები უნდა აკეთო, როგორიცაა, სახლში მოსვლისას პროდუქტების მოტანა - სულ მიწევს რაღაცების წამოღება - საკვები, წყალი, საფენები... მანქანიდან რომ გადმოვდივარ, ერთ ხელში მძიმე პარკი მიჭირავს, მეორეში - გასაღები, ჩიპი, ხურდა. დედაჩემს ვეუბნები, რა რთულია, ამ რუტინასთან ერთად, დედაც იყო და სახლში ეს ყველაფერი აკეთო. მერე მახსენდება, რომ ამას ხომ მამები აკეთებენ ოჯახში?! დღევანდელ რეალობაში, ამას სახლში მცხოვრები მამაც არ აკეთებს. ხშირადაა, რომ დედა გაცილებით მეტს იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე მამა. ასეთი ოჯახი უამრავია. მიუხედავად ამისა, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავ - ბევრ კარგ მამასაც ვიცნობ, თუმცა ეს ამ ეპოქის ნაწილია“, - ამბობს მსახიობი.

ბორჯომი

რეგიონი 1764596209

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძესთან ერთად, შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.შეხვედრას თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფექციონისტი მარიამ მაღლაკელიძე უძღვებოდა,  რომელმაც აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გაამახვილა ყურადღება.აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია და მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.შეხვედრას  ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-გენადი მუმლაძე, რევაზ ლაშხი  და თვითმმართველობის წარმომადგენლები.ღონისძიება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს და სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა.

ბორჯომი

რეგიონი 1764338645

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ფერაძესთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ  მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკაში სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს  მარჟან სატრაპის ნაწარმოების პერსეპოლისის განხილვაშიასევე, სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოსტერები, რომ ძალადობა მიუღებელია და თითოეულ ადამიანს აქვს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება.ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები- რევაზ ლაშხი, გენადი მუმლაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხარაზიშვილი და  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრები.ღონისძიება  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.