რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ფერაძემ მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გვირგინებით შეამკეს.
გამარჯვების სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა II მსოფლიო ომში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი) დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე, მოადგილე გელა მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე, მოადგილე გენადი მუმლაძე, საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ბორჯომელები ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ.