საყურადღებო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით მოგზაურობს
1788465581
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გელა მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გენადი მუმლაძე და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი თეა კიკაძე დაბა ახალდაბაში, ფოთოლეთის მამათა მონასტერში, ბორჯომელი და ახალციხელი ხელოვანი ქალების პირველ შემოქმედებით პლენერს დაესწრნენ.
პლენერის მსვლელობისას მონაწილეებმა სხვადასხვა მიმართულებით იმუშავეს. შექმნეს ნახატები, იმუშავეს თექასა და კერამიკაზე, დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები.
ღონისძიება პროექტ „მესხური კვალი - ქალთა შემოქმედებითი ინიციატივის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი“ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია რეგიონში მცხოვრები ქალი ხელოვანების პროფესიული მხარდაჭერა და მათი ცნობადობის გაზრდა.