ნონა გაფრინდაშვილი

კულტურა 1714729553

ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს 83 წელი შეუსრულდა

 3 მაისს ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა. გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 12-გზის გამარჯვებული და საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელია. გარდა ამისა, ის ექვსჯერ გახდა სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონი.1962, 1965, 1969, 1972 და 1975 წლებში ნონა გაფრინდაშვილი პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი იყო. ის არის საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა (1976) და ვაჟთა შორის (1978, ჭადრაკის ისტორიაში პირველად). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონი (1963, 66, 69, 72, 74, 78, 80, 82, 84, 86 – სსრკ ნაკრებში; 1992 – საქართველოს ნაკრებში). სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1964, 73, 81, 83, 85). ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (1969, 72). ჭადრაკის ოსკარის პირველი მფლობელი (1982). საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი (ოქროს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-96) და საპატიო პრეზიდენტი (1996 წლიდან). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-02). ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-86). 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი. ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიოს ასოციაციის საპატიო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენები.დღეს 14:00 საათიდან ჭადრაკის სასახლეში ნონა გაფრინდაშვილი თავის გულშემატკივრებს ჩაუტარებს ერთობლივი თამაშის სეანს და საჩუქრად გადასცემს მის ხელმოწერილ ბარათებს.

სერფინგი

მსოფლიო 1714290550

სერფინგის ჩემპიონატისას დელფინების მონაწილეობით ჯადოსნური კადრი დააფიქსირეს

სერფინგის ჩემპიონატისას დელფინების მონაწილეობით ჯადოსნური კადრი დააფიქსირეს. დასავლეთ ავსტრალიაში მდებარე მარგარეთ რივერ პროზე სერფერმა გაბრიელა ბრაიანმა ჩემპიონატში სადებიუტო მონაწილეობა წარმატებით დაასრულა. 22 წლის სპორტსმენმა მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს 8.10 ქულით აჯობა.მისი საჩემპიონო სერფინგისას ფოტოგრაფებმა განსაკუთრებული კადრი გადაიღეს - ტალღის გასწვრივ გაბრიელასთან ერთად დელფინები დაცურავენ. "რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადგილზევე ვერ შევნიშნე, მაგრამ ნაპირზე გადმოსვლისას ყველა დელფინებზე საუბრობდა. შემდეგ ფოტოები მანახეს და სიხარულისგან ვტიროდი. ეს ყველაფერი ძალიან ჯადოსნურია", - ამბობს 22 წლის სერფერი.ჩემპიონატში გამარჯვების შედეგად გაბრიელა ბრაიანი სერფერთა მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს. ამავე ჩემპიონატზე მამაკაცთა შეჯიბრში ავსტრალიელმა ჯეკ რობინსონმა გაიმარჯვა, რომელმაც ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ჯონ ფლორენსი დაამარცხა.როგორც ფოტოგრაფები ამბობენ, ისინი სურათს სხვადასხვა ფოტოკონკურსზე წარადგენენ. თვითმხილველები და ბრაიანი ფიქრობენ, რომ ეს გამორჩეული მომენტი ნამდვილად იმსახურებს გამარჯვებას.  

ჯოკოვიჩი

სპორტი 1713851173

მადრიდში სპორტული ოსკარების გადაცემის ცერემონია გაიმართა - წლის სპორტსმენები ჯოკოვიჩი და ბონმატი გახდნენ

მადრიდში გაიმართა Laureus-ის პრემიის გადაცემის ყოველწლიური ცერემონია. ამ ჯილდოს არაოფიციალურად „სპორტული ოსკარებს“ უწოდებენ და ის წლის შედეგების მიხედვით საუკეთესო სპორტსმენებს ენიჭებათ.ნომინაციაში „წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი“ გაიმარჯვა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მან უკან ჩამოიტოვა ფეხბურთელები ლიონელ მესი და ერლინგ ჰალანდი, მონდო დუპლანტისი (მძლეოსნობა), ნოა ლაილსი (მძლეოსნობა) და მაქს ფერსტაპენი (ფორმულა 1).გასულ სეზონში ჯოკოვიჩმა „დიდი სლემის“ ოთხი ტურნირიდან სამი მოიგო და მხოლოდ უიმბლდონის ფინალში დამარცხდა ესპანელ კარლოს ალკარასთან.ნოვაკი კარიერაში მეხუთედ გახდა „სპორტული ოსკარის“ მფლობელი.წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი აიტანა ბონმატი. მან ამ ნომინაციაში გაუსწრო იგა შვიოტეკს (ჩოგბურთი), შერიკა ჯექსონს (მძლეოსნობა), მიკაელა შიფრინს (სამთო თხილამურები), ფაიტ კიპიეგონს (მძლეოსნობა) და შა’კარი რიჩარდსონს (მძლეოსნობა).გასულ წელს ბონმატი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ასევე „ბარსელონას“ შემადგენლობაში მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. 2023 წელს ის „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები წლის გუნდად დასახელდა. Laureus-ის ცერემონიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა „წლის გუნდის“ ნომინაცია ქალთა გუნდმა მოიგო.მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა გაიმარჯვა ნომინაციაში – წლის გარღვევა, ხოლო ლეგენდარულმა ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ სიმონა ბაილსმა მოიპოვა წლის დაბრუნების პრიზი. მან ორწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა კარიერა და 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიგო.

ნო

საზოგადოება 1712809852

რამაზ ნოზაძე: დაანებეთ სპორტსმენებს თავი, რა რუსული კანონი, ჩვენი საქმე სპორტი და საქართველოს სახელის გატანაა!

მსოფლიო ჩემპიონი რამაზ ნოზაძე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მისი აზრით, სწორედ გამჭვირვალობაა ევროპული.ის ასევე მოუწოდებს კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს, ნუ ცდილობენ სპორტსმენების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას.“ვინმემ ამიხსნას?! რატომ არის დეკლარაცია რუსული, მგონი პირიქით არის, გამჭვირვალობა არის ზუსტად ევროპული. დაანებეთ სპორტსმენებს თავი, რა რუსული კანონი, ჩვენი საქმე სპორტი და საქართველოს სახელის გატანაა!! კიდევ ერთხელ ვიმეორებ! სპორტსმენი არის და იქნება საქართველოს შვილი და ჯარისკაცი !!!” - წერს რამაზ ნოზაძე.

ილია თოფურია

საზოგადოება 1711301433

„პლაჟზე ვმუშაობდი, კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი. მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვაში...“ - უცნობი ამბავი ილია თოფურიაზე

ილია თოფურიამ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩემპიონობამდე თავის გზაზე ისაუბრა. მან გაიხსენა რა გზა გაიარა ტიტულის მოსაპოვებლად.„პლაჟზე ვმუშაობდი. შეზლონგებს ვაწყობდით მე და ჩემი ძმა ყოველ დილით, მერე ღამე ვკრეფდით. კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი. მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვაში ვმუშაობდი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მომეგროვებინა თანხა, იმისთვის რომ საკუთარი თავი დამესპონსორებინა და მქონოდა საშუალება შეჯიბრებზე წავსულიყავი. მაგიტომ ვამბობ, რომ ვისაც უნდა, იმას შეუძლია კიდეც.12 წლის წინ, როცა ხალხს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ჩემი ოცნება იყო UFC-ს მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი, ბევრს ვერ ეცინებოდა, მაგრამ ეღიმებოდა. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც ღმერთმა გაუნათა გონება და მისცა ეს შეხედულება. და არავის სხვას“, - განაცხადა თოფურიამ.

სპორტსმენი ლევან თედიაშვილი ვაჟთან, ვახოსთან ერთად

საზოგადოება 1710504740

„მშვიდად გეძინოს მამა და მალე შეხვდები ვახოს...“ - დღეს, ქართული ჭიდაობის ლეგენდა ლევან თედიაშვილი 76 წლის გახდებოდა

დღეს, მრავალგზის ჩემპიონი (ჭიდაობა, თავისუფალი სტილი)  ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი 76 წლის გახდებოდა. ქართველი მოჭიდავე, რამდენიმე დღის წინ, 17 თებერვალს, 75 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, დაკრძალულია სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.ლეგენდარული სპორტსმენი 1948 წლის 15 მარტს სა­გა­რე­ჯო­ში და­ი­ბა­და. იყო ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის 2 -გზის ჩემ­პი­ო­ნი (1972, 1976) ჭი­და­ო­ბა­ში, მსოფ­ლი­ოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევ­რო­პის 3-გზის ჩემ­პი­ო­ნი (1974, 1976, 1978).მსოფ­ლიო თა­სის მფლო­ბე­ლი (1973). ასე­ვე, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი სამ­ბო­ში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებ­ში და­სა­ხელ­და სა­ქარ­თვე­ლოს წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად.გადღებულია რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“ (1976 წ.), სადაც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.ასევე, რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი", სადაც მთავარ როლს ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი ასრულებს.„ხარება და გოგიას” შემდეგ, მეორე სამსახიობო გამოცდილებაა. ნიუ-იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა – ლევან თედიაშვილმა. ფილმი ასევე დაჯილდოვდა, საუკეთესო სცენარისთვის.სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971). ვახტანგ გორგასალის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო, საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად. ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა - 82 და 90კგ წონაში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100კგ წონით კატეგორიაში კი, ევროპის ჩემპიონის ტიტული.1993–1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში.1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი.მსოფლიო ჩემპიონის იუბილეს, სოციალურ ქსელში, მისი ვაჟი ბესარიონ თედიაშვილი ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს და ოჯახის არქივის ფოტოს აქვეყნებს:„დღეს 76 წელი შეგისრულდებოდა. მშვიდად გეძინოს მამა და მალე შეხვდები ვახოს, რაზედაც ხშირად ლაპარაკობდი“ - წერს თედიაშვილი.შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ვახტანგ თედიაშვილი 1998 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა. საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ვახტანგ თედიაშვილი 1998 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.1995–1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.1999 –2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 2003 წელს ლევან თედიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „ლევან თედიაშვილი“.

 ლუკა მაისურაძე

სპორტი 1710434742

ძიუდოში მოქმედ ქართველ ჩემპიონს აკრძალული ნივთიერების გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს

ძიუდოში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ამის მიზეზი ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც 26 წლის სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გერმანიის ქალაქ კიოლნში.

სკოლა

საზოგადოება 1709325925

ცნობილია, როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.საერთო ჯამში, სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე ოფიციალური უქმე დღე დარჩა:3 მარტი - დედის დღე8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.ვინაიდან 5 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია, დასვენების დღეები იქნება 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით.9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.ასევე ნახეთ:საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი იუნიორთა შორის, მსოფლიო ჩემპიონი გახდა„ვერასდროს გადავუხდი მადლობას იმ ემოციისთვის, რასაც ყოველ წამს მჩუქნის“ – არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის შვილი იუბილარიაროგორ ბედს გიწინასწარმეტყველებთ თქვენი დაბადების წლის ბოლო რიცხვი

ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა

სპორტი 1709276687

საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი იუნიორთა შორის, მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ტაივანში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის, სპორტულ წყვილებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საქართველოს წარმომადგენლებმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოიპოვეს.ქართული წყვილმა მოკლე პროგრამის შემდეგ 71,53 ქულა დააგროვა და მეტოქეებს სოლიდური უპირატეობით გაასწრო, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 179,32  ქულით ოქროს მედლებს დაეუფლა.მეორე და მესამე ადგილზე ამერიკელები გავიდნენ – ვერცხლის მედალი ოლივია ფლორესისა და ლუკ ვანგის წყვილს ერგო, ხოლო ბრინჯაო ნაომი ვილიამსმა და ლაჩლან ლეუერსმა მოიპოვეს.აღსანიშნავია, რომ ეს ლუკა ბერულავასთვის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალია, პირველად მან ჩემპიონობა 2022 წელს იზეიმა, მაშინ მისი მეწყვილე კარინა საფინა იყო.პირველ მარტს მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამით ინგა გურგენიძე იასპარეზებს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ 62,28  ქულით მეშვიდე ადგილზეა.

კახა ჭკადუა

საზოგადოება 1709121839

VIDEO: როგორ ცხოვრობს დღეს ყველაზე ცნობილი ბიჭი „იმერული ესკიზებიდან“ - „ჩემთვის ეს კატასტროფა იყო...“

"ჩინჩლავს!" - ეს ფრაზა ყველს ახსოვს ნანა მჭედლიძის ცნობილი ფილმიდან "იმერული ესკიზები".როგორ ცხოვრობს დღეს ყველაზე ცნობილი ბიჭიამ ფილმიდან და რატომ არ უყვარდა ამ ფილმის გახსენება წლების მანძილზე?კახა ჭკადუა მარნეულში ცხოვრობს და საქართველოს არაერთი მსოფლიო ჩემპიონი აღუზარდა კიკბოქსინგში.ასევე ნახეთ:„ვეღარ ვიხრებოდი, არც დავფიქრებულვარ, გავიკეთე ოპერაცია, მაგრამ რეაბილიტაცია ძალიან გამიჭირდა“ – ზურა შევარდნაძეVIDEO: „ემიგრაციაში ვარ, ასე წავიდა ჩვენი ცხოვრება, არაუშავს…“- რატომ არ გაჰყვა კინოს ყველაზე პოპულარული წითური გოგონა „იმერული ესკიზებიდან“

ლევან თედიაშვილი

ისტორიები 1708203668

„აფხაზეთში საომრად შვილთან ერთად წავიდა და... მას ჩააკვდა ხელში... ამ ტკივილით, კეთილშობილურად დაბერდა. ღირსება არ დაუკარგავს“ - უცნობი ფაქტები ლევან თედიაშვილის ცხოვრებიდან

75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა.ლევან თედიაშვილი იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973), ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).ლევან თედიაშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრი, ღირსების ორდენების კავალერი იყო. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.ლევან თედიაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა 1987 წელს გამოსულ რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“.ბოლოს ლევან კოღუაშვილის "მეოთხე ბრაიტონში" მთავარი როლი ითამაშა. ამერიკაში გადაღებულ ფილმში, ლევანმა ემიგრანტის მამის როლი შეასრულა, რომელიც შტატებში შვილის გადასარჩენად ჩადის.რეჟისორი გვიყვება, რომ ლევანი ერთ-ერთ აქციაზე ნახა და ჩუმი, ორდღიანი დაკვირვების შემდეგ, ის ფილმში სათამაშოდ დაიყოლია.ლევან კოღუაშვილი: ვიცოდი, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და თავს ვიკავებდი. მერე მითხრეს, რომ არ არის ცუდად, პოლიტიკურ მიტინგებზეც დადის ხოლმეო. ჰოდა, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიტინგზე მის სანახავად მივედი, რუსთაველზე. (მიტინგზე მხოლოდ იმიტომ დავდივარ, რომ მსახიობებს ვარჩევ.)ორი დღე დავყვებოდი უკან და ვაკვირდებოდი, როგორ მოძრაობდა, როგორი იყო. მერე მივედი, დაველაპარაკე. მოხიბლა იმან, რომ მეც ლევანი მქვია... დამთანხმდა. უკვე მე უნდა გადამეწყვიტა, ყურში კარგად არ ესმის და რთულია ასეთ დროს მუშაობა. მაგრამ კადრში იმდენად შთამბეჭდავი და საინტერესო იყო, რომ ამ პრობლემის მიუხედავად, გადავწყვიტე მისი გადაღება.კინოში თავისი შემოსვლით გამოსახულება გაამდიდრა.წამოვალ ამერიკაში, პრობლემა არ არის, მილიონჯერ ვარ ნამყოფიო... თუ სუშის მაჭმევ ყოველდღე, ვითამაშებო, მითხრა. დუბლების გადაღება არ უყვარს, ვერ იტანს და "ვკერავდი", ერთი-ორი დუბლიც, ლევან და საღამოს სუში იქნება-მეთქი, ვეტყოდი. სუში გვეხმარებოდა.როგორც მომიყვა, "ხარება და გოგიაში" გადაღება არ უნდოდა და გიორგი შენგელაიამ ცეკა ჩართო, რომ მას ეთამაშა. ფაქტობრივად, ცეკამ უბრძანა თამაში. ფილმში გადაღება სულ არ ადარდებდა, არ ეცალა. კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, რთველის სეზონზე დაკავებული გახლდათ.  მაგრამ აიძულეს.ძალიან საინტერესო და არაორდინალური პიროვნებაა. ასეთ პიროვნებასთან ურთიერთობა, ერთის მხრივ საინტერესოა, მაგრამ სირთულეები აქვს. ბევრი რამ მომცა ადამიანურად. თითქოს ხუმრობს და ამ ხუმრობის მიღმა დიდი ტკივილი იმალება, რომელსაც იუმორით ფარავს. ძლიერი და ღირსეული ადამიანია. თავისი ტკივილის მიუხედავად, ღირსეულად იქცევა.სპორტული დისციპლინა ფენომენალურად აქვს გამომუშავებული. ნიუ-იორკში გადაღების მეხუთე დღეს, ხელი მოიტეხა. ჩემი სასოწარკვეთილი სახე რომ დაინახა, მითხრა, შენ ნუ შეგეშინდება, ხვალ გადაღებაზე მოვალო. მოტეხილი ხელით გავაგრძელეთ მუშაობა. ძალიან დასაფასებელია, როცა მის ასაკში, ასეთ რამეს აკეთებს კაცი.მიხარია, რომ ლევანი და კახი კავსაძე, ეს ორი ლეგენდარული პიროვნება, ერთად დაფიქსირდნენ ჩემს ფილმში. მათ აქვთ გადაკვეთის სცენები... სულ ხუმრობდნენ. ეს იყო ორი არაორდინალური ადამიანის შეხვედრა. არც ერთს ყურში არ ესმოდა კარგად... ერთმანეთს უყვიროდნენ, ამ დროს, მე ვუყვიროდი ორივეს, ჭკუაზე არ ვიყავით... აი, ასე გადავიღეთ.მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნანამ მომიყვა, ძალიან კარგად იცის ანატომიაო. სწავლობდა კუნთები როგორ მუშაობს. ერთი შეხედვით, მარტივი პიროვნება გეგონება, ამ დროს - არა. რომ გაიცნობთ, ხვდებით, რომ ასეთი ფენომენალური გამარჯვებები, მხოლოდ ფიზიკური ძალის იმედად არ მოდის. თან ქართველი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების  კაპიტანია იყო. წარმოიდგინეთ! რამდენი შინაგანი წინააღმდეგობის გადატანა მოუწევდა, რაც ჩვენ არ ვიცით. რამდენჯერ დაბლოკეს, მესამე ოლიმპიადაზე საერთოდ არ გაუშვეს.მოყვა, როგორ დააგორა ბლოხინი კიბეებზე. ტელევიზორს უყურებდნენ თურმე, შემოსულა ბლოხინი და ისე რომ, არავის არაფერი არ გვკითხა, გადართო ტელევიზორიო. ხმა ვერავინ ვერ გასცა, მე გავიყვანე და კიბეზე დავაგორეო. ამის გამო ნაკრებიდან გარიცხეს. მონრეალის ოლიმპიადიდან უშვებდნენ სახლში. მაგრამ ლევანს უთქვამს, მოდით, ფინალი მაჭიდავეთ, ოქროს მოვიგებ და მერე გამიშვითო. ცხადია, ფინალი მოიგო, მოგებულს კიდევ, არავინ გაუშვებდა...აი, ასეთი ტიპია. სიტყვაზე უკან არ იხევს, თან - საოცარი იუმორით.დღემდე ვარჯიშობს ყოველ დილით. მე რომ გავიცანი, ოთხი წლის წინ, მუშტაიდის ბაღში ვარჯიშობდა. თავის სხეულს დღესაც კარგად ფლობს. ამ დროს მხოლოდ სპორტით არ შემოიფარგლება, ბევრი რამ აინტერესებს. ბიზნესშიც იყო, პოლიტიკაშიც. როცა ადამიანს თვალსაწიერი ფართო აქვს, მასთან ურთიერთობა, საინტერესოა და კადრში ეს კარგად ჩანს. ბევრი შრე აქვს და ეს იგძრნობა. კამერას ვერ მოატყუებ. როცა ადამიანი შრეებით სავსეა და სიღმეები აქვს, ეს ეკრანზე ზუსტად იგრძნობა. ასეთია ლევან თედიაშვილი.ცნობილმა ბრიტანელმა ფერადკანიანმა მსახიობმა, დელროი ლინდომ მითხრა: ლევანის როლი ჩემთვის ფენომენალური როლია. რასაც ის აკეთებს, ვოცნებობ ეგეთი რამ გავაკეთო კინოშიო.ლევანი უშუალოა ეკრანზე, ისეთია, როგორიც არის. მისი ენერგეტიკა შექმნილია არა სამსახიობო ოსტატობის ფლობით, არამედ მის მიერ განვლილი ცხოვრების გზით. იმ უდიდესი გამარჯვებებით, ძალიან დიდი ტკივილით და ლამაზი სიბერით.აფხაზეთში საომრად შვილთან ერთად წავიდა  და... მას ჩააკვდა ხელში... ასეთი წარმატებები, ასეთი ტკივილი და სიღრმე აქვს. არ არის მარტივი ადამიანი. პლუს ამას საინტერესო გარეგნობა აქვს. კარგი გაგებით, სიმპათიური მამაკაცია. თან კეთილშობილურად დაბერდა. სიბერესაც ხომ გააჩნია. კარგად დაბერდა. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ლევან თედიაშვილს, რომელზედაც ყველა ქვეყანაში უნდა იოცნებონ, რომ მსგავსად არა სტერეოტიპული, ნიჭიერი პიროვნებები ჰყავდეთ.მან ძალიან დიდი შრომის ფასად შეძლო თავისი ნიჭის რეალიზება. ის ჰყვება, როგორ გაჭირვებაშია გაზრდილი. ხშირად იყო  მშიერი. მამა უბრალო მწყემსი იყო, თვითონ კი დარბოდა ტყეში და ვარჯიშობდა. 

ლევან თედიაშვილი

საზოგადოება 1708177888

სად და როდის გაიმართება ლეგენდარული სპორტსმენის დასაფლავების ცერემონია - ლევან თედიაშვილის შვილი ინფორმაციას ავრცელებს

75 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე ლევან თედიაშვილი. სამწუხარო ინფორმაციას, მისი ვაჟი, ბესარიონ თედიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:„გარდაიცვალა მამაჩემი ლევან თედიაშვილი. პანაშვიდი კვირას და ორშაბათს 4 საათიდან - მის. ცაბაძის ქ. II     კორპუსი. სამშაბათს დილის 10 საათიდან, გამომშვიდობება შედგება, სპორტის სასახლეში. გამოსვენება სპორტის სასახლიდან (ძველი სპორტის სასახლე) 2 საათზე. დაკრძალვა ქ. საგარეჯოს სასაფლაოზე“ - წერს ბესო თედიაშვილი.შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი ლევან თედიაშვილი, ოლიმპიური თამაშების 2 -გზის ჩემპიონი ჭიდაობაში, მსოფლიოს 4 -გზის და ევროპის 3 -გზის ჩემპიონი მსოფლიო თასის მფლობელი (1973) გახლდათ, ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).თედიაშვილი დაიბადა საგარეჯოში, 1948 წლის 15 მარტს. ცნობილი სპორტსმენი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას და ღირსების ორდენების კავალერი, 1973 წელს, „საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად“ დასახელდა, ხოლო 1971, 1973 და 1974 წლებში საქართველოს „წლის საუკეთესო სპორტსმენად“.1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.გადაღებულია ასევე, რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი", სადაც მთავარ როლს ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი ასრულებს.„ხარება და გოგიას” შემდეგ, მეორე სამსახიობო გამოცდილებაა. ფილმმა ნიუ-იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ასევე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა – ლევან თედიაშვილმა. ფილმი ასევე დაჯილდოვდა, საუკეთესო სცენარისთვის.