ონი

რეგიონი • 1790583772

ონის შესასვლელთან მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე, მეწყრული პროცესების სტაბილიზაციისა და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული უბნის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. სამუშაოების მიზანია ფერდობის სტაბილიზაცია, გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.ქალაქ ონის შესასვლელთან მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. აღნიშნულის გამო, 2026 წლის 11 ივლისიდან ძირითად გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოეწყო დროებითი შემოვლითი გზა, რომლითაც ავტოტრანსპორტი ძირითადი გზის აღდგენის პერიოდში შეუფერხებლად გადაადგილდება.მეწყერსაწინააღმდეგო და გზის აღდგენის სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის დაცვით ძირითად გზაზე მოძრაობა უმოკლეს ვადაში აღდგეს.

ეკა მხატვრიშვილი

საზოგადოება • 1790317932

„დე, ესეც ჩუმად გადაგიღე ფანჯრიდან, თვალი მომკარი და მითხარი...“ - ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ვიდეოს აქვეყნებს

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და კადრებს აქვეყნებს.„დე, ესეც ჩუმად გადაგიღე ფანჯრიდან, თვალი მომკარი და არსად დადოო, მითხარი. სულ თვალს გადევნებდი, იმ ავბედითი ღამის გარდა, ჩემი შვილი საქართველოს სადღეგრძელოზე დგებოდა ფეხზე და არა არაკაცების ნათქვამ სადღეგრძელოზე. კაცობა არასდროს შეშლია და სახელი დატოვა ადამიანობის“, - წერს ეკა მხატვრიშვილი. 17 წლის დავით ნარიმანიძე 2026 წლის 10 სექტემბრის გამთენიისას, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლეს. საზარელი მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. პროკურატურის ცნობით, დაკავებული 17 წლის დ.პ. მრავალფეროვანი კრიმინალური ისტორიის მქონე არასრულწლოვანია და ახლაც გირაოს პირობების ქვეშ იმყოფებოდა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გივი მიქანაძე

განათლება • 1790283300

გივი მიქანაძე: ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას სხვა შენობის აშენება იგეგმება, ეს არის ტყუილი, სადაც კი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, იმ ადგილზე კვლავ აშენდება სკოლა

სკოლებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას რამე სხვა შენობის აშენება იგეგმება, ეს არის ტყუილი და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, სადაც კი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, თბილისსა თუ სხვა ქალაქებში, იქნება ეს 21-ე საჯარო სკოლა თუ სხვა, იმ ადგილზე კვლავ აშენდება სკოლა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ 21-ე საჯარო სკოლის მშობლებთან შეხვედრისას განაცხადა.„ვერავინ დამისახელებს ერთ პრეცედენტსაც კი, რომ ბოლო წლებში რომელიმე ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი მოხდა და იმის ნაცვლად, სკოლის გარდა, რამე სხვა აშენდა. არ არსებობს ასეთი რამ“, – აღნიშნა მიქანაძემ.მინისტრის თქმით, 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა კომისიამ იმსჯელა, თუ რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს, რომ სასწავლო პროცესი დროებით, დასწრებით ფორმატში აღდგეს.„კომისიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს ის სამუშაოები, რომელიც შესაძლებელს გახდის, 21-ე საჯარო სკოლაში აღდგეს სწავლა-სწავლების პროცესი.ჩვენი სამინისტროს შესაბამისი წერილი და მიმართვა გაიგზავნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმ თხოვნით, რომ ეს სამუშაოები რაც შეიძლება მოკლე ვადებში განხორციელდეს.დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, შევხვდით 21-ე საჯარო სკოლის დირექტორს, მშობლებს, პედაგოგებს და განვუმარტეთ, თუ რა პროცესები წარიმართა, რა აქტივობები განვახორციელეთ, რა გადაწყვეტილებამდე მივედით და ახლა რა ნაბიჯებს ვდგამთ.ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, სასწავლო წლის ბოლომდე მივიყვანოთ სწავლა-სწავლების პროცესი და ზაფხულიდან კონკრეტული სამუშაოები აუცილებლად უნდა განვახორციელოთ. ამაზე დღეს გვქონდა ძალიან ღია და გახსნილი საუბარი. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, მოვისმინეთ მშობლების პოზიციები და ჩვენც დეტალურად გავაცანით მიღებული დასკვნები.ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმოქმედებთ, არაფერი გვაქვს დასამალი საზოგადოებისგან და მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს ბავშვებს, პედაგოგებს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათი სწავლის გაგრძელებას.განხილვების შედეგად მშობლების მხრიდან დაისვა საკითხი და გაჟღერდა თხოვნა, რომ იქნებ ორშაბათიდან განახლდეს სასწავლო პროცესი დასწრებით ფორმატში. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღესვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მშობლებთან, პედაგოგებთან, დირექტორთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობასთან, მშენებლებთან და ექსპერტებთან ერთად, ესტუმრა სკოლას და დაათვალიერა შენობის დაზიანებები.შესაბამისად, უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება, განისაზღვროს, თუ რა პერიოდი შეიძლება, დასჭირდეს იმ პროცესებს, რაც დროებით მოგვცემს იმ ხარვეზების აღმოფხვრისა და სასწავლო პროცესის გაგრძელების, ამასთანავე, რამდენად შესაძლებელია, სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელი სამუშაოების განხორციელების პარალელურად გაგრძელდეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

მსოფლიო • 1790269461

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქემ პოლონეთში, მონასტერზე თავდასხმის გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხი სრულად უნდა აგოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის ერთ-ერთ მონასტერში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა.მისი თქმით, უკრაინის მოქალაქემ საშინელი დანაშაული ჩაიდინა და მან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.„ჩვენ შოკირებულები ვართ ამ ბოროტებით. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კათოლიკე მღვდელი მოკლეს, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავდა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ მას მომხდარის ყველა გარემოების საფუძვლიანად გარკვევის სჯერა.„ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის ახლობლებს. ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.ცნობისთვის, 24 სექტემბერს უკრაინელი მამაკაცი პოლონეთის ერთ-ერთ მონასტერში სასულიერო პირებს დანით დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი მათგანი დაიღუპა. ინციდენტი იაროსლავის ბენედიქტელი მონაზვნების სააბატოში მოხდა.

ლევან ვეფხვაძე

სამართალი • 1790171036

დადასტურდა, რომ გიორგი პაპაშვილმა ჩაიდინა თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა. ველოდები განესაზღვრება უმაღლესი სასჯელი - პროკურორი

2025 წლის თებერვალში, ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საქმეზე ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.კერძოდ, როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, გამოკვლეული მტკიცებულებებით გიორგი პაპაშვილის ბრალეულობა დასტურდება და ამიტომ ბრალდების მხარე, გიორგი პაპაშვილისთვის ყველაზე მძიმე სასჯელს უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.„მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლომ დაინახა ამ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, რომ გიორგი პაპაშვილმა ჩაიდინა თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა. ამიტომ ველოდები, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრება მაქსიმალური სასჯელი, უვადო თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.ინფორმაციისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 2025 წლის 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს, 2 პირმა - მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბაირამ ალი გუსეინოვმა - სხვა ქვეყანაში მიმალვა მოახერხეს, თუმცა გიორგი პაპაშვილი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს.ამავე საქმეზე უკვე მსჯავრდებულები არიან - ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე, საბა რობაქიძე, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.

ლენტა

კრიმინალი • 1790165269

სასტიკი მკვლელობა ყვარელში - მოკლულია 85 წლის ქალი, მკვლელმა კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში - საკუთარ საცხოვრებელ სახლში 85 წლის ქალი მოკლეს.ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფლის ხევის განაპირას, მარტო ცხოვრობდა და მასთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი სახლში სავარაუდოდ გვიან, ღამით შეიჭრა.სოფელში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელმა ქალი გააუპატიურა, როცა მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა.დაუდგენელმა პირმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და ცხედრის დაწვა სცადა.მეზობლები ამბობენ, რომ ქალმა რამდენიმე დღით ადრე თხილის მცირე მოსავალი გაყიდა და სოციალური დახმარებაც აიღო.საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.

ეკა კუპატაძე

საზოგადოება • 1790153577

„უმორჩილესად გთხოვთ ყველას!...“ - ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.„უმორჩილესად გთხოვთ ყველას, გიგა ავალიანის სურათთან გიორგი ლეკიშვილის და ნია იმნაძის სურათი არასდროს დადოთ.გამიზიარეთ რა, რომ ეს თხოვნა ყველას მიწვდეს.დღეს გიორგი ლეკიშვილმა თქვა, რომ გიგა ავალიანის ტელეფონში იმალება სამხილები! რა სამხილები იმალება გიგა ავალიანის ტელეფონში გიორგი ლეკიშვილო? გიგა ავალიანი თავის მკვლელობას გეგმავდა და ეს იმალება ტელეფონში? თუ მოსაკლავი იყო გიგა ავალიანი? მაგ შენს ისრაელის ექსპერტებს ნია იმნაძის და ალექსანდრე გაბაშვილის სრულყოფილი მიმოწერა აღადგენინე! შენი "თაკოს", თამარ ნავროზაშვილის, ტელეფონი აღადგენინე!მკვლელების წაშლილი ტელეფონები აღადგენინე!გიორგი ლეკიშვილო, შენ რომ გაიგო ვის ებრძვი:1) შვილი უნდა მოგიკლან!2) შენი შვილი სპეტაკი უნდა იყოს!3) შენ სუფთა წარსული უნდა გქონდეს!მე-2 და მე-3 არ არსებობს!შენ უწმინდური ხარ და ვერც ღირსეულ შვილებს გაზრდი.ასე, რომ შვილი რომც მოგიკლან, ჩემს ძალას მაინც ვერ შეაფასებ!ახლა კი დღევანდელ დღეზე ვისაუბრებ!ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, მართალია ნირწამხდარი საუბრობდა დღეს (მოგვიანებით მაგასაც ვიტყვი, რატომ იყო ნირწამხდარი), მაგრამ მაინც გამოვლინდა, რომ ბოროტი, მატყუარა და მანიპულატორია.დღეს მისი სამივე თვისება კომპლექსურად ვიხილეთ.ლეკიშვილმა ბოროტად მოიტყუა ჟურნალისტებთან და ამით სცადა ხალხზე მანიპულირება.სიმართლე არის შემდეგი:დღეს, გიორგი ლეკიშვილმა მტკიცებულების სახით დაართვევინა მოსამართლეს ის განჩინებები, რომლითაც შუამდგომლობებზე უარი ეთქვა (ანუ ძალადაკარგული) და ასევე, ისრაელის ექსპერტების წერილის ქართული თარგმანი, სადაც ისინი გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მოსამართლის განჩინების შემთხვევაში, მათ ხელთ არსებული რესურსით ჩაატარებენ ექსპერტიზას მოცემულ მასალაზე.მატყუარა გიორგი ლეკიშვილმა გიგას ტელეფონზე ექსპერტიზა რომ ჩაატარებინოს ისრაელიდან მოწვეულ ექსპერტებს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორი რამ:გიგას ტელეფონი და მოსამართლის განჩინება! ორივე ერთად!არის ტელეფონი, არ არის განჩინება!ეს ისეთივე აბსურდია, როგორიც ის, რომ გქონდეს მოსამართლის განჩინება მაგრამ ტელეფონი არ გქონდეს.საჭიროა ორივე ერთად:ტელეფონი და განჩინება. რაც წესით ადვოკატმა უნდა იცოდეს.ავხსნი ყველაფერს!ლეკიშვილმა წინა სასამართლო სხდომამდე, ანუ 10 სექტემბრამდე, მტკიცებულებების გამოკვლევის და მოკვლევის მიზნით, მართლა მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს, გიგა ავალიანის და გიგა ავალიანის მოსწავლეების ტელეფონებიდან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.პირველი ინსტანციის სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.შეიტანა აპელაციაზე და არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.სააპელაციოს მიერ გაცემული განჩინება, გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.რატომ არ დაუკმაყოფილეს მოსამართლეებმა შუამდგომლობა?იმიტომ, რომ ლეკიშვილი ითხოვს იგივეს, რასაც ისედაც ითხოვს პროკურატურა.პროკურატურა ითხოვს, ყველა ამოღებული ტელეფონიდან (ლეკიშვილი ითხოვს მხოლოდ გიგას და მისი მოსწავლეების) ინფორმაციის ამოღებას და გამოკვლევას.ორი ერთნაირი შუამდგომლობა არაა საჭირო, ერთიც საკმარისია, ამიტომ ეთქვა უარი ლეკიშვილს!საქმეში ეტაპობრივად იდება კიდეც ტელეფონებიდან ამოღებული და გამოკვლეული ინფორმაციები მტკიცებულებების სახით.მაშასადამე წინა სასამართლო სხდომამდეც, ანუ 10 სექტემბრამდე გაირკვა, რომ მოსამართლის განჩინებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გიორგი ლეკიშვილის ე.წ. ისრაელიდან მოწვეულ ექსპერტებს არ ჰქონდათ გიგა ავალიანის ტელეფონზე წვდომის უფლება.ისრაელიდან ექსპერტებმაც ასე შემოუთვალეს, განჩინება თუ იქნებაო. განჩინება არ არის!დღეს გიორგი ლეკიშვილმა, კიდევ ერთხელ, მოატყუა საზოგადოება!  უმთავრესი და უპირველესი რამ:გიგას თავდასხმის შემდეგ, როგორც კი გათენდა, პოლიციამ პირველი რაც ამოიღო, იყო გიგა ავალიანის ტელეფონი და ტანსაცმელი.მე გადავეცი კლინიკაში ჩემი ხელით, ხელიდან ხელში გადმომცა ექიმმა და მაშინვე გადავეცი გამომძიებელს ტანსაცმელი, ტელეფონი, საფულე და ორი ნაბიჯის ცელოფანი, რომელშიც იყო 1 შეკვრა კვერცხი, თევზის 2 კონსერვი და 1 პური.გიგას სხეული დარჩა კლინიკაში და ყველა ნივთი რაც ჰქონდა (საცვალიც კი), მივაწოდე პოლიციას.საფულე და საკვები დამიბრუნეს, ტანსაცმელი და ტელეფონი წაიღო პოლიციამ.თევზის კონსერვებს ამ დრომდე ვინახავ. კვერცხი და პური გიგას სიცოცხლეში გადავყარე. რომ მცოდნოდა მომიკვდებოდა, მასაც შევინახავდი.რას მალავდა გიგა ავალიანი, ასეთი ძლიერი კოდი რატომ ედო მის ტელეფონსო, ესეც იკითხეს ადრე ბოტებმა.  მაგასაც გეტყვით.გიგას სახლში ჰქონდა პლანშეტი, რომელზეც კოდი არ ედო (რადგან გიგას დასამალი არაფერი ჰქონდა), ხოლო ტელეფონი მუდამ დაჰქონდა თან.რომ დაჰკარგვოდა, რატომ უნდა ჰქონოდა ვინმეს წვდომა, თუნდაც მის საბანკო ანგარიშებზე?და რადგან გიგა ავალიანის ტელეფონი ვერ გაიხსნა, მე პროკურატურას მივაწოდე გიგას პლანშეტი, ჩემი ინიციატივით, იანვარში (მაშინვე, როგორც კი პროკურატურამ ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო.) და საქმის მასალებში დევს გიგას პლანშეტიდან ამოღებული ყველა საჭირო ინფორმაცია.აუცილებლად უნდა დავძინო, რომ 14 ოქტომბერს, ნია იმნაძის ტელეფონში წაშლილი იყო იმნაძის მიერ გიგა ავალიანისთვის მიწერილი რამდენიმე მესიჯი.ანუ, პირველივე დაკითხვისას უკვე წაშლილი ჰქონდა თავისი მინაწერების ნაწილი და თუ არაფერი იცოდა, თავდასხმის შესახებ, რატომ წაშალა მესიჯები, მაშინ როცა უთხრეს, რომ 115-ე მუხლით, ანუ თვითმკვლელობის მიმართულებით ხდებოდა გამოძიება??მე მივიტანე პოლიციაში სრულყოფილი მიმოწერა და სოციალურ ქსელშიც, გიგას გარდაცვალების ღამესვე ავტვირთე სრულყოფილი მიმოწერა.გიგა ავალიანმა იცხოვრა უხინჯოდ, რაც წარმოუდგენელია სახედაკარგული გიორგი ლეკიშვილისთვის.  თუმცაღა გიგა ავალიანი სულ რომ მანიაკი ყოფილიყო, ამ საქმეში იურიდიული ძალა არ აქვს გიგას "დანაშაულებებს".წესით, ესეც უნდა იცოდეს ადვოკატმა.უბრალოდ, ლეკიშვილი იმნაძე-ნავროზაშვილებს აშტერებს.გიგას ტელეფონი არ გაიხსნას გარდა, ლეკიშვილს სათქმელი აღარაფერი დარჩა.მკვლელობის ფიგურანტებიდან გიგას იცნობდა მხოლოდ იმნაძე და მალანია!და თუ ე.წ. სამხილების სახით მაინც აინტერესებთ მკვლელობის ფიგურანტების: ნია იმნაძის, გიორგი მალანიას, ანასტასია ბერუაშვილის, ანი ნასყიდაშვილის, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის, დემეტრე კასრაძის ან დემეტრე ჩიქოვანის გიგა ავალიანთან მიმოწერა, აქვთ ყველას ტელეფონი!რატომ გაასუფთავა ტელეფონი ყველამ????იმიტომ რომ ისინი ერთმანეთში გეგმავდნენ გიგას მკვლელობას, მკვლელობის შემდეგ კი იხილავდნენ მკვლელობის დეტალებს, ხელიდან ხელში გადაჰქონდათ გიგას მკვლელობის ვიდეო და ერთმანეთში საუბრობდნენ გარყვნილი ლექსიკონით.(ამას ადასტურებს მიმოწერის ის ნაწილი, რაც ამ არასრულწლოვნების ტელეფონებიდან აღდგა.)ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატის კომენტარზეც უნდა გავაკეთო კომენტარი.შვილმკვდარმა კაცმაც როგორ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი?შენი მკვდარი შვილი მკვდარია და ჩემი მოკლული შვილი დანომრილი გვამი?როცა ვერ ამთხვევ შენი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლეს და სამართალს, გიორგი ლეკიშვილად კი არ უნდა გადაიქცე, არამედ:1) უნდა აღიარებინო დანაშაული დამნაშავეს.2) უთხრა, რომ სინანული ფორმალურად მაინც გამოხატოს.3) მოუძებნო მას რაღაც ადამიანური ღირსება, თუნდაც უმნიშვნელო დოზით ჰქონდეს და წამოსწიო წინა ხაზზე.ადვოკატმა ესეც უნდა იცოდეს!ანასტასია ბერუაშვილი კი არა გაგიკვირდება და არც გაბაშვილი და რიკაძე იცნობდა გიგას, მაგრამ მოკლეს.არც ნიკოლოზ ღუნაშვილს იცნობდა მკვლელი, მაგრამ მოკლა! არც დავით ნარიმანიძეს იცნობდა მკვლელი, მაგრამ მოკლა!........დაგიძველდათ ეგ "არგუმენტი"! პ.ს. გიორგი ლეკიშვილი დღეს სასამართლო პროცესზე აღარ იცინოდა!არც ის სათვალიანი ადვოკატი, ნინო ლეკიაშვილი, ჩანდა სადმე! ვფიცავ, სრულყოფილად ვასწავლი ჭკუას!“ - დაწერა კუპატაძემ.

112

საზოგადოება • 1789876398

112-ის ცხელ ხაზზე ტექნიკური ხარვეზია - გადაუდებელი დახმარებისთვის ალტერნატიული ნომრები ამოქმედდა

112 სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს:"გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის.თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:591544375591946870591946840591544384577011174598087761599842206577011241ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის",-ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს რკინიგზა

საზოგადოება • 1789842007

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.„აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ მიმართულებაზე მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა.კერძოდ, ძლიერი წვიმის შედეგად, ზოგიერთ მონაკვეთზე ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე.საქართველოს რკინიგზის სამსახურები, შესაბამის უწყებებთან ერთად, მატარებლების გადაადგილების უმოკლეს დროში აღსადგენად აქტიურ რეჟიმში მუშაობენ“, - წერია განცხადებაში. 

სასწაფო

საზოგადოება • 1789755967

„დაიბადა ჯანმრთელი გოგონა...“ - სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მშობიარობა გზაში მიიღო

სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერია როგორ გადაარჩინეს ჯვარის რაიონული სამსახურის ექიმებმა მშობიარე ქალის სიცოცხლე და იგი ფიზიოლოგიურად ამშობიარეს:„ჯვარის რაიონული სამსახურის ექიმი თეა ჩაკაბერია 2006 წლიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმია.მის პრაქტიკაში არაერთი პაციენტი, არაერთი რთული და მნიშვნელოვანი გამოძახება ყოფილა, თუმცა ეს ერთი შეხედვით მორიგი გამოძახება მისთვის სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა.გამოძახება შემოვიდა ლოზუნგით - „მშობიარობა“.ადგილზე მისულ მე-7 ბრიგადას ახალგაზრდა ქალი მოვლითი სამშობიარო ტკივილებით დახვდა. პაციენტის მდგომარეობა უმოკლეს დროში შეფასდა და ბრიგადის წევრებმა მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ჰოსპიტალიზაციის პროცესში ქალბატონს მოვლით ტკივილებს შორის ინტერვალი თანდათან შეუმცირდა. ბრიგადის წევრები მაშინვე მშობიარობის მისაღებად მოემზადნენ.ძალიან მალე, ფიზიოლოგიურად, დაიბადა ჯანმრთელი გოგონა, რომელმაც სიცოცხლის პირველივე წამებში თავისი ხმით ამცნო სამყაროს, რომ ყველაფერი კარგად იყო.ეს ახალგაზრდა დედისთვის მეხუთე მშობიარობა იყო.თეა ექიმი განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს თავის გუნდზე ექთან ხათუნა გეთიასა და მძღოლ პაპუნა სამუშიაზე, რომელთა პროფესიონალიზმმა და სიმშვიდემ ამ მნიშვნელოვანი წუთების მშვიდობიანად წარმართვაში დიდი როლი ითამაშა.მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგანს ჰოსპიტალიზაციის პროცესში მშობიარობის მიღების გამოცდილება მანამდე არ ჰქონია, არც ერთი წამით არ დაბნეულან. მოქმედებდნენ შეთანხმებულად, მშვიდად და თავდაჯერებულად. სანამ პატარა გოგონა ქვეყანას მოევლინებოდა, ბრიგადის წევრები მშობიარე დედას მხოლოდ ერთ წინადადებას უმეორებდნენ: „იმშობიარე და პატარა ჩაგვახუტე.“ეს იყო კიდევ ერთი გამოძახება, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადისთვის დაუვიწყარ ისტორიად იქცა ისტორია, რომლის მთავარი გმირებიც პროფესიონალიზმი, სიმშვიდე და ახალი სიცოცხლის დაბადებაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გივი მიქანაძე

განათლება • 1789732744

გივი მიქანაძე: თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო — ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ

„თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო — ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ,” - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.მინისტრის თქმით, დაწყებულია საჯარო სკოლების შენობების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის პროცესი. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შესაბამისი დასკვნის მიღებისას ნებისმიერ შემთხვევაში მყისიერად ახდენს რეაგირებას.“ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და სწორედ ამიტომ, დავიწყეთ საჯარო სკოლების შენობების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა და ავარიული შენობების გამოვლენა. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი სარემონტო სკოლები და საკითხი, რომელსაც სამომავლოდ ვერ გადავდებთ.ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გადაიჭრას საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის პრობლემა. ამ საკითხს განსაკუთრებული გულისყურით ვეკიდებით და ამ მიმართულებით გვექნება მყისიერი, კონკრეტული რეაგირება.თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია.მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწავლო პროცესი დროებით გაგრძელდეს ალტერნატიულ საგანმანათლებლო სივრცეში. სწავლა არ შეწყდება და მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული, უსაფრთხო სასწავლო გარემო.მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ.პარალელურად, დაიწყება ყველა აუცილებელი პროცედურა თბილისის №21 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური, ინტენსიური კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. შენობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებისა და ტექნიკური შეფასებების საფუძველზე იქნება მიღებული,” - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

დავით ნარიმანიძის დედა

საზოგადოება • 1789671985

ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

„უდიდესი მადლობა ყველას ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის, გვერდით დგომისთვის, ღმერთმა სიკეთე მოგცემთ ყველას" - ამის შესახებ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.ეკა მხატვრიშვილი განსაკუთრებულ მადლობას მოკლული გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედებს უხდის.„უდიდესი მადლობა ყველას ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის, გვერდით დგომისთვის, ღმერთმა სიკეთე მოგცემთ ყველას. უდიდესი მადლობა გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოებს. მათმა სამძიმარმა ძალა მომცა. ეს სურათი არის გადაღებული წინა დღეებში, სულ ასე ხელგადახვეული დავყავდი ჩემ სუნთქვას. მადლობა ყველას, სიკეთით გადამეხადოს ყველასთვის ეს პატივისცემა" - წერს ეკა მხატვრიშვილი.ცნობისთვის, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 9 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობა გახსნილია - სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

✕