მეუფე სტეფანე

საზოგადოება 1728564727

ვინც დღეს საქართველოს აბრუებს დასავლური ღირებულებებით, გვეუბნებიან, რომ თუ გეი მიმართულებას არ აირჩევთ, ჩვენთან ადგილი არ გექნებათ, - ჩვენ ღმერთი უნდა ავირჩიოთ და ვინც იქნება ღვთის მხარეზე, პარტიები თუ ადამიანები, მათთან ერთად ვეცადოთ, ჩვენი თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ - მეუფე სტეფანე

ქრისტიანული მომავალი არის ჩვენი ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, რომლითაც მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ღვთის მადლსაც შევინარჩუნებთ, ღვთის წყალობასაც შევინარჩუნებთ და ღვთის წყალობა როცა ჩვენს მხარეზე იქნება, ვერც ერთი მანქურთი ვერ მოგვერევა, - განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას.როგორც მან აღნიშნა, არ სურს, პარტიული მიმართულებით საუბარი და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია, ქვეყანაში არაქრისტიანული ცხოვრების წესი არ დამკვიდრდეს, რისთვისაც საჭიროა სწორი არჩევანის გაკეთება."ის, ვინც დღეს საქართველოს აბრუებს და ატყუებს დასავლური ღირებულებებით, რომლებიც ფაქტიურად, აშკარად გამოჩნდა, გვეუბნებიან, რომ თუ ამ გეი მიმართულებას არ აირჩევთ, ჩვენთან ადგილი არ გექნებათ. ამიტომ, ჩვენ ღმერთი უნდა ავირჩიოთ და არა ამერიკა ან ევროპა. კვლავ უნდა გავაგრძელოთ ღვთის გზაზე სიარული, ვინც იქნება ღვთის მხარეზე, პარტიები იქნება თუ ადამიანები, მათთან ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ. მე არ მინდა, რომ პარტიული მიმართულებით ვილაპარაკო, მე ვამბობ, რომ აუცილებელია, სოდომია არ გაპარპაშდეს საქართველოში, ამისთვის საჭიროა, სწორი არჩევანის გაკეთება და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ არავის უფლება, რომ ქვეყანაში ხელისუფლება გადააყირაონ ვიღაცების განცხადებების ან ძალმომრეობით.“ - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მეუფე სტეფანე

საზოგადოება 1728559336

მეუფე სტეფანე: ე.წ. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას ყოველდღე არღვევს და ვინც მას მხარს უჭერს, არიან ის ძალები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური აგენტების სახით, მოდიან ვიღაცების ინტერესების გატარებისთვის

ეს ე.წ. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას ყოველდღე არღვევს და რომელსაც ფაქტობრივად, ლეგიტიმურობა არ გააჩნია, თავს ამკვიდრებს არალეგიტიმურ მოქმედებებში და ვინც მას მხარს უჭერს, ვინც იმპიჩმენტს არ დაუჭირა მხარი, არიან ის ძალები, რომლებიც ლეგიტიმურად არ მოქმედებენ, ყველანაირად მოქმედებენ უცხოური აგენტების სახით, ანუ არ მოქმედებენ საქართველოს არჩევნების დამოკიდებულებით, არამედ, მოდიან ვიღაცების ინტერესების გატარებისთვის, - აღნიშნულის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ გადატრიალება მოხდება და უცხოეთის გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკური პარტიები მოვლენ ქვეყნის სათავეში, მათი პირველი დავალება იქნება გეი-აღლუმის ჩატარება, რაც საზოგადოების უმრავლესობის უკმაყოფილებას და ვითარების დაძაბვას გამოიწვევს.„ახლა რომ მოხდეს ისე, დასრულდა ყველაფერი, მოხდა გადატრიალება, შემოვიდნენ სოდომისტები, რომლებიც პარტიებად, სხვადასხვა სახით აცხადებენ თავის თავს, „გეი-მემორანდუმზე“ ხელმომწერი ხალხი და ყურმოჭრილი მონები იმათი, ვინც ამ ყველაფერს ჩვენში ამკვიდრებს - რას გააკეთებენ ისინი? პირველი, რომ მოვლენ ხელისუფლებაში, რომც არ უნდოდეთ სოდომიის დამკვიდრება საქართველოში, თავიანთი პატრონები ეტყვიან: დღესვე, ეს ყველაფერი, რაც იყო ამის წინააღმდეგ მიღებული გააჩერეთ, ყველაფერი გაანადგურეთ და პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, თქვენი დავალებაა „გეი პარადი“ ჩაატაროთ საქართველოში. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ასეთ დავალებას მისცემენ? მათი შემოწმება პირველ რიგში, ამით მოხდება, რომ მოვლენ, ამ „პარადს“ ჩაატარებენ თუ არა. რომ ჩაატარებენ, ხალხი წინააღმდეგი ისევ იქნება, უკვე ხელისუფლების სტრუქტურას ისინი [უცხოეთიდან მართული ძალები] ხომ მოაჯდებიან და აიძულებენ პოლიციას და ჯარს, გამოვიდეს ხალხის წინააღმდეგ და თავში ურტყან ხალხს, იმის გამო, რომ ეს სოდომისტური პარადის წინააღმდეგი ვინმე იქნება და წავა რეპრესიები. ამას უყურებს რუსეთი და შემოვარდება - იმას ინტერესი რა აქვს? რომ გაუჩნდეს საქართველოში ძალა ისეთ სიტუაციაში, როდესაც ხალხს ატერორებენ, რომ „მშველელად“ მოვიდეს. როცა სოდომელების ასეთი შეტევა წამოვა ხალხზე, თავისთავად, რუსეთი შემოვარდება -„მე ვეხმარები ქართველ ხალხს“, იქიდან თურქეთი გამოვარდება თავისას დაიჭერს, იქიდან აზერბაიჯანი, იქიდან სომხეთი და საქართველო სად არის? - არსად. გეტყვიან „ჯაველინებს“ მოგაწვდითო, დაიწყე „ჯაველინების“ სროლა და სად მიხვალ, საქართველო სად იქნება? - დაგვრჩება ყველაფერი უკან.“ - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მიტროპოლიტი სტეფანე

საზოგადოება 1728557835

მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე ვდგავართ მთელი საქართველო, ეს არ არის პარტიული არჩევნები, ეს არის ჩვენი მომავლისთვის განსაზღვრა ჩვენი გზის, ანუ საქართველო როგორი იქნება ან იქნება თუ არა საერთოდ - მიტროპოლიტი სტეფანე

მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე ვდგავართ მთელი საქართველო. ერთი მხრივ რთულია, მეორე მხრივ, ძალიან მარტივია გაერკვე, რა ხდება. გარკვევაში, სად არის მართალი, სად არის მტყუანი, დიდი სირთულე არ არის, მაგრამ, გადაწყვეტილების მიღება შეიძლება იყოს ისე, რომ გაშინებენ, გაძალებენ, გატყუებენ და ა.შ., - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ, ქადაგებისას ისაუბრა.მისი განცხადებით, 26 ოქტომბერს იმართება არა პარტიული არჩევნები, არამედ კეთდება საქართველოს მომავლის განმსაზღვრელი არჩევანი.როგორც მეუფე სტეფანემ აღნიშნა, ქვეყანა ორ ნაწილად არის გაყოფილი, რომლის ერთ მხარეს ხალხი, ხოლო მეორე მხარეს უცხოური გავლენები და ძალებია, რომლებიც საქართველოში არაქრისტიანული ცხოვრების წესის დამკვიდრებას ცდილობენ.„მე უბრალოდ გეტყვით, რის წინაშე ვდგავართ და ეს არ არის პარტიული არჩევნები, ეს არის ჩვენი მომავლისთვის განსაზღვრა ჩვენი გზის, ანუ საქართველო როგორი იქნება ან იქნება თუ არა საერთოდ - აი, ასეთი არჩევანი გვაქვს. ამიტომ, მოდით, კარგად დავუკვირდეთ. ქრისტიანული თვალსაზრისით და ჩვენ ვიცით, რომ უფლის გარეშე ვერაფერი ვერ მოხდება კარგი და აქედან გამომდინარე, უფლის შეწევნით უნდა მოხდეს, რაც უნდა მოხდეს კარგი, ამიტომ, ჩვენ ის არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელიც ღვთისაკენ მიმართულია.დაახლოებით ორ ნაწილად არის ჩვენი ქვეყანა გაყოფილი დღეს, არა ტოლ-სწორი, უბრალოდ, არის ხალხი ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის უცხოური გავლენები და უცხოური ძალა. ანუ, ხალხი ერთ მხარეზე დგას და უცხოური გავლენები და უცხოური ძალები - მეორე მხარეს. ხალხი პოზიცია არის, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენი ღირებულებები არის ქრისტიანული ღირებულებები და ჩვენ ვირჩევთ, რომ ჩვენი ოჯახი იყოს დაცული ყველანაირი უზარო, აღვირახსნილი კანონებისგან, რომლებიც ბავშვებს, ოჯახს დააზიანებს. თავისთავად, ქრისტიანობის საწინააღმდეგოა სოდომური ცოდვის დამკვიდრება, რომელსაც ცდილობენ, რომ საქართველომ ეს არჩევანი გააკეთოს, სოდომური ცოდვისკენ გააკეთოს არჩევანი და ჩვენ არ გვინდა საქართველოში სოდომისტური ცხოვრების წესი.არჩევანი ქრისტიანობასა და სოდომური ცხოვრების წესს შორის ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა ხვალინდელი დღე უფლის წიაღში და უფლის წინაშე, ქრისტიანობით უნდა განვაგრძოთ გზა. ჩვენ გამოცდილება გვაქვს, რომ ქრისტიანულად ჩვენი ცხოვრება როცა წარვმართეთ, ღმერთი ყოველთვის ჩვენს მხარეს იყო და თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი თავი, ქრისტიანული ღირებულებების ერთგულებით შევინარჩუნეთ.“ - მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მეუფე სტეფანე

საზოგადოება 1728554673

მეუფე სტეფანე: უცხოელები თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ - ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია დღეს, ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე დგას

უცხოელები გვეუბნებიან, რომ წამოგვყევით ჩვენ და თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ. თითებს უქნევენ, თქვენ ეს კანონი რომ მიიღეთ, ამის გამო დაისჯებით, ვერ შემოხვალთ ჩვენთან და ათას რაღაცას მიედ-მოედებიან. თვალნათლივ ჩანს, ისინი გვაიძულებენ, მოლაპარაკებებში რომ შემოვიდნენ, ამიტომ ჩვენ აუცილებლად სოდომური ცოდვის პროპაგანდას გზა უნდა გავუხსნათ საქართველოში, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ.მისი თქმით, ხელისუფლებაში დღეს მყოფი ძალა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე დგას. მეუფე სტეფანემ აღნიშნა ისიც, რომ გარკვეული ძალები აპირებენ გადატრიალების მოწყობას და იაქტიურებენ ან არჩევნების დღეს.„არის ერთი ძალა, რომელიც, მადლობა ღმერთს, ხელისუფლებაშია დღეს და გვიცავს, ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე დგას, ეროვნულ, ქრისტიანულ ღირებულებებს წინა პლანზე აყენებს. ჩვენ რამდენი ხანი ვნატრობდით, რომ ხელისუფლებას ამაზე ხმა აემაღლებინა და ჩვენი ღირებულებები დაეცვა. ამ ვითარებაში რა უნდა გავაკეთოთ? უნდა დავინახოთ, რასაც აკეთებს ეს ძალა და რასაც აკეთებს უცხოეთიდან მართული ძალა.თუ მოხდა ისე, რომ გაგვაბრიყვეს, დაგვაშინეს ან ათასი რაღაც, შემდეგი ეტაპი რა არის? - არავინ დღეს არ აქტიურობს, აპირებენ გადატრიალების მოწყობას, იაქტიურებენ მაშინ, როდესაც ეს არჩევნები უკვე ჩაივლის ან მისი ჩატარების დროს, რომ მოვიდეს დასავლეთიდან მართული ძალა, რომელიც გვეუბნება, რომ სოდომიის ცოდვა უნდა დამკვიდრდეს საქართველოში. თუ არ გაიწვევთ იმ კანონს, რომელიც იცავს ჩვენს ბავშვებს და ჩვენს მომავალს სოდომიისგან, მაშინ ჩვენგან გექნებათ ბრძოლა და ისეთ ბრძოლას გვიცხადებენ, რომ პრაქტიკულად, არნახულს. დღეს შეიძლება, იარაღით ვერ შემოდიან, იმიტომ რომ სიტუაცია არ აქვთ, თორემ, იარაღითაც მოვიდოდნენ. ჩვენი მანქურთების მეშვეობით, შეიძლება, მოაწყონ ათასი რაღაც“, - აღნიშნა მეუფემ.

მეუფე სტეფანე

პოლიტიკა 1715678526

17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ მთელი საქართველო - დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით - მეუფე სტეფანე

17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ მთელი საქართველო - დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა."ახლაც, ამ დღეებში, არაერთხელ ითქვა ეკლესიიდან, როგორ არის მართალი და რა არის ღვთის წინაშე ჭეშმარიტი. 17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით. უნდა ვიყოთ ქაშუეთში, თუ არ დავეტევით, გარეთ ვიქნებით. რამდენადაც შესაძლებელია, თუ გინდა მთელი ქუჩა და მოედნები გაივსოს, იყოს. გახმოვანება ჩაირთვება და ყველა დადგება იმ პარაკლისზე, რომელიც ერის სიცოცხლისთვის უნდა ითქვას. უწმინდესის ლოცვა-კურთხევაა, რომ ვინც ვერ წამოვა, ადგილებზეც იყოს პარაკლისი. ახლა არის ის მომენტი, როდესაც უნდა იყოს ერთობა. არა ერთობით ბოროტებაში, არამედ ერთობით ღვთის წინაშე. იქ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, რომლითაც ჩვენ ქრისტიანები ვართ. ღვთის წინაშე უნდა გამოვჩნდეთ, უფალმა უნდა დაგვინახოს, რომ ჩვენ ის კეთილი ნაყოფი გამოვიღეთ, რომელიც მან დათესა“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მეუფე სტეფანე

საზოგადოება 1715676281

ვიღაცები უცხოეთიდან მოდიან, ხელებს გვიგრეხენ, როგორც მათ უნდათ, ისე უნდათ ვიმოქმედოთ. თავი უნდათ დავუთმოთ და აღითქვამენ, რომ შეგიყვან სადღაც სამოთხეში, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს - მეუფე სტეფანე

ვიღაცები უცხოეთიდან მოდიან, ხელებს გვიგრეხენ, როგორც მათ უნდათ, ისე უნდათ ვიმოქმედოთ. თავი უნდათ დავუთმოთ და აღითქვამენ, რომ შეგიყვან სადღაც სამოთხეში, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, - ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ქადაგებისას გამოეხმაურა.„ამ ვითარებაში ველოდი, რას გვეტყოდნენ „ევროვიზიაზე“. გვითხრეს, რომ კაბიანი, შიშველ ფეხებიანი ბიჭი გახადეს გამარჯვებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. საქართველომაც მას მისცა ხმა. თუ ვერ გავარკვიეთ, სად ვდგავართ, სად მივდივართ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ. ეს გადარჩევის პროცესი უკვე მკვეთრად მიმდინარეობს. ვიღაცები [უცხოეთიდან] მოდიან, ხელებს გვიგრეხენ, როგორც მათ უნდათ, ისე უნდათ ვიმოქმედოთ. თავი უნდა დავუთმოთ და აღითქვამენ, რომ შეგიყვან სადღაც სამოთხეში, რომელიც არსებობს მიწაზეო და სინამდვილეში არ არსებობს. ფუჭი მირაჟებით ამდენი ხალხი დაბრმავებული დარბის ზევით-ქვევით. უფალმა თქვა, შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს. უფალს არ უთქვამს, ლოზუნგს რომ შემოგიგდებენ, ის იყვირე და ამით გათავისუფლდებიო. გითხრა, შენი გონება აამუშავე და ტყუილად არ ხარ ადამიანი, უნდა იაზროვნო, არჩევანი შენ გააკეთო. შენი გონება უნდა აამუშაო და გაიგებ სად უნდა იდგე. დღეს უფალი უკან გაწიეს და რაღაც სიგიჟეებს აკეთებენ“, - აღნიშნა მეუფემ.

მეუფე სტეფანე

საზოგადოება 1713715737

ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე - მეუფე სტეფანე

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ახალგაზრდებით მანიპულირება და მათი დამუნათება ხდება, რათა ისინი ქუჩში გავიდნენ.მისი თქმით, ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება მყარდებოდა."მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით, ნაწილით, ყველას ვერ დაიმონებ. ამუნათებენ ბავშვებს თუ არ გავიდნენ მათ მხარეზე. ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც მყარდებოდა საბჭოთა ხელისუფლება, შემდეგ გადავიდნენ მოქმედებაზე, ანგრევდნენ ტაძრებს, კლავდნენ ღვთის მსახურებს და ხატებს ესროდნენ, ბოლო ეს იყო. ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე ვითარება, არც უნდა დაუშვან.ეშმაკები არიან ისინი, ვინც ამას იდეოლოგიურ საფუძველს აძლევენ. როდესაც მე პოზიცია უნდა დავიკავო, ვიყო მომხრე, ვიყო მოწინააღმდეგე - რისი?! თუ შინაარსში არ შევდივარ, იმან რომ მითხრა ამიტომ? მაშინ მანიპულირებაა პირდაპირი და დაგცინის ის", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მამა შალვა

საზოგადოება 1709321820

„დღეს 15 წელი შემისრულდა, რაც მღვდელი გავხდი...“ - მამა შალვა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

დღეს 15 წელი შემისრულდა, რაც მღვდელი გავხდი, უფლის ნებით და მისი უწმიდესობის ხელდასხმით, - ამ შინაარსის პოსტს ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდით ედგა.„პირველ რიგში, შენდობა მინდა ვთხოვო უფალს და იმ ადამიანებს, რომელთაც გული ვატკინე, მადლობა მინდა გადავხადო მის უწმიდესობას, ჩემს სულიერ მოძღვარს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ჩემს სულზე ზრუნვისთვის, ჩემს სულიერ ძმებს ქრისტეში, მშობლებს, მეუღლეს და შვილებს, რომლებიც საოცარ ძალას მაძლევენ იმისთვის, რომ ბოლომდე დავიხარჯო, სულიერ შვილებს რომლებიც მასწავლიან ქრისტესთან ურთიერთობას, ყველა იმ ადამიანს, რომელთა სიყვარულს ვგრძნობ ყოველდღიურად... ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში და საშუალება მომეცა, ჩემ ქვეყანას და ეკლესიას ვემსახურო, ჩემი ცოდვილი სულით...„ისეთი განსაცდელები მქონდა, მეგონა, ტკივილისაგან სულს განვუტევებდი, როგორც ცეცხლოვანი ღუმელიდან. მაგრამ, როგორც კი ჩაივლის განსაცდელი, ისეთი ნუგეში მოდის, თითქოს სამოთხეში იყო სხეულის გარეშე. უყვარხარ ქრისტეს, უყვარხარ ჩვენს ღმრთისმშობელს, წმინდანები გაქებენ, აგნელოზებს უკვირთ.ხედავ, რამდენი სიკეთე მოაქვს განსაცდელსა და გასაჭირს? მაშ ასე, თუ გინდა, რომ შენც შეიცნო და იგემო ქრისტეს სიყვარული, მოითმინე, რაც შენს თავს მოიწევა. არა ის, რაც შენ თვითონ მოგწონს, არამედ ის, რითაც ისურვებს უფალი შენს გამოცდას. ის, რასაც ჩვენ ჩვენი განზრახვით ვაკეთებთ, არაფერია. ათასჯერ უფრო მაღალია ის, რასაც უფალი გვიგზავნის, ჩვენი განზრახვისდა საწინააღმდეგოდ. ძვალი ძვალზე და სისხლი სისხლზე - ასე ებრძვის ადამიანს მტერი ეშმაკი ღმრთის ნებით. იმდენად, რომ იგი დნება და ლღვება, როგორც ცვილი ცეცხლისაგან.მაგრამ როცა გამოცდა ჩაივლის, მთლიანად სიხარულით ივსები. თვალისმომჭრელი ნათლით ხარ მოსილი და ხედავ საიდუმლოებებს, რომელთა გამოთქმა ენას არ ძალუძს. და მაშინ უკვე გწადია, ისევ მოვიდეს განსაცდელები, რადგან უკვე შეიცანი მათ მიერი სარგებლობა.” [იოსებ ათონელი(ისიხასტი)]“, - ვკითხულობთ მამა შალვას პოსტში. ასევე ნახეთ:მე უკვე მოვიხადე ბოდიში იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს მივეცი ხმა - მეუფე სტეფანე„პატრიარქი ემსახურება ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანებს - ეს რაღაც საარჩევნო განცხადებაა“ - ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია ზურაბიშვილის განცხადებაზე

მეუფე სტეფანე

საზოგადოება 1709299423

მე უკვე მოვიხადე ბოდიში იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს მივეცი ხმა - მეუფე სტეფანე

მე უკვე მოვიხადე ბოდიში იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს მივეცი ხმა, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მედიასთან განაცხადა.„მე უკვე მოვიხადე ბოდიში იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს მივეცი ხმა. მივიჩნევ, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი დიდი შეცდომა არ მომსვლია ამ საკითხებში. რაც შეეხება ამ განცხადებებს, ორი მხრიდან რომ შევხედოთ: როგორც ეკლესიისადმი და როგორც ქვეყნისადმი დამოკიდებულება. ქვეყნისადმი მისი დამოკიდებულება არის უგულებელყოფა კონსტიტუციისა და იმ წესების, რომლითაც ის შემოვიდა საქართველოს ცხოვრებაში, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, ახლა მისდამი დამოკიდებულება, როგორც ე.წ. პრეზიდენტისადმი ალბათ გამართლებულია, იმდენად არის ის გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მისი განცხადებები საქართველოს ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. დაკვეთა, რომლითაც ის მოქმედებს, არ არის გამოწვეული ქართველი ხალხისადმი პატივისცემით და ქართველი ხალხის დაკვეთა არაა. ის ასრულებს დაკვეთას - არ ვიცი, ვინ რას ურჩევს და უბრძანებს, მაგრამ ეს არ გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან.ახლა რაც შეეხება ეკლესიის მიმართ მის დამოკიდებულებას: გასაგებია, ბევრი გვინახავს, როდესაც სჭირდებათ ეკლესია, ცდილობენ, მაქსიმალურად ლოიალურებად გამოიყურებოდნენ. ხან წმინდა ნინოს გზაზე დადიან, ხან სანთლებით დგანან ეკლესიაში, ხან პატრიარქის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ და აქაც ალბათ ასეთი სიტუაციაა. ჯერ ერთი, ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს ჩვენი პატრიარქის მომავალს? უფლის ხელშია ეს და არა სალომეს ან მისი პატრონების ხელში. რამდენ ხანსაც იცოცხლებს ჩვენი პატრიარქი, ის ჩვენი პატრიარქი იქნება ბოლომდე. ჩვენ მისი ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის ყოველთვის ვილოცებთ. ჩვენ მის ცხოვრებას ილია მეორის ეპოქად აღვიქვამთ და ძალიან ბევრია საქართველოში ასეთი ადამიანი, ვინც მიიჩნევს, რომ ილია მეორემ თავისი ცხოვრება ისე განვლო, რომ შეგვიძლია მისი მოღვაწეობის პერიოდს ვუწოდოთ ილია მეორის ეპოქა. ეს არის არა ორი-სამი ადამიანის შეფასება, არამედ საყოველთაო შეფასება. ეროვნული ცნობიერება ასე ხედავს ამას. სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება მისი პრობლემაა. უბრალოდ მან ვერ დაინახა ის, რაც მთავარია და უყურებს ისე, როგორც მას უბრძანებენ“, - აღნიშნა მეუფემ.სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: “ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1689417579

ფოტორეპორტაჟი ლენტეხიდან, სადაც მჟავე წყლების განახლებული ტერიტორია პრემიერმა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლენტეხში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა ლენტეხში მჟავე წყლის განახლებული ტერიტორია დაათვალიერა.ლენტეხის მუნიციპალიტეტში “მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის” სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო მცირე ზომის საგამოფენო სივრცე. მოწესრიგდა მიმდებარე გზის სავალი ნაწილი და სადრენაჟე სისტემა, მოეწყო პარკინგი, დეკორატიული განათებები, მოპირკეთდა კედლები, დამონტაჟდა სკამები. პროექტი 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი, ცაგერში, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა. მიტროპოლიტმა მთავრობის მეთაურს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის რეზიდენციაში უმასპინძლა.მიტროპოლიტმა სტეფანემ პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა.მთავრობის მეთაურმა დღესვე ცაგერში მეუფე სტეფანესთან ერთად წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა. უძველესი ტაძრის აღდგენა ორი წელია მიმდინარეობს. ძველი ტაძრის ნანგრევების აღდგენის პარალელურად მიმდინარეობს ტაძრისა და ეზოს სამშენებლო და მოპირკეთების სამუშაოები.პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თამარ მეფის განახლებული ქუჩა დაათვალიერა.ქუჩის რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული პროგრამის “განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში განხორციელდა.მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.პროექტის ფარგლებში განახლდა შენობების გარე ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.

ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1689416835

პრემიერ-მინისტრი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ცაგერში, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა.მიტროპოლიტმა მთავრობის მეთაურს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის რეზიდენციაში უმასპინძლა.მიტროპოლიტმა სტეფანემ პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა.მთავრობის მეთაურმა დღესვე ცაგერში მეუფე სტეფანესთან ერთად წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა. უძველესი ტაძრის აღდგენა ორი წელია მომდინარეობს. ძველი ტაძრის ნანგრევების აღდგენის პარალელურად მიმდინარეობს ტაძრისა და ეზოს სამშენებლო და მოპირკეთების სამუშაოები.პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გიორგი გამზარდია

საზოგადოება 1687802385

ჭადრაკის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფიდეს ოსტატის, ფოთის საჭადრაკო კლუბის მწვრთნელის და უცვლელი წევრის, გიორგი გამზარდიას გარდაცვალების გამო", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში. ასევე ნახეთ:,,აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს..." - ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის ადვოკატიVIDEO: შეხვედრა ემიგრანტ დედასთან, 7-წლიანი განშორების შემდეგ - ემოციური კადრები„ჩემი ადგილი დავუთმე..." - წყალქვეშა ნავის ბორტზე დაღუპული 19 წლის მგზავრის დედაVIDEO: ,,გაივსო საქართველო ფულზე გაყიდულებით..." - მეუფე სტეფანე