შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1792402053

შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის პროცესის დახურვაზე: სამართლებრივი პროცესია. მტკიცებულებები არის თუ არა, ამით არ განსაზღვრება პროცესი ღიაა თუ დახურული. მტკიცებულებების ხარისხი არ განისაზღვრება იმით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი დაესწრება თუ არა სხდომას“

რაც შეეხება პროცესების საჯაროობას და დახურვას, ეს პროცესუალური ნაწილია და ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, ისევე, როგორც ვერ გიპასუხებთ მეორე კითხვაზე, სასამართლო პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენელს, რომელიც დაინტერესდა, რატომ დაიხურა ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები და რატომ არ ესწრება მას განსასჯელი.მისი თქმით, სასამართლოს გადასაწყვეტია დახუარვს თუ არა პროცესს.„სამართლებრივი პროცესია. მტკიცებულებები არის თუ არა, ამით არ განსაზღვრება პროცესი ღიაა თუ დახურული. იქ არის ორივე მხარე - ბრალდებულის და ბრალდების მხარეც, არის სასამართლო, არის სამი ინსტანცია, ასე რომ აქ მტკიცებულებების ხარისხი არ განისაზღვრება იმით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი დაესწრება თუ არა სხდომას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მედიის წარმომადგენელი ასევე დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდებოდა პროცესების დახურვა იმ ფაქტს, რომ რომელიმე მოწმეს საჯაროდ არ სურდა ჩვენების მიცემა, რაზეც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის აბსურდი, რადგან მოწმეების ჩვენებები საქმეში დევს და ისედაც საჯაროა.როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღება მაშინ, როდესაც საქმეში არის ისეთი მასალები, რომლის გასაჯაროება მიზანშეწონილი არ არის.„არის სამი ინსტანცია. ჯერ პირველ ინსტანციაშია საქმე. ამ საქმის შედეგი რა იქნება, ჯერ არავინ იცის, ამიტომ მე ადვოკატებსაც ამას მოვუწოდებდი, რომ კონცენტრირდნენ სამართლებრივ საკითხზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარემ ღარიბაშვილის წერილზე და მის შინაარსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზეც ისაუბრა.„რაც ვიხილეთ, იმ ტექსტიდან ჩანს, რომ დაწერილია ადვოკატის მიერ. იმ ტექსტში წერია, რომ ადვოკატი ესაუბრება თავის დაცვის ქვეშ მყოფს. ვინაიდან მამუკა მდინარაძე არ გახლდათ ადვოკატი, შესაბამისად, გამორიცხულია, ხომ მისი დაწერილი იყოს. ტექსტი იყო დაწერილი ადვოკატის მიერ, რომელიც წერდა, რომ ამ ტაქტიკით წავიდეთ თუ სხვა ტაქტიკით. ვინც ეს წერილი დაწერა, ჯერ იმან თქვას, რომ მე დავწერე ეს წერილიო. ავტორი ხომ გაინტერესებთ?! ავტორი არის სავარაუდოდ ადვოკატი. წერილის სტრუქტურიდან ასე ჩანს. ეუბნება, რომ რომელი ტაქტიკით წავიდეთ, რა გავაკეთოთ. ანუ ადვოკატი ეუბნება თავის დაცვის ქვეშ მყოფს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკა • 1792163400

თენგიზ შარმანაშვილი ვიკა ბუკიაზე: ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია, ისე, გარეგნობაზე საუბარი არა მგონია, ზოგიერთების ძლიერი მხარე იყოს

ძალიან რთულია იმ კონტინგენტთან ურთიერთობა, რომელსაც გაგონილის შინაარსის გაგება არ შეუძლია. მე ვთქვი ძალიან ბანალური ამბავი, პირველკურსელების დონის, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციონეირ ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას საპასუხოდ, რომელმაც დეპუტატს „სიკვდილის ბუზი“ უწოდა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო.როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, მინიმალურ ცოდნას საჭიროებს მისი განცხადების გააზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ დავით ოქიტაშვილის არგუმენტები პროკურატურისთვის წონადი იქნება, საგამოძიებო უწყება ნებისმიერ პირს გამოჰკითხავს, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს, მათ შორის, თინათინ რუხაძესაც და მამუკა მდინარაძესაც.„თუ ვინმე მიუთითებს მეორე ადამიანის დანაშაულზე, ის უნდა გამოიკითხოს და ფასეულ ინფორმაციას თუ მისცემს გამოძიებას, ასევე უნდა გამოიკითხონ ამ ინფორმაციაში გაჟღერებული პირები. ჩემი გვარიც კი ვახსენე მაგალითისთვის, ვინმეს რამე რომ არ მოლანდებოდა. ამის გაგებას გარკვეული მინიმალური ცოდნა კი სჭირდება, მაგრამ იმდენად მინიმალური, სპეციალური უნარები საჭირო არ არის. კონკრეტულად რამის თქმა როდესაც მინდა, მიკიბულ-მოკიბულად არ მიყვარს საუბარი. დანარჩენი სამართლებრივი პროცედურების საქმეა.ისე, გარეგნობაზე საუბარი არა მგონია, ზოგიერთების ძლიერი მხარე იყოს“, - წერს შარმანაშვილი.

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკა • 1792053574

თენგიზ შარმანაშვილი – პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილსაც, ქალბატონ რუხაძესაც, მდინარაძესაც

პროკურატურა ვალდებულია, შეამოწმოს, დაუძახოს ოქიტაშვილსაც, ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია მას, თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება და კითხვები იქნება, საქართველოს პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, მდინარაძესაც, ყველას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.კითხვა ეხებოდა კულტურის ყოფილ მინისტრ თიკა რუხაძესა და სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელ მამუკა მდინრაძესთან დაკავშირებით „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის აღნიშნავს: „საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია“.„ჩემი კითხვები ამ შემთხვევაში ძალიან უწყინარი იქნება. მთავარია ახლა, რა კითხვები ექნება საქართველოს პროკურატურას, იმიტომ რომ ამ განცხადების შემდეგ, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, შეამოწმოს – დაუძახოს ოქიტაშვილსაც, ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია მას. თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება და კითხვები იქნება, საქართველოს პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს. მდინარაძესაც, შარმანაშვილსაც, პეტრიაშვილსაც, ყველას ჰკითხავს, თუ რამე საფუძველი იქნება და ასეც უნდა მოიქცეს. ასე რომ, დაველოდოთ სამართლებრივ პროცედურას“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

გიგა ფარულავა

პოლიტიკა • 1790584669

გიგა ფარულავა: ფაქტია, მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს სისულეების კორიანტელი, ცდილობენ, მედიაპროპაგანდა ააგორონ

ფაქტია, მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს სისულეების კორიანტელი, რაც საზოგადოებამ წაიკითხა. ამით ცდილობენ, მედიაპროპაგანდა ააგორონ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.მისი თქმით, თავისი დაწერილი თუ არის, მაშინ ჯანმრთელობის ფასი ნამდვილად არაფერია და ვუსურვებ, დროულად მიმართოს შესაბამის უწყებას.„რაც შეეხება წერილში მითითებულ აბსურდულ სისულელეებს და ბრალდებებს რასაც წერს, ჩაიხედონ თავიანთ გუნდში. ვის „ნაცობაზე“, ან რა 4 ოქტომბერზე საუბრობენ, როდესაც მათი პოლიტიკური გუნდი, როგორც ყოფილი, ისე მოქმედი, სავსეა „ნაცებით“. ასევე, თავის ეპისტოლეში, თუ წერილში საუბრობს ლგბტ პროპაგანდაზე. მიმოიხედონ გარშემო და ჩაიხედონ თავიანთ გულებში, ლგბტ თემის თუ პროპაგანდის ყველაზე მეტი წარმომადგენელი გუნდში ჰყავთ. 4 ოქტომბერს რაც შეეხება, თვითონ დაგეგმეს. ამაზე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა რამდენიმე თვის წინ, როდესაც „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჰყვებოდა, როგორ მართეს 4 ოქტომბრის პროვოკაციული და რევოლუციური სცენარები. შესაბამისად, ამ წერილების წერას თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ. რაც ამ კონკრეტულ წერილში წერია სისულელეა პირველიდან დაწყებული, ბოლო პუნქტამდე. დღეს, ქვეყანაში თუ რამე არსებობს მანკიერი როგორც პოლიტიკურ, ასევე ადმიანურ დონეზე, ამ ყველაფრით „ქართული ოცნებაა“ სავსე“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან“. მისივე თქმით, „როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ. 2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ“.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1789634354

ირაკლი კობახიძე: დისკომფორტია, როცა ყოფილი პრემიერი ხვდება ციხეში, ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით

დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან წასლვას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს საკითხები ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის.„თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ნალაპარაკევის გამო წავიდა პოლიტიკიდან, ეს თქვენი პრობლემაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კორუფცია არის ძალიან ცუდი, როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და როდესაც ეს ბრალდება არის შემდეგ დადასტურებული, ამას ვერანაირად ვერ ჩამოირეცხავს.„დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტია და ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა. კორუფციის ბრალდებით მას მოუწია ციხეში წასვლა. უმჯობესი იყო, რა თქმა უნდა, რომ მას არ ჰქონოდა ასეთი საქმიანობა წარსულში, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, დისკომფორტი იქნებოდა ნაკლები. მე კიდევ ერთხელ მინდა ერთი რამ აღვნიშნო – კორუფცია არის ძალიან ცუდი  და როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და როდესაც ეს ბრალდება არის შემდეგ დადასტურებული, ამას ვერანაირად ვერ ჩამოირეცხავ განცხადებებით თუ წერილებით, ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე. კორუფცია არის ცუდი და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი. შესაბამისად, კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან ბევრმა დაიწყო რაღაცების საუბარი, განცხადებების გავრცელება, მაგრამ იმდენად სუფთად მუშაობს ხელისუფლება მთლიანობაში, რომ არცერთ ასეთ მცდელობას არ ჰქონია არავითარი წარმატება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი. მიზეზი არის ერთადერთი, რომ გუნდი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობს ძალიან სუფთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1789625863

ლევან მაჭავარიანი: მეტი დეტალი თუ არის, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, იყო მესამე, მეოთხე, მეხუთე წერილი, რამე ნახეთ იმ წერილებში? ანუ, აბსურდთან გვაქვს საქმე

არანაირ კავშირში არ არის, ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, სულ რაღაც ხდება და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოვლენა შეიძლება დაუკავშირო პოლიტიკოსის პოლიტიკიდან წასვლას, – ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რატომ დაემთხვა დროში მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილება აგვისტოს ბოლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმეთვიანი პატიმრობის და მანამდე, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადების შემდეგ დაარღვია დუმილი და ვნახეთ მისი რამდენიმე წერილი ციხიდან, სადაც პირველად, მან სწორედ მამუკა მდინარაძე ახსენა, შემდეგ კი იყო მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კრიტიკა, მაგრამ ძირითად სამიზნედ იქცა სწორედ მამუკა მდინარაძე, რადგან ის საუბრობს, რომ კონკრეტული წერილი, სადაც მას სთხოვდნენ კორუფციული ბრალდების აღიარებას, გაუგზავნა მამუკა მდინარაძემ, რომ ხელისუფლებამ მას დაუგო მახე, მოუწყო პროვოკაცია და ა.შ.„ბატონ ღარიბაშვილზე ძალიან ბევრჯერ მომიწია კომენტარის გაკეთება და არ მინდა, ვინმეს შთაბეჭდილება დავუტოვო, რომ რაღაც პირადი მამოძრავებს ირაკლი ღარიბაშვილთან. ერთი წამითაც არ მინდა, ვინმემ ასეთი რამ იფიქროს. არ ვიცოდი, თუ თქვენთანაც ამ თემის გაშლა მოგვიწევდა. ირაკლი ღარიბაშვილის პირველი წერილი, რომელზეც იგი ამბობდა, რომ მამუკა მდინარაძის გაგზავნილი იყო, თუ ის წერილი რეალურად ვიღაცამ დაწერა, მინიმუმ, პირველ პირში იმ ფორმით იყო დაწერილი, რომ მისი ძალიან ახლობელი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ანუ, აქ ფაქტობრივად, აბსურდთან გვაქვს საქმე, ვერ იქნებოდა ეს მამუკა მდინარაძის დაწერილი. რაც შეეხება მეორე წერილს, სადაც იგი ამბობს, რომ არაფერი არ ჩაუდენია და გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე აღიარა დანაშაული, რომელიც თურმე არ არსებობდა, აქაც აბსურდთან გვაქვს საქმე, ხომ? ვიხილეთ მისი ბინიდან ამოღებული ეს თანხები და დანარჩენი, რაც ვიხილეთ. ანუ, წარმოვიდგინოთ, რომ გუნდი ეუბნება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ახლა ჩვენ გვჭირდება, რაღაც ბრალი გამოვიგონოთ, შენ თავზე აიღო ეს ბრალი, ხელი მოაწერო და ხუთი წლით წახვიდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რეალური შეიძლება იყოს რომელიმე განზომილებაში ის, ახლა რაზეც ვსაუბრობ?“ – განაცხადა მაჭავარიანმა.მისი თქმით, იყო მესამე, მეოთხე და მეხუთე წერილიც და საზოგადოებას გაუჩინეს მოლოდინი მეტი დეტალის შესახებ. „თუ რაღაც მეტი დეტალი არის, როგორც იგი საუბრობს და საზოგადოება რომ რაღაც მოლოდინში იყო და, პირველ რიგში, აგენტურული ოპოზიცია რომ არის დამწკრივებული, მესამე წერილი იყო, მეოთხე წერილი იყო, მეხუთე წერილი და რამე ნახეთ იმ წერილებში? ანუ, აბსურდთან გვაქვს საქმე, ადამიანის სიკვდილით სპეკულაციასთან გვაქვს საქმე და მერე დავით გარეჯის საკითხი იყო. მთელმა საქართველომ იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის კოორდინაციით მოხდა თავიდან ბოლომდე იმ რუკების საქართველოში დაბრუნება. იგი უძღვებოდა მთლიანად ამ პროცესს. რა იხილეთ მესამე, მეოთხე ან მეხუთე წერილში? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და არ ვიცი, გამოვიდეს კიდევ მეექვსე წერილი და რას წაიკითხავთ და რას ამოიკითხავთ, ვნახოთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილზე ხორციელდებოდეს ზეწოლა, რომელზეც ის საუბრობს, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად გამორიცხავს.„აბსოლუტურად გამორიცხავ. ამ შემთხვევაში ძალიან საეჭვოდ, იცით, რა ემთხვევა? საეჭვოდ ემთხვევა ის, რომ ბრალის წარდგენამდე ორი დღით ადრე აქვეყნებს იგი ამ წერილს და თანამშრომლობდა ბატონი ბურჭულაძე, ხომ? ვიცით მათი ურთიერთობა, და ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გვაქვს საუბარი. ანუ, ვერ გაჟონავდა ინფორმაცია, რომ ბურჭულაძე თანამშრომლობდა და ახალ ბრალს წარუდგენდნენ ბატონ ღარიბაშვილს? მე ლოგიკურად მხოლოდ ამ ჯაჭვს ვაწყობ. საზოგადოებამ განსაჯოს, ჩემი ლოგიკა კი მხოლოდ ამას მკარნახობს, რომ მან იცოდა, კი ბატონო, ინფორმაცია თავისთავად გაჟონავდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრია, მისი მეგობარი, ასევე ყოფილი მინისტრი აპირებდა მის წინააღმდეგ თანამშრომლობას, ჩვენების მიცემას, უკვე ეს პროცესი დაწყებული იყო და მან თავისი გადმოსახედიდან სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა, პოლიტიზება სცადა საკითხის. ლოგიკა ამას გვკარნახობს და ხუთივე წერილი ამას გვკარნახობს. მე სხვა იმ წერილში ვერაფერი ამოვიკითხე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა • 1789378831

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

ყოფილ ვიცე-პრემიერსა და რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრს მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო.მთავრობის განკარგულება, რომლითაც ეს საკითხი რეგულირდება 8 სექტემბრითაა დათარიღებული, თუმცა ის მთავრობის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4¹ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრს - მამუკა მდინარაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა”,- ნათქვამია დოკუმენტში.

გიგა ფარულავა

პოლიტიკა • 1789374323

გიგა ფარულავა: ხელისუფლებას ბარამიძის განცხადებები სამართლებრივ ჭრილში თუ გადაჰყავს, არანაკლებ მძიმე დანაშაული აქვთ კობახიძეს, მდინარაძეს და იმ ადამიანებს, ვინც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ

„ქართულ ოცნებას“ ბარამიძის პოლიტიკური განცხადებები სამართლებრივ ჭრილში თუ გადაჰყავს, არანაკლებ მძიმე დანაშაული აქვთ კობახიძეს, მდინარაძეს და იმ ადამიანებს, ვინც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის საზიანოდ მოქმედებს.„გიორგი ბარამიძის განცხადება უმძიმესი პოლიტიკური დანაშაულია და მან ამისთვის პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს. „ოცნებას“ ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში თუ გადაჰყავს, პირველ რიგში, მის გვერდში თავად იაგო ხვიჩიაც უნდა იჯდეს. ვინც ეს გადაცემა ჩაიწერა, გაავრცელა და ეს ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა. ეს არ იყო პირდაპირი ეთერი, ეს იყო დამონტაჟებული გადაცემა, რომელიც დღემდე ინტერნეტსივრცეში დევს. მათი განვითარებული ლოგიკით, რატომ არის დღესაც ხელმისაწვდომი მასალა მთელი ინტერნეტსივრცისთვის და საზოგადოებისთვის? – „ოცნებას“ ბარამიძის კონკრეტული განცხადება როდესაც სამართლებრივ ჭრილში გადაჰყავს, მინდა, პარალელი გავავლო და ვთქვა, რომ არანაკლებ უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს, „ოცნების“ იმ წევრებს, რომლებიც საქართველოს დღემდე ომის დაწყებაში ადანაშაულებენ. დღეს იქნება თუ ხვალ, მათ აუცილებლად მოუწევთ უმკაცრესი პასუხისგება იმ ქმედებებისთვის, რაც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გააკეთეს.„ოცნება“ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ბრალი წარუდგინეს ქართულ ტერიტორიაზე, ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით. ისინი არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, არამედ თავიანთი ქმედებებით, სამართლებრივ საფუძველს აძლევენ საოკუპაციო რეჟიმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

გიორგი შარაშიძე

პოლიტიკა • 1788337418

გიორგი შარაშიძე: ღარიბაშვილს თუ ჰგონია, „ჩაშვებების“ სერიით, რომელიც მან დაიწყო, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება

ირაკლი ღარიბაშვილის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ ბინძურ, მოღალატე, კორუმპირებულ და ყველაფრის მკადრებელ პარტიად ჩამოყალიბდა „ქართლი ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში ქართველი ხალხის უმრავლესობით მოვიდა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, მოღალატეობრივ ქმედებებს ადგილი განსაკუთრებით ბოლო ექვსი წლის მანძილზე ჰქონდა.„ღარიბაშვილს თუ ჰგონია, ამ „ჩაშვებების“ სერიით, რომელიც მან დაიწყო, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება. მთავარი ისაა, რომ არა მხოლოდ ღარიბაშვილი, არამედ მდინარაძე და კობახიძე მათ მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო მკაცრად იქნებიან გასამართლებული და დასჯილი, ეს დღეს იქნება თუ ხვალ, ამ ხელისუფლების, თუ ახალი ხელისუფლების პირობებში. მათ მკაცრი სასჯელი ქართველი ხალხისგან და მათ მიერ არჩეული ხელისუფლებისგან ელით, ამ სასჯელისთვის სამივე უნდა მოემზადონ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.მისი თქმით, იმ პარტიისგან, სადაც ამდენი აგენტი და ამდენი ყოფილი „ნაცია“, საერთოდ რა მოლოდინი უნდა ყოფილიყო.„რაც შეეხება „ოცნებაში“ დარჩენილი სხვა წევრები ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, ქართველი ხალხი ვერ ხვდება, რომ იქ ანგელოზი არავინაა – როდესაც მათი ლიდერები ასეთი დამნაშავეები არიან თავად რით განსხვავდებიან. იმ პარტიისგან, სადაც ამდენი აგენტი და ამდენი ყოფილი „ნაცია“, საერთოდ რა მოლოდინი უნდა გვქონოდა? ეს ის სამწუხარო რეალობაა, რასაც ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ჩაშვებების და დასმენების ახალი სერიებით ვხედავთ. რაც შეეხება თვითმკვლელობებს, რა თქმა უნდა, ამას თავისუფალი და სამართლიანი გამოძიება სჭირდება. ერთადერთი, რაც შემიძლია, თვითმკვლელობების შესახებ გითხრათ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაცები“ და „ოცნება“ არა თუ არაფრით განსხვავდებიან, ერთმანეთზე უარესები არიან. კარგად გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომხდარი არაერთი თვითმკვლელობა თუ მკვლელობა, ამ სიას ემატება „ოცნების“ პერიოდში ასევე გამოუძიებელი და ბურუსით მოცული თვითმკვლელობები. სამწუხარო რეალობაა, ბევრ რამეში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას როგორ აგრძელებს „ოცნება“. „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის უკვე არანაირი სხვაობა არ არის და ისინი ერთმანეთზე უარესები არიან, სამწუხაროდ, ეს თვითმკვლელობებიც არ არის გასაკვირი. რა გზასაც ადგა და რა ხელწერაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, იმავეს „ოცნება“ აგრძელებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ლაშა ფარულავა

პოლიტიკა • 1788172371

ლაშა ფარულავა: ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი, ესენი არიან „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენეს

ამ ქვეყანაში თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს არის „ქართული ოცნება“ და მისი ბანდიტური დანაყოფი. ახლა ვხედავთ მაჭავარიანის გააქტიურებას, ვინაიდან დაკარგა თავისი პოლიტიკური მამა და პროტექციონისტი – მამუკა მდინარაძე აღარ არის პოლიტიკაში. მას გაუჭირდება „ქართულ ოცნებაში“ ფეხის მოკიდება და, შესაბამისად, ახლა ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოირჩევა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ლევან მაჭავარიანის პოსტთან დაკავშირებით განაცხადა.ფარულავას თქმით, კოლექტიური „ქოცები“ თავს ესხმიან ოპოზიციას, რომელიც რეპრესიისა და ტერორის ქვეშაა.„მაჭავარიანები, ეს კოლექტიური „ქოცები“ თავს ესხმიან ოპოზიციას, რომელიც არის რეპრესიისა და ტერორის ქვეშ და, რა თქმა უნდა, აგრძელებს ბრძოლას. ბრძოლა არა მხოლოდ ბოლომდე გაგრძელდება, არამედ დასრულდება გამარჯვებით და ამას იხილავს ქართველი ხალხი. ვინმეს თუ ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ქართველ ხალხს რეპრესია და ტერორი მოუწყო. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვას აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში; სასამართლოში, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და უკვე ეს ავთენტური მტკიცებულება შექმნა ღარიბაშვილმა. ამ ქვეყანაში თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატია, სახელმწიფოებრიობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენეს, ამ საფრთხის არიდებას ცდილობს ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიცია“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.ლაშა ფარულავა ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.„არ დაგავიწყდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული ინტერესების გატარების გამო დღესაც არის აშშ-ის მხრიდან სანქცირებული. დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის სანქციები აქვთ „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებს, ისინი არ არიან საქართველოს მთავრობის წევრები, ისინი არიან „ოცნების“ და ივანიშვილის მთავრობის წევრები. ჩვენ ამ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის ვიბრძვით. ამ ბრძოლის ფასს, მათ შორის, პატიმრობით იხდის პრეზიდენტი სააკაშვილი, ჩვენი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჩვენი ორგანიზაციის თბილისის ლიდერი ირაკლი ნადირაძე. ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ, ვიქნებით არა მხოლოდ ბოლომდე, არამედ გამარჯვებამდე. რაც არ უნდა რეპრესია, ტერორი მოგვიწყოს რუსულმა ოცნებამ, ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე, გამარჯვებამდე, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანას არავის დავუთმობთ, საქართველო არ და ვერ გარუსდება“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.„ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები. უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ კი, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობისა და სიბინძურის გამო, ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის“.

ნინო წილოსანი

პოლიტიკა • 1788172318

ნინო წილოსანი: მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა დასანანი იყო, მაგრამ მის პოზიციას პატივს ვცემთ, პოლიტიკიდან მისი წასვლა დიდი დანაკარგი იქნება

ჩემთვის, როგორც მეგობრისთვის და თანამებრძოლისთვის, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა დასანანი იყო, მაგრამ მის პოზიციას პატივს ვცემთ. მას წარმატებას ვუსურვებ, პოლიტიკიდან მისი წასვლა დიდი დანაკარგი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.მისი თქმით, მდინარაძეს გუნდისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული.„ის ფაქტი, რომ, მამუკა მდინარაძის ფაქტორიდან გამომდინარე, სამთავრობო სტრუქტურა კონკრეტულ ცვლილებას გადიოდა, ეს პრემიერ-მინისტრის თქმითვე იყო დადასტურებული, რომ სწორედ მის ფიგურას, მის გამოცდილებას და კომპეტენციებს უკავშირდებოდა. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის და თანამდებობის დატოვების შემდეგ ეს ცვლილებები აღარ განხორციელდება. სამინისტროების გაერთიანებას მივესალმები, რადგან ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო ერთად უფრო ქმედითი იყო. სამინისტროს გაყოფის შემდგომ პროცესმაც დაგვანახა, რომ ამ კუთხით ეფექტიანობა არ გაზრდილა, ამიტომ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომ სამინისტროები ისევ გაერთიანდეს, ალბათ უფრო მოქნილი სისტემის შექმნას უკავშირდება. სხვადასხვა მიმართულებით, ეს იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია თუ რეგიონული განვითარების კუთხით კოორდინაციის ფუნქცია, იმდენად დიდი დატვირთვის იყო, რომ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თავის დროზე ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მისი პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ალბათ ამ მასშტაბის ადამიანი, რომელიც ასეთ კოორდინაციას გაუწევს, ამ ეტაპზე აღარც იქნება მოაზრებული. თითოეული მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულებს იმ სამუშაოს, რომელიც აღნიშნულ სამინისტროს ექნება დაკისრებული“, – განაცხადა წილოსანმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1788165409

შალვა პაპუაშვილი: პატივს ვცემ მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილებას, ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ

მამუკა მდინარაძემ პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, მამუკა მდინარაძემ თავად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რატომ მიიღო პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება.„მან სხვა ინსინუაციები თავად გამორიცხა, რომელიც შეიძლება, მის გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. მგონი, ძალიან ღია და გულწრფელი ბრიფინგი ჰქონდა და შესაძლებლობა გქონდათ, მისგან გადაწყვეტილების ახსნა პირადად მიგეღოთ. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური, თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ. არასდროს იქნებოდა ადრე ან გვიან. გადაწყვეტილებები მიღება მაშინ, როცა მიიღება. ამის შესაბამისი დრო და ამინდი დრო არ არსებობს. ადამიანი მაშინ იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მომწიფებულია. გარედან ამას ვერავინ შეაფასებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 27 აგვისტოს განაცხადა.

✕