მარიკუნა

ტაბლოიდი 1720944551

„1 წელი, ყველაზე კეთილი მარიკუნას გარეშე“ - ნინი ქარსელაძე მარიკუნა მიქატაძის ფოტოს გვიზიარებს

2023 წლის 14 ივლისს, 39 წლის ასაკში, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა.დღეს, მისი გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით, მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში მარიკუნას ფოტოს გვიზიარებს და წერს, რომ 1 წელი გავიდა ყველაზე კეთილი მარიკუნას გარეშე.

გია ფერაძე

კულტურა 1713546544

„...ღმერთმა ყველას შეუნდოს, მეც შემინდეთ ცოდვები,“- „არასერიოზული კაცის“ სულის შემძვრელი ტრაგედია

1948 წლის 19 აპრილს თეატრისა და კინოს ქართველ მსახიობ და პოეტ გია ფერაძეს, 76 წელი შეუსრულდებოდა. 40 -მდე ფილმი და 29 -მდე სპექტაკლი - დიდი თუ პატარა როლი, მისი ნიჭის და მსახიობური ოსტატობის ნათელი დასტურია.  განსაკუთრებით გამორჩეულია „განგაში”, „მოიტაცეს თამარ ქალი” და „არასერიოზული კაცი”...გიას ცხოვრება ორად შეიძლება დავყოთ – პირველი, დაუსრულებელი ზეიმი, სიხარული, მეგობრები, სიყვარული, გასტროლები, დროსტარება.მეორე – 1985 წლიდან გარდაცვალებამდე: პატიმრობა, გადასახლება, ჯოჯოხეთად ქცეული არსებობა... ეს იყო, გიას ნათამაშები ბოლო როლი.გია ფერაძემ 1970 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავის და სოხუმის ქართულ თეატრებში, მათ შორის, კინოსტუდია „ლენფილმში”, ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.1985 წლის 19 მარტს გია ფერაძემ (ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ), კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მეუღლე, ცნობილი მოქანდაკის და სახალხო მხატვრის, ჯუნა მიქატაძის შვილი, ირინა მიქატაძე მოკლა.დიდი მსახიობობიდან - დიდ პატიმრობამდე ნაბიჯი, გადადგმული იყო! 37 წლის გია ფერაძე დააპატიმრეს... მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გიამ ორი წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა, 5 წელი კი, ციმბირში და იაკუტსკში.მკვლელობის ბრალდებით სასჯელს ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა. გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან, ორიოდე წელში გარდაიცვალა.გია ფერაძეს და მის მეუღლე ირინა მიქატაძეს, დარჩათ ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც მკვლელობის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ამ ტრაგედიის მოხდენისთანავე, ირინას მშობლებმა ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ, შვილად აიყვანეს და გაზარდეს.მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას, თუმცა ბევრი ამბობდა, რომ მსახიობს, უზომოდ უყვარდა მეუღლე და სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა.ტრაგედიამ, რომელმაც 23 წლის ქალის სიცოცხლე შეიწირა, მთლიანად გაანადგურა გია ფერაძის ცხოვრებაც…~19 მარტი, მისი დასასრულის დასაწყისად იქცა. იმ მომენტისთვის მათი შვილი მარიკუნა 11 თვის იყო.რამდენიმე ხნის წინ, მსახიობი ნანული სარაჯიშვილი, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ გია ფერაძის მეუღლის გარდაცვალების ტრაგიკულ დღეს იხსენებს."იმ დღეს თეატრში რომ მივედი, „მეფე ლირის“ რეპეტიცია იყო. გია მასხარას როლს თამაშობდა. ამ ამბის შემდეგ ჯანრი ლოლაშვილმა ითამაშა. რომ მივედი, ხალხი რეპეტიციაზე არ იყო.ვიკითხე, რა ხდებოდა. მითხრეს, „საშინელება მოხდა, გიას ცოლი მოუკლავთ, ქურდები შესულანო“. მახსოვს, მურმან ჯინორიასთან ერთად წავედი.ჩვენთვის, ყველასთვის მოულოდნელი იყო. რასაკვირველია, ეს იყო შემთხვევითი ამბავი. იარაღი გაუვარდა. ეს სათამაშო კალამი იყო, ფერად-ფერადი.ერთხელ, ჩემთან წყნეთში, მაღალ ბალახებში დაუვარდა, არ მინდოდა რომ წაეღო და გამიხარდა. გია რომ გადიოდა, მეგობარმა მიაძახა, ვიპოვეო.ეს ერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა აჩუქა. ვინაობის თქმა, არც მას სურდა. ამის შემდეგ, მას აღარაფერი უნდოდა. ჩაიკეტა, როგორც „ბომჟი“ ისე დადიოდა.სხვათა შორის, არ ველოდით ამას, მისი ხასიათისა და ქცევიდან გამომდინარე. ამბობდა, თავი ვერ მოვიკალიო, ბოლოს გამოვიდა, რომ მოიკლა.ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა, მისი დაცვა ბევრჯერ დამჭირდა“, - ამბობს ნანული სარაჯიშვილი.მსახიობი სამაგალითოდ დაისაჯა, 12 წელი ციხე და 5 წელი გასახლება - მთელი პატიმრობის განმავლობაში, ის ლექსებს და დღიურებს წერდა. მისი უკანასკნელი ლექსია - „დასასრული”:„ალვისაგან გათალეთ ჩემი კუბოს ფიცარი,ალვა ამკობს ჩემს კავშირს ფერადოვან წარსულთან.ცხოვრება კი შევიცან რაც არის და ვინც არის,მაგრამ რაღა დროსია… კომედია დასრულდა!რეჟისორი თვით ვიყავ, ასე მსურდა ფინალი,მსგავსად ჰეროსტრატესი, მეც ხომ დავწვი ტაძარი…ხომ გახსოვართ ქეიფში, ფეხბურთში მორკინალი?ხოდა ფაფუ, გათავდა! ფერფლი ვარ და ნაცარი!ორი დღეც და შემამკობს, ალბათ შავი არშია,შავით შეიმოსება ჩემი მწირი სახლობათქვენი გია ფერაძე, თქვენთან ბარი-ბარშია.ეს სიკვდილი მან თვითონ ძალით მოიახლოვა.ბევრთან შევცდი… სხვა “ბევრი” ჩემთან არის “ჩაჭრილი”ღმერთმა ყველას შეუნდოს, მეც შემინდეთ ცოდვები.თქვენთვის დამილოცნია ეს მარტი და აპრილი,კიდევ ორი-სამი დღეც და უთუოდ მოვკვდები.სულ სიცოცხლე მინდოდა, სიცილი და ხუმრობა,ბედნიერი ვიყავი მუდამ თქვენთან მყოფელი.ასე მწარედ დასრულდა ჩემი თქვენთან სტუმრობა,ასე ცრემლით აივსო ჩემი წუთისოფელი.რა კარგი ხარ თბილისო, მენანები ძალიან…ციხეში გნატრულობდი და ამ ნატვრით ვთბებოდი.მაგრამ ჩემთვის თბილისო, ვიცი აღარ გცალია…ერთ დროს როგორ გკოცნიდი, როგორ გეხუტებოდი.მორჩა ლექსი, თვითონაც სანთელივით მივქრები…სული თითქოს დაჭრილი, მოფარფატე გედია…ისევ შენკენ მიხმობენ ეს სნეული ფიქრები,კომედია დასრულდა?… დასრულდა ტრაგედია!“ - (გია ფერაძის ლექსებიდან) მსახიობ გია ფერაძის ცხოვრება, უდიდესი ტკივილით იყო სავსე. მან თავის შვილებს, გამოსათხოვარი წერილი მიუძღვნა:გია ფერაძე - „შვილებს“„ჩემო ლამაზო შვილებო, ისმინეთ ბოლო სათქმელითუმც ვერ გიბოძეთ ვერც ლუკმა, ვერც სანთელი და საკმელითქვენთვის იღება ამ სულის ადრე დახშული სარკმელითქვენს ხსენებაზე სისხლი სჩქეფს ვერ იტევს გულის სარქველი.ჭლექმა რწმენა და ძალისგან სულ ერთიანად დამცალადამაუძლურა, დამგვემა, მთვრალივით დამაბანცალა.თქვენთან ალერსი, შვილებო, წამითაც აღარ მაცალა.კიდევ ბევრ რამეს შექმნიდი, მაგრამ საწუთრომ დამძალამე მოვკალ ჩემი ცხოვრება, შევსვი შხამი და სამსალა.საგინებელად ვიქეცი, არავინ არ შემიცოდავინ რა სასჯელი მომიზღო, მაგინა, რა არ მიწოდა,ჩემი სული და სხეული სულ ერთიანად იწვოდარამდენმა ზურგი მაქცია, ხელიც არ გამომიწოდა.თუ დავიძინე, სიზმარში ისევ ციხეში ვბრუნდები,რომ უბენლიედ შევცოდე, ამის მტკიცებას ვუნდები.თავზე მეხვევა ჯალათთა და სისხლისმსმელთა გუნდებინაცემი პირქვე ვაგდივარ, ხელ-ფეხზე რკინის ხუნდებით.ბიძინა, ჩემო ვაჟკაცო, მამაჩემის გაქვს სახელი,ტკივილმა სულში იძინა, შენთან სათქმელს ვერ ვამხელდი.რუსეთში ძმა გყავს პატარა, თბილისში დები ცხადია,ასე მოხდა, რომ სულ ყველა სხვადასხვა გზებით დადიან,შენ შეანივთე ეს გზები, შენს მამას ასე სწადია.ვკვდები და თითქოს ვღრიალებ, სოფო, ბიძინა, მარიკათქვენთან მინდოდა, დინებამ სულეთის მხარეს გამრიყა.სიცოცხლეს მაინც მივსდიე, მხოლოდ თქვენს გამო, შვილებო,სხვადასხვა დედის, ოჯახის და ლუკმით გამოზრდილებო,ვაი, რა საყვარლებო და, ვაი, რარიგად ტკბილებო,ცოტა ხანს თუკი ვიცოცხლებ, თქვენს ლოცვით ვიცოდვილებო.ათასჯერ ვიტყვი შენს სახელს, სულ ნაბოლარა გიაოსადღაც რუსეთში იზრდები, მე შენი ნახვა მშიაო.თქვენ გაიხარეთ, ჩემს გზაზე მხოლოდ ეკლები ყრიაო,თქვენს სავალ გზაზე ხთრობდეს ვარდი, ენძელა, იაო,ჩემი შავბნელი სიცოცხლე რა ძნელად სათქმელიაო,ღრმა უკუნეთმა წამიღო, მზის სხივი დამელიაო.ვიცი ერთ დღესაც ყველანი მხარს დაუმშვენებთ ილოსა,ის არვის არ ათქმევინებს ჩემზე ცუდს, სათაკილოსა,ის გეტყვით სათქმელს საჩემოს, მამაშვილურს და ტკბილოსა,,თუ კაცი უფალს უყვარდეს, ძმად ილო გაუჩინოსა.ქუჩაში მხვდება ნაცნობი და ვერ მცნობს ჩემი იერით,ვის ნაკაცარი ვგონივარ, ვის მაწანწალა, მშიერი,გამქრალა თქვენი ფერაძე, დაუღლელი და ძლიერი,თბილისს ქუჩებში ეთრევა, ვიღაცა ჩემ მაგიერი.ვერა, ვერავინ, ვერავინ, ჩემებრ ვერ გეტყვის ჩემი ხარ,ჩემი ოცნების ლურჯ ზღვაში აფრით მავალი გემი ხარ,შენა ხარ ჩემი ვარძია, ჩემი ოშკი და გრემი ხარ,ჩემი მეორედ მოსვლისას კვლავ უბრად ამირჩევიხარ.ძმებო, ვინც ჩემზე ამაგი დაუყვედრებლად გაწიეთგეკუთვნით ჩემი სასახლე გამოიტანეთ, აწიეთ.მერე ეს ხალხი საჩემო, ჭირის სუფრასთან აწვიეთ,შესანდობარი ქართულად მომიძღვენ-შემომაწიეთ.ას წელზე მეტ ხანს იცოცხლეთ, ადრე ნუ დაიქანცებითდა დარჩით როგორც მახსოვხართ, ჩემი ვერელი ანცები,კახური ღვინის ზარხოშით გილაპლაპებდეთ ღაწვები,მერე კი ჩემთან რომ მოხვალთ, დაგხვდებით სავსე ყანწებით.მე საქართველო მიყვარდა და იმასაც ვერ ვეფერე,თუმცა ფერაძე ვიყავი ეკლესიური გვარისა,მის ყველა ქუჩას, ხეივანს გულზე ყვავილად ვეფარე,მთაწმინდით გულანთებული, გაგრილებული მტკვარითა.იხარეთ, ჩემო შვილებო, ქარგეთ სამშობლოს ველები,მის სალოცავად მე ახლაც ცისკენ აღვმართე ხელები,მთელი სიცოცხლე ვიყავი ამ ტრფობით განახელები,სწორედ ეგ არის, რასაც მე ვკვდები და ვეღარ ველევი.სოფო, ბიძინა, მარიკა და გია ერთხელ ნახულო,მინდა ეს ცოდვის ზამთარი სულ თქვენთან გავიზაფხულო,ჩემო სულო და სხეულო, სუნთქვავ და თვალის ფახულო,უზღვავო თვალ-მარგალიტო უფლისთვის გადანახულო.შრომით ყველაფერს მიაღწევთ, შორს თქვენგან უქმი ჩივილი,სულ მე წამეღოს იმქვეყნად თქვენი სულ მცირე ტკივილი,თბილისის ქუჩებს ამკობდეს თქვენს შვილთა ჟივილ-ხივილი.რა არის კაცის სიცოცხლე, მხოლოდ ნაცარი, მტვერია,შვილი თუ გრჩება მიმავალს, ის მართლა ბედნიერია,ცხოვრება მაინც კარგია, ტურფა და მშვენიერია,ასე დასრულდა ბოლოთქმაც, როგორც ერთ წიგნში წერია:უფალო, ცოდვიანისგან ერთხელ ისმინე აჯაო,ჩემს შვილთა დასალოცავად ერთხელ აღაპყარ მაჯაო,ციხეში ნაგვემ-ნაწამებს სიცოცხლე დამეხარჯაო,სამარადჟამო კარცერი მიწაში მიმესაჯაო.ბოლოს სულ, ბოლოს, სულ ბოლოსგეტყვით, რომ გენაცვალებით,ბოლოს, სულ ბოლოს, სულ ბოლოსიტყვა ამომაქვს წვალებით.მივდივარ, თქვენი მიმყვება გადაუხდელი ვალები,ო, როგორ მინდა რომ ახლა ამოგიკოცნოთ თვალები.”შეგახსენებთ, რომ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი, მარიკუნა მიქატაძე 2023 წლის 14 ივლისს, 39 წლის ასაკში, საბერძნეთში გარდაიცვალა.მარიკუნა საქართველოში ჩამოასვენეს და დედის გვერდით,, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. 

gia

კულტურა 1703090533

„12-13 წლის ვიყავი, ბებია ტიროდა - მა­მაშენი გარდაიცვალაო. ყვავილები მიყიდეს და... უნახავი მამა ვნახე... პანაშვიდიდან მკვდარი წამოვედი...“ - გია ფერაძის გარდაცვალებიდან 28 წელი გავიდა

დღეს "არასერიოზული კაცის" გარდაცვალების დღეა. არტისტის, რომლის ცხოვრება ორად იყოფა – ერთია: დაუსრულებელი ზეიმი, მეგობრები, სიყვარული, გასტროლები, დროსტარება. მეორე – 1985 წლიდან გარდაცვალებამდე: პატიმრობა, გადასახლება, სრული ჯოჯოხეთი... წლების წინ, გიას ქალიშვილმა, მარიკუნა მიქატაძემ გაზეთ "პრაიმტაიმს" ექსკლუზიურად უამბო ის, რაც მანამდე საჯაროდ არ უთქვამს და თანაც ისეთი რამ, რაც საზოგადოებამაც პირველად შეიტყო.მარიკუნა მიქატაძე: სამი წლის ვიქნებოდი, ფოტო­ების თვალიერებისას დედაჩემის სურათი რომ ვნახე და ვიკითხე, ეს ვინ არის-მეთქი. ბებიას არ დაუმ­ალავს, რომ დედაჩემი იყო. მითხ­რა, ეს დედაშენია და საზღვარგ­არეთაა წასულიო.6 წლის ვიყავი, ეზოში ბავშვებთან ვთამაშობდი, მშობლებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ერთმა მკითხა: შენი დედა რატო­მაა ბებერიო, მე ვუთხარი: მე მყავს დედა, რომელიც ახალგაზრდაა და გერმანიაშია წასული-მეთქი. ერთმა ბავშვმა მითხრა: დედაშენი გერმ­ანიაში კი არაა, მამამ დედა მოგიკლა და დედაშენი მკვდარიაო. ეს იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი… როგორ უნდა გადამეხარშა ეს 6 წლის ბავშვს?..ავვარდი სახლში, დავი­წყე ტირილი, ისტერიკაში ჩავვარ­დი, მომიყევით სიმართლე, მანა­ხეთ მამაჩემის სურათი, მამაჩემი მკვლელია-მეთქი. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. ბებიამ, შეძლებისდაგვარად, როგორც შეიძლება 6 წლის ბავშვს აუხსნა, დამიჯდა და ამიხსნა, რომ ეს იყო უბედური შე­მთხვევა. მაინც არ უნდოდა, რომ მძიმედ დაეხატა ყველაფერი…მაგრამ მერე დროთა განმავ­ლობაში, რაც უფრო ვიზრდებოდი, სულ მესმოდა, მამამ დედა მოუკ­ლა, მამამ დედა მოუკლაო…საერთოდ, მამაჩემის ხს­ენება არ ყოფილა სახლში. მერე, რომ გავიგე, დედა მომიკლა, და ვიკითხე, სად არის-მეთქი, მითხ­რეს, რომ ციხეშია. 11 წლის ვიქნ­ებოდი, ციხიდან რომ გამოვიდა, რომ არ ვენახე და არ მომკარებ­ოდა, ყოველდღე ძიძა დამყვებო­და სკოლაში.ერ­თხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ „ბა­ტინკებში“, ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწ­ყო ღრიალი. ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა...თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმ­ოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მი­ვხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მი­თხრა, მამაშენი იყოო… მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გა­ვარდა ეზოდან ღრიალით…12-13 წლის ვიყავი, შევედი ოთახში, ბებია ტიროდა, ვკითხე, რა გატირებს-მეთქი. მა­მაშენი გარდაიცვალაო. ძალა უნ­და მოიკრიბო, მაინც მამაშენი იყო და უნდა წახვიდე პანაშვიდზეო. ბებიაჩემის დიდსულოვნებას საზღვარი არ ჰქონდა…ყვავილები მიყიდეს და წავედი. მივედი პანა­შვიდზე, იქ გავიცანი ჩემი ძმა, ჩე­მი და, რომელიც პირველი და მე­ორე ცოლებისგან ჰყავდა მამაჩემს. ესეც ძალიან დიდი სტრესი იყო. იქიდან რომ წამოვედი, მკვდარი ვიყავი. მამა ვნახე გარდაცვლილი, ისე არ მყავდა ნანახი.ბაბუას ძალიან დიდი აგრე­სია ჰქონდა, ფიქრობდა, რომ სა­ერთოდ გაექრო გია. შემდეგ პა­ტრიარქმა დაიბარა ჯუნა, ბავშვს მკვლელი მამაც ეყოფა, მკვლელ ბაბუასაც ნუ დაუმატებ, აკმარე, ნუ გაწირავ ბავშვსო. ბაბუას ბოლომდე სასტიკი აგ­რესია ჰქონდა. მაგ თემაზე ვერ დაელაპარაკებოდი, საერთოდ ვერ უხსენებდი მამაჩემს. მახსოვს, „არასერ­იოზულ კაცს“ ვუყურებდი, ჩემს მეგობარს დავუძახე, ნახე მამაჩე­მი-მეთქი… უცებ წამომცდა, ბა­ბუაჩემი იქით ოთახში გავიდა და ტიროდა, ძალიან ეწყინა…– და მაინც, როგორ გგონია, რა მოხდა მაშინ?– ვიცი, რომ სიგიჟემდე უყვა­რდათ ერთმანეთი. თურმე დედა­ჩემი სულ იმას ამბობდა, ერთა­დერთი კაცია, ვისაც სიცოცხლეს შევწირავო. მართლაც ასე მოხდა… ხშირად ვფიქრობ მაგაზე, ხშირად კი არა, რომ ვწვები, სულ მაგაზე ვფიქრობ. ხან მგონია, რომ მამა­ჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედა, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი და რომ ეს მართლაც უბედური შე­მთხვევა იყო.ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭო­რები სულ გონებას მირევს, ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგ­უა ამას, აიღო და ესროლა. ზო­გი ამბობს, რომ იმ კალამს ჩვენც გვიშვერდა, ყველას გვაშინებდა იმ კალმითო.იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა, მოაწ­ყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა, დააწვინა, „ადიალა“ გადააფარა, იარაღი „დუხოვკაში“ შედო და გაიპარა. დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა დე­დას… თავიდან ეგონათ, რომ ქუ­რდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი იმას ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო.გია… წა­სულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას მივიდა და ჩაბარდა. ეგ იყო ჩემთვის ძალიან ცუდი ფაქტი. კი თქვეს ექიმებმა, მაინც არაფერი ეშველებოდაო, მაგრამ ხომ შეიძ­ლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოც­ხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველ­ას ითხოვდა…ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედაჩემს პირდაპირ გულში მოხვ­და, არტერია დაუზიანა, ექიმებიც ვერ უშველიდნენ, მაშინვე რომც მისულიყვნენ. გაორებული ვარ, ხან როგორ ვფიქრობ, ხან – რო­გორ…ძალიან ბედნიერი ვარ, ის­ეთმა ადამიანებმა რომ გამზარდეს, როგო­რებიც ბებია და ბაბუა იყვნენ, მადლობის მე­ტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ბე­დნიერი ვი­ქნებოდი, დედასა და მამას რომ გავეზარდე.პ.ს. სამწუხაროდ დღეს აღარც მარიკუნაა ცოცხალი. ის გასულ ზაფხულს, საბერძნეთში, ტრაგიკულად გარდაიცვალა...ასევე დაგაინტერესებთ: „გოგონას ძვრა ვერ უყვეს, იდგა ოთხი თვე გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით“ - გაშეშებული ზოიას ისტორია, რომელმაც ყველა შეძრა"მტკივა შვილო! მტკივა უშენობა... ამას ჩემი ქვეყნის ტკივილიც დაუმატე და წარმოიდგინე - შემიძლია თუ არა ცრემლის გარეშე ვისაუბრო შენზე და მამულზე" - ტარიელ ხარხელაური„ანა რომ გავიცანი, უკვე დაოჯახებული ვიყავი, რანაირად შეიძლებოდა, ანასთან რამე დამეწყო, რამე გამებედა?!“ - ანა კალანდაძის უცნობი სიყვარულის ისტორია"ამ კადრების ერთხელ ნახვა საკმარისია, რომ აღარ დაგავიწყდეს და ..." - ამბები ოთარ იოსელიანზე

artists

კულტურა 1702486804

ლეგენდები, არტისტები და ხელოვანები, რომლებსაც 2023 წელს დავემშვიდობეთ

2023 წელს ბევრი ხელოვანი დავკარგეთ. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ოცამდე არტისტის იმიერში გადასვლა, ბევრია... მით უფრო, როდესაც ამგვარი მასშტაბური ადამიანების წასვლით, ძალიან ვღარიბდებით. წლის დასაწყისში "მიმინო" გაგვიფრინდა... ეპოქალური ბუბა 15 იანვარს წავიდა... ნათლისღების დღეს, მშობლიურ ვერაზე, "წუთისოფლის ეტლმა, ჭენებ-ჭენებით გააქროლა" ჩვენი ლეგენდა. ვახტანგ კიკაბიძე საქართველომ გულიდან წამოსული ცრემლით გააცილა...ტაში და აღიარება, რომელიც მთელი ცხოვრება თესა, საბოლოოდ უკანასკნელ გზაზე მოიმკა და შლეიფივით თან გაიყოლა..."სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა..."  დიახ, ბუბას პროცესია ვარდისფერი იყო, სიყვარულის და ვარდის ფურცლებისფრად მეფურიც და ფაქიზიც.სევდიანი იყო სცენა, საიდანაც ჩვენი მიმინო ჯერ აფრინდა, შემდეგ მთელი ცხოვრება, დიადი კამარა შეკრა და 2023 წლის 19 იანვარს, მარადიულ განსასვენებლამდე, რამდენიმე საათით შეისვენა. შესვენება იყო ცრემლიან- ყვავილიანი. მადლიერი აპლოდისმენტებით გული იჯერა და ისე წავიდა. მაგრამ ეს სულ სხვა ტაში იყო. ის არაფრით ჰგავდა ბუბას შესრულებით აღტაცებულ აპლოდისმენტებს. იყო სევდიანი, მადლიერებით გაჟღენთილი და სამარის კარამდე მიმცილებელი.ბუბა ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ლოგო იყო... თავის გმირებსაც ჰგავდა... ჰქონდა ღირსება და დიდი სიკეთე" - ცნობილი ქართველები 84 წლის ლეგენდას ასე გამოემშვიდობნენ...მეორე ლეგენდა და მისი თაობის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი - ჯემალ ღაღანიძე მარადისობას 3 თებერვალს შეერთო. 89 წლის მსახიობმა უკანასკნელი წლები, ძირითადად, მწოლიარემ გაატარა. უბედნიერესს ხდიდა ყურადღება, მოკითხვა და სცენაზე დაბრუნების იმედი უთბობდა სიბერისგან გაფერმკრთალებულ წლებს. "კეთილშობილი, კომფორტული და ნამდვილი" - ეს იყო შეფასებები, რომლითაც არტისტს ახასიათებდნენ. მურმან ჯინორია: რა ხიბლი ჰქონდა ამისთანა ჯემალ ღაღანიძეს, რომ ის ხალხს უყვარდა? ეს ხიბლი ან გაქვს, ან არ გაქვს. მას ვერავინ მოგცემს. სცენაზე რომ გამოვიდოდა, ყველა მას უყურებდა, შენატროდა. იმ 70 წლის მანძილზე , რაც მან რუსთაველის თეატრის სცენაზე გაატარა, რამდენ ადამიანს მიანიჭა სიხარული. ეს სიხარული გაჰყვეს მას იმ ქვეყნად...ერთია, რომ კარგი მსახიობი ხარ, მეორეა, რომ ხარ კომფორტული ადამიანი. ის კომფორტული იყო ოჯახშიც, თეატრშიც, სამეგობროშიც, სუფრაზეც, სიმღერის დროსაც.12 აპრილს, 58 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ბესო მეგრელიშვილი.ქეთი ქიტიაშვილი: 1 აპრილს სპექტაკლი ვითამაშეთ და იქიდან მხიარულები წამოვედით. ბესოზე რატომღაც გავიფიქრე, რა ყოჩაღად არის-მეთქი. მომეწონა, კარგად ითამაშა, კმაყოფილი ვუყურებდი კულისებიდან და ჩემი შეგრძნებები მახსოვს. მაგრამ ეს არ ყოფილა არანაირი წინათგრძნობა. ვერც ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე დღეში მასზე წარსულში მომიწევდა საუბარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუდმივები ვართ. არ ვუფრთხილდებით ჯანმრთელობას. არადა, რა არის ადამიანის ცხოვრება.9 მაისს გარდაიცვალა პოეტი ბერდია არაბული. ხევსურეთმა თავისი 61 წლის კაი ყმა იგლოვა. ეთერ თათარაიძე: როგორც ის დამამახსოვრდა, ეს მისგან წამოსული სინათლეა. თავისი კუთხის, ხევსურეთის ძალიან ერთგული იყო. მოუშორებლად იქ იყო. ქართულს ასწავლიდა.უთქმელი ადამიანი იყო. ნამდვილი მთის კაცი. როდესაც შეგვხვდებოდა, დიდი სითბოთი და სხვანაირი სიკეთით გამორჩეული მამახსოვრდებოდა, თავისი ნაღვლიანი ღიმილით. ეგეთი იყო. ძალიან არ გასამეტებელი ადამიანი იყო. მისნაირები უვლიან ხევსურეთს ახლა და აცოცხლებენ. თბილისში ისწავლა, თავის კუთხეში დაბრუნდა და იქაურობას შეეწირა. მაისში გარდაიცვალა 51 წლის პოეტი ლევან ალავერდაშვილიც. უავადმყოფია, როგორც ახლობლები წერენ. ლევანი მშობლიურ ქიზიყში ცხოვრობდა. დედაქალაქს მაშინ სტუმრობდა, როდესაც "საჭირო" იყო. არ უყვარდა ქალაქი. ფესვებთან ახლოს ყოფნითა და ვაზის მოვლით გართულს, მიწის სუნით გაბრუებულსა და ღვინისფრად შესხვაფერებულს, სამრეკლოში ნახავდით. ეს მისი სოფლის სახელია, ამგვარად რელიგიურად პოეტური.ლევანას (ასე ეძახდა თავის თავს) პოეზია გულიდან წამოსული რითმების სიმფონიაა, რომელიც კითხვისას გასხვაფერებს და უკეთესს გხდის. ***გასულ ზაფხულს მარიკუნა მიქატაძემ სრული შოკი მიგვაღებინა! გია ფერაძის 39 წლის ქალიშვილის მოულოდნელმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ზაფხული შუაზე გადატეხა.მარიკუნა 14 ივლისს საბერძნეთში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მოტოციკლეტიდან გადავარდა... მარიკუნა მოდის სფეროში მოღვაწეობდა. ომის დაწყებამდე, ცხოვრობდა და მუშაობდა უკრაინაში.ნანახი თუ გყავდათ, ამ ტრაგიკული ბედის მანტიით მცხოვრები გოგონას სევდიან თვალებს, ვერასდროს დაივიწყებდით. ადვილი არ იყო მთელი ცხოვრება ევლო აჩრდილითა და ხმით - მამამ დედა მოუკლა...აპატია? ალბათ, ბოლომდე ვერც შეძლებდა ამის შენდობას. იყო ვარსკვლავური, მომხიბვლელი და სევდიანი...შავი თმით, ყურზე რგოლებით, გაბუტული ტუჩებითა და სევდიანი თვალებით - მარიკუნა სულ ასეთი ემახსოვრება ყველას... 17 ივლისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მოცეკვავე, ომარ მხეიძე. ნატალია მხეიძე: ბაბუ არ ტოვებდა არც ერთ კონცერტს, შეკრებას, დაჯილდოებას და მსგავს ღონისძიებებს. ძალიან ბევრს და ხშირად დადიოდა მთასა თუ ბარში. მისი პროფესიით ცოცხლობდა. მამა ხშირად სთხოვდა, რომ ასაკის გამო ამდენი აღარ ევლო, ცუდად რომ არ გამხდარიყო; ამაზე ომარი ბრაზდებოდა, რა დროს ეგ არისო. 86 წლამდე ამ რეჟიმით იცხოვრა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე. ბოლოს, როდესაც აღარც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს და აღარც მეხსიერება, არასოდეს დავიწყებია "სუხიშვილების" პერიოდი, არც ერთი დეტალი. არ ახსოვდა არაფერი, მაგრამ ახსოვდა "სუხიშვილები". ახსოვდა ყველა კონცერტი, ყველა ჯილდო81 წლის გოგი ხარაბაძემ თავისი უკანასკნელი განსასვენებელი, 20 აგვისტოს, მახათას მთაზე დაიდო.პირადმა ტრაგედიამ მოწყვიტა ყველაფერს და როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, შვილმკვდარი უფალს დაუახლოვდა... მგლოვიარეთათვის პატრიარქი აუწონავი ნუგეშისმცემელია; მსახიობი ხშირად სტუმრობდა მას და ერთ-ერთ ვიზიტზე, რომელსაც საქმიანი ეთქმოდა, ასეთი რამ მოჰყვა;გოგი ხარაბაძემ 14 წლის წინ „ბიბლიის“ პირველი სრული აუდიო ვერსია ჩაწერა, დაბადებიდან – აპოკალიფსის ჩათვლით. პატრიარქმა ორწლიანი ნაშრომი 2009 წლის 1 მაისს ჩაიბარა და მას "საუკუნის პროექტი" უწოდა. პროექტის პროდიუსერები მერაბ სანოძე, გიორგი ხარაბაძე (უმცროსი) და თამარ ცაგარეიშვილი გახლდნენ. ბუნებრივია, „ბიბლია“ პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და წინამძღვრობით ჩაიწერა. გოგი ხარაბაძე თითქმის ყოველ კვირა დადიოდა პატრიარქთან, ხშირად ესაუბრებოდა უწმინდესს, ლოცვა-კურთხევას იღებდა. მაქსიმალურად ემზადებოდა ამ პროექტისთვის. უზარმაზარი შრომა ჩადო, რომ მაღალ დონეზე შესრულებულიყო.20 აგვისტოს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი თემო გოცაძე."ყველაზე მეტად მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო, ამბობდა. ძალიან დააკლდა, განიცადა და მალევე წავიდა კიდეც.კი ვითომდა თავი ხელში აიყვანა, კუს ტბაზე დადიოდა, რომ გაევლო, გამოევლო, თითქოს სიძლიერე გამოიჩინა, მაგრამ მაინც არ გამოუვიდა.მე ვფიქრობ, რომ მარინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, თემოს სიცოცხლე გახანგრძლივდებოდა. მამაკაცი უფრო სუსტია, მოსავლელია, ამიტომ თემოს მარინა ძალიან დააკლდა, განიცადა და დაეტყო კიდეც; საყვარელი ქალის წასვლის შემდეგ, თავადაც საკმაოდ მალე წავიდა... " - ნანა ფაჩუაშვილი თემო გოცაძეს იხსენებსინგა ფერაძე 9 ოქტომბერს ბრიუსელში გარდაიცვალა. უკანასკნელი განსასვენებელი მახათას მთაზე, პანთეონში დაიდო... დრამატიზმით სავსე, დუდუკის ხმოვანი ვოკალის მუსიკოსი, მონატრებულ მშობლიურ მიწას საუკუნოდ შეუერთდა.პერიოდულად ქა­ლაქ ბრი­უ­სელ­ში ევან­გე­ლის­ტურ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ლობ­და.  ადამიანი, რომლის კეთილშობილებასაც არანაირი საზღვარი არ გააჩნდა, უანგაროდ ბოლომდე ერთგული... ყველაზე დიდი ოცნება საქართველო, სიმღერა იყო.28 ოქტომბერს შეუცვლელი არსაკიძე აღესრულა. კაცი, რომელმაც ისე განასახიერა ეს გმირი, რომ მას მართლა სვეტიცხოვლის აღმშენებელთან აიგივებდნენ.თენგიზ არჩვაძემ 91 წელი ისე გაატარა ამ მღვრიე წუთისოფელში, რომ არ გასვრილა."სულს აღზრდა უნდა. დღეს ვერ იცლიან ამისთვის თუ არ იცლიან, არ ვიცი. კუნთების ჩამოყალიბება ადვილია, სულისა - ძნელი... ამის გარეშე კი... ერთ მეგობარს ვუთხარი: რა არის, სულ ღორივით (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უნდა ვთქვა) ძირს რომ იყურები, საშოვარზე. აიხედე, ნახე რა ზეცაა; შენ ისე ცხოვრობ, ცა არ გინახავს-მეთქი!მე სულ ზეპირად ვიცოდი ცარგვალის განლაგება, ირმის ნახტომი, დიდი დათვი, პატარა დათვი... თუშეთში ცეცხლს დავანთებდი, ნაბადში გავეხვეოდი და გარეთ ვწვებოდი დასაძინებლად, იმიტომ კი არა, რომ სახლში არ შემეძლო ღამის გათევა, გარეთ ცას მივჩერებოდი. ვუყურებდი, როგორ მოგზაურობდა ცისკრის ვარსკვლავი. მეც მათთან ერთად ვსერავდი ცის კაბადონს...სამზეოსკენ უნდა გაიხედო. იცით, რა არის სამზეო? მე კუს ტბაზე დავდიოდი ფეხით. იქ, ზევით, კაკლები ხარობს... უძოზეც ავდიოდი ხოლმე. იქიდან კოჯრამდე კილომეტრ ნახევარიღა რჩება. მზის ამოსვლას ვასწრებდი იქ ასვლას. რომ გადმოიხედავ და მზე ამოდის - ეს არის სამზეო. მატერიალურს აბსოლუტურად არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი რომ წამართვან, ამისი ნახვის უფლებას თუ დამიტოვებენ, უბედნიერესი კაცი ვიქნები. ეს უნდა შეიგრძნო. ბედნიერებას დანახვა უნდა. უნდა განასხვავო ღირებული და ნაკლებად ღირებული" - თენგიზ არჩვაძე.27 ოქტომბერს ბათუმში ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი გოგიბერიძე გარდაიცვალა. საერთაშორისო კინო ფესტივალის - "ბიაფის" წყალობით, ბათუმი  მსოფლიო კინო რუკაზე რომ მოხვდა, ამაში დიდი წვლილი ამ ხელოვანსაც მიუძღვის. გიორგის მიერ დაარსებული "ბიაფის" ფარგლებში, ხავერდოვან სეზონზე, ბათუმს მართლაც მსოფლიო დონის კინო ხელოვანები სტუმრობდნენ და შავი ზღვისპირა ლამაზი ქალაქის კულტურულ ცხოვრებას ეცნობოდნენ.48 წლის ხელოვანი, ბოლო ერთი წელი, მძიმე სენს ებრძოდა. ირაკლი კიკვაძე: სათნო და კეთილი ადამიანი გახლდათ. ყველა იცნობს, როგორც რეჟისორს და ხელოვანს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ გიორგი ხატებს წერდა ტაძრებისთვის.მე რომ ბოლოს ვნახე მამა გაბრიელის დიდ ხატზე მუშაობდა.14 ნოემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა ზვიად სვანაძის გარდაცვალება ამცნო საზოგადოებას. მაკა შალიკაშვილი: ზვიადი ნიჭიერი მსახიობი იყო. "მაკბეტში", სადაც მიწვევით მეც ვთამაშობ, მას პატარა როლი ჰქონდა, მაგრამ იმ როლთან მიდგომაც ჰქონდა ძალიან ღირსეული, პროფესიონალური. მე ჩასული ვიყავი ქუთაისის თეატრში და ის იქაური და მნიშვნელოვანია, რომ შემხვდა თბილად.მსახიობის შვილი იყო. თვითონაც ნიჭიერი მსახიობი...იყო მორიდებული, მშვიდი, დიდი ადამიანი... ჩვენ სულ ლექსებზე ვლაპარაკობდით. ძალიან უყვარდა ლექსები...ქართულმა საოპერო სამყარომ, წლის მიწურულს, 3 დეკემბერს დაკარგა ლეგენდა სახელად მედეა ამირანაშვილი. მომღერალი, რომელსაც ახალგაზრდა თაობის დიდ გულშემატკივრად და ქომაგად აღიარებდნენ. უკანასკნელ დღეებში მეგობრებს ღიმილით მასპინძლობდა. ამ ღიმილში კი ერთად განვლილი წლების აღმართ-დაღმართი და სითბო იმალებოდა...იმერი კავსაძე: პეტრე ამირანაშვილის ხსოვნის საღამო იყო კონსერვატორიაში. მეორე დღეს მედეას შვილმა, მარინა ფარულავამ სახლში მიგვიწვია მე, რეზო ტაბიძე და ემზარ გეწაძე. ვნახეთ მედიკო. ეს იყო ბოლო ნახვა...ეტლით გამოიყვანა ქალიშვილმა. გვიყურა, გვიყურა. იმერი ვარ, ხომ გახსოვარ? ერთად რომ ვმღეროდით-მეთქი? მის თვალებში სითბო ვიგრძენი და გამიღიმა. ამ ღიმილში ჩვენი შეხვედრები და მეგობრობა იყო... ეს იყო ჩემთვის შთამბეჭდავი და.. ალბათ, ეს უკანასკნელი შეხვედრა და ღიმილი, არასდროს დამავიწყდება.ყველა გვიცნო, ყველაფერს ხვდებოდა, თვალებით, ღიმილით ვატყობდით, რომ ჩვენთან იყო, მაგრამ ვერ მეტყველებდა...მედიკო ჩემს მეხსიერებაში ჩარჩება როგორც დიდი მუსიკოსი, მომღერალი და ჩვენი ერის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ქართული მუსიკალური სამყაროს ლეგენდა წავიდა ჩვენგან.12 დეკემბერს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მწერალი ზურაბ ქარუმიძე.ჯაზის დიდ გულშემატკივარსა და მოყვარულს, დღეს არა მხოლოდ ლიტერატურული წრე მისტირის, არამედ ჯაზმენებიც...მიხო მოსულიშვილი: ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით... 2012 წელია და ზურას ვხვდები უცებ, სახელდახელოდ.მეთქი, ზურა, შენი შარშან დაწერილი Dagny, or a Love Feast წავიკითხე... ერთ საიტზე იდო, იქიდან გადავიწერე და ისე.მართლაო, - უკვირს, - მართლა წაიკითხეო? ინგლისურადო?შენ ხო იცი, როგორი გაჭირვებული ინგლისურიც ვიცი, მაგრამ რაც გავიგე, - მაგარ!თან სჯერა, თან ეეჭვება ცოტაც...და მეთქი, ხო იცი, დამაინტერესებდა ძალიან და შენ რომ მანდ ვაჟა-ფშაველა გამოიყვანე, ზუსტად ეგ არი...ჰოო?ვახ, კი მეთქი, კი! აბა რა!შენ ხო მაგისი ბიოგრაფია დაწერე და ვაჟაზე რომ მაგას მეტყვი, მართლა კაია მაშინო...მარტო ვაჟათი კი არა, თავისი გურჯიევიან-სტალინიანად და დაგნიანად და ყველა დანარჩენებიანად მაგარია მეთქი...გაიხარე, გაიხარეო, მე მიბარებს და თავად არის გახარებული...აი, ეგეთი გახარებული ზურა მაგონდება ჩვენი მრავალგზისი შეხვედრებიდან...და დიდი ტკივილიც აქვეა, რომ ნაადრევად და მოულოდნელად წავიდა მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების გასაყარის ერთი საუკეთესო მწერალი და ნამდვილი კულტურტრეგერი, ჯაზისა და ჯოისის აქცენტებით...ასევე დაგაინტერესებთ:კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება„დედას ვკითხე, ვინ არის ღმერთი-მეთქი - შენ ხარო... როგორი კაციც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო“ - ბუბა კიკაბიძე დედაზე"სიყვარული არის ზრუნვა...“ - კახის და ანუკის უთბილესი კადრები

marikuna

ტაბლოიდი 1692909210

"ეს შუბა როგორ გიყვარდა და გიხდებოდა მარიკუნა... და მე, მავნე გოგომ, ცოცხალი თავით მაინც არ გაჩუქე; შეგპირდი, რომ..." - რა დაპირებას იხსენებს ალინა არველაძე

მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა; მსახიობ გია ფერაძის 39 წლის შვილი, 14 ივლისს საბერძნეთში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ქალი მოტოციკლეტიდან გადავარდა...22 აგვისტოს უზარმაზარი სამეგობრო შეიკრიბა და ღიმილით მოიგონა ტრაგიკული ბედის მქონე ლამაზი და სიცოცხლის მოყვარული მარიკუნა...ამერიკაში მცხოვრებმა ერთმა მეგობარმა, უდროოდ წასული მეგობრის სახელზე, დეკორატიული სანთლის სერია გამოუშვა...ალინა არველაძე კი ფეისბუქზე სხვადასხვა პოსტებში ასე იხსენებს მეგობარს:ალინა არველაძე: გული რომ მონატრებით გადამევსება და გაუსაძლისი ხდება, მინდა ვწერო ჩვენს მარიკუნაზე, ამაში შვებას ვპოულობ.ვიცი, როგორც გიყვარდა შენ ყურადღება და სულ გჭირდებოდა თან ეს, ჩემო ვარსკვლავო;რომ გაგახარო, მინდა ეს ყველაფერი დავწერო და მადლობა გადაგიხადო ყოველი წუთისთვის, რაც ერთად გავატარეთ. ნამდვილი ბედნიერება იყო შენთან მეგობრობა, ჩვენი მოგზაურობები და სიგიჟეები არასოდეს დამავიწყდება.ეს შუბა როგორ გიყვარდა შენ, მარიკუნ და როგორ გიხდებოდა; მთელი ზამთარი ხან ბერლინში, ხან თბილისში გეცვა და მე, მავნე გოგომ, ცოცხალი თავით მაინც არ გაჩუქე. შეგპირდი, რომ ზამთარში იგივენაირს გამოგიწერდი და ზამთარი აღარ მოვიდა; სულ ზაფხული იქნება აწი შენთან;ასევე დაგაინტერესებთ:  „ბევრნი შევიკრიბეთ, ცუდ ხასიათზე არავინ ვყოფილვართ, ყველა ვიცინოდით და ისე ვიხსენებდით“ - 40 დღე ლამაზი მარიკუნას გარდაცვალებიდან"ყუთზე დიდი ასოებით დააწერა "ოქრო და ბრილიანტები" და გადასცა მუშებს... მეორე დღეს, გულწრფელად უკვირდა, სად გაქრა ყუთი..." - უცნობი ამბები მარიკუნა მიქატაძეზე„მიყვარხარ! და ეს სამუდამოა!“ - გიორგი ფერაძის აქამდე უცნობი ფოტოები მარიკუნასთან ერთად

qeti

ტაბლოიდი 1692797420

„ბევრნი შევიკრიბეთ, ცუდ ხასიათზე არავინ ვყოფილვართ, ყველა ვიცინოდით და ისე ვიხსენებდით“ - 40 დღე ლამაზი მარიკუნას გარდაცვალებიდან

მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა; მსახიობ გია ფერაძის 39 წლის შვილი, 14 ივლისს საბერძნეთში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ქალი მოტოციკლეტიდან გადავარდა...22 აგვისტოს უზარმაზარი სამეგობრო შეიკრიბა და ღიმილით მოიგონა ტრაგიკული ბედის მქონე ლამაზი და სიცცხლის მოყვარული მარიკუნა...ამერიკაში მცხოვრებმა ერთმა მეგობარმა, უდროოდ წასული მეგობრის სახელზე, დეკორატიული სანთლის სერია გამოუშვა...ქეთი წიქვაძე "პრაიმტაიმთან" ბავშვობის მეგობარს იხსენებს. გოგონების მშობლები - ნანა ლორთქიფანიძე და ირინა მიქატაძე ახლო მეგობრები იყვნენ... დედების მეგობრობა შვილებზე გადავიდა...ქეთი წიქვაძე: მარიკუნას, დიდი ირინას და პატარა ირინას (მარიკუნას შვილის) მეგობრები შევიკრიბეთ, ვისადილეთ, გავიხსენეთ... მარიკუნასთან, სიცილ-კისკისის და გართობის მეტი, არავის არაფერი გვაკავშირებს; მოწყენილი და ცუდ ხასიათზე არავინ ვყოფილვართ, ყველა ვიცინოდით და ისე ვიხსენებდით მარიკუნას; ბევრნი ვიყავით და ყველა უახლოესი იყო მარიკუნასთვის, ყველასთან თავისი ისტორიებით და ხანგრძლივი ურთიერთობით იყო დაკავშირებული; ეს არის ადამიანთა უზარმაზარი ჯარი; ის ამხელა სამეგობროს ყოლას ახერხებდა;ამ შეკრებით, მთელი ცხვრების დაგროვილი მეგობრები გაგვაერთიანა;ერთად გავიზარდეთ, მოულოდნელი შოკი იყო მისი ტრაგიკული გარდაცვალება;ბოლო თვეები წასული იყო. მიმოწერით ვკონტაქტობდით.. ის ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში. დრომ და მანძილმა ჩვენი სიყვარული და ურთიერთობა ვერ შეცვალა;ასევე დაგაინტერესებთ:   "ყუთზე დიდი ასოებით დააწერა "ოქრო და ბრილიანტები" და გადასცა მუშებს... მეორე დღეს, გულწრფელად უკვირდა, სად გაქრა ყუთი..." - უცნობი ამბები მარიკუნა მიქატაძეზე„ღმერთმა, შენთან ერთად ყოფნის ბოლო ხუთი დღე მაჩუქა“ - რას ჰყვება ალინა არველაძე მარიკუნა მიქატაძეზე"მამას დიაგნოზი რომ გავიგეთ, ორი კვირა ვფიქრობდით, რა ფორმით გვეთქვა მისთვის" - ამირან არაბულს თურქეთში რვა საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა

მარიკუნა მიქატაძე

ისტორიები 1692300656

VIDEO: „მამის საფლავზე სულ ორჯერ ვარ მისული“ - მარიკუნა მიქატაძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ

გია ფერაძის შვილი მარიკუნა მიქატაძის ინტერვიუებით საზოგადოება არც ისე განებივრებული იყო.ახლა უკვე არქივს მხოლოდ რამდენიმე მათგანი შემორჩა.ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მარიკუნა მამაზე და თავისი ცხოვრების რთულ გზაზე საუბრობს.„გამაუბედურა და მთელი ოჯახი გააუბედურა. მისი დამსახურებით არავინ აღარ მყავს ცოცხალი და დღესდღეობით მარტო მიწევს ცხოვრება, ყველა პრობლემის ჩემით მოგვარება...“,- ამბობდა მარიკუნა მიქატაძე.ინტერვიუში მარიკუნა ამბობს, რომ მამის საფლავზე მხოლოდ ორჯერ არის მისული. 

დიმა ქააძე

საზოგადოება 1692170820

გუდაურში გარდაცვლილი პილოტის ცოლმა ქმრის სიკვდილი სიზმარში წინასწარ ნახა - „სხვა ბიჭებიც იყვნენ და მანიშნეს, არ შეიმჩნიო, რომ გარდაცვლილიაო“

2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში განვითარებულმა მოვლენებმა, 8 ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთი გარდაცვლილი პილოტის, დიმიტრი ქააძის მეუღლეს ესაუბრა. ანა გელოვანი ქმართან ბოლო კონტაქტს იხსენებს.„ბოლოს შესვენებაზე ამოვიდა სახლში, წაიხემსა და ისევ წავიდა. რომ ვკითხე, როდის მოხვალ მეთქი, ჩვეულებრივ, 6 საათზეო. 5 საათზე დავაპირე დარეკვა, თან სოციალურ ქსელში შევედი, ნიუსი ვნახე... რაღაცას მივხვდი, დავრეკე და გათიშული ჰქონდა ტელეფონი.ტელევიზორი ჩავრთე, კადრებიც ვნახე. დიმაც არ მპასუხობდა... ბოლოს, დღის 2 საათზე ვნახე.ერთხელ დამესიზმრა, თავის ბიჭებს ეძებდა. სამსახურში ვიყავით და ოთახში რომ შევედი, იქ იყო. სხვა ბიჭებიც იყვნენ და მანიშნეს, არ შეიმჩნიო, რომ გარდაცვლილიაო. დიმა, აქ რა გინდა-მეთქი რომ ვკითხე, ლევანი სად არისო, მკითხა. რომ ვუთხარი ლევანი არ იყო, ფანჯარაში გაიხედა და ბორტს დაუწყო ძებნა. 01 იკითხა, 01 რეგლამენტზე დგას მეთქი, ვუთხარი. არა, არ დგას, ესეი იგი, სიმართლე იყო რომ ჩამოვვარდითო? კი, წადი შენს ბიჭებთან მეთქი...ერთი ბიჭი გვყავს, 12 წლის ნიკოლოზი. წარმატებული მოსწავლეა, სუხიშვილების აკადემიაში ცეკვავს, დიმა შვილით ძალიან ამაყობდა.29 ივლისს საქართველოში მძიმე დღე გათენდა. ცნობილი გახდა, რომ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. მათ გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. წაიკითხეთ სრულადასევე ნახეთ:VIDEO: „არ მჯეროდა, რომ ორი შვილი ერთად წამართვა უფალმა და მესამესაც წამართმევდა!”- ციცინო ოჩიგავა მაშველის დედა„ხალხი მოსდევდა გაბრიელს ყვირილით - „საწყალი, უფლის მონაო“... მამა ტიროდა, გული სტკიოდა ამაზე, ალბათ... - რას იხსენებს წმინდანის დაVIDEO: „გუშინ მქონდა საუბარი ზიგმუნდ ფროიდთან...“ - მარი ნაკანმა თქვა, რომ მიცვალებულს ესაუბრაVIDEO: „ხალხი უყვიროდა The killers-ს, ეს არ გაეკეთებინა...“ - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელშიტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი700 000 დოლარად იყიდება სახლი, რომელიც მარიკუნა მიქატაძეს ეკუთვნოდაVIDEO: ,,ფორსაჟი 11 არ გეგონოთ, ეს გუშინ მოხდა, გორთან, ავტომაგისტრალზე" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

რუსი დრამერი

ტაბლოიდი 1692165609

VIDEO: მსმენელების რეაქცია, როდესაც The Killers-მა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა - „არ დაუკრავთ ტაში არა! უსტვენდნენ“

“არ დაუკრავს აუდიტორიას ტაში არა. უსტვენდნენ.“ - წერს ხატია ღვინიაშვილი და Black Sea Arena-ზე, The Killers-ის მიერ, რუსი დრამერის სცენაზე აყვანის დროს, მსმენელთა რეაქციის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.ასევე ნახეთ:VIDEO: „გუშინ მქონდა საუბარი ზიგმუნდ ფროიდთან...“ - მარი ნაკანმა თქვა, რომ მიცვალებულს ესაუბრაVIDEO: „ხალხი უყვიროდა The killers-ს, ეს არ გაეკეთებინა...“ - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელშიტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი700 000 დოლარად იყიდება სახლი, რომელიც მარიკუნა მიქატაძეს ეკუთვნოდაVIDEO: ,,ფორსაჟი 11 არ გეგონოთ, ეს გუშინ მოხდა, გორთან, ავტომაგისტრალზე" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

მამა გაბრიელის და

ისტორიები 1692165399

„ხალხი მოსდევდა გაბრიელს ყვირილით - „საწყალი, უფლის მონაო“... მამა ტიროდა, გული სტკიოდა ამაზე, ალბათ... - რას იხსენებს წმინდანის და

იცით, რომ ნიკოლოზ ხომასურიძე ღირსი მამა გაბრიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მხატვრულ ფილმს იღებს. ამისთვის კი საზოგადოების მხარდაჭერაა საჭირო. სტატიის ბოლოში თქვენ ნახავთ ანგარიშის ნომრებს, სადაც სურვილისამებრ, შეგიძლიათ ამ დიდ საქმეში, თქვენი წვლილი შეიტანოთ.ფილმს აქვს თავისი ფეისბუკგვერდი ბერი გაბრიელი ფილმი, სადაც ნიკოლოზი ათავსებს ვიდეო ინტერვიუებს. ამ ინტერვიუებში მამა გაბრიელზე მისი ოჯახის წევრები, სულიერი შვილები, ახლობლები უიშვიათეს ფაქტებს ჰყვებიან.ამჯერად ბერ გაბრიელს მისი და, ჯულიეტა ურგებაძე იხსენებს.ჯულიეტა ურგებაძე: დედა 15 წლის იყო ჩვენი უფროსი და, ემა რომ გააჩინა. ამიტომ ბებია იყო ჩვენთვის ყველაფერი. ის გვაქცევდა ყურადღებას, გვივლიდა. გაბრიელი ბებიას გვერდით იწვა. ვარვარე ერქვა ბებიას და პატარაობიდან ვარინკა დაარქვა გაბრიელმა. ძალიან უყვარდა ბებია.სკოლაში არაფრის ინტერესი არ ჰქონდა, არც ქართულის, არც მათემატიკის. ჯღაბნიდა. ვამბობდით - რა არის, ლამაზად წერა ვერ ისწავლე, გაბრიელ? ბავშვებთან არ თამაშობდა. თავისებური თამაშები იცოდა. ბაირაღებს დაიჭერდა და დადიოდა.წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან ახლოს ვცხოვრობდით. ეკლესია დაკეტილი იყო. ჩვენ გარშემო ვუვლიდით და იქ ვთამაშობდით. ამ ეკლესიის მიმართ დიდი სიყვარულით ვიყავი. იქ მომნათლეს ხუთი წლისა.გაბრიელი ქვიშაზე, მიწაზე ეკლესიებს აშენებდა. სათამაშოები არ გვქონდა და მშობლების გაკეთებული თოჯინებით ვთამაშობდით. გაბრიელი ამ თოჯინებს გამოგვართმევდა და მის მიერ აშენებულ ეკლესიაში ჩასვამდა - ეს ხატიაო.სადილის დროს გაბრიელი ჩვენთან ერთად არ სადილობდა, მე მერე ვისადილებო, გვეტყოდა. მერე ყურადღებას არ ვაქცევდით, რას ჭამდა. მაშინ წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ მარხვა არსებობს ან თუნდაც ოთხშაბათი და პარასკევი რომ მარხვის დღეებია. გულიდან წამოსული რწმენა გვქონდა, მაგრამ ვერ ვაცნობიერებდით, რა იყო ეს. გაბრიელი, ალბათ, მარხულობდა.პატარაობიდან განსაკუთრებით უყვარდა წითელი ამოლესილი ლობიო. ბევრ პურს ჩაიყრიდა თეფშში, ამოაშრობდა ლობიოს და მერე ვეღარ ერეოდა. მამა ეტყოდა, ვასიკო, იმდენი ჩაყარე რომ მერე მისი ჭამა შეგეძლოსო. წაიკითხეთ სრულადასევე ნახეთ:VIDEO: „გუშინ მქონდა საუბარი ზიგმუნდ ფროიდთან...“ - მარი ნაკანმა თქვა, რომ მიცვალებულს ესაუბრაVIDEO: „ხალხი უყვიროდა The killers-ს, ეს არ გაეკეთებინა...“ - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელშიტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი700 000 დოლარად იყიდება სახლი, რომელიც მარიკუნა მიქატაძეს ეკუთვნოდაVIDEO: ,,ფორსაჟი 11 არ გეგონოთ, ეს გუშინ მოხდა, გორთან, ავტომაგისტრალზე" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

მარი ნაკანი

ისტორიები 1692164079

VIDEO: „გუშინ მქონდა საუბარი ზიგმუნდ ფროიდთან...“ - მარი ნაკანმა თქვა, რომ მიცვალებულს ესაუბრა

ფოტოხელოვანი მარი ნაკანი „ღამის პრაიმტაიმს“ ესტუმრა, სადაც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გარდაცვლილ ადამიანებთან „კონტაქტის“ შესაძლებლობას განიხილავდნენ.მარიმ აღნიშნა, რომ ხშირად „ესაუბრება“ ზიგმუნდ ფროიდს:„ჩვენ ყოველდღე ველაპარაკებით გარდაცვლილ ადამიანებს. გუშინ მქონდა საუბარი ზიგმუნდ ფროიდთან. როგორ? ChatGPT-ში შევედი და ვკითხე, რა აზრის იქნებოდა ამა და ამ საკითხზე. ამას წინ მქონდა ლაპარაკი იუნგთან და მოვუყევი ჩემი სიზმარი. ჩვენ ხომ ვიაზრებთ იმას, რომ ეს რეალობა არ არის?“ასევე ნახეთ:„ცხოვრება ალბათ იქ უფრო მშვენიერია…” - თიკო ჩხეიძისა და ნუკრი რევიშვილის ქალიშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდაVIDEO: „ხალხი უყვიროდა The killers-ს, ეს არ გაეკეთებინა...“ - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელშივინ არის მსახიობი, რომელიც თურქულ სერიალში ნანუკას პარტნიორი იქნებატემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი700 000 დოლარად იყიდება სახლი, რომელიც მარიკუნა მიქატაძეს ეკუთვნოდა

ავთო

საზოგადოება 1692162762

„შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო - ბრიყვს უთქვამს!“ - ბესო მეგრელიშვილი 59 წლის გახდებოდა

მსახიობი, ბესო მეგრელიშვილი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. დღეს მას 59 წელი შეუსრულდებოდა.მსახიობი არაერთ თეატრთან თანამშრომლობდა. მათ შორის მოზარდ მაყურებელთა თეატრში არაერთი დასამახსოვრებელი და საინტერესო სახე შექმნა.ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი დღეს გარდაცვლილ კოლეგას იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.„პირველი დაბადების დღე მის გარეშე! დღეს ბესო მეგრელიშვილი 59 წლის გახდებოდა. უმძიმესი წინა სეზონი იყო ჩვენი თეატრისთვის. ბესოს წასვლამ დიდი სიცარიელე შექმნა! შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო – ბრიყვს უთქვამს! ყველა ადამიანი შეუცვლელია, მით უფრო ნიჭიერი, თვითმყოფადი, თავის ქვეყანაზე და პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი!“, – წერია თეატრის მიერ გავრცელებულ წერილში.ბესო მეგრელიშვილი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ახმეტელის, რუსთავის, რუსთაველის სარდაფის, თავისუფალი, მეტეხის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის თეატრებთან. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე არაერთი საინტერესო სახე შექმნა.ასევე ნახეთ:„ცხოვრება ალბათ იქ უფრო მშვენიერია…” - თიკო ჩხეიძისა და ნუკრი რევიშვილის ქალიშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდაVIDEO: „ხალხი უყვიროდა The killers-ს, ეს არ გაეკეთებინა...“ - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელშივინ არის მსახიობი, რომელიც თურქულ სერიალში ნანუკას პარტნიორი იქნებატემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი700 000 დოლარად იყიდება სახლი, რომელიც მარიკუნა მიქატაძეს ეკუთვნოდა