1732276666
„ხალხი მოსდევდა გაბრიელს ყვირილით - „საწყალი, უფლის მონაო“... მამა ტიროდა, გული სტკიოდა ამაზე, ალბათ... - რას იხსენებს წმინდანის და
იცით, რომ ნიკოლოზ ხომასურიძე ღირსი მამა გაბრიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მხატვრულ ფილმს იღებს. ამისთვის კი საზოგადოების მხარდაჭერაა საჭირო. სტატიის ბოლოში თქვენ ნახავთ ანგარიშის ნომრებს, სადაც სურვილისამებრ, შეგიძლიათ ამ დიდ საქმეში, თქვენი წვლილი შეიტანოთ.
ფილმს აქვს თავისი ფეისბუკგვერდი ბერი გაბრიელი ფილმი, სადაც ნიკოლოზი ათავსებს ვიდეო ინტერვიუებს. ამ ინტერვიუებში მამა გაბრიელზე მისი ოჯახის წევრები, სულიერი შვილები, ახლობლები უიშვიათეს ფაქტებს ჰყვებიან.
ამჯერად ბერ გაბრიელს მისი და, ჯულიეტა ურგებაძე იხსენებს.
ჯულიეტა ურგებაძე: დედა 15 წლის იყო ჩვენი უფროსი და, ემა რომ გააჩინა. ამიტომ ბებია იყო ჩვენთვის ყველაფერი. ის გვაქცევდა ყურადღებას, გვივლიდა. გაბრიელი ბებიას გვერდით იწვა. ვარვარე ერქვა ბებიას და პატარაობიდან ვარინკა დაარქვა გაბრიელმა. ძალიან უყვარდა ბებია.
სკოლაში არაფრის ინტერესი არ ჰქონდა, არც ქართულის, არც მათემატიკის. ჯღაბნიდა. ვამბობდით - რა არის, ლამაზად წერა ვერ ისწავლე, გაბრიელ? ბავშვებთან არ თამაშობდა. თავისებური თამაშები იცოდა. ბაირაღებს დაიჭერდა და დადიოდა.
წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან ახლოს ვცხოვრობდით. ეკლესია დაკეტილი იყო. ჩვენ გარშემო ვუვლიდით და იქ ვთამაშობდით. ამ ეკლესიის მიმართ დიდი სიყვარულით ვიყავი. იქ მომნათლეს ხუთი წლისა.
გაბრიელი ქვიშაზე, მიწაზე ეკლესიებს აშენებდა. სათამაშოები არ გვქონდა და მშობლების გაკეთებული თოჯინებით ვთამაშობდით. გაბრიელი ამ თოჯინებს გამოგვართმევდა და მის მიერ აშენებულ ეკლესიაში ჩასვამდა - ეს ხატიაო.
სადილის დროს გაბრიელი ჩვენთან ერთად არ სადილობდა, მე მერე ვისადილებო, გვეტყოდა. მერე ყურადღებას არ ვაქცევდით, რას ჭამდა. მაშინ წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ მარხვა არსებობს ან თუნდაც ოთხშაბათი და პარასკევი რომ მარხვის დღეებია. გულიდან წამოსული რწმენა გვქონდა, მაგრამ ვერ ვაცნობიერებდით, რა იყო ეს. გაბრიელი, ალბათ, მარხულობდა.
პატარაობიდან განსაკუთრებით უყვარდა წითელი ამოლესილი ლობიო. ბევრ პურს ჩაიყრიდა თეფშში, ამოაშრობდა ლობიოს და მერე ვეღარ ერეოდა. მამა ეტყოდა, ვასიკო, იმდენი ჩაყარე რომ მერე მისი ჭამა შეგეძლოსო. წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
VIDEO: „გუშინ მქონდა საუბარი ზიგმუნდ ფროიდთან...“ - მარი ნაკანმა თქვა, რომ მიცვალებულს ესაუბრა
VIDEO: „ხალხი უყვიროდა The killers-ს, ეს არ გაეკეთებინა...“ - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში
ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი
700 000 დოლარად იყიდება სახლი, რომელიც მარიკუნა მიქატაძეს ეკუთვნოდა