კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში განვითარებულმა მოვლენებმა, 8 ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთი გარდაცვლილი პილოტის, დიმიტრი ქააძის მეუღლეს ესაუბრა. ანა გელოვანი ქმართან ბოლო კონტაქტს იხსენებს.
„ბოლოს შესვენებაზე ამოვიდა სახლში, წაიხემსა და ისევ წავიდა. რომ ვკითხე, როდის მოხვალ მეთქი, ჩვეულებრივ, 6 საათზეო. 5 საათზე დავაპირე დარეკვა, თან სოციალურ ქსელში შევედი, ნიუსი ვნახე... რაღაცას მივხვდი, დავრეკე და გათიშული ჰქონდა ტელეფონი.
ტელევიზორი ჩავრთე, კადრებიც ვნახე. დიმაც არ მპასუხობდა... ბოლოს, დღის 2 საათზე ვნახე.
ერთხელ დამესიზმრა, თავის ბიჭებს ეძებდა. სამსახურში ვიყავით და ოთახში რომ შევედი, იქ იყო. სხვა ბიჭებიც იყვნენ და მანიშნეს, არ შეიმჩნიო, რომ გარდაცვლილიაო. დიმა, აქ რა გინდა-მეთქი რომ ვკითხე, ლევანი სად არისო, მკითხა. რომ ვუთხარი ლევანი არ იყო, ფანჯარაში გაიხედა და ბორტს დაუწყო ძებნა. 01 იკითხა, 01 რეგლამენტზე დგას მეთქი, ვუთხარი. არა, არ დგას, ესეი იგი, სიმართლე იყო რომ ჩამოვვარდითო? კი, წადი შენს ბიჭებთან მეთქი...
ერთი ბიჭი გვყავს, 12 წლის ნიკოლოზი. წარმატებული მოსწავლეა, სუხიშვილების აკადემიაში ცეკვავს, დიმა შვილით ძალიან ამაყობდა.
29 ივლისს საქართველოში მძიმე დღე გათენდა. ცნობილი გახდა, რომ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. მათ გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
VIDEO: „გუშინ მქონდა საუბარი ზიგმუნდ ფროიდთან...“ - მარი ნაკანმა თქვა, რომ მიცვალებულს ესაუბრა
VIDEO: „ხალხი უყვიროდა The killers-ს, ეს არ გაეკეთებინა...“ - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში
ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი
700 000 დოლარად იყიდება სახლი, რომელიც მარიკუნა მიქატაძეს ეკუთვნოდა