პეტრე და პავლე

საზოგადოება • 1776246120

ტყუპი ბერის ემოციური ისტორია - ერისკაცობაში ხვიჩა და გოჩა, ბერობაში კი პეტრე და პავლე

თბილისიდან დაახლოებით 200 კილომეტრში, ორხევის მამათა მონასტერში, გამორჩეული ისტორია იწერება. „იმედის დღე“ სიუჟეტში გვიყვება ტყუპი ძმების - მამა პეტრესა და მამა პავლეს შესახებ, რომლებიც ბერად აღიკვეცნენ და სულიერი გზითაც ერთობას ინარჩუნებენ.მიუხედავად იმისა, რომ მონასტერში თითოეულ ბერს საკუთარი მორჩილება აქვს, ძმები ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქმის ყოველთვის ერთად არიან. მათი დღე ლოცვით, შრომითა და ურთიერთდახმარებით იწყება.როგორც ისინი აღნიშნავენ, ეკლესიისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ჰქონდათ, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ შინაგანი სიმშვიდის პოვნა, რომელსაც უფალთან სიახლოვე ანიჭებს.მამა პეტრე და მამა პავლე ხაზს უსვამენ, რომ ბერული ცხოვრება მხოლოდ ლოცვას არ გულისხმობს. შრომაც მისი განუყოფელი ნაწილია. მათი ისტორია კი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ძმობა მიწიერ კავშირს გასცდეს და სულიერ ერთობად გადაიქცეს. 

ლოცვა

საზოგადოება • 1774645778

რატომ უნდა წავიკითხოთ დილის ლოცვები აუცილებლად ბოლომდე - მოძღვრის განმარტება

 მამა ალექსანდრე ბოლქვაძე გადაცემაში "რელიგიური საკითხები გიორგი დარასელიასთან ერთად", ლოცვასთან დაკავშირებით, ძალზე მნიშვნელოვან რამეს ქადაგებს:"ქრისტიანული სწავლებით ასეა - როდესაც დილის ლოცვას ბოლომდე კითხულობ, მსოფლიო ეკლესიის ლოცვაში ერთვები. ყველას ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხონ დილის ლოცვა ბოლომდე. ეს რას ნიშნავს - ათონზე ვიღაც ბერი შუადღეს რომ ლოცულობს, ის უკვე ჩვენთვისაც ლოცულობს, კავშირი მყარდება.ჩვენი პატრიარქი აბსოლუტურად ყველაზე ლოცულობს და ლოცულობდა. ეს ლოცვა ნაყოფს იღებს აუცილებლად.ასეთ რამეს გავიხსენებ. ჩაუშესკუ ათეისტი იყო, თუმცა მონათლული გახლდათ. რუმინეთი ქრისტიანული ქვეყანაა. როგორც ეტყობა, როცა მიხვდა, რომ უნდა მოეკლათ, დაიწყო შინაგანი ლოცვა და დამყარდა კავშირი მასსა და ჩვენს პატრიარქს შორის და აი, რა მოხდა: მამა პეტრემ მოყვა. ის და პატრიარქი ერთად უყურებდნენ ტელევიზორს, სადაც გამოუცხადებიათ ჩაუშესკუს დახვრეტის ამბავი. პატრიარქი ფეხზე ამდგარა, პირჯვარი გადაუწერია და უთქვამს: დღეს წირვაზე კვეთის დროს აზრად მოვიდა ჩაუშესკუ და მასზე ფიქრმა მაწვალაო. ესე იგი მას (ჩაუშესკუს) უჭირდა... წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ადამიანია ჩვენი პატრიარქი, ყველაზე ლოცულობს და ლოცვით კავშირს ამყარებს...

SEVDIA

პოლიტიკა • 1768678795

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე პატრიარქს შეურაცხმყოფელად, "ილია ვტაროიდ" მოიხსენიებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე გია ხუროშვილის ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურა, რომელშიც ხუროშვილი ამბობს, რომ უკრაინულ ეკლესიაში პეტრე კოლხის აღვლენილ წირვას დაესწრო და ეს დღე მისთვის "განსაკუთრებულად ემოციური იყო".უგრეხელიძე კი ამავე პოსტის კომენტარებში უწმინდესს და უნეტარესს, საქართველოს პატრიარქს შეურაცხმყოფელად „ილია ვტაროიდ“ მოიხსენიებს. „მამა პეტრე ლექსების წერის გამო არ განდევნა ილია ვტაროის ოფისმა? მაშინ ილია ჭავჭავაძე და დავით აღმაშენებელი რატომ არიან წმინდანები?“- წერს უგრეხელიძე.

ლსაფჯ

ტაბლოიდი • 1766854334

„რუსუდანი იყო პოზიტივის დედოფალი… თანავუგრძნობ ანრის, მაგდას, მთელ ოჯახს...“ – მამა პეტრე კოლხი

კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძის გარდაცვალებას, მამა პეტრე კოლხი სოციალური ქსელით ეხმაურება და თანაუგრძნობს რუსუდანის ოჯახის წევრებს.„ანრის დედა ძალიან მიყვარდა… რუსუდანი იყო პოზიტივის დედოფალი… სულ სამჯერ, შეიძლება მეტჯერაც მივსულვარ მასთან, სახლში, ისეთი დახვედრა იცოდა, გეგონა დიდი ხნის უნახავ ნათესავს ხვდებოდი… თანავუგრძნობ ანრის, მაგდას, მთელ ოჯახს შეურიგებელია დედის დაკარგვა… ეს ლექსი მისი ერთი ინტერვიუს პასუხია !…„ფრთხილად, ზურგზე არ შეგცივდეს დედა, დეკემბერი რომ  გადაგხდის საბანს…და სიზმარში თუ ნახულობ, ნეტავ, უშენობით გადახდენილ ამბავს…შენს საწოლთან ჩუმად მივალ  დედა, სუნთქვის ხმა რომ მოვისმინო შენიროგორც ბოლო მელოდიის სევდა, უშენობას რომ ავსებს და შვენის…და ვგრძნობ მალე შემცივდება, დედა… დეკემბერი თავდახრილი მიდის…შენს ოთახში ხშირად შემოგხედავ, უშენობას თუკი შევურიგდი !..“, – წერს პეტრე კოლხი.

ლოცვა

საზოგადოება • 1756916778

რატომ უნდა წავიკითხოთ დილის ლოცვები აუცილებლად ბოლომდე - მოძღვრის განმარტება

 მამა ალექსანდრე ბოლქვაძე გადაცემაში "რელიგიური საკითხები გიორგი დარასელიასთან ერთად", ლოცვასთან დაკავშირებით, ძალზე მნიშვნელოვან რამეს ქადაგებს:"ქრისტიანული სწავლებით ასეა - როდესაც დილის ლოცვას ბოლომდე კითხულობ, მსოფლიო ეკლესიის ლოცვაში ერთვები. ყველას ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხონ დილის ლოცვა ბოლომდე. ეს რას ნიშნავს - ათონზე ვიღაც ბერი შუადღეს რომ ლოცულობს, ის უკვე ჩვენთვისაც ლოცულობს, კავშირი მყარდება.ჩვენი პატრიარქი აბსოლუტურად ყველაზე ლოცულობს და ლოცულობდა. ეს ლოცვა ნაყოფს იღებს აუცილებლად.ასეთ რამეს გავიხსენებ. ჩაუშესკუ ათეისტი იყო, თუმცა მონათლული გახლდათ. რუმინეთი ქრისტიანული ქვეყანაა. როგორც ეტყობა, როცა მიხვდა, რომ უნდა მოეკლათ, დაიწყო შინაგანი ლოცვა და დამყარდა კავშირი მასსა და ჩვენს პატრიარქს შორის და აი, რა მოხდა: მამა პეტრემ მოყვა. ის და პატრიარქი ერთად უყურებდნენ ტელევიზორს, სადაც გამოუცხადებიათ ჩაუშესკუს დახვრეტის ამბავი. პატრიარქი ფეხზე ამდგარა, პირჯვარი გადაუწერია და უთქვამს: დღეს წირვაზე კვეთის დროს აზრად მოვიდა ჩაუშესკუ და მასზე ფიქრმა მაწვალაო. ესე იგი მას (ჩაუშესკუს) უჭირდა... წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ადამიანია ჩვენი პატრიარქი, ყველაზე ლოცულობს და ლოცვით კავშირს ამყარებს...

mamao

საზოგადოება • 1748378601

რატომ უნდა წავიკითხოთ დილის ლოცვები აუცილებლად ბოლომდე - მამა ალექსანდრე ბოლქვაძის ქადაგება

 მამა ალექსანდრე ბოლქვაძე გადაცემაში "რელიგიური საკითხები გიორგი დარასელიასთან ერთად", ლოცვასთან დაკავშირებით, ძალზე მნიშვნელოვან რამეს ქადაგებს:"ქრისტიანული სწავლებით ასეა - როდესაც დილის ლოცვას ბოლომდე კითხულობ, მსოფლიო ეკლესიის ლოცვაში ერთვები. ყველას ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხონ დილის ლოცვა ბოლომდე. ეს რას ნიშნავს - ათონზე ვიღაც ბერი შუადღეს რომ ლოცულობს, ის უკვე ჩვენთვისაც ლოცულობს, კავშირი მყარდება.ჩვენი პატრიარქი აბსოლუტურად ყველაზე ლოცულობს და ლოცულობდა. ეს ლოცვა ნაყოფს იღებს აუცილებლად. ასეთ რამეს გავიხსენებ. ჩაუშესკუ ათეისტი იყო, თუმცა მონათლული გახლდათ. რუმინეთი ქრისტიანული ქვეყანაა. როგორც ეტყობა, როცა მიხვდა, რომ უნდა მოეკლათ, დაიწყო შინაგანი ლოცვა და დამყარდა კავშირი მასსა და ჩვენს პატრიარქს შორის და აი, რა მოხდა: მამა პეტრემ მოყვა. ის და პატრიარქი ერთად უყურებდნენ ტელევიზორს, სადაც გამოუცხადებიათ ჩაუშესკუს დახვრეტის ამბავი. პატრიარქი ფეხზე ამდგარა, პირჯვარი გადაუწერია და უთქვამს: დღეს წირვაზე კვეთის დროს აზრად მოვიდა ჩაუშესკუ და მასზე ფიქრმა მაწვალაო. ესე იგი მას (ჩაუშესკუს) უჭირდა... წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ადამიანია ჩვენი პატრიარქი, ყველაზე ლოცულობს და ლოცვით კავშირს ამყარებს...ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ აქ

დათი

საზოგადოება • 1727456339

„ამერიკაში ჩამოხვალ და დათი არ ნახო, დანაშაულია… დათი არის მოტივაცია, ძალა, რწმენა, იმედი, რომ ყველა დიდ განსაცდელს გაუძლო და ცხოვრებას გაუღიმო…“ – პეტრე კოლხი

 მამა პეტრე კოლხი აშშ-ში იმყოფება და დათი ქოქრაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს. როგორც მამა პეტრე კოლხი წერს, „დათი არის მოტივაცია, ძალა, რწმენა, იმედი, რომ ყველა დიდ განსაცდელს გაუძლო და ცხოვრებას გაუღიმო…“.„ამერიკაში ჩამოხვალ და დათი არ ნახო, დანაშაულია… აი, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი… დათი არის მოტივაცია, ძალა, რწმენა, იმედი, რომ ყველა დიდ განსაცდელს გაუძლო და ცხოვრებას გაუღიმო… საოცარი სიყვარულის და სითბოს ადამიანი… დალოცეთ დათი, უსურვეთ დიდხანს სიცოცხლე… საოცარი მშობლების შვილი!..“, – წერს პეტრე კოლხი.

პეტრე კოლხი

საზოგადოება • 1726823814

“ჭორის დონეზე ექიმებმა თქვეს, სიმსივნური წარმონაქმნია და ახლავე უნდა მივხედოთო…” - რას ჰყვება მამა პეტრე

 რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტრე კოლხი სიმსივნეს ებრძვის, სიმართლეს არ შეესაბამება.როგორც პეტრე კოლხი ამბობს, მას საკუთარი დიაგნოზის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს.მამა პეტრე აღნიშნავს, რომ ის აპირებს კვლევები საზღვარგარეთ ჩაიტაროს."20 დღის წინ მუცლის არეში გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, გული წამივიდა. ბოლომდე გამოკვლეული არ ვარ, თუმცა ორჯერ გამატარეს კომპიუტერში. მეუბნებიან, რომ ჯერჯერობით ისეთი საშიში არაფერია და მე ამ დროს ქომიოთერაპიისთვის ვემზადები და გადავიპარსე თავი. საბოლოოს არ ვიცი რა ხდება, ახლა ვაპირებ უცხოეთში წასვლას",- ამბობს პეტრე კოლხი.

MAMA TEIMURAZ QORIDZE

საზოგადოება • 1724178267

„მამაო, ნუთუ დროებით გაგვახარე შენი გამოჯანმრთელებით?!“ - მამა თეიმურაზ ქორიძეს ემშვიდობებიან

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ გასულ წელს, კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის მანძილზე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ სასწაული მოხდა და მამაო თავის საქმიანობასაც დაუბრუნდა...სოციალურ ქსელში სასულიერო პირს ემშვიდობებიან...„მამაო, ნუთუ დროებით გაგვახარე შენი გამოჯანმრთელებით?! მშვიდობით, ჩვენო გულიანო და სიყვარულის მოძღვარო...გარდაიცვალა, მამა თეიმურაზ ქორიძე.უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, საცა მართალნი განისვენებენ!“ - წერს ნათია სვანიძე-ხარზიანი.„ვწუხვარ, მამა თეიმურაზი გარდაიცვალა, კარგი ადამიანი, კეთილი, ღვთის და სამშობლოს უანგაროდ მოყვარული… მოიხსნიეთ ლოცვებში!..“ - წერს მამა პეტრე.„ბევრი შეტყობინება შემოდის. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა არაფრის თავი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ საზარელი და სამწუხარო ამბავი დაგიდასტუროთ. სიტყვებს თავს ვერ ვუყრით. კითხვებზე ვერ გიპასუხებთ, გაგებით მოეკიდეთ“, - ვკითხულობთ წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის „ფეისბუკ“ პოსტში.

petre kolxi

საზოგადოება • 1722580492

„ვბრუნდები ტაძარში. დავაარსებთ სამრევლო სკოლას და ლექციებს წავიკითხავ“ – მამა პეტრე კოლხი

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში სინოდის წევრებთან შეხვედრისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერს:„არ ვიქნები მართალი, რომ ეს არ ვთქვა… ვიცი, უამრავ ადამიანს აინტერესებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩემი ახლობელია, მეგობარი და ტაძრის წევრი…დღეს ვიყავი საპატრიარქოში მისული, შეხვედრა მქონდა წმინდა სინოდის წევრებთან…საუბარს ესწრებოდნენ: მეუფე შიო, მეუფე იოანე, მეუფე ანდრია, მეუფე თეოდორე, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.მადლიერი ვარ ყველა მათგანის, მათაც ვუთხარი, მაგრამ საჯაროდაც მსურს მადლიერება გამოვხატო… მეტი გაგება, მოსმენა და მსჯელობა უბრალოდ, შეუძლებელია…ბევრი დაფიქრება და ანალიზი მჭირდება, სად და როგორ მინდა ვიყო…მეუფე შიო ყოველთვის გამოირჩევა გულისხმიერებით და გაგების უნარით…ამ ეტაპზე წირვა-ლოცვის ჩატარება შეჩერებულია, უნდა ვიფიქრო, მაგრამ ვბრუნდები ტაძარში და მეუფე შიოს დახმარებით, დავაარსებთ სამრევლო სკოლას, ლექციებს წავიკითხავ საქართველოს ისტორიაში, კატეხიზმოსა და ქართულ ლიტერატურაში!…Lela Merabishvili, ყველაზე მეტად შენ გილოცავ, ვიცი, რა ბედნიერი იქნები… ანასაც უთხარი და დანარჩენებსაც, ვისაც ახარებს ეს ფაქტი!…მადლობა იესოს და ყველას, ვინც დღეს შემხვდა!..“, - წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

მამა პეტრე კვარაცხელია

საზოგადოება • 1713644656

პეტრე კოლხი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მამა პეტრე სოციალურ ქსელში ბიძაშვილის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:„ჩემო გულო, ჩემი ბავშვობის ყველაზე თეთრო, სპეტაკო და უზარმაზარო წერტილო, დამთავრდა ბავშვობა, რომელიც ჩვენს ოდაბადეში, წალენჯიხის ულამაზეს სოფელ ჯგალში, ჩვენს საკვარაცხელიოში დაიწყო…უხერხულია ბიძაშვილი, მამის ძმისშვილი გიწოდო, ჩემი უფროსი ძმა იყავი… საამაყო, საიმედო, არძოში უჯგუში ჯიმა…ჩვენი პატარა სახლის პარმაღზე, მზის ჩასვლისას მივეწყობოდით ერთმანეთს და იწყებოდა მითთა ჟამის ისტორიების გახსენება… ერთმანეთს ვასწრებდით… მერე მზის უკანასკნელი სხივებით აფერადებულ ეგრისის ქედს გავხედავდით და ვაგრძელებდით ცოდნის გადამოწმებას…პაატა, აბა იმ მთის წვერს რატომ ჰქვია ცაში კიბული, ან რომელი ქედია გრანელის სახელობის, მკითხავდი…ჩვენ ერთად გავიკვალეთ გზა ჭანისწყლისკენ, ჩვენი ბაბუის ნაქონი ყანებისკენ, სოფლის ანკარა წყაროებისკენ, სანუკვარი ბებიის საფლავისკენ… მდუმარედ ნათქვამი, ,,ყებურის” პირას მოსაყოლი ამბებისკენ…ერთმანეთს ვურჩევდით წიგნებს, ავტორებს, ნაწარმოებებს…შენ კი ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი წიგნი იყავი, ჩემი ჯაბუტია…ვერ იტანდი შექებას, არც ბევრ მოკითხვას პასუხობდი… შენზე თითქმის არ ვიცოდით, რა გტკიოდა, რას განიცდიდი, ჩვენ კი პირველი შენთან გამოვრბოდით… არადა, თურმე რამდენი გტკიოდა, თურმე რამდენს უძლებდი…სიცოცხლეში არასდროს მითქვამს, როგორ მიყვარდი, არ მიიღებდი, გაბრაზდებოდი… ახლა თამამად ვამბობ, ჩემო კოჩანიერო კოჩო…როგორ დამასწარი ჩვენი მონატრებული სოფლის მიწის გულში ჩახუტება…მთელი პლანეტა მოვლილი გქონდა… ისწავლე ინგლისში, გერმანიაში, წარჩინებით დაამთავრე დედა უნივერსიტეტი, მაგრამ ბოლოს მაინც, ძალიან ადრე მიაშურე ჯგალის, წინაპრების ძვლებით გაპოხიერებულ მიწას, რომელიც იქ ყოფნის დროსაც გენატრებოდა…ჩემზე მეტად, ჩემს შვილს-დაჩის გაუჭირდება უშენობა… შვილი რომ მყოლოდა, დაჩიზე მეტად არ მეყვარებოდაო, იტყოდი… ასე ნაადრევად დაადგა ცაში კიბულის აღმართს და სამუდამოდ შეერწყა ეგრისის იდუმალ ქედებს იქ, სადაც მიწა მთავრდება და ღმერთი იწყება… ჩემი საამაყო ჯაბა კვარაცხელია!“ - წერს მოძღვარი.

petre kolxi

საზოგადოება • 1711009245

„ჩემი ადამიანური ცდუნება არის შოპინგი... ანაფორა ერთი მაქვს მარტო“ - პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი ამბობს, რომ მისი ადამიანური ცდუნება შოპინგია. ამის შესახებ მან გადაცემა „პირველ სტუდიაში ისაუბრა.„ჩემი ადამიანური ცდუნება არის შოპინგი. ესეც ვნებაა. დაცლილი ვარ სხვა კუთხით. რა მნიშვნელობა აქვს რა ვნება გაწუხებს. ვაღიარებ კიდეც და ყველგან ვამბობ. ვიღაცამ შეიძლება ამის გამო გამაქილიკოს, გამკიცხოს, მაგრამ ეს  მათი გადასაწყვეტია. მე გულწრფელი ვარ. მიყვარს ძალიან ყიდვა, შეიძლება ორი კაპიკი მქონდეს ჯიბეში მაგრამ ისიც უნდა დავხარჯო და რაღაცა ვიყიდო, შეიძლება არც ჩავიცვა...ანაფორა ერთი მაქვს მარტო, საერთოდ არ მაქვს, რადგან ხშირად არ მაცვია...“, - ამბობს მამა პეტრე კოლხი. 

✕