1748446305
რატომ უნდა წავიკითხოთ დილის ლოცვები აუცილებლად ბოლომდე - მამა ალექსანდრე ბოლქვაძის ქადაგება

მამა ალექსანდრე ბოლქვაძე გადაცემაში "რელიგიური საკითხები გიორგი დარასელიასთან ერთად", ლოცვასთან დაკავშირებით, ძალზე მნიშვნელოვან რამეს ქადაგებს:
"ქრისტიანული სწავლებით ასეა - როდესაც დილის ლოცვას ბოლომდე კითხულობ, მსოფლიო ეკლესიის ლოცვაში ერთვები. ყველას ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხონ დილის ლოცვა ბოლომდე. ეს რას ნიშნავს - ათონზე ვიღაც ბერი შუადღეს რომ ლოცულობს, ის უკვე ჩვენთვისაც ლოცულობს, კავშირი მყარდება.
ჩვენი პატრიარქი აბსოლუტურად ყველაზე ლოცულობს და ლოცულობდა. ეს ლოცვა ნაყოფს იღებს აუცილებლად.
ასეთ რამეს გავიხსენებ. ჩაუშესკუ ათეისტი იყო, თუმცა მონათლული გახლდათ. რუმინეთი ქრისტიანული ქვეყანაა. როგორც ეტყობა, როცა მიხვდა, რომ უნდა მოეკლათ, დაიწყო შინაგანი ლოცვა და დამყარდა კავშირი მასსა და ჩვენს პატრიარქს შორის და აი, რა მოხდა: მამა პეტრემ მოყვა. ის და პატრიარქი ერთად უყურებდნენ ტელევიზორს, სადაც გამოუცხადებიათ ჩაუშესკუს დახვრეტის ამბავი. პატრიარქი ფეხზე ამდგარა, პირჯვარი გადაუწერია და უთქვამს: დღეს წირვაზე კვეთის დროს აზრად მოვიდა ჩაუშესკუ და მასზე ფიქრმა მაწვალაო. ესე იგი მას (ჩაუშესკუს) უჭირდა... წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ადამიანია ჩვენი პატრიარქი, ყველაზე ლოცულობს და ლოცვით კავშირს ამყარებს...