დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ გასულ წელს, კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის მანძილზე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ სასწაული მოხდა და მამაო თავის საქმიანობასაც დაუბრუნდა...
სოციალურ ქსელში სასულიერო პირს ემშვიდობებიან...
„მამაო, ნუთუ დროებით გაგვახარე შენი გამოჯანმრთელებით?! მშვიდობით, ჩვენო გულიანო და სიყვარულის მოძღვარო...
გარდაიცვალა, მამა თეიმურაზ ქორიძე.უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, საცა მართალნი განისვენებენ!“ - წერს ნათია სვანიძე-ხარზიანი.
„ვწუხვარ, მამა თეიმურაზი გარდაიცვალა, კარგი ადამიანი, კეთილი, ღვთის და სამშობლოს უანგაროდ მოყვარული… მოიხსნიეთ ლოცვებში!..“ - წერს მამა პეტრე.
„ბევრი შეტყობინება შემოდის. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა არაფრის თავი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ საზარელი და სამწუხარო ამბავი დაგიდასტუროთ. სიტყვებს თავს ვერ ვუყრით. კითხვებზე ვერ გიპასუხებთ, გაგებით მოეკიდეთ“, - ვკითხულობთ წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის „ფეისბუკ“ პოსტში.