თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ტარდება

საზოგადოება 1725363141

თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ტარდება

TEDxTbilisi Youth, თიბისის მხარდაჭერით, 8 სექტემბერს „რედისონ რედში“ გაიმართება. ღონისძიებაზე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და უცნობი, ახალგაზრდები საკუთარ გამოცდილებას  გაგვიზიარებენ.TEDxTbilisi წელს სცენას ახალგაზრდებს უთმობს. „ძიებაში“ ასეთია ღონისძიების მთავარი თემა და 25 წლამდე სპიკერებიც სწორედ მათი დაკვირვებების და ძიების პროცესის შესახებ ისაუბრებენ.TEDxTbilisi Youth-ის მონაწილეები არიან: ელენე ჭელიძე, გიორგი ძირკველიშვილი, ლექსო რატიანი, გიორგი ცარციძე, ლინაკო გიუნაშვილი, ლიზი გოზალიშვილი, ლიზი ქათამაძე, მარიამ გულედანი, სოფო ჩიქოვანი და თეკლე შალიკიანი.მარიამ გულედანის გამოსვლის თემაა: არა უშავს, თუ არ იცი, რა გინდა. „მე ვარ მარიამ გულედანი, 20 წლის, ქოფირაითერი. მიყვარს მუსიკა (ყველაფერზე მეტად), დრამზე დაკვრა და წერა. დრამზე რამდენიმე წელია რაც ვუკრავ. წერით კიდე, რაც თავი მახსოვს, სულ ვწერ. ვწერ ყველაფერს: ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს და რავი, მართლა ყველაფერს. რა მინდა? ეგ რთული ამბავია. აი ახლა, ამ მომენტში რედბულის დალევა მინდა :)) მაგრამ უფრო ფილოსოფიურად თუ ვუპასუხებ, მინდა ისეთი რაღაც გავაკეთო ცხოვრებაში, ადამიანებს ჩემი სიკვდილის მერეც რომ ვახსოვდე. ცოტა ნაკლებად ფილოსოფიურად - ყველა იმ ბენდის/არტისტის ლაივზე მინდა მოვხვდე, რომელიც მიყვარს”.გიორგი ძირკველიშვილი მსმენელებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას თემაზე: “ის უნდა აკეთო რაც შენ გინდა” - ყველაზე დიდი ტყუილი ცხოვრებაში. “მე ვარ გიორგი ძირკველიშვილი Software Engineer და ლექტორი. ჩემი ინტერესების სფერო დიდწილად უკავშირდება სპორტის თამაშს, ყურებას, ახალი ტექნოლოგიების ათვისებას და მოგზაურობას. სიამოვნებას მანიჭებს ახალი ადგილების აღმოჩენა და მეგობრებთან ერთად მოგონებების დაგროვება”.ელენე ჭელიძის გამოსვლის თემაა: ძიება არასდროს გაჩერებს, სწორედ მისი სურვილი არ გაძლევს გაჩერების უფლებას. „ელენე ჭელიძე, 25 წლის. მარკეტერი და კონტენტ მენეჯერი. ვმუშაობ 18 წლიდან, რადგან ყოველთვის მინდოდა გზის პოვნა, რომელიც ჩემი შემოქმოდებისა და აზრების რეალობად გადაქცევაში დამეხმარებოდა. კრეატული აზროვნება ხშირად მეხმარება, რაღაცები სხვანაირად და ახლებურად დავინახო, დავაკავშირო ერთმანეთთან თითქოს ერთმანეთთან არაფერ შუაში მყოფი ემოციები, აზრები, იდეები, გამოცდილებები. არასდროს მინდოდა გავზრდილიყავი, ამიტომ ახლაც მაქვს შენარჩუნებული ბევრი ბავშვური თვისება, რომელიც მეხმარება სილაღის შენარჩუნებაში და პატარ-პატარა წვრილმანებით ბედნიერების მიღებაში”.ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი.თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი შთაგონება და წახალისება პრიორიტეტია. სწორედ ამ იდეით უერთდება თიბისი ღონისძიებას.შეიძინე TEDxTbilisi Youth-ის ბილეთები თიბისის მოსწავლის ან სტუდენტის ბარათით და მიიღე 20% ფასდაკლება.

თიბისი

საზოგადოება 1724057897

თიბისის მხარდაჭერით TEDxTbilisi Youth ბრუნდება

TEDxTbilisi Youth, თიბისის მხარდაჭერით, 8 სექტემბერს „რედისონ რედში“ ჩატარდება. ღონისძიებაზე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და უცნობი, ახალგაზრდები საკუთარ გამოცდილებას  გაგვიზიარებენ.TEDxTbilisi წელს სცენას ახალგაზრდებს უთმობს. „ძიებაში“ ასეთია ღონისძიების მთავარი თემა და 25 წლამდე სპიკერებიც სწორედ მათი დაკვირვებების და ძიების პროცესის შესახებ ისაუბრებენ.TEDxTbilisi Youth-ის მონაწილეები არიან: ელენე ჭელიძე, გიორგი ძირკველიშვილი, ლექსო რატიანი, გიორგი ცარციძე, ლინაკო გიუნაშვილი, ლიზი გოზალიშვილი, ლიზი ქათამაძე, მარიამ გულედანი, სოფო ჩიქოვანი და თეკლე შალიკიანი.„ალბათ, ყველანი ყოველთვის ძიების პროცესში ვართ, თუმცა ყველაზე მძაფრად ეს პროცესი ახალგაზრდობის პერიოდში აღიქმება, დღეისათვის ყველაზე აქტუალური და საინტერესო სწორედ ახალგაზრდების განცდები და გამოცდილებაა. საკმაოდ ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით და დარწმუნებულები ვართ, მათი ისტორიები მსმენელისთვისაც, ისეთივე შთამაგონებელი იქნება, როგორც ჩვენთვისაა" - აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.TEDxTbilisi არაკომერციული, თვითორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც 2012 წლიდან TED-ის ლიცენზიის ქვეშ არსებობს და TED-ის ოჯახის ნაწილია. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიარდობით ადამიანს აერთიანებს. ყოველ წელს TEDxTbilisi 500-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს და მათ საშუალებას აძლევს მოისმინონ ინოვაციური და საინტერესო იდეები.ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი.თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა, მათი შთაგონება და წახალისება პრიორიტეტია. სწორედ ამ იდეით უერთდება თიბისი ღონისძიებას.შეიძინე TEDxTbilisi Youth-ის ბილეთები თიბისის მოსწავლის ან სტუდენტის ბარათით და მიიღე 20% ფასდაკლება.

ლიზი გოზალიშვილი

შოუბიზნესი 1701726340

„ეს იყო ჩემი ცხოვრების შავ-თეთრი პერიოდი...“ – რას წერს ლიზი გოზალიშვილი

„ამ სიმღერას დამალობანა ჰქვია და ჩემს ბავშვობის მეგობარს, მარიამს, ეძღვნება..“ – მომღერალი, ლიზი გოზალიშვილი სოციალურ ქსელში სიმღერას გვიზიარებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გადაცემა „აკუსტიკაში“ შეასრულა.„მარიამი 2 წლის წინ დავკარგე და ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულად გადასატანი, შავ-თეთრი პერიოდი.მერე მალევე მივხვდი, რომ თუ შენს თავს დააჯერებ, რომ შენთვის ძვირფასი ადამიანები უბრალოდ დამალობანას გეთამაშებიან და ერთ დღეს, თუნდაც ბევრი წლის შემდეგ, მათ აუცილებლად იპოვი, გადარჩები.ეს სიმღერა ჩემს საავტორო სიმღერებში ჯერჯერობით ბოლოა. ამის შემდეგ აღარაფერი დამიწერია და ამის კიდევ ერთხელ თქვენთვის გაზიარება ახლა „ინბოქსში“ მოსულმა სრულიად უცხო ადამიანის შეტყობინებამ გადამაწყვეტინა.მართლა გულით დაიჯერეთ, რომ დამალობანა აუცილებლად დამალულის გარეთ გამოსვლით სრულდება. მთავარია, დაუძახოთ, რომ მოიგო,Now you’re playing hide and seekCome outYou won,“ – წერს ლიზი.

ფული

ასტროლოგია 1701200299

ზოდიაქოს რომელი ნიშნები იქნებიან ამ კვირის იღბლიანები - პროგნოზი 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე

ასტროლოგებმა შმოგვთავაზეს მომავალი კვირის პროგნოზი, 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით და გამოავლინეს, რომელ თანავარსკვლავედებს შეიძლება ჰქონდეთ განსაკუთრებული წარმატება. ზოდიაქოს ნიშნების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ეს დღეები უკეთესობისკენ ცვლილებებს მოიტანს.ვერძიპროგნოზის მიხედვით, 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ვერძი ბედის ნამდვილი ფავორიტი გახდება. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის იდეალური მომენტი გაიხსნება მათ ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებებისთვის. ვერძი, ინტუიციის მიყოლებით, შეძლებს მკაფიოდ განსაზღვროს თავისი მიზნები და სამომავლო გეგმები, რაც დაეხმარება მათ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში.ეს კვირა ვერძის სანუკვარი ოცნებების წარმატებით განხორციელების დრო იქნება. მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ აქტიურად დროის დაკარგვის გარეშე. სამსახურში ხელსაყრელი პერიოდია მოსალოდნელი - არის შესაძლებლობა დაასრულოს ერთ-ერთი მთავარი პროექტი, რომელზედაც ვერძი დიდი ხანია მუშაობს.მშვილდოსანიმშვილდოსნები მოტივირებული იქნებიან წარმატებული მოქმედებებისკენ. ასტროლოგიური პროგნოზით, ეს კვირა წარმატებული იქნება ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი ინტუიციის მოსმენა, რაც დაგეხმარებათ იპოვოთ პასუხები დიდი ხნის კითხვებზე. შინაგანი ხმა მშვილდოსანს ბედნიერებისკენ წარმართავს. მთავარია, არ გამოტოვოთ ეს საკვანძო წერტილი. ეს კვირა იდეალურია მოგზაურობისა და ურთიერთობების გასავითარებლად. რეკომენდებულია მეორე ნახევრის ყურადღების მიქცევა სანთლის შუქზე რომანტიკული ვახშმის მოწყობით. მარტოხელა მშვილდოსანი იპოვის ახალ ნაცნობებს, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს ძლიერ ურთიერთობებში ან წარმატებულ საქმიან კავშირებში.ასევე ნახეთ:ტრაგედია ვაზისუბანში - კაცს „ცემენტის მანქანამ“ გადაუარაVIDEO: რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ დეკემბერშიდავტოვე პროექტი, მაგრამ ყველაფერი გრძელდება... ვიაზრებ, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე... უახლოეს მომავალში მინდა საქართველოში ჩამოსვლა“ – ლიზი გოზალიშვილი

მთვრალი ზღარბი

მსოფლიო 1701186209

28 ნოემბერი მთვრალი ზღარბის საერთაშორისო დღესასწაულია - მათ სადღეგრძელოს ლუდით სვამენ

რა დღესასწაულია, მთვრალი ზღარბის დღე?მთვრალი ზღარბის დღე შეიძლება უცნაურად ჩანდეს, მაგრამ მისი წარმოშობა უკავშირდება საინტერესო წარსულს, რომლებიც დაკავშირებულია უნგრელ გლეხებთან, რომლებიც ცნობილი არიან არატრადიციული იუმორის გრძნობით. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე თავდაპირველად მოსავლის აღების დღესთან იყო დაკავშირებული, მან თავისი პოპულარობა და უნიკალურობა ორიგინალურობის გამო მოიპოვა.როგორი დღესასწაულია მთვრალი ზღარბის დღე?ბევრმა, ვინც სკეპტიციზმისკენ არის მიდრეკილი, შესაძლოა ეს დღესასწაული ხალისიანი ფერმერების ფანტაზიის პროდუქტად მიიჩნიოს. მაგრამ სინამდვილეში მას თავისი პრაქტიკული მხარეც აქვს. მოსავლის სიმწიფის დროს ყოველთვის თან სდევდა მღრღნელების შემოჭრა, რომლებიც აზიანებენ მოსავალს. იმ დროს მათთან საბრძოლველად ეფექტური საშუალებები არ არსებობდა და აი, აქ არის საინტერესო გადახვევა: ზოგიერთი ცხოველი, რომელიც აღმოჩნდა ალკოჰოლისადმი მიდრეკილი, გახდა მთავარი აღმოჩენა ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში.ზღარბები, ეგზოტიკური არსებები და ცხოველთა რამდენიმე სხვა სახეობა, შემჩნეული იყვნენ, ალკოლის მიმართ სიყვარულში. რა თქმა უნდა, არ უნდა იფიქროთ არაყის მსგავს ალკოჰოლურ ექსცესებზე, მაგრამ ლუდი მათთვის ნამდვილი სიამოვნება აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც ლუდს კონსერვანტების გამოყენების გარეშე ამზადებდნენ, მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით, როგორიცაა ხორბალი, თაფლი, სვია და ჭვავი, მისი გემო ცხოველებსაც იზიდავდა. ამიტომ ძველად ზღარბებს ლუდს არა გასართობად, არამედ მინდვრებში მღრღნელების პრობლემის გადასაჭრელად აძლევდნენ.ცნობილია, რომ ზღარბი თაგვებისა და ვირთხების მტრები არიან. მიუხედავად მათი მცირე ზომისა, მათ აქვთ ეკლების სიუხვე, ბასრი კბილები და სწრაფი რეაქციები. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ისინი კიდევ უფრო გაბედულები, აგრესიულები და ეფექტურები გახდნენ მღრღნელებზე ნადირობისას, ფერმერების მინდვრებში პრობლემის გადაჭრაში. დღესდღეობით, ტექნოლოგიების განვითარებისა და მავნებლების კონტროლის ახალი მეთოდების წყალობით, ამ მიზნით ზღარბის გამოყენება არჩევითი გახდა. თუმცა შენარჩუნებულია მთვრალი ზღარბის დღის აღნიშვნის ტრადიცია. ეს ერთგვარი დღესასწაული გახდა, მოსავლის დღის მსგავსი, რომელსაც ფერმერები, გლეხები და მხიარული ტრადიციების ყველა მოყვარული აღნიშნავენ და ზღარბებს ლუდით ადღეგრძელებენ.რა თქმა უნდა, ასწიეთ ჭიქა ლუდი მთვრალი ზღარბების პატივსაცემად, რომლებმაც არა მხოლოდ გაახარეს ფერმერები თავიანთი გამბედაობით, არამედ რეალურად დაეხმარნენ მათ მინდვრებში მღრღნელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე ნახეთ:ტრაგედია ვაზისუბანში - კაცს „ცემენტის მანქანამ“ გადაუარაVIDEO: რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ დეკემბერშიდავტოვე პროექტი, მაგრამ ყველაფერი გრძელდება... ვიაზრებ, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე... უახლოეს მომავალში მინდა საქართველოში ჩამოსვლა“ – ლიზი გოზალიშვილი

ლიზი

შოუბიზნესი 1701171526

დავტოვე პროექტი, მაგრამ ყველაფერი გრძელდება... ვიაზრებ, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე... უახლოეს მომავალში მინდა საქართველოში ჩამოსვლა“ – ლიზი გოზალიშვილი

ქართველი მომღერალი, გერმანული „ვოისის“ მონაწილე, ლიზი გოზალიშვილი პროექტში თავის განვლილ გზაზე საუბრობს.„მე სულ მინდოდა გერმანულ „ვოისში“ მონაწილეობა, ეს იყო ჩემი მიზანი და ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა უფრო ვიაზრებ, რომ ჩემი ოცნება ავიხდინეგამოცდილებაც უდიდესი მივიღე, ბევრი რამ აღმოვაჩინე ახალი.დავტოვე პროექტი, მაგრამ ყველაფერი გრძელდება... ჩემი საავტორო სიმღერები მაქვს და ამ მიმართულებით ვარ დაკავებული.უახლოეს მომავალში მინდა საქართველოში ჩამოსვლა,“- ამბობს ლიზი.

განათლების სამინისტრო

განათლება 1700859928

სკოლის კვებითი ობიექტებისთვის შესაბამისი მოთხოვნები დაწესდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა. ინფორმაცია ამის შესახებ განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.უწყების ცნობით, დოკუმენტში ასახულია სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები – აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.მათივე ინფორმაციით, სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებას, რომელიც 24 ნოემბრით თარიღდება, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი აწერს ხელს.ასევე ნახეთ:როგორი ამინდი იქნება უქმეებზე - პროგნოზი ქალაქების მიხედვითVIDEO: „ჩემო საოცარო გულშემატკივრებო, სამწუხაროდ, დარბაზში მყოფმა მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ პროექტი უნდა დამეტოვებინა...“ - ლიზი გოზალიშვილი გერმანულ „ვოისს“ გამოეთიშა

ლიზი გოზალიშვილი

შოუბიზნესი 1700859691

VIDEO: „ჩემო საოცარო გულშემატკივრებო, სამწუხაროდ, დარბაზში მყოფმა მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ პროექტი უნდა დამეტოვებინა...“ - ლიზი გოზალიშვილი გერმანულ „ვოისს“ გამოეთიშა

ქართველი მომღერალი, ლიზი გოზალიშვილი, რომლის მიერ შესრულებული არაერთი შთამბეჭდავი გამოსვლა ვიხილეთ გერმანულ „ვოისში“, პროექტს გუნდების შეჯიბრიდან გამოეთიშა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.როგორც ლიზი ამბობს, სათქმელს ყოველთვის, ყველა სცენიდან იტყვის.„ჩემო საოცარო გულშემატკივრებო, სამწუხაროდ, დარბაზში მყოფმა მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ პროექტი უნდა დამეტოვებინა.გუნდების შეჯიბრში ჯოვანის გუნდიდან პირველი გამოვედი და წითელი სკამი დავიკავე. რამდენიმე გამომსვლელის შემდეგ ტოკიო ჰოტელის მონაწილემ გამომიწვია და დარბაზში მყოფი მაყურებლების ხმათა უმრავლესობით სწორედ ის გადავიდა ნახევარფინალში.უუუუზომოდ და სამუდამოდ მადლიერი ვარ ყველა იმ ემოციისთვის, რაც ამ დროის განმავლობაში თქვენგან მივიღე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამხელა დადებით ენერგიას მივიღებდი ამდენი ნაცნობისა თუ უცნობისგან. უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი გულშემატკივრობისთვის!პროექტი ჩემთვის დასრულდა, თუმცა ეს ასეა: ეს არის კონკურსი და იმარჯვებს მხოლოდ ერთი გპირდებით, რომ თავს ხშირად ,,შეგახსენებთ” და ჩემს სათქმელს ყოველთვის, ყველა სცენიდან ვიტყვი. ჰო და აი, ისიც! ჩემი ბოლო გამოსვლა გერმანულ ,,ვოისში", - წერს ლიზი და ვიდეოს აზიარებს.ასევე ნახეთ:VIDEO: ეს ხდება კონკურსს მიღმა... სიყვარულის გამომხატველი ჟესტი სცენიდან - ლიზი გოზალიშვილი მწვრთნელის კონცერტიდან ვიდეოს აქვეყნებს„... გადავა მხოლოდ ის, ვინც ნამდვილი მებრძოლია... და ასეთი ამ შემთხვევაში ჩემთვის არის ლიზი" - ლიზი გოზალიშვილის შთამბეჭდავი გამოსვლა და ჟიური შეფასებები

ლიზი გოზალიშვილი

შოუბიზნესი 1700600029

„ვიცი, რომ დიდი ხანია ელოდებით...“ - რას წერს ლიზი გოზალიშვილი

ქართველი მომღერალი და The Voice of Germany-ის მონაწილე ლიზი გოზალიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, თუ როდის ექნება შემდეგი გამოსვლა ვოისში. „ვიცი, რომ დიდი ხანია ელოდებით,  Teamfights - 24 ნოემბერს!“ , - წერს მომღერალი.ასევე ნახეთ:VIDEO: დაუსრულებელი ოვაციები და ჟიურის სპონტანური გადაწყვეტილება - ქართველი გოგოს ფურორი გერმანული „ვოისის“ კასტინგზე„ვწევარ ახლა სიცხიანი და მთელი ხმით ვტირი…“ - რა წერილი მიიღო ლიზი გოზალიშვილმაVIDEO: ეს ხდება კონკურსს მიღმა... სიყვარულის გამომხატველი ჟესტი სცენიდან - ლიზი გოზალიშვილი მწვრთნელის კონცერტიდან ვიდეოს აქვეყნებსVIDEO: „ლიზი, შენ განსაკუთრებით სამართლიანობისკენ სწრაფვა შეგამჩნიე...“- ჯოვანი ლიზი გოზალიშვილზე  

ლიზი გოზალიშვილი

საზოგადოება 1699855566

“ვწევარ ახლა სიცხიანი და მთელი ხმით ვტირი…“ - რა წერილი მიიღო ლიზი გოზალიშვილმა

The Voice of Germany-ის მონაწილე ლიზი გოზალიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც სრულიად უცნობი ადამიანისგან მიიღო.„დღეს ფოსტამ ჩემს სახელზე წერილი მოიტანა.ადამიანი, რომელიც თვალით არასდროს მინახავს, მწერს, რომ ჩემი გამოსვლის ყურებისას ყოველ ჯერზე ცრემლები მოსდის და რომ ჩემი გზავნილი მისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო, რადგან კონკრეტულად მასთან ექვსი თვის განმავლობაში უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობდა.სრულიად უცხო ადამიანმა მთელი თავისი ემოცია ამ ოთხგვერდიან წერილში ჩაატია. მიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს და მწერს, რომ განსაკუთრებით დუეტმა აღაფრთოვანა.ვციტირებ: ,,შენი გზავნილი სიმღერით ,,Earth Song“, შენი ტანსაცმლის ფერები და შენი სიტყვები ომის უაზრობასა და ბოროტებაზე, თანაც საყვედურებისა და საჩვენებელი თითის ქნევის გარეშე, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ხანდახან ის კი არაა მთავარი, თუ რას ამბობ, არამედ ის, თუ – როგორ.“ხან მგონია, მესიზმრება. და იმაზე მეტად, როცა ნამღერს მიქებენ, მართლა გულწრფელად ის მიხარია, რომ ჩემი სათქმელი თუნდაც ერთ მსმენელამდე მაინც მივიდა სწორად.ჰოდა, ვწევარ ახლა სიცხიანი და მთელი ხმით ვტირი“. – წერს ლიზი გოზალიშვილი სოციალურ ქსელში.ასევე ნახეთ: როდის დასრულდება რთული და ემოციური პერიოდი ასტროლოგების პროგნოზით - „16 ნოემბერს, დილით არაფერი დაგეგმოთ“ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2023 წლის ნოემბერში ოცნებები აუსრულდებათ

ლიზი გოზალიშვილი

შოუბიზნესი 1698663016

VIDEO: „ლიზი, შენ განსაკუთრებით სამართლიანობისკენ სწრაფვა შეგამჩნიე...“- ჯოვანი ლიზი გოზალიშვილზე

ქართველი მომღერალი და The Voice of Germany-ის მონაწილე ლიზი გოზალიშვილი, სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აზიარებს, სადაც ასახულია, როგორ ემზადებოდა მწვრთნელთან ერთად რინგის ტურისთვის.,,ლიზი, შენ განსაკუთრებით სამართლიანობისკენ სწრაფვა შეგამჩნიე. ვფიქრობ, შენ ის ადამიანი ხარ, ვინც საკუთარი ღირებულებებისთვის ბოლომდე იბრძვის",- ამბობს  ჯოვანი ლიზი გოზალიშვილზე.  ასევე ნახეთ:VIDEO: ნახეთ, რა ხდებოდა რუსთავის ერთ-ერთ უბანში, როცა ბავშვებმა 112-ში დარეკესამანათით გაგზავნილი 8 თვის ბავშვი ფოსტალიონმა ბებიას ჩაუყვანა

ლიზი გოზალიშვილი

მსოფლიო 1698576709

„შეგიძლია, შენობით მომმართო“ - ლიზი გოზალიშვილი გერმანული „ვოისის“ კულისებიდან კადრებს გვიზიარებს

ქართველი მომღერალი და The Voice of Germany-ის მონაწილე ლიზი გოზალიშვილი, სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აზიარებს, სადაც ასახულია, როგორ ემზადებოდა მწვრთნელთან ერთად რინგის ტურისთვის.„ყველაზე მეტად მაინც თქვენთვის კულისების ამბების გაზიარება მიყვარს!ამ ჩემთვის უკვე განსაკუთრებულად საყვარელ სიუჟეტში ნახავთ, როგორ ვემზადებოდით მწვრთნელთან ერთად რინგისთვის“. – წერს ლიზი გოზალიშვილი.ნახეთ ვიდეო:  ასევე ნახეთ:„გამიკვირდა, გავშრი, არ ველოდი ...“ - ხელის თხოვნის შემდეგ, თათა გიორგობიანი პირადზე„ცოლი რომ მყავდეს, შენ კი არ შეგაჭმევინებდი აქ ნერვებს...“ - „ბზიკოს“ და ანას დაპირისპირებაკატასტროფას გადარჩენილი ბორტი - დაკავებულია პილოტი, რომელიც ფრენისას ძრავის გამორთვას ცდილობდა