lasha nakaidze

სამართალი 1683879168

„მთავარი არხი“ ლაშა ნაკაიძის განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" წამყვანი და ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე მის მიმართ წაყენებულ ყველაზე მძიმე ბრალდებებში გაამართლა - ოთხი მუხლიდან ორი მოხსნილია.ლაშა ნაკაიძეს არ დაუდასტურდა არც მეგობარი გოგონას გაუპატიურება და არც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება.ჟურნალისტი სასამართლომ სიტყვიერ ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 9 თვეა ნაკაიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საპატიმროს ის 3 თვეში დატოვებს.„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლაშა ნაკაიძის საქმეზე 11 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას."მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე სასამართლომ გაამართლა გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებებში. ამავე დროს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობასა და მუქარაში და მიესაჯა ერთწლიანი პატიმრობა."მთავარი არხი" რჩება თავდაპირველ პოზიციაზე, რომელიც გაჟღერდა ლაშას დაკავებისთანავე - ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავს ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიხელმძღვანელოთ ამ ეტაპზე არსებული განაჩენით“,- ნათქვამია განცხადებაში.

ლაშა ნაკაიძე

სამართალი 1683868465

ლაშა ნაკაიძის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ მუქარის და ძალადობის ჩადენისთვის წარდგენილ ბრალდებაში, ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.თუმცა, უწყების ინფორმაციით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ ნაკაიძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ ნაწილობრივ გამამართლებელ გადაწყვეტილებას, ოჯახის წევრის გაუპატიურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელების ფაქტებზე.ასევე ნახეთ: რა წერია ლაშა ნაკაიძის საქმეში ჩადებულ ექსპერტიზის დასკვნაში - რას ამბობს ადვოკატი"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 აგვისტოს, ბრალდებული ლ.ნ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.დაზარალებულის მომართვის საფუძველზე,სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა.პროკურატურა განაჩენს, რომლითაც ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ბრალდების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.საქართველოს პროკურატურა აგრძელებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება. ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა პროკურატურისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია," - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლაშა ნაკაიძე

სამართალი 1683818344

ოჯახური ძალადობის მძიმე მუხლით დაკავებული ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე საპატიმროს 3 თვეში დატოვებს - ადვოკატის კომენტარი

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ლაშა ნალაიძე 2022 წლის აგვისტოში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე (ოჯახში ძალადობა), 111 137-ე (ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობა) და 111 151-ე (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) მუხლებით მიმდინარეობდა.რამდენიმე წუთის წინ, საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" წამყვანი და ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე მის მიმართ წაყენებულ ყველაზე მძიმე ბრალდებებში გაამართლა - ოთხი მუხლიდან ორი მოხსნილია. ლაშა ნაკაიძეს არ დაუდასტურდა არც მეგობარი გოგონას გაუპატიურება და არც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება. ჟურნალისტი სასამართლომ სიტყვიერ ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 9 თვეა ნაკაიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საპატიმროს ის 3 თვეში დატოვებს.ლაშა ნაკაიძის ადვოკატი, ლალი ბიბილეიშვილი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ დაკავებულს ყველაზე მძიმე მუხლები მოეხსნა და მას მხოლოდ „სიტყვიერი ძალადობისა და მუქარის“ გამო მოსამართლემ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც 9 თვე უკვე საპატიმრში აქვს გატარებული და ლაშა ნაკაიძე საპატიმროს აგვისტოში დატოვებს.„ძალიან ბედნიერი ვარ და ლაშაც ასევე ძალიან ბედნიერია, რომ სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა. მას შეფარდებული მუხლებით 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 3 თვეში ლაშა საპატიმროს დატოვებს“ - თქვა ლალი ბიბილეიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

ლაშა ნაკაიძე

სამართალი 1683817493

სასამართლომ ლაშა ნაკაიძე მის მიმართ წაყენებულ ყველაზე მძიმე ბრალდებებში გაამართლა

საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" წამყვანი და ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე მის მიმართ წაყენებულ ყველაზე მძიმე ბრალდებებში გაამართლა - ოთხი მუხლიდან ორი მოხსნილია.ლაშა ნაკაიძეს არ დაუდასტურდა არც მეგობარი გოგონას გაუპატიურება და არც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება.ჟურნალისტი სასამართლომ სიტყვიერ ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.9 თვეა ნაკაიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საპატიმროს ის 3 თვეში დატოვებს.საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გასული წლის აგვისტოში წარუდგინა. „მთავარი არხის" წამყვანი, ლაშა ნაკაიძე დანაშაულს თავიდანვე არ აღიარებდა.

ლაშა ნაკაიძე

სამართალი 1670412590

რა წერია ლაშა ნაკაიძის საქმეში ჩადებულ ექსპერტიზის დასკვნაში - რას ამბობს ადვოკატი

გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ყოფილი ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნაკაიძეს არც სექსუალურად და არც ფიზიკურად არ უძალადია.როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ნაკაიძე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.„ექსპერტიზის დასკვნა ისეთია, რაც მაძლევს საფუძველს, შუამდგომლობა დავაყენო გაუპატიურების ნაწილში ძიების შეწყვეტაზე. პიროვნებას ედავებიან გაუპატიურებას, ძალადობას და გეტყვით, რომ დაზარალებულს არც სექსუალური და არც ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, დაზიანებები არ აქვს. ლაშა ნაკაიძე რასაკვირველია, ბრალს არ აღიარებს. გოგონას პირადად არ ვიცნობ. პირსინგს რომ მოიხსნი, კვალი ხომ რჩება? – ეს თუ ვინმემ დაზიანებად ჩათვალა, არ ვიცი. ცხვირზე დაზიანება აქვსო. იძულებით არავინ მოხსნიდა, დარწმუნებული ვარ. ნაკაიძე არ აღიარებს ბრალს, რადგან დღემდე კითხვის ნიშნები აქვს, რა მოხდა მის თავს, ვინ გაწირა“,- განაცხადა ბიბილეიშვილმა.ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ლაშა ნაკაიძე 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი

სამართალი 1668078362

„გაუპატიურება არ ყოფილა...ხმამაღალი საუბარი ჰქონდათ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაშორებას ითხოვდა...“ - ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის ადვოკატი

ბრალდებული ტელეწამყვანის ლაშა ნაკაიძის ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია უცვლელია, კერძოდ, ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზეც თქვა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია.„აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ფანტაზიაც არ მქონდა, რადგანაც ნამდვილად მძიმე მუხლებია. ამისთვის კანონი ითხოვს, რომ ახალი გარემოება უნდა იყოს და ჯერჯერობით მოწმეებიც არ არიან დაკითხული. თუმცა, საკმაოდ საფუძვლიანი შუამდგომლობა მქონდა. ამ შუამდგომლობის დაყენების საშუალება ექსპერტიზის დასკვნამ მომცა და უარი საქმის სირთულის გამო მეთქვა. დარწმუნებული ვარ, რომ არსებითი განხილვის დროს აღნიშნული მუხლი აღმოიფხვრება, რადგანაც გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ბიბილეიშვილმა.რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, რომ საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რითაც მტკიცდება ლაშა ნაკაიძის ბრალეულობა, ადვოკატის თქმით, პროკურატურა სახელმწიფო ბრალმდებელია, რომელიც ბუნებრივია, ბრალდებას მხარს უჭერს.ადვოკატის თქმითვე, ახლა დაზარალებულის ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნასაც ელოდება, რომლის კოდებსაც დაზარალებული გამოძიებას უმალავდა. მისი თქმით, ნაკაიძემ კი, საკუთარი ტელეფონი გამოძიებას გადასცა. ადვოკატის განმარტებით, ლაშა ნაკაიძეს ეს ყველაფერი დადგმული ჰგონია.„ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, რას მალავს ის, ვისი შეკვეთა იყო, რა იყო, ვის ესაუბრა და რა მოხდა საერთოდ. მივიღე სასამართლო სამედიცინო დასკვნა და გამიმყარდა ჩემი რწმენა, რომ ლაშა უდანაშაულოა, თუნდაც გაუპატიურების ნაწილში. დაზარალებულმა გამოძიება შეცდომაში ძალიან ბევრჯერ შეიყვანა, ტელეფონის სხვადასხვა კოდი უთხრა, რაზეც კითხვა გვიჩნდება - რას და რატომ მალავს.რაც შეეხება სხდომაზე ლაშა ნაკაიძის დაფიქსირებულ პოზიციას, მან იგივე პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ რაც ბრალად ედება, მას ადგილი არ ჰქონია. ხმამაღალი საუბარი ჰქონდათ და ლაშა ეუბნებოდა დავშორდეთო“, - განაცხადა ლალი ბიბილეიშვილმა.

lasha nakaidze

სამართალი 1668072187

„სიურპრიზს გეტყვით... ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა“ – სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული ტელეწამყვანის პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, რომელსაც ბრალდებულიც ესწრება.ბრალდებულის ადვოკატმა, ლალი ბიბილეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მიიღო და სწორედ ამის საფუძველზე დღევანდელ პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას,რომ ლაშა ნაკაიძის მიმართ დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყდეს.ექსპერტიზა დაზარალებულს ჩაუტარდა, თუმცა ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა წერია დასკვნაში. მისი განმარტებით, ლაშა ნაკიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.„დღეს არის წინასასამართლო სხდომა. ვიმსჯელებთ აღკვეთის ღონისძიებაზე და სიურპრიზს გეტყვით, მექნება შუამდგომლობა 137-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.მივიღეთ სასამართლო- სამედიცინო დასკვნა, რაც მაძლევს საფუძველს დავაყენო აღნიშნული შუამდგომლობა. ადვოკატი ვარ და როგორ შეიძლება დავარღვიო კანონი და ვთქვა, რა წერია დასკვნაში. მე მგონი, გასაგებია. მეძლევა საშუალება იმისა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დავაყენო.დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. მე გეუბნებით, რომ მას შემდეგ რაც მივიღეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გვაქვს საშუალება, რომ 137-ე მუხლის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყვეტის შესახებ. რაც შეეხება სხვა ბრალს, ამის შესახებ შემდგომ ვისაუბროთ. ლაშა ნაკაიძე არაფერს აღიარებს, აღნიშნულ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. შეიძლება ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ მე ძალიან მჯერა. მოვიდა ერთი ექპერტიზის პასუხი და მეორესაც ველოდებით.რას მალავს დაზარალებული, ვის დაკვეთას ასრულებს, რატომ არ მისცა “აიფონის” კოდი გამოძიებას? – მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. საოცარი ამბები ხდება საქმეში. მერწმუნეთ, ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა და მიხვდებით, რომ ლაშა ნაკაიძე მოძალადე არ არის“, - აცხადებს ლალი ბიბილეიშვილი.

ლაშა ნაკაიძე

სამართალი 1664889152

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.დღეს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების პოზიცია არ გაიზიარა. მომდევნო სხდომა 10 ნოემბერს გაიმართება.ლაშა ნაკაიძე დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურებას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება.

ლაშა ნაკაიძე

სამართალი 1660813782

ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს

პროკურორ ნათია ნოზაძის განცხადებით, გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული „მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს.„სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან პირველ რიგში, მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე," - განაცხადა ნათია ნოზაძემ.მისივე თქმით, დაზარალებულს დაზიანებებთან დაკავშირებით შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.„დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის დაზიანება, რაც შესაძლოა დაზარალებულს სხეულზე ჰქონდეს, იქნება ეს მოტეხილობა, სილურჯე თუ ა.შ.," - აღნიშნა პროკურორმა.ნათია ნოზაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა.„საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები და ა.შ. მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება ხდება, მათ შორის იქნება ეს ფოტომასალა თუ ა.შ," - განაცხადა პროკურორმა.შეგახსენებთ, "მთავარი არხის" ყოფილ წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს, რომელსაც ბრალი გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. შემდეგი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს ჩაინიშნა.

lasha nakaidze

სამართალი 1660809912

ლაშა ნაკაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძეს  რამდენიმე წუთის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო სხდომის დაწყებისას პროკურორმა სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ნაკაიძე

სამართალი 1660806840

ლაშა ნაკაიძის სასამართლო სხდომა დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას ბრალი გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ედება.სასამართლო სხდომის დაწყებისას პროკურორმა სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ლაშა ნაკაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი

სამართალი 1660754917

„ნაკაიძე ფაქტით გაოგნებულია“ - რას ამბობს ტელეწამყვანი წარდგენილ ბრალზე

დაკავებული ტელეწამყვანი, ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ლალი ბიბინეიშვილმა მასთან გასაუბრების შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, ნაკაიძე ფაქტით გაოგნებულია და არ იცის რა ხდება მის თავს. „გაოოგნებულია და ეს მითხრა - მე მგონია, რომ სიზმარში ვარო, ვერ ვხვდები რა ხდება ჩემ თავსო, შოკირებულია ... სახლში იყო, როდესაც დილას მოვიდა პოლიცია მეგობართან მისი ბინის მეპატრონესთან ერთად , შემოვიდნენ მშვიდად ჩხრეკა ჩაატარეს დამაკავეს და წამომიყვანეს და შოკში ვარ რა ხდება ვერ ვხვდებიო.დილას, რომ გაიღვიძა ჩვენ შორის შედგა საუბარიო, მე ძალიან დაღლილი ვიყავი იმიტომ, რომ ღამე გავათენე და ჩამეძინაო, რომ გავიღვიძე სადღაც რვა საათზე აღარ იყო სახლშიო “, - განაცხადა ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა.ცნობისთვის, „მთავარი არხის“ წამყვანს ლაშა ნაკაიძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. შსს-მ გამოძიება  გაუპატიურებას, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით დაიწყო. ტელეწამყვანი გუშინ გვიან ღამით დააკავეს.ფაქტთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.