ოჯახური ძალადობის მძიმე მუხლით დაკავებული ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე საპატიმროს 3 თვეში დატოვებს - ადვოკატის კომენტარი

ლაშა ნაკაიძე

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ლაშა ნალაიძე 2022 წლის აგვისტოში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე (ოჯახში ძალადობა), 111 137-ე (ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობა) და 111 151-ე (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) მუხლებით მიმდინარეობდა.

რამდენიმე წუთის წინ, საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" წამყვანი და ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე მის მიმართ წაყენებულ ყველაზე მძიმე ბრალდებებში გაამართლა - ოთხი მუხლიდან ორი მოხსნილია. ლაშა ნაკაიძეს არ დაუდასტურდა არც მეგობარი გოგონას გაუპატიურება და არც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება. ჟურნალისტი სასამართლომ სიტყვიერ ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 9 თვეა ნაკაიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საპატიმროს ის 3 თვეში დატოვებს.

ლაშა ნაკაიძის ადვოკატი, ლალი ბიბილეიშვილი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ დაკავებულს ყველაზე მძიმე მუხლები მოეხსნა და მას მხოლოდ „სიტყვიერი ძალადობისა და მუქარის“ გამო მოსამართლემ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც 9 თვე უკვე საპატიმრში აქვს გატარებული და ლაშა ნაკაიძე საპატიმროს აგვისტოში დატოვებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ და ლაშაც ასევე ძალიან ბედნიერია, რომ სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა. მას შეფარდებული მუხლებით 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 3 თვეში ლაშა საპატიმროს დატოვებს“ - თქვა ლალი ბიბილეიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.