პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" წამყვანი და ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე მის მიმართ წაყენებულ ყველაზე მძიმე ბრალდებებში გაამართლა - ოთხი მუხლიდან ორი მოხსნილია.
ლაშა ნაკაიძეს არ დაუდასტურდა არც მეგობარი გოგონას გაუპატიურება და არც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება.
ჟურნალისტი სასამართლომ სიტყვიერ ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 9 თვეა ნაკაიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საპატიმროს ის 3 თვეში დატოვებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლაშა ნაკაიძის საქმეზე 11 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას."მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე სასამართლომ გაამართლა გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებებში. ამავე დროს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობასა და მუქარაში და მიესაჯა ერთწლიანი პატიმრობა.
"მთავარი არხი" რჩება თავდაპირველ პოზიციაზე, რომელიც გაჟღერდა ლაშას დაკავებისთანავე - ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავს ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიხელმძღვანელოთ ამ ეტაპზე არსებული განაჩენით“,- ნათქვამია განცხადებაში.