შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1764361380

შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის საელჩოზე: სითავხედეა, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო ბედავს და მასპინძელ ქვეყანას მის კონსტიტუციის მუხლებს უკითხავს. რა გვიწერია კონსტიტუციაში, არ ვიცით?! - ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს

სითავხედეა, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო ბედავს და მასპინძელ ქვეყანას მის კონსტიტუციის მუხლებს უკითხავს. რა გგონიათ, ჩვენ კითხვა არ ვიცით, თუ რა, შტერები ვართ?“ რა გვიწერია კონსტიტუციაში, არ ვიცით?! ამას გვეუბნება შვეიცარიის ელჩი?! ამიტომაც ვთქვი, რომ ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.მისი თქმით, გასაკვირია შვეიცარიის საელჩოს ვებგვერდზე ბანერის გამოქვეყნება, რომელზეც ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის მუხლი წერია.„მგონი, ყველას გაუკვირდა. ყველამ ვიცით, რომ შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა. არც ნატო-ს წევრია და არც უნდა, არც ევროკავშირის წევრია და არც უნდა, ჩვენს კონსტიტუციას გვიწერს ელჩი ვებგვერდზე ნატო-ში და ევროკავშირში წევრობაზე. ასე კარგი თუა, თვითონ რატომ არ მიდიან, არ წევრიანდებიან ან ნატო-ში, ან ევროკავშირში. რა დამოკიდებულება აქვთ, ვერ გაგვიგია. ჩვენ რას გვასწავლიან, თვითონ არ შედიან არც ნატო-ში და არც ევროკავშირში. ეს ხომ, უბრალოდ მართლა სასაცილო ფაქტია. აქ აბსოლუტურად აცდენილი არის რეალობას. მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, სითავხედეა, რა თქმა უნდა, როდესაც ბედავს უცხო ქვეყნის საელჩო და მასპინძელ ქვეყანას მის კონსტიტუციის მუხლებს უკითხავს. რა გგონიათ, ჩვენ კითხვა არ ვიცით, თუ რა, შტერები ვართ?“ რა გვიწერია კონსტიტუციაში, არ ვიცით?! ამას გვეუბნება შვეიცარიის ელჩი?! ამიტომაც ვთქვი, რომ ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე მოიყვანა შვეიცარიის კონსტიტუციიდან მუხლი, რომლის მიხედვითაც, საჯარო სივრცეში სახის შენიღბვა აკრძალულია.„სხვათა შორის, შვეიცარიის კონსტიტუციაში საინტერესო მუხლი წერია ერთი, მე-10 მუხლი არის - შვეიცარიის კონსტიტუციით, პირდაპირ აკრძალული არის სახის შენიღბვა საჯარო სივრცეში. ალბათ, შვეიცარიის ელჩს რომ ჰკითხოთ, გააკრიტიკებს ჩვენს კანონმდებლობას არა საჯარო სივრცეში, არამედ დემონსტრაციების დროს სახის შენიღბვის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამას გააკრიტიკებს და თვითონ შვეიცარიის კონსტიტუციაში უწერიათ, ჩვენს კონსტიტუციას რომ ბეჭდავს თავის გვერდზე. ხვალ, აბა დადოს შვეიცარიის საელჩომ შვეიცარიის კონსტიტუციის მუხლი 10ა, პირველი პუნქტი, სადაც წერია, რომ საჯარო სივრცეში სახის შენიღბვა არის აკრძალული და კონსტიტუციაში რომ უწერიათ ისეთი რამ, რომელზეც მათი დაფინანსებული „ენჯეოები“, თვითონ რომ აფინანსებენ შემდეგ იმათ ალაპარაკებენ საქართველოს წინააღმდეგ, რომ ასეთი კანონები არ მიიღონ. აფინანსებენ „ენჯეოებს“, რომლებიც აქ პანიკას ტეხენ, როგორ თუ სახის შენიღბვა აიკრძალა აქციებზე, შვეიცარიის საელჩო ამას აფინანსებს და თვითონ შვეიცარიას კონსტიტუციაში უწერია ეს აკრძალვა, რომ საჯარო სივრცეში სახის შენიღბვა არ შეიძლება. კარგი, „კრედიტ სუისის“ ამბავი გავიგეთ, რომ იქ საქმე რაღაც კარგად არ მიდის, მაგრამ არ ვიცი, მგონი, შვეიცარიის ნეიტრალიტეტთან მაინც ხომ უნდა მიდიოდეს საქმე. ცოტა უცნაური არის და სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა კიდევაც, რომ მართლაც უადგილო აქციონიზმი და აჟიტირება იყო შვეიცარიის საელჩოს მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოში შვეიცარიის საელჩომ ბანერი გამოაქვეყნა, სადაც წერია: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუცია, 78-ე მუხლი“.

girogi gamsaxurdia

პოლიტიკა 1764076339

გიორგი გამსახურდია ბოკუჩავას განცხადებაზე- ეტყობა, ვერ იცნობენ კარგად ბიძინა ივანიშვილს. სახელმწიფოს ფულზე დახარბებულ თავიანთ ლიდერში ეშლებათ, რომელიც ქვეყანას კაპიკებზე ყიდდა და ჩუქნიდა კიდეც, რუსებიდან დაწყებული ყველას

გიორგი გამსახურდია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისის“ მიერ მითვისებულ თანხას მაშინ დაიბრუნებს, „თუ მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას".გამსახურდია X-ზე წერს, რომ როგორც ჩანს კარგად არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს და თავიანთ ლიდერში ეშლებათ, რომელმაც ქვეყანა „კაპიკებზე“ გაყიდა.„ვერ იცნობენ კარგად მანქურთები ბიძინა ივანიშვილს ეტყობა. თავიანთ სახელმწიფოს ფულზე დახარბებულ, მანიაკ ლიდერში ეშლებათ. რომელიც, 607 მილიონ დოლარად კი არა, ქვეყანას კაპიკებზე ყიდიდა და მეტ შემთხვევაში ჩუქნიდა კიდევაც, რუსებიდან დაწყებული ყველას. ეს მიშას აიფონზე მოღვაწე ქალი კიდევ, ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ წლებია ვიძახით, რომ ეს ფული შანტაჟის საგანია და სხვა არაფერი.“- წერს გამსახურდია.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1764068234

კახა კალაძე: არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს კომპენსაციას მისცემენ, რასაც ვხედავთ, ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოლოდინი არ აქვს, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ლონდონის სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ კომპენსაციას მისცემენ. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.მისი თქმით, მართალია, ივანიშვილმა პროცესი მოიგო, მაგრამ, როგორც წინა შემთხვევებში იყო მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, სავარაუდოდ ამჯერადაც იგივე მოხდება.„ბიძინა ივანიშვილმა ყველა ინსტანციაში გაიმარჯვა, თუმცა აღსრულება არ ხდება. ვიცით, რომ უკვე დიდი ხანია, მსოფლიოში არაფორმალური მმართველობაა და სწორედ მათ მიერ ივანიშვილის და მისი ოჯახის პოლიტიკური ნიშნით შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს. რასაც ვხედავთ, ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ მე არანაირი იმედი არ მაქვს, რომ განაჩენის აღსრულება მოხდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს არაფორმალური მმართველობის დამოკიდებულება ქვეყანასთან და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით. ივანიშვილს სანქციებიც ისე დაუწესა ამერიკულმა მხარემ, რომ არანაირი განმარტება და კონკრეტიკა არ ყოფილა. ამდენი ხანია, საუბრობენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაზე, სანქციებთან მიერთებაზე და ა.შ. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად ვერ გამოიყენეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.

ნინო წილოსანი

პოლიტიკა 1764066458

ნინო წილოსანი: გასაკვირი არაფერია, რომ თინა ბოკუჩავა თავის პატრონებს ხოტბას ასხამს და განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს „დიფ სთეითს“

გასაკვირი არაფერია, რომ თინა ბოკუჩავა თავის პატრონებს ხოტბას ასხამს და განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს „დიფ სთეითს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“.დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას სკანდალურ აღიარებას გამოეხმაურა.„გლობალურ არაფორმალურ ძალებს მიტაცებული აქვთ სხვადასხვა ინსტიტუციები, თუ ორგანიზაციები. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ის ყაჩაღობა და თაღლითობა, რაც „კრედიტ სუისის“ ქეისის ირგვლივ ჩვენ ვნახეთ, ლონდონის უზენაესმა სასამართლომაც დაადასტურა. ამის ნათელი მაგალითია ის არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა პროცესებს პოლიტიკურს, თუ საომარ პროცესებს აორგანიზებენ, რომლებიც არიან სწორედაც ჩვენი ლოკალური ომის პარტიის მფარველი და მხარდამჭერები. გასაკვირი არაფერია, რომ თინა ბოკუჩავა თავის პატრონებს ხოტბას ასხამს და განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს „დიფ სთეითს“ , - აღნიშნა წილოსანმა.როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს“.ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suiss-ს შორის სამართლებრივი დავა ლონდონის უზენაეს სასამართლოში, ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1764061196

შალვა პაპუაშვილი: ევროპაში კანონის რეგულაციების მორჩილებაზე მითი დაიმსხვრა, როდესაც დღისით, მზისით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი

ფაქტია, დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით, მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ეს იყო ზეწოლა ივანიშვილზე, რათა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისკენ ებიძგებინათ.„კვლავ გავიმეორებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ გამოყენებულ შეფასებას, რომ ეს იყო ავაზაკური რეკეტი და ყაჩაღობა, დღისით, მზისით, შუაგულ ევროპაში, ევროპული საფინანსო სტრუქტურების გამოყენებით, რომლებიც ასე ამაყობენ თავიანთი რეგულაციებით, გამჭვირვალობით, კანონისადმი განსაკუთრებული მორჩილებით და ა.შ. ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ვაკვირდებით ამ წლების განმავლობაში სასამართლო პროცესს, ჩამოიშალა.როგორც აღმოჩნდა, ევროპაში არ მუშაობს არც იქაური ეროვნული ცენტრალური ბანკების რეგულაციები, არც სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, არც სხვა რაიმე განსაკუთრებული მექანიზმები, თუკი არსებობს პოლიტიკური ინტერესი. ნათელი დასტურია, რომ ეს იყო პოლიტიკური მიზანი ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლისა, რათა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებისკენ ებიძგებინათ. წლების განმავლობაში ამ ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენებას ცდილობდნენ. ფაქტია, დაიმსხვრა მითი ევროპაში კანონის რეგულაციების მორჩილებასთან დაკავშირებით, როდესაც დღისით, მზისით, ყველას თვალწინ ხდებოდა ავაზაკური რეკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მეორე საკითხი ის არის, რომ ამ პროცესის უკან პოლიტიკური მიზანი თუ დგას, ვიდრე არ გააცნობიერებენ, რომ ზეწოლით ამ მიზანს ვერ მიაღწევენ, ყველა შეეცდება სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებას. მათ შორის სანქციაც არის ერთ-ერთი დამზღვევი მექანიზმი, რომელიც, თავის დროზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ დააწესა. იმ ადმინისტრაციამ, რომელსაც დღევანდელი პრეზიდენტი „ავტოკალმის ადმინისტრაციას“ უწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ის სხვისი ხელით იმართებოდა და თავისი ნებით არ მოქმედებდა. ამ ადმინისტრაციის ხელით დააწესეს სანქციები და შეზღუდვები ბიძინა ივანიშვილისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ბოლო პერიოდში ევროპა ე.წ. სანქციომანიას ჰყავს შეპყრობილი“.„ერთ რამეს უნდა დავაკვირდეთ, რატომ იყენებენ ამ ინსტრუმენტს ასე ხელგაშლილად ევროპელები. არ სჭირდებათ არც სასამართლო კონტროლი, არც რაიმე დასაბუთება, არაფერი, აბსოლუტური თვითნებობაა. ჩვენ რომ გვეუბნებიან სხვადასხვა კომისრები ბრიუსელიდან, რომ ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება, შემდეგ სასამართლო კონტროლი, უნდა იყოს დასაბუთება, უნდა იყოს ხანგრძლივი განხილვა და ა.შ. ეს ყველაფერი ხაზგადასმულია. გამოვა რომელიღაც ერთი ბიუროკრატი და კალმისტრის ერთი მოსმით გადაწყვეტს ამ საკითხს ისე, რომ ადამიანი ვერაფერს იზამს. ისე გააქრობენ მას ეკონომიკური ურთიერთობიდან, თვალს არ დაახამხამებენ. ეკონომიკური სანქციები ზუსტად ეს არის, რომ არის სისხლის სამართლის სასჯელის ტოლი მექანიზმი, როდესაც, მაგალითად, უზღუდავენ ადამიანს საბანკო მომსახურებაზე წვდომას. ნულია სასამართლო კონტროლი, საერთოდ არაფერი, აბსოლუტური თვითნებობაა. ეს ხალხი შემდეგ რაიმე ღირებულებაზე რომ საუბრობს, რა თქმა უნდა, სასაცილოა.რაც შეეხება კონკრეტულად ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, შეგახსენებთ, რა იყო ამ შეზღუდვის დასაბუთება – რუსეთის სასარგებლოდ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ასეთი სისულელეა ჩაწერილი შეზღუდვაში. მოსალოდნელიც იყო ბაიდენის ადმინისტრაციისგან, რომელიც სრულად არაფორმალური მმართველობის ქვეშ იყო. ამავე დროს, ჩვენთვის ეს არის საზომი, რამდენად ხდება იმ მცდარი გადაწყვეტილებების გადააზრება, რომელსაც აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ იღებდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.

 დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1764057002

დავით მათიკაშვილი: წლებია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგორებულია კამპანია, მასზე ზეწოლაა, თუმცა ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ იღებს

წლებია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგორებულია კამპანია და იმ სახსრებზე წვდომა არ აქვს, რომელზეც საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს. ეს ხაზს უსვამს, რომ ამ ოჯახსა და ამ ადამიანზე ზეწოლაა, თუმცა ის ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ იღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.მათიკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ვერავინ აიძულებს, სამშობლოს სუვერენიტეტის რაიმე საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას.„მათ გამოცდილებამ მაინც უნდა უკარნახოს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი შანტაჟს არ ექვემდებარებიან. ისინი აგრძელებენ საქველმოქმედო საქმიანობას მიუხედავად იმისა, რომ სახსრებზე წვდომა არ აქვთ. მას ვერავინ აიძულებს, სამშობლოს სუვერენიტეტის რაიმე საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1764054794

გურამ მაჭარაშვილი: წლებია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბრძოლაა დაწყებული, მაგრამ არაერთხელ განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის ინტერესებს არაფერზე გაცვლის, მის საწინააღმდეგოდ ნაბიჯებს არ გადადგამს

წლებია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ბრძოლაა დაწყებული. საჯაროდ ეუბნებიან, რომ პრობლემები ექმნება, რადგან საქართველოს სუვერენიტეტს არ თმობს, არ აჰყვა გლობალურ ომის პარტიას, არ დაიწყო სამხედრო კონფლიქტი რუსეთთან, უარი არ თქვა ტრადიციებზე და საქართველოში ლგბტ პროპაგანდა არ დაუშვა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყნის ინტერესებს არაფერზე გაცვლის.„ყველაზე სანდო საერთაშორისო საბანკო სისტემა „კრედიტ სუისი“, პრაქტიკულად, ჩამოანგრიეს. წარმოიდგინეთ, რა დონეზე აწყობთ და უღირთ, რომ ამ ადამიანს ებრძოლონ, ამხელა საბანკო სისტემა გაანულეს. ე.ი. იქ ვინმეს თუ არ მოეწონე და რაც უნდათ, არ გააკეთე, შენს თანხებს არ გამოგაყენებინებენ. ეს არის ბრძოლა. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ქვეყნის ინტერესებს არაფერზე გაცვლის. ეს არა მხოლოდ ნათქვამი აქვს, არამედ გაკეთებულიც. ამ ადამიანმა სამი ინსტანციის სასამართლო მოიგო და თანხებს არ აძლევენ. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკას არ ცვლის. როგორმე უნდა მიხვდნენ, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ გადადგამს ნაბიჯებს. როგორ გგონიათ, ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟი, პირველი-ორი ინსტანცია საქართველოს ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის კანტორაა, როცა გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღეს და „კრედიტ სუისი“ გაამტყუნეს? – ცოტა იმეცადინეთ ხოლმე. ამ ადამიანს ეს თანხები ეკუთვნის თუ არა? – ეკუთვნის“, – განუცხადა მაჭარშვილმა ჟურნალისტებს.გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სააპელაციო სასამართლოს წარმოადგენს, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთხმად უარყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივარი ყველა საკითხზე, ზარალის შეფასების ზუსტი თარიღის დაწყების გარდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ჯვარედინი საჩივარი.ამგვარად, სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის ანაზღაურებას ავალდებულებდა.

ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1764048220

ვხედავთ, თუ რამდენად უსამართლო დამოკიდებულება იყო ბიძინა ივანიშვილის კანონიერი, საკუთარი აქტივების მიმართ... ვნახოთ, მოერევა თუ არა ეს ყველაფერი ადამიანის წინააღმდეგ იმ დევნას, რომელიც მიმდინარეობდა მთელი ამ წლების განმავლობაში - ქადაგიშვილი

ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აფასებენ უმრავლესობაში. მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ იყო უსამართლო დამოკიდებულება და ის კვლავ იმყოფება არაფორმალური სანქციების ქვეშ.გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. დავა, რომელიც "კრედიტ სუისსა" და ბიძინა ივანიშვილს შორის მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, საბოლოოდ, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის გამარჯვებით დასრულდა.68-გვერდიანი სამართლებრივი დასაბუთების თანახმად, სასამართლომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი უპირობოდ, ყველა პუნქტში გაამართლა და "კრედიტ სუისი", კეთილსინდისიერი კლიენტისა და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კრედიტორის ძარცვასთან ერთად, ფინანსური და მორალური ნორმების ყველანაირი პრინციპების დამრღვევად მიიჩნია. ამასთან, ერთხმად უარყო "ქართული ოცნების" დამფუძნებლის წინააღმდეგ "კრედიტ სუისის" შვილობილი კომპანიის, "სი-ეს ლაიფის" საჩივარი და ძალაში დატოვა წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც შვეიცარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილისთვის 607 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა დააკისრა."ვხედავთ, თუ რამდენად უსამართლო დამოკიდებულება იყო ბიძინა ივანიშვილის კანონიერი, საკუთარი აქტივების მიმართ. ალბათ, საბოლოო ჯამში, ეს ბოლო გადაწყვეტილება და ბოლო უარი ლონდონის სასამართლოში, მათ შორის შემხვედრი საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და უპირობო გამართლება ბიძინა ივანიშვილისა. ვნახოთ, მოერევა თუ არა ეს ყველაფერი გარკვეულწილად ადამიანის წინააღმდეგ იმ დევნას, რომელიც მიმდინარეობდა მთელი ამ წლების განმავლობაში", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკა 1764000183

ზაალ ანჯაფარიძე: ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებული უპრეცედენტო სამართლებრივი ზეწოლა და შანტაჟი „დიპ სტეიტის“ ხელწერაა

ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს მსოფლიო საბანკო სისტემის ფლაგმანის, „კრედიტ სუისს“ შორის ბიძინა ივანიშვილის უპირობო, სრული გამარჯვებით დასრულდა.სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არათუ ძალაში დატოვა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ და ის კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ ავაზაკური ძარცვის საქმეში ფინანსური და მორალური ნორმების, ყველანაირი პრინციპის დამრღვევად გამოაცხადა, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ყაჩაღობის საქმე იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება უბრალოდ გადაწერა იქნებოდა ყველანაირი სამართლებრივი ჭეშმარიტების, რაც ეგრეთ წოდებული „დიპ სტეიტისთვისაც“ კი წარმოუდგენელი გადამლაშება იქნებოდა.„ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს მსოფლიო საბანკო სისტემის ფლაგმანის, „კრედიტ სუისს“ შორის ბიძინა ივანიშვილის უპირობო, სრული გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არათუ ძალაში დატოვა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ და ის კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ ავაზაკური ძარცვის საქმეში ფინანსური და მორალური ნორმების, ყველანაირი პრინციპის დამრღვევად გამოაცხადა. ყაჩაღობის საქმე იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება უბრალოდ გადაწერა იქნებოდა ყველანაირი სამართლებრივი ჭეშმარიტების, რაც ეგრეთ წოდებული „დიპ სტეიტისთვისაც“ კი წარმოუდგენელი გადამლაშება იქნებოდა. ამ შემთხვევაში მთავარი არა ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიმართ წარმოებული სამართლებრივ სივრცეში უპრეცედენტო ზეწოლა და შანტაჟია, როდესაც სასამართლოც და ყველაფერიც DEEP STATE გახლავთ. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გაცხადდა რამდენიმე დღის წინ, რომ ივანიშვილს "არ აქვს მოლოდინი," რომ სასამართლოს მიერ მის სასარგებლო გადაწყვეტილების მიუხედავად, მიეცემა კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალება. არაერთხელ მითქვამს, რომ ივანიშვილის "ქეისი" არის თვალსაჩინო მახასიათებელი თუ რას წარმოადგენს დღეს დასავლეთი და მისი ინსტიტუტები.“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1763994084

ლევან ნიკოლეიშვილი: კრედიტ სუისის“ საქმეში ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა უპირობოდ გაიმარჯვა. სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი ორი ინსტანციის განჩინებაც და შვეიცარიული ბანკი ფინანსური და მორალური ნორმების დარღვევაში ცნო

კრედიტ სუისის“ საქმეში ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა უპირობოდ გაიმარჯვა. სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი ორი ინსტანციის განჩინებაც და შვეიცარიული ბანკი ფინანსური და მორალური ნორმების დარღვევაში ცნო - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.მისი შეფასებით, ივანიშვილის აქტივების გაყინვის ერთ-ერთ მთავარ საბაბად წარსულში სანქციები და რუსული ინტერესების გატარება დასახელდა, თუმცა დღემდე ვერავინ ახსნა, კონკრეტულად რა რუსული ინტერესის გატარებაზე იყო საუბარი საქართველოში."კრედიტ სუისის" სამართლებრივ დავაში ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა უპირობოდ გაიმარჯვა. გარდა ამისა, სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი ორი ინსტანციის განჩინებაც და შვეიცარიული ბანკი, მსესხებელთან მიმართებით ფინანსური და მორალური ნორმების პრინციპების დარღვევაში ცნო. გვახსოვს ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში აქტივების გაყინვის საფუძვლად „სანქციები“ და „ რუსული ინტერესების გატარება“ გამოიყენეს, თუმცა დღემდე ვერ განუმარტავთ, კონკრეტულად რომელი რუსული ინტერესის გატარება მოხდა საქართველოში. რუსული ინტერესების ხელშეწყობაში მბრალმდებლები და სანქციების დამწესებელი მხარეები, თავად რუსეთთან არალეგალური მოვაჭრეები, ახლა მათთან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლო გეგმებს განიხილავენ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატებიც აღადგენს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის ფედერაციასთან.ამ ფონზე ძნელი წარმოსადგენია, რა ახსნა მოეძებნება წინა ადმინისტრაციის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებსა და „რუსული ინტერესის“ გატარების დამტკიცების მცდელობას. თუ რაიმეს დასანქცირება, შეჩერება ან შეფერხება შეეძლოთ, ყველაფერი შეაჩერეს და დააბლოკეს. მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი საჯაროდ აცხადებს, რომ აქტივებზე არასამართლიანად შეზღუდული წვდომის მიუხედავად, ისინი განაგრძობენ როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ისე საქველმოქმედო საქმიანობას და თანხების დაბრუნების არანაირ მოლოდინს არ გააჩნიათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის, მათი მედიისა და სხვადასხვა აგენტურის მხრიდან დამატებითი სანქციების მოთხოვნაზე აღტკინებული რეაქცია და ქილიკური კომენტარები, როგორც ჩანს რადიკალური ჯგუფებისათვის დამატებით ქათმის საკენკის აუცილებლობა დრო და დრო წამოიჭრება.“ - წერს ნიკოლეიშვილი.      

თეიმურაზ წიქვაძე

პოლიტიკა 1763990833

თეიმურაზ წიქვაძე: ლონდონის სამართლებრივ დავაში ბიძინა ივანიშვილი რომ გამარჯვებული იქნებოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე ეხმიანება ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-სთან დავაში ყველა პუნქტში გაიმარჯვა.ადვოკატის განცხადებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ბერმუდაზე დაწყებული სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს მსოფლიო საბანკო სისტემის ფლაგმანს, „კრედიტ სუისს“ შორის, ბიძინა ივანიშვილის უპირობო, სრული გამარჯვებით დასრულდა. ეიმურაზ წიქვაძის თქმით, სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არათუ ძალაში დატოვა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ და ის კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ ავაზაკური ძარცვის საქმეში ფინანსური და მორალური ნორმების, ყველანაირი პრინციპის დამრღვევად გამოაცხადა.„როგორც მოსალოდნელი იყო, ბერმუდაზე დაწყებული სამართლებრივი დავა, ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს მსოფლიო საბანკო სისტემის ფლაგმანს, „კრედიტ სუისს“ შორის, ბიძინა ივანიშვილის უპირობო, სრული გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არათუ ძალაში დატოვა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ და ის კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ ავაზაკური ძარცვის საქმეში ფინანსური და მორალური ნორმების, ყველანაირი პრინციპის დამრღვევად გამოაცხადა.ლონდონის სამართლებრივ დავაში ბიძინა ივანიშვილი რომ გამარჯვებული იქნებოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არაფორმალური მმართველების (დიპ სტეიტის) მიერ ინსპირირებული ყაჩაღობის საქმე იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება უბრალოდ გადაწერა იქნებოდა ყველანაირი სამართლებრივი ჭეშმარიტების, რაც ეგრეთ წოდებული „დიპ სტეიტისთვისაც“ კი წარმოუდგენელი გადამლაშება იქნებოდა.ამ შემთხვევაში მთავარი არა ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიმართ წარმოებული უსამართლო ზეწოლა და შანტაჟია. როგორც რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ წერილში განვმარტე, ბატონ ივანიშვილს, სწორედ მის მიმართ წარმოებული შანტაჟის გათვალისწინებით, არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და არაფორმალური მმართველები (დიპ სტეიტი) კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას მისცემენ.აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ, როგორც ცნობილია, თითქოს და „რუსული ინტერესების“ გატარებისთვის საქართველოში - ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა და ეს სანქციები სწორედ იმ თანხაზე მიმართა, რომელზეც ლონდონის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება. გამოდის, რომ ფორმალურ სამართლებრივად ყველაფერი წესრიგშია, თუმცა აქტივი ისევ არაფორმალური მმართველების (დიპ სტეიტის) ხელში რჩება და ამ თემას, მომავალშიც შანტაჟისთვის გამოიყენებენ. ამ დროს, ბატონ ივანიშვილს არაერთხელ აქვს ღიად გაცხადებული პოზიცია, რომ არ დაექვემდებარება არანაირ შანტაჟს არანაირი თანხის სანაცვლოდ. საქართველოს ეროვნული ინტერესები არავითარ აქტივზე არ გაიცვლება!უფრო მეტიც, თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში აქტივის გაყინვის საბაბად ეგრეთ წოდებულ სანქციებს იყენებენ, მაგრამ არასოდეს არავის უთქვამს, კონკრეტულად რომელი რუსული ინტერესი გაატარა საქართველოში მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ოჯახის წევრებს, მეუღლესა და შვილებს წარმოუდგენლად უხეში ფორმებით შეუჩერეს პირად აქტივზე წვდომა. იგივე აბსურდული მიზეზით ოჯახის წევრების დასანქცირება „დიპ სტეიტისთვისაც“ კი ღრმად არასერიოზული იქნებოდა, ამიტომ მიზეზების ძებნისთვის თავი არ შეიწუხეს და ასე, უბრალოდ, უსაფუძვლოდ, ახსნის გარეშე აქტივზე წვდომა შეუჩერეს.სწორედ ამ მავნებლური, უსამართლო და ყაჩაღური დამოკიდებულების გათვალისწინებით ბიძინა ივანიშვილს არანაირი მოლოდინი არ აქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება. უფრო მეტიც, ვინც მას არარსებული რუსული ინტერსების გატარებას აბრალებდა და ამისათვის სანქციები დააწესა, დღეს თავად სხედან რუსეთთან ერთ მაგიდაზე და ომის დასრულების გეგმებს განიხილავენ. გავა კიდევ რამდენიმე კვირა და დიდი ალბათობით, ამერიკის შეერთებული შტატები თავად აღადგენს რუსეთის ფედერაციასთან ყველანაირ ურთიერთობას, მათ შორის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებს, ამის შემდგომ კი კიდევ უფრო კომიკური გახდება აშშ-ს წინა ადმინისტრაციის სანქციები და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება - „რუსული ინტერესის“ გატარება.არც ისაა გამორიცხული, რომ ამ კომიკურობის გამოსარიცხად ბიძინა ივანიშვილს მართლაც მოუხსნან ამერიკული სანქციები, მით უმეტეს, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ რამდენიმე შემთხვევაში გადახედა პოლიტიკური დასჯის მექანიზმად გამოყენებულ სანქციებს, მაგრამ საქმე სულ სხვა რამეა - თუ არაფორმალური მმართველების (დიპ სტეიტის) მიერ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ შანტაჟისა და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა გაგრძელდეს, შესაძლოა ამერიკულის ნაცვლად ბრიტანული სანქციები გამოიყენონ. ეს ერთი სხეულის ორი ხელია და რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ამიტომ ვამბობთ, რომ იქამდე, სანამ გრძელდება მსგავსი უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიმართ, არანაირი სამართლებრივი გამარჯვება შედეგის მომტანი არ იქნება.დაბოლოს, მნიშვნელოვანი განმარტება ადგილობრივი ოპოზიციისა და მათი მედიის „სიხარულზე“, რომ თითქოს ახალი სანქციები დაუწესდება ბიძინა ივანიშვილს - ბიძინა ივანიშვილს საზღვარგარეთ აქვს ორი სახის აქტივი. 1 - ლონდონის უზენაეს სასამართლოში მოგებული თანხა 2 - ოჯახის წევრების აქტივი შვეიცარიის ბანკ „ჯულიუს ბაერში“. ორივე აქტივზე როგორც ბატონ ივანიშვილს, ასევე ოჯახის წევრებს სრულად აქვთ წვდომა შეზღუდული. თუ რაიმეს დასანქცირება, შეჩერება და შეფერხება შეეძლოთ, ყველაფერი დაასანქცირეს, შეაჩერეს და შეაფერხეს. იმის იქით, რაც გინდა სანქციები დააწესონ, არაფერი შეიცვლება.მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილიც და მისი ოჯახიც ღიად ამბობს, რომ ამ აქტივებზე ყაჩაღურად შეზღუდული წვდომის მიუხედავად აგრძელებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე საქველმოქმედო საქმიანობას და არანაირი მოლოდინი თანხების დაბრუნების არ აქვთ. ამრიგად, უსამშობლო აგენტურის სიხარული სასაცილოა, ხოლო მათი საუბარი დამატებით სანქციებზე სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდისტული საკვების გადაგდება რამდენიმე ასეული რადიკალი სექტანტისთვის“, - წერს თეიმურაზ წიქვაძე. 

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1763988189

გია აბაშიძე: ადრე თუ გვიან ივანიშვილების ოჯახის სიმართლე საბოლოოდ გაიმარჯვებს თაღლით შვეიცარიელ ბანკირებთან საერთაშორისო დავებში და აღსრულების თანახმად, მათ დაუბრუნდებათ მიტაცებული თანხები

Deep state-ის ლეგიონერები ბიძინა ივანიშვილისათვის ფინანსური სანქციების დაკანონებაში ერთ-ერთ საერთაშორისო დავაში ჩავარდნენ - ბერმუდას სამართლებრივ დავაში ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა "კრედიტ სუისთან" სრულად გაიმარჯვა, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.როგორც აბაშიძე აღნიშნავს, სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალაში დატოვა, არამედ "კრედიტ სუისის" წინააღმდეგ უფრო გაამკაცრა და შვეიცარიული ბანკი კეთილსინდისიერი კრედიტორის მიმართ ფინანსური და მორალური ნორმების პრინციპების დამრღვევად გამოაცხადა.„Deep state-ის ლეგიონერები ბიძინა ივანიშვილისათვის ფინანსური სანქციების დაკანონებაში ერთ-ერთ საერთაშორისო დავაში ჩავარდნენ - ბერმუდას სამართლებრივ დავაში ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა "კრედიტ სუისთან" სრულად გაიმარჯვა. სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალაში დატოვა, არამედ "კრედიტ სუისის" წინააღმდეგ უფრო გაამკაცრა და შვეიცარიული ბანკი კეთილსინდისიერი კრედიტორის მიმართ ფინანსური და მორალური ნორმების პრინციპების დამრღვევად გამოაცხადა.ადრე თუ გვიან ივანიშვილების ოჯახის სიმართლე საბოლოოდ გაიმარჯვებს თაღლით შვეიცარიელ ბანკირებთან საერთაშორისო დავებში და აღსრულების თანახმად, მათ დაუბრუნდებათ მიტაცებული თანხები“, - წერს აბაშიძე.